Zurriuss.Ge » ეგვიპტე

Aida და ჰაიდააა
ბოლო დროს შეგნებულად არ ვახსენებდი არც კლასიკას და არც ოპერას. მივხვდი, რა ამ ქვეყანაზე, ჩემ გარდა, ოპერას პატრონი არ ჰყავს, გადავწყვიტე, ისევ მე მიმეხედა ამ ჩაწოლილი ტავარისთვის. ამიერიდან საშუალება გექნებათ, მცირეოდენი ინფორმაცია მიიღოთ უმაღლესი დონის ოპერებსა და დატკბეთ მათი საუკეთესო ჩანაწერებით. მომაპყარით საჩინონი და სასუმენელნი თქუენნი.

მოკლედ, 1869 წელს, როცა მენდელეევი თავისი აღმოჩენით გაცისკროვნებული  დაიარებოდა, ეგვიპტელები ხმელთაშუა და წითელი ზღვების სუეცის არხით დამეგობრებას ზეიმობდნენ. ქვეყნის მთავრობამ სახელოვან ჯუზეპე ვერდის ამ დიდი მოვლენის სახოტბო მუსიკის შექმნა სთხოვა. უკვე საკმაოდ მხცოვანი კომპოზიტორი უარზე იდგა, მაგრამ დაითანხმეს და 1870 წლიდან თავის საქმეს შეუდგა. “აიდა”, ან Aida, ვერდის ბოლოდან მესამე ოპერაა, რომელიც 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში დაიდგა.  კომპოზიტორი მას არ დასწრებია (ნუ შემჭამთ ახლა რატომო. თავისი ოპერა იყო და უნდოდა – დაესწრებოდა, უნდოდა – არა). მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში “აიდა” დაიდგა მსოფლიოს 155  თეატრში.

ჯუზეპე ბაბუას ერთი ფრიად უცნაური თვისება ჰქონდა: რაც უფრო ბერდებოდა, მით უფრო უკეთეს ოპერებს წერდა

ეს ოპერა ყოველთვის პოპულარული იყო და მის მობეზრებას არავინ ვარაუდობს. მდიდარი შინაარსი და გმირთა სახეები საშუალებას აძლევს “აიდას”, მრავალი საინტერესო ინტერპრეატაცია მოირგოს ისე, რომ არ გახდეს ხელოვნური და უინტერესო. ლიბრეტო შექმნილია ფრანგი ეგვიპტოლოგის, ოგიუსტ მარიეტის ტექსტებზე დაყრდნობით.

უვერტიურა იწყება ძალიან ნაზად, მშვიდად, ძლიერი და ემოციური ბგერების გარეშე. თითქოს გვაფრთხილებს, რომ ამბავი ჩვეულებრივ ადამიანებსა და მათს გრძნობებს ეხება.

Atto I

მოქმედება ხდება მემფისში, ფარაონის სასახლეში. მაცნებ ცნობა მოიტანა ეთიოპიელთა შემოჭრის შესახებ. რადამესი, ეგვიპტის ჯარის ერთ-ერთი მთავარსარდალი, “საროსა მჯობი ნაზარდი”, რომელიც “ვითა კატათ ხოცდა ლომსა”, ევედრება ღმერთ(ებ)ს, რომ ეთიოპიელთა წინააღმდეგ ჯარის სარდლობა მას ჩააბარონ. იგი ამ გამარჯვებას აიდას, ფარაონის ქალიშვილის ზანგ მსახურს მიუძღვნის, რომელიც თავდავიწყებით უყვარს. არია Celeste Aida (“ღვთაებრივო აიდა”) სწორედ მას ეძღვნება. პავაროტი გასაგიჟებლად მღეროდა ამას.

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/l_eWsuMekSw?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/l_eWsuMekSw?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

არც ეს უკანასკნელია გულგრილი ჭაბუკის მიმართ. მზეთუნახავ მონა აიდას ერთი დიდი საიდუმლო აქვს: იგი ეთიოპიელთა მეფის ამონასროს ქალიშვილია და ეგვიპტეში ამის შესახებ არავინ იცის. სწორედ მის დასაბრუნებლად ილაშქრებენ ეთიოპიელები. სანამ რადამესი ფიქრებშია, მასთან ფარაონის ქალიშვილი ამნერისი მიდის, რომელიც შეყვარებულია მთავარსარდალზე. იგი, ამავდროულად, აიდასა და რადამესის ფარულ რომანზეც ეჭვობს. შემოდის აიდა და იწყება ტრიო, რომელშიც სამივე გმირი თავისთვის ფიქრობს. ვერდიმ კი ეს ფიქრი სამხმოვან კომპოზიციაში გააერთიანა. (პლასიდო დომინგო – რადამესი, დოლორა ზაჯიკი  – ამნერისი, აპრილე მილო – აიდა)

<object width="558" height="339"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/r6hAwvDFRfQ?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/r6hAwvDFRfQ?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="339" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ისმის საყვირის ხმა. ფარაონი მობარძანდება. ტაძრიდან დაბრუნებული უმაღლესი ქურუმი რამფისი მას ღმერთების ნება-სურვილს გადასცემს. სწორედ რადამესი წარუძღვება ჯარს. ხალხი ერთხმად იზეიმებს და მხედართმთავარს ტაძრისაკენ გააცილებს შეძახილით Ritorna Vincitor! (“დაბრუნდი გამარჯვებული”). ეს ფრაზა აიდასაც წამოსცდება, რომელიც არიაში გადაიზრდება. აიდა გლოვობს თავის უბედურ ბედს. მამა, ამონასრო, მისი შეყვარებულის, რადამესის მტერია (ვინ ვინ და კალასის ექსპრესიული ხმა გადმოსცემს ამ მონაკვეთს უძლიერესად!).

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/Xk0fg67qXuc?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/Xk0fg67qXuc?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

პირველი მოქმედება მთავრდება ასე: რადამესს საომრად გამოპრანჭავენ, ქურუმი რამფისი დალოცავს, მერე ერთად ჯიგრულად ილოცებენ და ფარდაც დაიხურება (თეატრს გააჩნია).

Atto II

ეს ტრიუმფალური აქტია. აქ საგუნდო და საორკესტრო ჟღერადობა კულმინაციამდე ვითარდება. პრინცესა ამნერისი თავის მოსასვენებელ ოთახში ნებივრობს. მან უკვე იცის რადამესის გამარჯვების შესახებ, აიდამ კი არა. ამნერისი გადაწყვეტს, აიდა რადამესის სიყვარულში გამოტეხოს. როდესაც იგი შემოვა, ამნერისი ეტყვის, რომ მხედართმთავარი დაიღუპა. აიდა ტირილს დაიწყებს. მალევე პრინცესა სიმათლეს გაუმხელს და აიდას სიხარულის ხმა აღმოხდება ვეებერთელა ჟღერადობით. აქ გამოიჭერს ამნერისი და აბა დაფქვი ყველაფერიო. აიდა ფეხზე წამოდგება და წამოიძახებს, რომ ისიც პრინცესაა! გაკვირვებული და გაბრაზებული ამნერისის მზერას რომ დაინახავს, უკან იხევს და ბოდიშს უხდის სისულელის თქმისათვის. პრინცესას მიზნის მიღწევა სურს.

ისმის საზეიმო საყვირის ხმა. მთელი სამეფო კარი სასახლის ეზოშია შეკრებილი და გმირს ელოდება. გამარჯვებულ ჯარს შემოაქვს უამრავი ნადავლი და განძი. აქ ცნობილ თემას გაიგონებთ და ბევრი თქვენგანი “ვა, ეს აქ ყოფილა?”-საც გაიფიქრებთ. სხვათა შორის, რამდენჯერაც თბილისის ოპერაში “აიდა” ვნახე, საყვირს თავისი პარტია თითქმის ყოველთვის ეშლება.

შემოდის რადამესიც და ქორო სადიდებელ სიმღერას დააგუგუნებს. ამასობაში აიდა მონებს შორის მამამისს, მეფე ამონასროს დაინახავს და მისკენ გაიქცევა. ისუ უჩურჩულებს, არ გამცეო. ყველას ყურადღება მათკენ გადააქვს. ამონასრო იტყვის, რომ იგი ერთ-ერთი მეთაური იყო და თავის ხალხს იცავდა, ეთიოპიის მეფე კი მკვდარია. დაუჯერებენ. ფარაონი გმირ რადამესს ნებისმიერი სურვილის ასრულებას ჰპირდება. ეს ახალგაზრდა  კეთილი გულისაა და ეთიოპიელი მონების გათავისუფლებას ითხოვს. მიუხედავად ქურუმ რამფისის წინააღმდეგობისა, ფარაონი თანახმაა, ეთიოპიელები გაუშვას, ამასთან ერთად იგი რადამესს თავის ასულზე, ამნერისზე ნიშნავს. ამაზე ხალხს მადლობა ამოხდება, ქორო გალობს, ყველა ზეიმობს. ამის პარალელურად ამონასრო აიდას ეუბნება, რომ რევანშის გეგმა უკვე მზად აქვს.

ვერდიმ აქ რამდენიმე ემოცია ერთმანეთს შეუპირისპირა და განვითარების უმაღლეს წერტილამდე მიიყვანა. გახარებული ეგვიპტელები, მადლიერი ეთიოპიელები, გამარჯვებული რადამესი, გამარჯვებული ამნერისი, გაბოროტებული ამონასრო და გაუბედურებული აიდა. ეს მრავალხმიანობა ვერდიმ უძლიერესი მუსიკით შეამკო, მარია კალასმა კი დაუვიწყარი მი-ბემოლით დააგვირგვინა, რომლის ანალოგიც არ მოიძებნება!

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/UXXkiM9LsD4?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/UXXkiM9LsD4?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

შეგაჯანჯღარათ?   გავაგრძელოთ.

Atto III

დიდი ზეიმის შემდეგ სასახლეში სიმშვიდეა. არა, არც ეგრეა საქმე. ღამეა. ბედნიერი ამნერისი ტაძარში სალოცავად მიდის. იქვე, ნილოსის ნაპირას, აიდასა და რადამესს პაემანი აქვთ. მანამ მიჯნური (+1 რუსთაველს) გამოჩნდებოდეს, აიდა თავის სამშობლოს იხსენებს და მისტირის იქაურობას, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს და ვეღარც ნახავს (O Patria Mia – შავკანიანი ლეონტინ პრაისის შესრულებით. აიდას ერთ-ერთი საუკეთესო სახე საოპერო სცენაზე. ნახეთ, რა დღეშია დარბაზი და როგორ ადგება ცრემლი მომღერალს, რომელიც უკანასკნელი სპექტაკლით ემშვიდობება სცენას ).

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/xGfP38nd-U0?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/xGfP38nd-U0?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ამასობაში სიბნელიდან გამოდის ამონასრო, აიდას მამა. იგი ქალიშვილს მოუწოდებს, მონაწილება მიიღოს მის ამბოხებაში და ახსენებს მშობლიური ეთიოპიის მხარეს, სადაც იგი გაიზარდა. აიდა ორად იხლიჩება. ერთ მხარეს მამა, ოჯახი და სამშობლოა, მეორე მხარეს კი სიყვარული, რომელიც, ეს-ეს არის, უნდა მოვიდეს. ამონასროს ასურს, აიდამ რადამესს ათქმევინოს, რომელი გზით მიდიან ეგვიპტის ჯარები. გატანჯული აიდა თანახმაა.

შემოდის რადამესიც, აიდა თავს შორს იჭერს. ჭაბუკს ვერ გაუგია ქალის დაღრეჯის მიზეზი (+1 რუსთაველს). აიდა ეკითხება, თუ საით წავიდნენ ეგვიპტის ჯარისკაცები. რადამესიც პასუხობს “ნაპტას გზით”. ამ დროს გამოჩნდება იქვე დამალული ამონასროც და თავის ვინაობას გაუმხელს. რადამესი გატეხილი და გაბრიყვებულია (ჩვენს ენაზედ “მიბანძებული” ჰქვიან). მან სამშობლოს გაუცნობიერებლად უღალატა. ამონასრო სთავაზობს, მასსა და აიდასთან ერთად ეთიოპიაში გაიქცეს…

ამასობაში ტაძრიდან გამოსული ამნერისი, ხედავს რა ასეთ სცენას, დაცვას დაუძეხებს. ამონასრო ხმალს იშიშვლებს მტრების ამოსაწყვეტად, მაგრამ რადამესი შეაკავებს. აიდა და მამამისი გარბიან. რადამესი, ხედავს რა უმაღლეს ქურუმ რამფისს, ხმალს გადასცემს და ჩაბარდება.

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/kmZDohNi-lc?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/kmZDohNi-lc?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

Atto IV

რადამესი ციხეშია. ამნერისი მხოლოდ მასზე ფიქრობს, მის გადასარჩენად ლოცულობს. იგი გულის სწორს (+1 ხალხურს) სასახლეში მოაყვანინებს. საერთოდ, ეს მოქმედება თითქმის მთლიანად მეცო სოპრანოს განცდებსა და ტკივილზეა აგებული, ამიტომ მისი შესრულება ძალიან ძნელია. ამნერისს შესწევს ძალა, რადამესი გადაარჩინოს. თუკი უარს იტყვის აიდაზე, მას ექნება თავისუფლება და სამეფო გვირგვინი. რადამესი უკან არ იხევს. ეჭვით აღვსილი ამნერისი მის თავს მსაჯულებს გადასცემს. მიუხედავად იმისა, რომ ამნერისმა რადამესი გაწირა, მას მაინც თავდავიწყებით უყვარს. როცა რამფისი, მსაჯულებთან ერთად, რადამესს ასამართლებენ, იგი ღმერთს შეყვარებულის გადარჩენას შესთხოვს. (ამ ჩანაწერში ამნერისს დოლორა ზაჯიკი ასრულებს, რამფისს კი – პაატა ბურჭულაძე).

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/aSxTilAGDqA?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/aSxTilAGDqA?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

მსაჯულებმა რადამესს ტაძრის იატაკის ქვეშ აკლდამაში ჩაგდება მიუსაჯეს. ეგვიპტის ერთ დროს უძლეველი გმირი სულ მალე სულს ჩაქვესკნელებული დალევს. სიკვდილის წინ რადამესი აიდაზე ფიქრობს. უცებ სატრფოს ხმას გაიგონებს. სულ რამდენიმე წამით ჰგონია, რომ ელანდება, მაგრამ თურმე არა. აიდაც იმავე აკლდამაშია და ანალოგიურ ბედს გაიზიარებს. მამამისი ჯარისკაცებს შემოაკვდათ, თვითონ კი რადამესის ბედი არგუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულებს გარდაუვალი სიკვდილი ელით, საბოლოოდ ისინი ერთად არიან და სულიერ შეერთებაზე ფიქრობენ. მათთვის ამქვყნიური უკვე წარსულია. მუსიკაც შესაბამისია. იგი მოკლებულია ყოველივე იმ ძალას, რომლითაც წინა მოქმედებებში ჟღერდა. ჰარმონია უვერტიურის სიხშირეს უტოლდება და, ლოცვისებურად, მშვიდად სრულდება. ამ დროს მართლაც ლოცვა აღევლინება, რომელსაც სამარის თავზე მყოფი ამნერისი აღავლენს ღვთის წინაშე…

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/Pp872-DIBQE?version=3"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/Pp872-DIBQE?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

აგერ ბატონო Aida და ჰაიდა ახლა ოპერაში, ნერვები არ მომიშალოთ, იცოდეთ!

“ეხნატონის ამბავი” – როგორც იქნა, მოვრჩი!
ამ რადიოსიუჟეტს თეორიულად ერთი თვე, ხოლო პრაქტიკულად, 3 დღეა, რაც ვამონტაჟებ. იმედი მაქვს, ლექტორი კარგად შემიფასებს ამდენ ნაწვალებს, მანამდე კი თქვენ გიტოვებთ განსასჯელად და საძიძგნად

დიიიდი მადლობა ყველას, ვინც სიუჟეტის მომზადებაში დამეხმარეთ!

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="100%" height="81" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fsoundcloud.com%2Fzurriuss%2Fakhenaten-story&show_comments=true&auto_play=false&color=e8110e" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="100%" height="81" src="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fsoundcloud.com%2Fzurriuss%2Fakhenaten-story&show_comments=true&auto_play=false&color=e8110e" allowscriptaccess="always"></embed></object> Akhenaten Story by zurriuss

ეგვიპტური Story (ნაწილი III)
გონგი, ძრწოლა…

_ იტირეთ!

გონგი, ძრწოლა…

_იგლოვეთ!

გონგი, ძრწოლა…

_ თავები მიწას დაახალეთ!

გონგი, ძრწოლა…

_თუტმოსი, ძე და მემკვიდრე ჩემი, დასავლეთის ქარებს გაჰყვა!…

ასე იწყებოდა ყოველი დილა. ყოველი შავი დილა. ფარაონი ხალხის თვალწინ მოთქვამდა, მუშტებს ქვის მოაჯირზე ურყამდა და დასისხლიანებულ ხელებს სამგლოვიარო, ქათქათა მოსასხამზე იხოცავდა. საზარელი შესახედავი იყო ზემო და ქვემო ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი, ვისი ძალისხმევითაც სამეფო უკიდეგანოდ გაძლიერდა, აყვავდა და განმტკიცდა. სულ ცოტა ხნის წინ იგი თავს ღმერთებს უტოლებდა, ამენხოტეპ III-ის 200-ზე მეტ ქანდაკებას ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძრებში გუნდრუკს უკმევდნენ და ადიდებდნენ. რაოდენ ფუჭია ახლა ყოველივე. რაოდენ უძლური ყოფილა სიკვდილის წინაშე თვით ჰორის ამქვეყნიური სახე, რომელიც ახლა თავის მუმიად ქცეულ იმედს დასტირის.

არც არავინ დაინტერესებულა, ამენხოტეპ უმცროსმა იგლოვა თუ არა საკუთარი ძმა. ამაზე სასახლეში ცხადად არავინ საუბრობდა. არც არავის ეცალა. ფარაონმა ბრძანა, სამგლოვიარო თეთრი სუდარით მოერთოთ კარნაკის მთელი კომპლექსი და მემკვიდრის მუმია 7 დღით საკურთხეველში დაასვენებინა. მიუხედავად უმაღლეს ქურუმთა პროტესტისა, ამენხოტეპ III-მ გადაწყვეტილება არ შეცვალა, ჩემი მემკვიდრე და ჩემი სული სამაგალითოდ უნდა დაიკრძალოსო. ბოლოს ყველაფერი ისე გადაწყდა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და ამონ-რას უზენაესობა ქრთამის უზენასობამ ჩაანაცვლა.

დედოფალთა ველის მისადგომები  მგლოვიარეთა რიგებს გადაეთეთრებინა. მეფეთა ველის განაპირას მდებარე სასაფლაოს უამრავი ფარაონის მეუღლე და სამეფო ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრი ჩაეკრა კლდოვან გულში. ათას ორას მონას მოჰქონდა სამეფო აკლდამაში ჩასატანები ბაჯაღლო ოქროს ნაკეთობანი. სულ ბოლოს სამეფო ტახტი მოსჩანდა, რომელზე ასვლაც ყმაწვილს არ დასცალდა. შემდეგ ისიდასა და ოსირისის მოოქროვილი ქანაკებები მოჰქონდათ, მათ წინ კი შავი გრანიტის ანუბისისს მოაგორებდნენ. თორმეტ ოქროთი დაფარულ თუტმოსისსახიან სფინქსს 20-20 მონა ეზიდებოდა. და გამოჩნდა სამეფო ოქროს ეტლიც, რომლის გამოსახულებებითაც აჭრელებული იყო გარდაცვლილის განსასვენებელი. სწორედ ამ სამეფო ეტლით უნდა შემოევლო მომავალ თუტმოს IV-ს სამეფო და მტერს გადაულახავ ქვიშის ქარბუქად აღდგომოდა. პროცესიას ფარაონის ოჯახი, დედ-მამა და და-ძმანი მიუძღვებოდნენ. ამენხოტეპ III-ს ტირილისაგან სახე ისე დაღრძუებოდა, რომ ოქროს ნიღაბი აეფარებინათ. ფარაონი, რომელიც ჯანმრთელობას თითქმის არ უჩიოდა, მეუღლეებს მკლავზე გადამხობილი მიჰყავდათ. პროცესიის თავში კი ლეოპარდისტყავიანი უმაღლესი ქურუმი ანენი აღავლენდა შესანდობარ ლოცვებს.

ამენხოტეპ უმცროსი, რომელიც შინაგანად საოცარ ძალას გრძნობდა, გაშტერებული სახით იდგა თავისიანებს შორის. უკვირდა, რომ ნება დართეს, ოჯახთან ერთად ასე საჯაროდ გამოჩენილიყო, თუმცა ახლა მისი გონება სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. გარშემო ხალხი ირეოდა, ყველა თავში ხელებს იშენდა, მუსიკოსები უკრავდნენ, დამტირებლები, ცხარე ცრემლით გლოვობდნენ, _ ამენხოტეპს არაფერი ესმოდა. მუქი თაფლისფერი თვალები  მოეხუჭა და ცაში ერთ წერტილს დიდი გაოცებით მიშტერებოდა. იმ წამს ამენხოტეპი იქ არ იყო.

ის იქ იყო, მასთან, ვინც აღმოაჩინა.

ბიჭს სახე გაუნათდა და ტუჩებზე ღიმილი აუთამაშდა. თვალები ისე უციმციმებდა, თითქოს, დიდი ხნის დაკარგულ ძვირფასეულს მიაგნო.

რკალისებური ღიმილი გასცდა ტუჩის კუთხეებს და ნელ-ნელა დიდ ნაპრალად გაიპო სახეზე. ცოტაც და ჰაეროვანი ამოსუნთქვა აღმოხდა. უცებ, დედამ მოიხედა! ბიჭს ღიმილი სახეზე შეეყინა. თვალებდაბინდულმა თიამ მონას პარიკი გაასწორებინა და გაბრუებული თავი კვლავ შეაბრუნა ისე, რომ ვერც მიხვდა, თუ რატომ გამოიხედა. ბიჭმა ახალი ძალით მიაპყრო თვალები ზეცას. თუმცა, რა ზეცას, იგი თვით მზეს უმზერდა!

… სწორედ იმ დროს, იმ წუთებში ამენხოტეპმა იგრძნო, მიაგნო მას, რამაც შინაგანად გააცისკროვნა.

ეს ღვთაებრივი სიბრალული იყო.

დიახ, ამიერიდან მას ებრალებოდა ყველა და ყველაფერი, რასაც თაყვანს სცემდნენ, ვინაიდან ისინი უსიცოცხლო ფიტულები იყვნენ, გამოგონილნი ადამიანთა მანკიერი ზრახვების აღსაკვეთად.

ებრალებოდა ყოველი, ვინც ასე გულმოდგინედ ლოცულობდა არარსებულთა წინაშე და მათგან ამაოდ ელოდა პასუხს.

ებრალებოდა დედა, მამა, დები, გარდაცვლილი ძმაც კი, რომლის ცხედარსაც გამოგონილი ღმერთების სახელით კრძალავდნენ.

ებრალებოდა ყოველი ტაძრის თითოეული ქვა, რომელიც, ცოდვილ ქურუმთა ახირებების გამო, არარსებული ღმერთის სადიდებლად გამოთალეს.

ებრალებოდა თითოეული მუშა და ჯარისკაცი, ვისი სისხლიც არასებულ ღმერთთა სადიდებლად დაიღვარა.

ებრალებოდა დამკრძალავი პროცესიაც, რომელსაც უგუნურება მემკვიდრეობით ერგო.

თვალებგაშტერებული ამენხოტეპი ცრემლად იღვრებოდა. ატირდა. ყველამ დაინახა, როგორ მოთქვამდა სამეფო  ოჯახის წევრი, რომლის უცნაურმა გარეგნობამ გარშემომყოფთა ყურადღება მიიქცია. ზოგს ეგონა, რომ ატირებულ ბიჭს მზის სხივებმა თვალები აუწვა, ფანატიკოსთა აზრით, იგი ძმას დასტიროდა. თუმცა სინამდვილეში ამენხოტეპის გონებას ასეთი მიწიერებებისათვის არ ეცალა. იგი ღვთაებრივი სიბრალულისაგან ტიროდა და ებრალებოდა მთელი ერი, რომელიც, შეცდომით, არარსებულ იდეალებს აღმერთებდა.

დიახ, როდესაც ეგვიპტელები თუტმოსს ეთხოვებოდნენ, ამენხოტეპი სიბრალულს განიცდიდა მთელი ქვეყნიერების მიმართ. არასდროს და არც ოდესმე იგი არ შერყეულა და არ გარდასულა იმ რწმენას, რომელიც თებეს ვიწრო მისადგომებში, ათასობით მოყიჟინე მგლოვიარეს შორის შეიმეცნა. მან იგრძნო სიბრალული ეგვიპტის 2000-წლიანი ისტორიისა და ტრადიციის მიმართ, რომელიც ხალხს, მცდარი მიმართულებით, უფსკრულისაკენ მიუძღოდა.

სწორედ ნილოსის ნაპირის კლდოვან სივრცეში, მზისკენ მზერამიპყრობილი ამენხოტეპი პირველად მიხვდა, რომ ამიერიდან ქვეყნიერება ისეთი აღარ იქნება, როგორიც მანამდე იყო. სწორედ თებეს კლდოვან სილუეტებში იშვა ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი, ატონი. მისი და მთელი ეგვიპტის მომავალი.

ნაწილი I

ნაწილი II

ნაწილი IV

ეგვიპტური Story (ნაწილი II)
_სად მიგაქვს ნერას სხეული?

_ შვილო, დააბრუნე თავის ადგილას შენი საბრალო და!

_ამენხოტეპ, შეჩერდი ახლავე! ნერა ყველა ჩვენგანის ტკივილია!

_არა, ნერა მხოლოდ ჩემი ტკივილია! ისევე, როგორც მთელი ჩემი სხეული, რომელიც ასე გაშინებთ!…

აღრიალებული დაატარებდა დის ცხედარს სახეშეშლილი ბიჭი და ღმერთებს შველას ეხვეწებოდა. ყველას შეჰბღაოდა და ცრემლებით ჩამობანილ ლოყებს ნერას თმებზე იმშრალებდა. ერთადერთი იმედი, რომელსაც სიცოცხლის სურვილი ერქვა, მისსავე ხელებში ესვენა. სასახლის კოლონადის ბოლოს, მზის დისკოს გზაგასაყარზე, თუტმოსი წამოეწია და ძმას ცხედარი ხელიდან გააშვებინა.

ამ ამბიდან 70 დღის შემდეგ მეფეთა ველზე, ერთ-ერთ აკლდამაში, ნერასსახიანი ოქროთი დაფარული მუმია დაასვენეს. თვალებდასიებული, სახედანაცრებული ამენხოტეპი, ყველა ტრადიციის უკუსაგდებად, სამგლოვიარო პროცესიას უმაღლეს ქურუმთან ერთად მიუძღვებოდა. ბიძა ანენთან რამდენიმედღიანმა ხვეწნა-მუდარამ გაჭრა და ორნი მიაცილებდნენ ნერას ოსირისის მწვანე ქვეყნისაკენ.

აკლდამა სამუდამოდ ჩაბნელდა. ჩაბნელდა ამენხოტეპის სიცოცხლეც. საზრდელის მიღებაზე უარი თქვა. მარტოდმარტო თავის ოთახში, კოლონებს შორის უძრავად მდგარ ღმერთებში დაეძებდა გულშემატკივარსა და დარდის გამზიარებელს, რომელიც ასე აკლდა.

იგი ლოცულობდა _ ისინი დუმდნენ.

იგი მსხერპლს სწირავდა _ ისინი არ იღებდნენ.

იგი იმედის თვალით უმზერდა _ ისინი მიხატულ თვალებს მხოლოდ ერთი მიმართულებით აშტერებდნენ.

–სადა ხარ?! დამეხმარე! გიხმობ!

ღმერთი, რომელიც შენს ლოცვას არ შეისმენს,  არ გეხმარება და შენი მანკიერებით გამოწვეულ წუხილს ნუგეშით არ შეგიცვლის, არ არსებობს.

ამონი მხოლოდ თიხის უსულო ფიტულაა, ოქროში ამოვლბული ტოტემი!

შტერია ყველა, ვინც თავს იტყუებს და გამოგონილ, გველბაყაყისთავიან არსებებს სცმს თაყვანს. დასასჯელია თითოეული, ვინც ხალხს გონებას უწამლავს და მითებით უმტკიცებს, რომ ამონი მზის უძლეველი ღმერთია. რომ სობეკის ოფლისაგან ნილოსი იშვა. ბასტისა და სეხმეტის არსებობა კი სასაცილოა, რადგან ისინი ქურუმებს თავისუფალი დროის მოსაკლავად მოუგონებიათ, ფული რომ დაეტყუებინათ ბრმადმორწმუნე ეგვიპტელებისათვის.

თურმე როგორ ბნელა ეგვიპტეში…

თვალდახუჭულ ამენხოტეპს უკვე აღარ სტკიოდა. იგი ამონის წმინდა ქანდაკებას გამალებული ურტყამდა თავს და პასუხს სთხოვდა, თუ რატომ ჰქვიათ ორივეს იგივე სახელი, როცა ერთი ღმერთია, მეორე კი – ეგვიპტის ხელმწიფისაგან მოძულებული გონჯი.

ფარაონი ხომ ამონ–რას ადამიანური სახეა? მაშინ სად არის ფართე მხრები, ათლეტური აღნაგობა, მამაკაცური თეძოები, დაკუნთული მკლავები? რატომ არ აღმოჩნდა უზენაესის ნება მისდამი ლმობიერი? რატომ წაართვა მისი ტკივილის ერთადერთი გამზიარებლი ასე უპასუხოდ? რატომ არიდებენ თვალს და ყალბი, იდიოტური მოწიწებით რატომ ესაუბრებიან?

საერთოდაც, ვინ არის ამენხოტეპი?

რა უნდათ მისგან?

ან რა უნდა მას?

ფარაონი ამენხოტეპ III და დედოფალი თია

მამას ორადორი საზრუნავი აქვს: სახელმწიფო საქმეები და დაჭიანებული კბილები. დედა სამეფო ოჯახის აღზრდას ხელმძღვანელობს. აქ ამენხოტეპიც იგულისხმება, მაგრამ იგი საკუთარ თავს თვითონვე უვლის. მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ თუ შემოუვლის დედა დედოფალი თია. ხან სინდსი ქენჯნას ვერ უძლებს, ხან ოთახი შეეშლება და როდესაც ლეპოარდის ტყავზე მჯდარ ტეძოგანიერ ვაჟს დაინახავს, სხვა გზა აღარ რჩება. უნდა ჩაეხუტოს, რამდენჯერმე საფეთქელზე აკოცოს, პარიკი გაუსწოროს და ამონის, მისი მფარველის სახელით დაამშვიდოს.

ამენხოტეპს სწორედ ეს აცოფებს. ამონი რომ არსებობდეს, დედაზე ადრე დაეხმარებოდა და გაცილებით უკეთ, ვიდრე თიას ვალისმოსახდელი ლოცვა. დედის ყოველი ნუგეში სიყალბედ მიაჩნია. სიყალბე უმთავრესი იყო, რაც ამენხოტეპს ადამიანებში ეზიზღებოდა.

როგორ უნდა გამოესახათ ტაძრის კედლებზე იგი, როცა თავისი დრო მოვიდოდა? ახოვან და მხარბეჭიან  ამონ-რას ასლად? კი მაგრამ, ეს ხომ აბსურდია! იგი ისიდას უფრო ჰგავს, ვიდრე ჰორს. ამენხოტეპის მამაკაცური სხეული ისეთივე სიყალბეა, როგორც ამონ-რასა და მთელი ღვთაებრივი დასის არსებობა. ამიერიდან იგი აღარ დამალავს თავის ნაკლს და ყოველთვის იქნება ისეთი, როგორიც ცოდვილმა მშობლებმა უცოდველი პრინცის დაბადების იმედით გააჩინეს.

არა, ამენხოტეპი შურისმაძიებელ ტირანამდე არ დაეცემა. მას სიკეთე და მიტევება სურს. ყოველივე ეს კი ახალი, ერთადერთი ღმერთის სახელით აღსრულდება!

ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუკი უმცირესი საშუალება მაინც მიეცემა, ამენხოტეპი საკუთარ თავში იპოვის იმ ძალას, რომლის სიდიადეც სრულიად შეცვლის მრავალსაუკუნოვან წარმოდგენას ღმერთზე. თუკი დასცალდა, ყველა ყალბის მქმნელს ამხელს და ამით მთელს ერს უჩვენებს გზას მართალი უზენაესისაკენ, რომლის ძიებასაც ასე გაურბოდა ყველა ქურუმი. ამენხოტეპი იქნება პირველი, ვინც ერთღმერთიანობას დააკანოებს!

ამ დიადი მიზნის აღსასრულებლად საჭიროა მხოლოდ ორი რამ: ხელსაყრელი დრო და მორჩილება, რომ ეს დრო მალე მოვიდეს…

ზუსტად 2 წლის შემდეგ ზემო და ქვემო ეგვიპტის ქურუმთა ზედამხედველი და მემფისში პტაჰის უმაღლესი ქურუმი, სამეფო პრინცი თუტმოსი ღვთისმსახურებისას მარცხენა წვივის ძვალში ტკივილს იგრძნობს. თითქმის კოჭლობით დაასრულებს საღვთო საქმეს და ცივოფლდასხმული სასახლისაკენ გაემართება. იმ ღამეს სიცხით მბოდავის კვნესისგან შეშფოთებული გაათენებს სამეფო ოჯახი. გამთენიისას, როცა რას ნავი ჰორიზონტიდან ალისფერ ნიჩბებს ამოჰყოფს და დასავლეთის ცივ ქარს უკუაგდებს, მომავალი ფარაონის სული მას გაჰყვება.

ნაწილი I

ნაწილი III

ეგვიპტური Story (ნაწილი I)
5 წლის იყო, როცა პირველად გააცნობიერა თავისი ნაკლის შესახებ. მაშინ სიტყვა “ნაკლის” მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ იეროგლიფთა ეს განლაგება აქცევდა მას გამორჩეულად ოჯახში, გარემოცვაში, მშობელთა და დაძმათა თვალში. სახელსაც სხვანაირად, მორიდებით ეძახდნენ. რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო რწმუნდებოდა მომართვითი სახელის ინტონაციის სიბრალულში. პატარა ამენხოტეპი ეცოდებოდათ.

ნაკლი, რომელიც ბიჭს ოჯახის წევრებისაგან მისდაუნებურად მიჯნავდა, მისი გარეგნობის ნაწილი იყო. 6 წლისას ისეთივე გრძელი თითები ჰქონდა, როგორც დედას, ისევე გრძელი ტერფები, როგორც მამას. ეგვიპტის სამეფოს მმართველ ამენხოტეპ მესამეს. მზრუნველ მამას, რომელსაც საერთოდ არ ახსოვდა უმცროსი ძე.

გარდატეხის ასაკი რომ დაეწყო, ამენხოტეპი საკუთარ ოთახში გამოკეტეს და მისი აღზრდა-განათლება საკუთარ ბიძას, ქურუმ ანენს დაავალეს. ამიერიდან ბიჭს ეკრძალებოდა სასახლის ეზოში გასვლა, ოფიციალურ მიღებებზე გამოჩენა, დაცვის უყურადღებოდ სეირნობა.  პატარა ამენხოტეპს სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად არ გამოსახავდნენ არც ერთ ქვის ფილაზე. როცა ფარაონი ოჯახითურთ ლუქსორში ამონ-რას მხვერპლს სწირავდა და ეგვიპტელი ხალხის ბედს ავედრებდა, არც კი გაახსენდებოდა უმცროსი ძე, რომელიც ჩადრწამოსხმული ტაძრის შორეულ კუთხეში იდგა და თავდახრილი ელოდა პროცესიის დასრულებას. ფარაონის ოჯახი მას საგულდაგულოდ მალავდა. მალავდა, როგორც სირცხვილს, როგორც უწინ ჩადენილ საზარელ ცოდვას. ამენხოტეპს მალავდნენ და უმალავდნენ, თუ რატომ ექცეოდნენ ასე.

ყოველ დილით ბიჭი მსახურთა მიერ გულმოდგინედ გაპრიალებულ ბრინჯაოს სარკეში სინჯავდა თავისი ცხვირის, პირის, ნიკაპის, თითების სიგრძეს და მათ სხვებისას ადარებდა. მალე აღმოაჩინა, რომ ქალის ტანისამოსი უფრო მოხდენილად აზის წელზე, ვიდრე მამაკაცის. არა, ის არ არის ქალი. ის ბიჭია, რომელიც მალე მამაკაცი და ერთ-ერთი სამეფო ჩინოსანი გახდება. მაგრამ რატომ არ ჰგავს მისი ხსეული არც ერთი მამაკაცისას? რატომ მოაძახა უფროსმა ძმამ, ისიდას გავხარო?

14 წლის მოწიფულს ყმაწყვილს ისეთივე სუსტი მკლავები ჰქონდა, როგორც მის 8 წლის დას ნერას. პატარა ნერა ერთადერთი იყო, რომელსაც ამენხოტეპის გარეშე არ შეეძლო და სულ მასთან  ყოფნა სურდა. მან საკუთარი თვალით ნახა ნერას ამქვეყნად მოვლინება. 6 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად ფარაონის მეორე მეუღლის სადედოფლო პალატიდან კივილის ხმა შემოესმა. ბიჭი იქითკენ გაიქცა და შეკრებილი ხალხის გროვაში გაღწევას ეცადა. გამხდარი ამენხოტეპი მათ ფეხებს შორის მოხდენილად გაძვრა-გამოძვრა და ოთახის კუთხეში, ზუსტად დედინაცვლის საწოლის მოპირდაპირე მხარეს, ზეწრების გროვაში დაიმალა. ნახევარ საათს უყურა სისხლნარევ სანახაობას და ბოლოს ნერაც იშვა. ამენხოტეპი გაშტერებული მიჩერებოდა, თუ როგორ შეახვიეს ნაჭრებში მოთეთრო-მოვარდისფრო ნარჩენებით დაფარული მტირალა ახალშობილი. უნდოდა მიახლოებოდა და მოფერებოდა, მაგრამ გაახსენდა, რომ დარბაზში ხალხი ჯერ კიდევ დარჩენილიყო და ვინმეს რომ შეემჩნია, ბიჭს კარგა ხანს მოუწევდა სიმარტოვეში ეგვიპტური მეცნიერებების შესწავლა.

გოგონას ოთახი, ისევე, როგორც ამენხოტეპისა, სასახლის მიყრუებულ ადგილას ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო. ყოველდღე ამენხოტეპი მისთვის ხილის უზარმაზარ თასებს მოატანინებდა და ნერას თავისი ხელით გარჩეულ ფინიკის ნაყოფს აჭმევდა. ბანდა, თმას უწნიდა, აცმევდა. ნერას ძიძას, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ სიამოვნებდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ნაკლები საქმე ჰქონდა, რას საშუალებას აძლევდა, ამენხოტეპის ოთახში მდგარ ლეოპარდისფორმიან ოქროს ტახტზე გემრიელად გამოეძინა. ერთხელაც დაცვის კარისკაცები უდროოდ შემოვიდნენ ოთახში და როდესაც ტახტზე გაშხლართული ძიძა დაინახეს, თმით ადრიეს სასახლის დაცვის უფროსის პალატამდე. მის მიერ მოქნეულ მახვილს აზრი აღარ ჰქონდა. ქალი გზაში მომკვდარიყო.

ორნი დარჩნენ უპატრონოდ. მთელს სასახლეში მათი ბედი არავის ადარდებდა. არც ფარაონს და არც მის ორ დედოფალს მათთვის არ ეცალა. ამენხოტეპ III-ს უკვე ჰყავს უფროსი ძე, მე-18 დინასდიის გამგრძელებელი თუტმოსი. შესაბამისად, რაც ნაკლები ტახტზე პრეტენდენტი ეყოლება, მით უკეთესი მის, მით უკეთესი ეგვიპტისათვის. ამ დროს კი ნერას ამენხოტეპი პატრონობდა. სულ ერთად იყვნენ. ერთად დასუსხლტებოდნენ ხოლმე დაცვას და სასახლის უკანა დერეფნებში დარბოდნენ. ამენხოტეპი ზურგზე შემოისვამდა ნერას და უდაბნოს აქლემივით დახეტიალებდა ქვიშიან ეზოში. შემდე დაცვაც წამოეწეოდა და და-ძმას ერთმანეთს დააშორებდა. მათ უკვე აღარ ეშინოდათ. ერთმანეთს საიდუმლო ნიშნებით ატყობინებდნენ დროსა და ადგილს, რომ კვლავ დაეღწიათ თავი მარტოობისაგან.

ერთხელაც, როცა ემენხოტეპმა საფუძვლიანად ჩაუკაკლა ბიძას გარდაცვლილთა წიგნის ბოლო თავი, ანენმა მხარზე ხელი დაადო და ღიმილით უთხრა, შენგან ბრწყინვალე უმაღლესი ქურუმი დადგებაო. ამენხოტეპმა თვალები გააფართოვა: ეს პირველი ღიმილი იყო, რომელიც მას უძღვნეს. ნერას გარდა, ოჯახის არც ერთ წევრს მისთვის არ გაუღიმია. ამენხოტეპს წესიერად არც ენახა, როგორ გამოიყურებოდა ღიმილი უფროსის სახეზე და დაბნეულმა სთხოვა ანენს, კიდევ ერთხელ გაეღიმა. გაკვირვებულმა ბიძამ, სანამ კითხვას კარგად გააანალიზებდა, ცალყბად გაიღიმა და პაპირუსის გრაგნილებით ხელში დატოვა ოთახი. მალე შესასვლელთან ვიღაცამ ჩქარი ნაბიჯით ჩაიქროლა. ერთს მეორე და მესამე მიჰყვა. ამენხოტეპს ესმოდა, თუ როგორ გადაიქცა ჩქარი სიარული ჩქარ სირბილში და ასე გრძელდებოდა მეზობელ ოთახამდე. მაგრამ იქ ხომ ნერაა?…

შეშლილი სახით გამოვარდა და შიშველი ფეხების ტყლაშუნით გაიქცა დის ოთახისკენ. ჩამავალი მზით გამთბარ მოწითალო ქვაფენილზე დატვებულ ოფლიან ნაკვალევს დასავლეთიდან მონაბერი სიო აორთქლებდა.

იმ საღამოს დასავლეთის ქარი გაძლიერდა. მზე თითქმის ქვიშის ქარბუქში გაუჩინარდა. იმ საღამოს დასავლეთის სამეფოსაკენ მცურავმა რას ნავმა ნერას სული თან გაიყოლა.

პირველი ნაწილის დასასრული

ნაწილი II

ნაწილი III

ჰატშეფსუტი _ ქალი ფარაონი
ერთ დღეს, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, კალენდარში გაჭირვებით ამოვიკითხე: “ჰატშეფსუტი, დედოფალი უპირველესი”. მაშინ უკვე ვიყავი ეგვიპტით გატაცებული და ამ ქალის ვინაობითაც დავინტერესდი.

“დედოფალი უპირველესი”

ევას შემდეგ ისტორიაში ქრონოლოგიურად არ მოიძებნება ჰატშეფსუტზე ცნობილი ქალი. იგი ნეფერტიტიმდე 90 წლით, ხოლო კლეოპატრამდე 14 საუკუნით ადრე მართავდა ეგვიპტეს. ისტორიაში ჰატშეფსუტი შევიდა, როგორც უზურპატორი. გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მისი თითქმის ყველა გამოსახულება და სახსენებელი საგულდაგულოდ იქნა ამოშლილი ისტორიიდან. კითხვა ბევრია. პასუხი, რა თქმა უნდა, ცოტა. როგორც ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი ამბობს, ეგვიპტე კიდევ უამრავ სიურპრიზს მალავს თავისი ცხელი ქვიშის საფარის ქვეშ.

ჰატშეფსუტი (ძვ.წ. 1473-1458) XVIII დინასტიის რიგით მე-5 ფარაონი იყო და სხვა ეგვიპტელ ქალ მმართველებზე გაცილებით დიდხანს, 21 წელს მართავდა ქვეყანას. მის ხანას ეგვიპტოლოგები ძალიან წარმატებულ და მშვიდობიან პერიოდად ახასიათებენ. ამ დროს აშენდა და გარემონტდა მნიშვნელოვანი ტაძრები და დაიდგა ეგვიპტეში ყველაზე მაღალი ობელისკები _ სამეფო ძლიერების უტყვი ნიშნები. ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის, რომ ჰატშეფსუტი იყო პირველი, ვინც ეგვიპტის საუკუნოვანი, ათასწლოვანი ტრადიციები დაარღვია.

ახალი ფარაონი _ ახლებური ტრადიციები

ჰატშეფსუტის აკლდამის კედელი

ჩვენ ბოლომდე ვერ ვერ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავდა სიტყვა “ფარაონი” ძველი ეგვიპტელებისათვის. იგი, უპირველეს ყოვლისა, იყო მზის ვაჟი. ვაჟი და არა ქალი. ვაჟი, რომელსაც გამოსახავდნენ ჰორის (შევარდენი) სახით. მითოლოგიის თანახმად, ჰორი იყო საიქიოს უზენაესი ღმერთის, ოსირისის ვაჟიშვილი, რომელიც მის მეუღლეს, ქალღმერთ ისიდას შეეძინა. ჰორს შური უნდა ეძია მამის მკვლელ ბიძაზე, სეთზე, რომელიც ბოროტების ღმერთი იყო. სწორედ ასეთი მებრძოლი და შემტევი ვაჟი ღვთაება მოიაზრებოდა ფარაონის ტახტზე, რომელიც ძვ.წ. 1473 წელს ქალმა დაიკავა.

საინტერესოა ეგვიპტელთა მეორე ტრადიციაც: ფარაონებად მამაკაცები იკურთხებოდნენ, ოღონდ არა მამის, არამედ, დედის ხაზით. ანუ ვინც ფარაონის ქალიშვილზე იქორწინებდა, ის ხდებოდა ტახტის მემკვიდრე. თანაც უნდა ექორწინა, არც მეტი, არც ნაკლები, პირველი ცოლისგან შეძენილ ქალიშვილზე. პრეტენდენტები შეიძლებოდა ყოფილივნენ ჯარის სარდალი, უმაღლესი ქურუმი ან სხვა უმაღლესი წოდების მქონე პირები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ფარაონთა დინასტიაში ძმები მემკვიდრე შტოს წარმომადგენელ დებზე ქორწინდებოდნენ. ამით ისინი დინაისტიასა და ტახტის ფლობის უფლებას ინარჩუნებდნენ.

დავუბრუნდეთ ჰატშეფსუტს. იგი თუტმოს I-ის პირველი ცოლის, იახმოსის ქალიშვილი იყო. ფარაონს იახმოსთან ვაჟი არ ჰყავდა. ხოლო მეორე ცოლისგან, ნუტნოფერისაგან კი ვაჟი, თუტმოს II შეეძინა. ამ უკანასკნელმაც,  ზემოხსენებული ტრადიციის მიხედვით, იქორწინა თავის ნახევარდაზე ჰატშეფსუტზე და, თუტმოს I-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტიც დაიკავა. ორივე თუტმოსი გამოჩენილი მხედართმთავარი და წარმატებული მმართველი იყო. თავდაპირველად ჰატშეფსუტს ფარაონის მეუღლის ანუ დედოფლის სტატუსი ჰქონდა. სიტუაცია იმ დროიდან შეიცვალა, რაც თუტმოს II გარდაიცვალა. ჰატშეფსუტს, ისევე როგორც დედამისს, მეუღლისგან ვაჟი არ დარჩენია. ფარაონის მემკვიდრე კი თუტმოს II-ის მეორე ცოლისაგან, ისიდასაგან შეძენილი ვაჟი _ თუტმოს III გამოდიოდა. იგი ამ დროს ამონ-რას ქურუმის სტატუსით მოღვაწეობდა თებეში, კარნაკის ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ თუტმოსი ახალგაზრდა იყო, იგი სულაც არ ყოფილა ბავშვის ასაკისა, რომ სამეფოს მართვისათვის თავი ვერ გაერთმია. თუმცა ჰატშეფსუტმა მოახერხა და ტახტის რეგენტი გახდა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჰატშეფსუტი თავად იღებდა. იგი მართავდა სახელმწიფოს. რამდენიმე წელიწადში კი ეგვიპტის ოფიციალური მმართველიც გახდა.

ჰატშეფსუტი და თუტმოს II საზეიმო მიღებისას

კიდევ ერთი ფაქტორი, რის მეშვეობითაც ჰატშეფსუტმა ტახტისაკენ გზა გაიკვალა, იყო ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა. ეგვიპტის ისტორიაში მანამდეც გვხვდება მსგავსი ფაქტები, როდესაც ტექსტებში მოხსენიებულია ფარაონის კეთილგანწყობა ხალხთან, მაგრამ ჰატშეფსუტის შემთხვევა უნიკალურია. იგი პირველ პირში იწერებოდა, თუ როგორ შეტკიოდა გული ეგვიპტელ ერზე და რომ ყველაფერს გააკეთებდა მათი კეთილდღეობისათვის. როგორც დავინახეთ, შედეგმა გაამართლა.

ქალი ფარაონის მიღმა

ჰატშეფსუტი სფინქსის გამოსახულებით

რეგენტობის მომენტიდანვე ჰატშეფსუტი შეუდგა თავისი ქალურობის დამალვას. გარდა იმისა, რომ სამეფო გადაწყვეტილებებს იღებდა, დაიწყო ფარაონთა თასაბურავის _ ნემესისა და შუბლზე გასაკეთებელი წმინდა კობრას ოქროს გამოსახულების _ ურეის ტარება. მას არც ხელოვნური წვერი დავიწყებია, რომლებსაც ფარაონები ნიკაპზე იმაგრებდნენ. ყოველივე ამით ჰატშეფსუტმა გარშემომყოფები შეამზადა თავისი გამეფებისთვის. რეგენტობის პერიოდშიც და მის შემდეგაც ტაძრების კედლებზე ჰატშეფსუტი გამოსახული იყო როგორც მამაკაცი, თუმცა მის ქანდაკებებსა და სფინქსებზე კი ქალური ნაკვთები შესამჩნევია.

მიუხედავად იმისა, რომ ჰატშეფსუტი მართავდა როგორც მამაკაცი, იგი, რა თქმა უნდა, ვერ გაექცეოდა შინაგან “მე”-ს: იგი იყო ქალი. თუტმოს II-ის გარდაცვალების შემდეგ ფარაონი მარტო აღმოჩნდა თავისი ძალაუფლების ამარა. ეგვიპტის შინაგანი და გარე საქმეებიც მოწესრიგებული იყო ორი თუტმოსის მიერ. ახლა აღმშენებლობის დრო იდგა. დეირ-ელ-ბაჰრიში ჰატშეფსუტმა თავისი სახელობის საუცხოო ტაძარი ა აგებინა არქიტექტორ სენმუთს, რომელიც სახელმწიფო კარზე მოღვაწეობდა. ეს უკანასკნელი საკმაოდ დაუახლოვდა ფარაონს. არქეოლოგებმა მიაკვლიეს მუშა ხუროების მიერ დატოვებულ ნახატს ქვაზე, რომელზეც ჰატშეფსუტი და სენმუთი სექსუალური აქტის დროს არიან გამოსახულნი. ამით მტკიცდება ვარაუდი სენმუთის ფავორიტობის შესახებ. სენმუთის გარდაცვალების შემდეგ ჰატშეფსუტმა საკუთარი აკლდამა მის განსასვენებელთანვე, კლდის მეორე მხარეს გაათხრევინა. მათი სარკოფაგები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობდა მიწის ქვეშ. ამ ჟესტით, თითქოს, ჰატშეფსუტმა იმიერში უკვდავყო სიყვარული, რომლის სიცოცხლეში გამხელაც დამღუპველი აღმოჩნდებოდა მისთვის.

ჰატშეფსუტის ტაძარი ჯესერ ჯესერი დეირ-ელ-ბაჰრიში

დაგვიანებული შურისძიება თუ წინდახედული ქმედება?

თუტმოს III

ჰატშეფსუტი მწვავე ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ორგანიზმში გამოხრული კბილიდან შეიჭრა. სავარაუდოდ იგი ძვლების კიბოთიც იყო დაავადებული და დიაბეტიც სჭირდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, თუტმოს III-ის მეფობის ხანაში, დაიწყო მისი, როგორც ფაქტის ამოშლა ისტორიიდან. ჰატშეფსუტის სახელი და გამოსახულებები გულმოდგინედ და ფაქიზად გადაიფხიკა ტაძრების კედლებიდან. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს პროცესი ფარაონის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ დაიწყო. რატომ ასე გვიან? თუ თუტმოს III უზურპატორი დედინაცვლისათვის შურისძიებას აპირებდა, რატომ იცდიდა ამდენ ხანს? ამას ისიც ემატება, რომ ყველა ის გამოსახულება, სადაც ჰატშეფსუტი გამოსახულია, როგორც ფარაონ თუტმოს II-ის მეუღლე, ხელუხლებელია. ეგვიპტოლოგთა აზრით, სავარაუდოდ, თუტმოს III ასე იმიტომ მოიქცა, რომ თავისი კანონიერი წარმოშობა დაემკიცებინა. მას, რა თქმა უნდა, არ აწყობდა, რომ თავის შთამომავლობას რაიმე პრობლემა შექმნოდა სამეფო ტახტის დამკვიდრებისას. ალბათ, სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა, გაექრო ჰატშეფსუტი _ ფარაონი და დაეტოვებინა ჰატშეფსუტი _ ფარაონის მეუღლე. ამით კი ყველაფერი ისე გამოჩნდებოდა, თითქოს თუტმოს II-ის შემდეგ ეგვიპტის მმართველობა პირდაპირ მის ვაჟს გადაეცა.

თუტმოს III, ჰატშეფსუტის მმართველობის დროს, ეგვიპტური არმიის წინამძღოლი იყო. სწორედ მას უწევდა სახელმწიფო კონფლიქტების განმუხტვა. ყოველივე ამან მას დიდი საომარი გამოცდილება შესძინა, რომელიც ჰატშეფსუტის გარდაცვალების შემდეგ წარმატებით გამოიყენა. მართლაც, 19 წლის განმავლობაში თუტმოს III-მ 17 საომარი კამპანია აწარმოა. მათ შორის იყო საომარი ოპერაცია ქანაანელთა წინააღმდეგ მეგიდოში, რომელიც დღესაც ისწავლება სამხედრო აკადემიებში (!).

ჰატშეფსუტის დაბრუნება

ზაჰი ჰავასი ჰატშეფსუტის მუმიასთან

ჰატშეფსუტის მუმია დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. 2007 წლის ივნისში ცნობილმა ეგვიპტოლოგმა ზაჰი ჰავასმა ხელახლა შეისწავლა მეფეთა ველზე მდებარე ერთ-ერთი უცნობი სამარხი. იგი ჯერ კიდევ 1903 წელს აღმოაჩინა ჰოვარდ კარტერმა და იქ ორი მუმია იპოვა. ერთ-ერთი ჰატშეფსუტის ძიძა აღმოჩნდა. მეორე მუმია კი, ვინაიდან ძირს ეგდო და არანაირი სამეფო რეგალია ან ძვირფასეულობა არ ჰქონდა, უბრალო მოსამსახურედ მიიჩნიეს და მისი მუზეუმში გადატანა არ გადაწყვიტეს. ერთი საუკუნის შემდეგ კი, ზაჰი ჰავასის ხელმძღვანელობით, სამარხი ხელახლა გახსნეს და შენიშნეს ერთი დეტალი: მუმიის მარჯვენა ხელი იდაყვში იყო მოხრილი და გულზე ებჯინა. XVIII დინასტიის სამეფო წარმომადგენლებს კი სწორედ ამ მდგომარეობაში ასაფლავებდნენ! ტესტების შედეგად დადგინდა, რომ ერთ დროს არაფრად მიჩნეული მუმია ქალი ფარაონი აღმოჩნდა. ქალი, რომელმაც საკუთარ მიზანს საკუთარი სქესის უარყოფით მიაღწია. ჰატშეფსუტი დაბრუნდა.