Archive for the ‘ფარაონები’ Category

“ეხნატონის ამბავი” – როგორც იქნა, მოვრჩი!

Number of View: 191Share ამ რადიოსიუჟეტს თეორიულად ერთი თვე, ხოლო პრაქტიკულად, 3 დღეა, რაც ვამონტაჟებ. იმედი მაქვს, ლექტორი კარგად შემიფასებს ამდენ ნაწვალებს, მანამდე კი თქვენ გიტოვებთ განსასჯელად და საძიძგნად დიიიდი მადლობა ყველას, ვინც სიუჟეტის მომზადებაში დამეხმარეთ! Akhenaten Story by zurriuss

ეგვიპტური Story (ნაწილი III)

Number of View: 217Share [Audio clip: view full post to listen] გონგი, ძრწოლა… _ იტირეთ! გონგი, ძრწოლა… _იგლოვეთ! გონგი, ძრწოლა… _ თავები მიწას დაახალეთ! გონგი, ძრწოლა… _თუტმოსი, ძე და მემკვიდრე ჩემი, დასავლეთის ქარებს გაჰყვა!… ასე იწყებოდა ყოველი დილა. ყოველი შავი დილა. ფარაონი ხალხის თვალწინ მოთქვამდა, მუშტებს ქვის მოაჯირზე ურყამდა და დასისხლიანებულ ხელებს სამგლოვიარო, ქათქათა მოსასხამზე [...]

ეგვიპტური Story (ნაწილი II)

Number of View: 286Share [Audio clip: view full post to listen] _სად მიგაქვს ნერას სხეული? _ შვილო, დააბრუნე თავის ადგილას შენი საბრალო და! _ამენხოტეპ, შეჩერდი ახლავე! ნერა ყველა ჩვენგანის ტკივილია! _არა, ნერა მხოლოდ ჩემი ტკივილია! ისევე, როგორც მთელი ჩემი სხეული, რომელიც ასე გაშინებთ!… აღრიალებული დაატარებდა დის ცხედარს სახეშეშლილი ბიჭი და ღმერთებს შველას ეხვეწებოდა. ყველას შეჰბღაოდა და [...]

ეგვიპტური Story (ნაწილი I)

Number of View: 210Share [Audio clip: view full post to listen] 5 წლის იყო, როცა პირველად გააცნობიერა თავისი ნაკლის შესახებ. მაშინ სიტყვა “ნაკლის” მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ იეროგლიფთა ეს განლაგება აქცევდა მას გამორჩეულად ოჯახში, გარემოცვაში, მშობელთა და დაძმათა თვალში. სახელსაც სხვანაირად, მორიდებით ეძახდნენ. რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო რწმუნდებოდა მომართვითი სახელის ინტონაციის სიბრალულში. [...]

ჰატშეფსუტი _ ქალი ფარაონი

Number of View: 179Share ერთ დღეს, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, კალენდარში გაჭირვებით ამოვიკითხე: “ჰატშეფსუტი, დედოფალი უპირველესი”. მაშინ უკვე ვიყავი ეგვიპტით გატაცებული და ამ ქალის ვინაობითაც დავინტერესდი. “დედოფალი უპირველესი” ევას შემდეგ ისტორიაში ქრონოლოგიურად არ მოიძებნება ჰატშეფსუტზე ცნობილი ქალი. იგი ნეფერტიტიმდე 90 წლით, ხოლო კლეოპატრამდე 14 საუკუნით ადრე მართავდა ეგვიპტეს. ისტორიაში ჰატშეფსუტი შევიდა, როგორც უზურპატორი. გარდაცვალებიდან 20 [...]

Powered by WordPress | BestInCellPhones.com Offers Free Cell Phones. Compare Rate Plans at iCellPhonePlans.com and find Cheap Palm Pixi at iCellPhoneDeals.com.