Zurriuss.Ge » ჰაერში გასროლილი კითხვები

ცხონებული მე-ს აზრები 4
ტვიტერი ჩემი პულსია. ხანდახან თვალს რომ გადავავლებ, ისეთ ჩანიშნულ რამეს ვნახავ, რომელიც ყველაზე მეტად საუბრობს ჩემზე. ასე რომ…

ხანდახან მგონია, რომ ჩემში წამატებამოხდილი მოხუცი ცხოვრობს, რომელსაც წარსულის აჩრდილები დასდევენ. ასე ვარ ბავშვობიდან. ბებერი ბავშვი ვარ?

საყვარელი მეგობრების ყოლა ბედნიერებაა, რომელსაც მათი ახლოს არყოფნა აუბედურებს. ამის წერის დროს მე უბედური ვარ და იმის დედასშ, ვისი ბრალიცაა!

საქართველოში ზოგადად, ბლოგერები პოპულარული, საშუალო განათლების მქონე და ურთიერთში მოზასავე ცხვრების ფარაა, რომელსაც აქეთ-იქით დაათრევენ. ვოტ

ვისაც ნახატს დაგპირდით და ვერ შეგისრულეთ, გთხოვთ, მაპატიოთ. საკუთარი თავი მეზიზღება, როცა დანაპირებას ვერ ვასრულებ. მადლობა

არითმია, არითმია, შენთვის გული დამითმია. ვალიდოლი ენის ქვეშ :დჩემში მეზიზღება შიში და სიზარმაცე, სხვებში – გაურკვევლობა! ნურასდროს მომცემთ გაურკვეველ პასუხებს და გაურკვეველ დაპირებებს, თორემ მოგკლავთ

პაპანაქება ზამთარში ბუზი შეფრინდა ხახაში :დ

სამი რამ მინდა ამწუთას: დღე-ღამე დიდი იყოს, არ ვიღლებოდე, სულ ვხატავდე. აქედან ახლა სამივე შეუძლებელია :დ

მომავალი მხოლოდ აწმყოს ფორმაში არსებობს, დანარჩენზე შეგვიძლია, მხოლოდ ვიოცნებოთ (c) მე

სადღაც რაველის საფორტეპიანო კონცერტსა და ბეთჰოვენის IX სიმფონიას შორის ჩამეძინა მეცოს ყურებისას. დილით ჯარისკაცად უნდა ვიქცე. ცხოვრება რულზ

კლინიკური სიკვდილი შეკვეთით რომ იყოს, რას გაასწორებდა

როცა დაღვრემილი წამოიძახებ “რა დავაშავე!”, საკუთარმა ხმამ იქვე უნდა მოგაძახოს “სჯობს, ჩამოთვალო, რა არ დააშავე”

ამასწინათ ვფიქრობდი, ცხოვრებაა ასეთი აუტანელი თუ ჩვენ, რომლებიც მას ვქმნით? მეზიზღებოდეს ცხოვრება ნიშნავს, მეზიზღებოდეს ადამიანები?

როცა წევხარ მშვიდად და ვითომ გძინავს და ტვინი არაფრით რომ არ ითიშება, უძილობა ჰქვია თუ რა ჯანდაბა? მაგის გამო მთელი დღე მეძინება

მართლა ლამაზი და არა ხელოვნურად ტუჩებგაპრუწკული გოგონების ფოტოებს ფეისბუკზე უფრო მეტი ლაიქი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ჩემსას!

ოღჩ! ფეისბუკმა 3 დღით დამბლოკა!… აწი აღარ დავდებ ნუდ არტს, ხო კაი… გაღიარე, მარკ!  ((

ახლა დავაფიქსირე, რომ არავინ არაფერს მჩუქნის. ნახატის დახატვას კი მეხვეწებიან. ბებიათქვენის ლობიომ

ვეძებ ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებულ ხელოვნების მოყვარულს, რომ გამოფენა გამაკეთებინოს, სანამ ცოცხალი ვარ. მერე – მკიდია :დდ

სულ არ ამგვანებდნენ ეგვიპტელები პორტრეტებს იმ ადამიანებს, მაგრამ მთელი მსოფლიო ადიდებს და რაღა მე მივამგვანო?  )

წამიყვანეთ! დამაბრუნეთ ჩემს თბილ საგიჟეში და დამაბით იმ თბილ ლოგინზე, სადაც არ არსებობს არც ანგარება, არც არაადამიანურობა. იქ მხოლოდ სიგიჟეა

განა არ მიყვარს დალევა, უბრალოდ, არ მომწონს არაფხიზელი მდგომარეობა. ყველა არაჩემნაირად მოაზროვნესთან ბოდიში

ჩემს საცხოვრებელს ისეთი თხელი კედლები აქვს, რომ მეზობლისგან სიგარეტის სუნიც შემოდის, ან მე მჭირს ყნოსვითი ჰალუცინაცია :ო

აუ, ბაზარში როგორ აბოლებდნენ ხალხს: დრაკონის მაგივრად დინოზავრის ფიგურებს აყიდინებდნენ :დ

საბოლოო ჯამში ხელოვანები მაინც მდიდართა გართობისა და მასების გაოცებისათვის იღვწიან, რადგან ბოლოს სიტყვას მაინც ხალხი ამბობს (c) მე

იმათზე ვკაიფობ, საქართველოში მაგარი სეროზული ტიპები რომ არიან და უცხოეთში გადაღებულ ფოტოებზე კი თავზე რომ იმხობენ ყველაფერს

რომ ამბობენ, ჯოჯოხეთში კარგი საზოგადოებააო, დარაგიე მაი: იქ თქვენთვის არავის სცხელა

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განწყობილო ერის ნაწილო, ყველა მცდელობა, გარდა იგნორისა, ამ შემთხვევაში მისი პიარია :დ

ნეტა, როდის მექნება იმხელა თავდაჯერებულობა, რომ კონკურსებში მივიღო მონაწილეობა. ნამდვილი კონკურსი ხომ თავდაჯერებულობით იზომება.

პ.ს. მალე ქართული ბლოგინგის ტენდენციებზე ავლაპარაკდები. ბლოგის იშვიათად წერამ ეს სფერო სხვა თვალით დამანახა

ჩემი პირველი 18+ სპექტაკლი
მაყურებელი ტაშს ყოველთვის რომ დაუკრავს, ეს ადრე ვირწმუნე, მაგრამ თუ ყველგან დაუკრავდა, ეს ამასწინათ დავიჯერე. ტაშის დაკვრა ხომ ერთგვარი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, როცა რამე ვერ გაიგე და არ იმჩნევ. მთავარია, ხომ აფასებ. ჩვენთან სტვენა და “ბუუუ” ზოგადად მიუღებელია, მიუღებელია ამგვარი რადიკალური აზროვნება.

ვერ ვიტყვი, რომ “ბუუუ” ეთიკურია, მაგრამ მისი არსებობა უცხოურ მაყურებელში, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმა, გარკვეულწილად ქმნის სპექტაკლის პოპულარობის ყველაზე დაბალ დონეს. ჩვენთან ნებისმიერ შემთხვევაში “ჯილდო” ტაშია. ტაშითვე ჩაიარა კიდევ ერთმა სპექტაკლმა რუსთაველის თეატრში, სახელად “შემეხე”.

დიდად არ ვიცნობ ევროპულ თეატრს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაქვს, რომ მაყურებელი დიდი ხანია, დაიღალა ღრმა ფილოსოფიური სპექტაკლებით და სურს, სცენაზე იხილოს რეალური რეალობა ზედმეტი ალეგორიის, სიმბოლიკისა და აზრის გარეშე. თუ “შემეხე” ეს არის, მაშინ, უბრალოდ, არ მომწონებია ეს ჟანრი.

დიახ, მეც დავინახე საკუთარი თავი ამ სპექტაკლში, ისევე, როგორც ყველა სხვამ (ვინც ვერ დაინახა, ან ასექსუალია, ან ეძინა, ან თეატრის ადმინისტრაციას მცირეწლოვანთა შემოშვებისათვის უნდა ვუჩივლოთ). არამგონია, აქ ვინმეს თავისი, თუნდაც ფარული ზრახვები, ფიქრები და ფანტაზიები არ ამოეცნო, გარკვეული ფორმით მაინც. თუმცა მეორეა, ეს ყველაფერი როგორ და რამდენად ხარისხიანი ფორმითაა მოწვდილი.

პირადად მე უფრო ეროტიკულს, მაგრამ უფრო ინტელექტუალურ სპექტაკლს მოველოდი, სადაც ჩახდილ მსახიობსა სიტყვა “ტყნაურზე” გაცინება კულმინაცია არ იქნებოდა. პირიქით, თუ გახდა იყო, ყველა გაშიშვლებულიყო, ვინაიდან ყველა ჩვენგანი, ამა თუ იმ ფორმით, შიშვლები ვართ. მინდოდა, სპექტაკლი უფრო შინაარსიანი ყოფილიყო, რისი გამონათებებსაც მონოლოგები ქმნიდნენ და რაც, ლოგიკურად, ინტიმურ სცენებს უნდა გაეგრძელებინათ, მაგრამ ეს არ მოხდა. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ან მე ვერ გავიგე, ან მისგან ზედმეტად დიდი მოლოდინი მქონდა.

მსგავსი შეუსაბამობების გამო სპექტაკლისგან მომეწონა:

მსგავსი პრეცედენტი, თუ მისი მცდელობა

ეს გოგონა, უფრო სწორედ, მისი მშვენიერი გარეგნობა. დიდი არტისტიზმით არ გამოირჩეოდა, მაგრამ საყვარელი იყო.

მსახიობები ზოგადად – ნორმალურად თამაშობდნენ

ერთ-ერთი მსახიობის მიერ მოყოლილი ანეკდოტი, რომლის გაგონებაზეც იმხელაზე გადავიხარხარე, ხალხმა ჩემკენ მოიხედა

მსახიობი ვიდეოკამერით უღებდა სურათებს მათ, ვინც მოეწონებოდა. ამ მომენტში მალერის მე-5 სიმფონია ჟღერდა და მეც ინსტინქურად ხელების დირიჟორივით ქნევა დავიწყე. შედეგად, სცენაზე დაყენებულ პროექტორში მეც ავისახე

მოკლედ, ახლა უკვე იცით, რატომ დავუკარი ტაში ამ სპექტაკლს. ვიმედოვნებ, ყველა მაყურებელი, სანამ აპლოდისმენტს შემოცხებს, ცოტათი მაინც დაფიქრდება და გააანალიზებს, რატომ აკეთებს ამას.

სად არის ბავშვის ადგილი, როცა ოჯახში სტუმარი მოვა?
ოჯახი – ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილი, სიწმინდე, სისპეტაკე და ადამიანის ზნეობის განმსაზღვრელი მთავარი კოეფიციენტი. თუ ოჯახი არ გივარგა, რაც უნდა წარმატებული და სასახელო გაიზარდო, ვიღაც მაინც ღვარძლიანად ჩაიბუტბუტებს, მაგის ოჯახი კი ვიცი, რაც არისო.  კარგი ოჯახიშვილობა კი შლეიფივით მოგყვება და ხშირად ისე გიცავს ეჭვიანი თვალისგან, როგორც ქოლგეითი – კარიესისაგან (ერთხელაც იქნება, პროდაქტ პლეისმენტში ფულს მოვთხოვ. ბოლოს და ბოლოს, მე-10 კლასიდან მარტო ამით ვიხეხავ).  ჰოდა, როდესაც ასეთ (ანუ კარგ) ოჯახში სტუმარი მოვა, სად უნდა იყვნენ ამ დროს პატარები?

რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. მე-4 კლასში ვიგრძენი, რომ გონება გამეხსნა და ფლომასტერებით მივცხებდი ხოლმე. ასე ივსებოდა სახატავი რვეულები ძეგლების ჩანახატებით, მეფეების პორტრეტებით და წყალქვეშიდან დანახული მოცურავე გედის სურათებით. ამას იმიტომ ვყვები, რომ სტუმრების მოსვლისას მამაჩემი ჩემი ნამოქმედარის გამოფენას აწყობდა ხოლმე. თვალწინ მიდგას ის მომენტი, როცა ერთ ოთახში გამალებული ვხატავ, მეორეში კი სუფრაა გაშლილი და წუთი-წუთზე ველოდები, როდის მიხმობენ ჩემივე ნახაებიანად. მეც საუკეთესოებს გადავარჩევ და მორიდებულად შევდივარ. რამდენიმე წუთში გაოცებული (არ ვიცი, რამდენად) ბიძები ქებითა და სადღეგრძელოებით მავსებენ. მერე მამაჩემიც თვალით მანიშნებს გადიო და ჩემი წარმოდგენაც სრულდება.

მე-7 კლასში გიტარის შესწავლა დავიწყე და მალე სუფრაზე ჩემი დასწრება გახანგრძლივდა. მორიდებული დავჯდებოდი, თითებს სიმებზე ვაჩხაკუნებდი და ვმღეროდი. თან თვალს მაყურებლებისკენ ვაპარებდი და მეცინებოდა, ზოგი აზრზეც რომ არ იყო, რატომ მოსწონდა ჩემი ნამღერი. მამაჩემს კი, რა თქმა უნდა, ყველაზე ნასიამოვნები მაგრამ მკაცრი სახე ჰქონდა. ძაანაც უსწორდებოდა, რომ შვილით თავის მოწონება შეეძლო, მაგრამ, აპაპაპ, ამას როგორ მაგრძნობინებდა! მერე წავიდოდა თხოვნები, ახლა ეს დაგვიკარიო. მეც, თუკი დამუშავებული მქონდა, ეგრევე ვუსრულებდი, თუ არა და ზრდილობიანი უარით ვტოვებდი ოთახ-არენას. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი უმცროსი ძმა კარატეზე დადიოდა და სტუმრებს შესაბამისი ილეთებით “აოცებდა”.

აი, სულ ეს იყო ჩვენი “მოღვაწეობა”, ოდეს სტუმარი მოვიდოდა. გვიხაროდა, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას რომ გვაძლევდნენ, რითაც მერე კმაყოფილები მივწვებოდით დასაძინებლად. ცხოვრება მშვენიერია და აბა ჰე…

მოიცა, მოიცა!

ანუ გამოდის, რომ ვისაც ცეკვა-თამაშის ნიჭი არ გააჩნია, სტუმრებთან თავი არ უნდა გამოაყოფინონ? ვერ ვხვდები ხოლმე იმ ოჯახების ლოგიკას, სტუმრის მოსვლასთან ერთად ბავშვს რომ გადამალავენ. სცხვენიათ? მაშინ მშობლები ყოფილან დამნაშავე შვილის ცუდ აღზრდაში. ერთმა ისიც კი მითხრა, ჩემს შვილს ისე გავზრდი, რომ, სანამ მე არ ვეტყვი, სტუმარს თვალით არ დაენახოსო. ბავშვი ბავშვია და  ყოველთვის უხარია ყურადღების ცენტრში ყოფნა და სტუმრების წინაშე თავის მოწონება. სტუმარი კი, თუ ბავშვის სიცელქეს ოჯახის მინუსად ჩათვლის, მეორედ შემოსაშვები არ არის. აქედან გამომდინარე, სად არის ბავშვის ადგილი, როცა ოჯახში სტუმარი მოვა?

ლაყე
მე ჟურნალისტი ვარ. განათლებით მაინც, პროფესიით მაინც. ბოლოსდაბოლოს, 6 წელი ჟურნალისტური მიუკერძოებლობის თეორიულ შესწავლას მაინც შევალიე. დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, თუმცა რამდენიმე ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემ უცხოელ პარტნიორთან მომიხდა მუშაობა და ჩვევების დახვეწა. დღესდღეობით, გასაგებ მიზეზთა გამო, აქტიურ ჟურნალისტიკას გამოვეთიშე და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავაკვირდე იმ ტენდენციებს, რომლებიც დღევანდელ მედიასივრცეშია.

რა ტენდენცი-ებ-ზე უნდა ვისაუბრო, როცა მხოლოდ ერთი მიმართულება არსებობს, ისიც ლაყე?

რომელი მედიასივრცეს უნდა ჰქონდეს საზოგადოებაში ამხელა სივრცე, როდესაც ტელეჟურნალისტი რესპონდენტის ინტერვიუს ჩაწერისას, კითხვის დასმის ნაცვლად, ეუბნება: “ილაპარაკეთ”?

რომელ ჟურნალისტიკაზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოების მოდარაჯე ძაღლები (watchdog) ბევრი ფერებისა და ლაქუცისაგან გააძუკნავეს?

რომელ სამართალზეა ლაპარაკი, როდესაც მოდელირებული ბედნიერებისაგან გამოლაყებული ჟურნალისტები უკადრისობენ ინტერვიუს მათთვის არახელსაყრელ პირობებში აღებას?

რომელ პროფესიონალიზმზე უნდა ვიმსჯელოთ, როცა არ არსებობს ელემენტარული კოლეგიალობა და საკუთარი, ასე საპასუხისმგებლო, საქმისადმი პატივისცემა?

რომელ ტუალეტის ურნაში მოისროლეს ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიონალიზმი, როცა რესპონდენტებზე დაბოღმილი ჟურნალისტები თითქმის მაგიდაზე დჟვამენ, აქაო და ზუსტად ანალოგიურად იქცევა ჩვენი რესპონდენტიო.

დაბოლოს, ლაყე კვერცხი იჭმება?

პ.ს. მე არ შევჭამდი, რადგანაც სილაყე გადამდებია.

7 მოსაზრება 1 ბიძინაზე
ბიძინამ მაგარი მანევრები ჩაატარა და რამდენიმე უხერხული კითხვისგან თავი მოხერხებულად დაიძვრინა (+ უხეშ ძალასაც არ მოერიდა მიკროფონის წართმევინების სახით)

თავზე ხელის გადასმას და დადგმულ-გამზადებულ ნიუსებს მიჩვეული ზოგიერთი ჟურნალისტები გამო*ლევდნენ და პანიკაში ჩაცვივდნენ, რადგან არ/აღარ აქვთ ფორსმაჟორულ რესპონდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება (საზოგადოებრივის, იმედის, რუსთავი 2-ის ჟურნალისტები)

კიდევ ბლომად დარჩენილან 90-იანებში ჩარჩენილი ჟურნალისტები

კიდევ ბლომად დარჩენილან 90-იანებში ჩარჩენილი ჟოპალეზი ჟურნალისტები, რომლებმაც ფული იყნოსეს და საჩქაროდ გამოიბან-ამოივაზელინეს უკანალები

გაიტანეთ ტრიპოლსკი!

ტაბულა, ნეტგაზეთი და კიდევ რამდენიმე: ყოჩაღ!

მატჩი საკუთარ მოედანზე ბიძინას გამარჯვებით დასრულდა

კუნძული კარანტინი
28 სექტემბრის საღამოს, როდესაც ჯერ კიდევ კურილკის (ასე ვეძახდით სიგარეტის მოსაწევ ზონას) მიდამოებში მდელოზე ვეგდე, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ 24 საათში სულ სხვა – ნაცნობ და უკეთეს მდგომარეობაში ვუყურებდი მზის ჩასვლას. ასეც მოხდა. დავბრუნდი!

დღე 0,5

16 სექტემბერს დანიშნულებისამებრ გამოვცხადდი თბილისის გაწვევის პუნქტში (ზუსტი სახელი არ მახსოვს). იქაურობა  ჩემსავით გამოუცდელ ახალწვეულებს აევსოთ. ყველანი ველოდით. ზოგმა არც იცოდა, რომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ პირდაპირ კარანტინში უკრავდნენ თავს. მე მოსამზადებლად 12 დღე მქონდა, მათ – არც ერთი. პროცესმა  9 საათს გასტანა. მამაჩემი და ირაკლი ქუთაისში წავიდნენ, ტყუილად ჩემთვის მოცდას რა აზრი ჰქონდა. ჩვენ კი ღამის 10 საათზე გადაგვაწყვეს, ამოიკითხეს გვარები და ავტობუსებში გაგვანაწილეს.

მგზავრობისას ორჯერ გავჩერდით: ერთხელ მოსაიმასქნებლად, მეორეჯერ – საჭმელად. სიტუაცია ავტობუსში: ყველა როხროხებს და ხარხარებს “მაიტა ნასოსზე” (რომელიც უკვე დავიზეპირე), მე – ვითომ მძინავს.

ღამის 4-ზე ავტობუსმა ქუთაისიდან გეგუთისკენ გადაუხვია. მივედით. ჩვენი თავისუფლება იმ ღამეს დამთავრდა. გაბრუებული სერჟანტებმა ბატებივით მიგვდენ-მოგვდენეს, ზედმეტი ხმა არ ამოგვაღებინეს, ისე გაგვყვეს ორ ოცეულად (ოცეულში 50 კაცია), დაგვალაგეს 5 რიგად და ყაზარმებში გვიკრეს თავი. 25 დათვლაში ყველას უნდა გაგვეხადა  და დაგვეძინა. ყველამ გავიხადეთ, მაგრამ ეძინა კი ვინმეს?…

ასე დაიწყო ჟურნალისტ-მხატვარ-მომღერალ-ბლოგერის ცხოვრება კუნძულ კარანტინზე.

დღე 1 - დასაწყისი

შიშით გატარებული “ძილი” მხოლოდ 2 საათს გაგრძელდა. 6:00-ზე  ჩვენთვის პირველი “ადგა ჯარი!” გაისმა. ყვლასთვის უკვე ჯარისკაცები ვიყავით და ამიერიდან ყველა იმ წესებს უნდა დავმორჩილებოდით, რაც სამხედრო სამყაროშია. ისევ 5 რიგად მოვეწყვეთ და სერჟანტებმა ტუალეტისკენ მიგვრეკეს. თითოეული რიგი ერთმანეთის მონაცვლეობით შედიოდა. აქვე პირველი წესი: ოფიცრების ტუალეტში არავინ შევიდეს! ტუალეტის ხის კედლები აჭრელებული იყო წარწერებით და წლებით. რომ გენახათ, ბევრს იკაიფებდით. თუმცა მაშინ ამისთვის არ გვეცალა. შემდეგ სასადილოში გადაგვიყვანეს (თითო მაგიდასთან 8-8 კაცი ვსხდებოდით) და სერჟანტები ზოგადი წესების ახსნას შეუდგნენ:

არავითარი ზედმეტი ხმა და ბრძანების შეუსრულებლობა

არავითარი ჩხუბი და ერთმანეთის მიჩმორება

აშავებს ერთი – ისჯება ყველა

სიგარეტის მოწევა – მხოლოდ კურილკაში

ოფიცრების ტუალეტში არავინ შევა

ყველაფერი საერთოა, რადგან ჯარი ჯარია

თითოეულის გარჩევა-გაშინაარსებას არ შევუდგები, ისე კი ვიტყვი, რომ ყველაზე გაუგებარი ჩემთვის ბოლო პუნქტი აღმოჩნდა, რომლის არსსაც ნელ-ნელა მერე ჩავწვდი. შემდეგ საუზმემ მოგვიწია. ფრიად გაოცებული დავრჩი, როცა სუფრაზე ხაჭო, არაჟანი და კარაქი რომ ვიხილე. კიდევ იყო პური, ჩაი და ყველიანი მაკარონი. მერე დილა-საღამოს ქაში დაიწყეს. რა თქმა უნდა, პირი არ დავაკარე. ვერ ვიტან ქაშს. ზოგადად, საჭმელ-სასმელი არ მოგვკლებია. საუზმის შემდეგ წამოგვყარეს, ისევ 5 რიგად დავეწყვეთ (პირველ და მეორე ოცეულებად) და დაიწყო თმის გადაპარსვის არც თუ სასიამოვნო პროცესი. საპარსმა მანქანებმა რამდენჯერმე გაჭედა  და ჩვენს თმაში “ჩაბუქსავდა”. ვერ გეტყვით, რომ სასიამოვნო შეგრძნება იყო. ერთმანეთს თმა მაკრატლითაც ავჭერით, რომ მანქანას საქმე გაადვილებოდა.

მერე დაგვბანეს. ეს იყო ყველაზე უცნაური შეგრძნება, რაც იმ დღეს ვიგრძენი, თუმცა ჯერ სასწავლო ცენტრის მომმარაგებელზე, ბატონ ოლეგიზე მოგიყვებით. ეს ვეშაპივით დიდი და ხვიხვინა კაცი ყველას და ყველაფერს აგინებდა, დაახლოებით ასე: “მაგიშ დედიშ ჩამოჭლაჭნული ჯუჯუმოვტ…”. მეტსახელიც ჰქონდა: “ძუძუ” ან “ყაია, ყაი!” (კაია, კაი). მოკლედ, ოლეგიმ/ძუძუმ დაგვმოძღვრა, რომ ჩვენ პატარა ჭუჭულიკა ბიჭები ვართ და თუ კარგად მოვიქცევით, თან გადაგვყვება, თუ არა და “ჩივ ჯუჯუშ გვთხრიშ ხახაში და კარგიშ ტრაკშ მოგვიტყ…”. თავიდან კი დავიზაფრეთ, მაგრამ მერე მაგრად ვღადაობდით ძუძუს ფრაზეოლოგიაზე. ბატონმა ოლეგიმ დაგვირიგა: 1 ტრუსი, 1 წყვილი ნასკი, 1 კბილის ჯაგრისი,  კბილის პასტა, 4-4 საპარსი საშუალება, 1 წყვილი ჩუსტი, 1 პირსახოცი, 1 საპონი და მისი ჩასადები. ამათგან საპნის ჩასადები, პირსახოცი და ჩუსტები კარანტინის ბოლოს უნდა ჩაგვებარებინა.

დავუბრუნდეთ დაბანის პროცესს: 15-15 კაცად შეგვყარეს. დრო 5 წუთი. წყალი გათბობას ვერ ასწრებს, როცა ნახევრად გახდილს, ნახევრად სველსა და ნახევრად გასაპნულს გიყვირიან “მორჩა ბანაობა!”. მშვენივრად უცნაური შეგრძნება იყო. მეორე ჯერზეც გამიჭირდა, მესამეზე – დავამუღამე. დავიბანე თუ არა, ეგ სხვა საქმეა. მთავარი ხომ დამუღამებააა

მერე ისევ ოლეგი. ამჯერად ჯარის ფორმა დაგვირიგა. ჯარის საზაფხულო ფორმა შედგება: მაისურისგან, შარვლისგან, ხებესაგან (გრძელმკლავიანი კურტკისმაგვარი მოსაცმელი, რომელზეც, თუ ჯარი გააგრძელე, წოდებას, გვარს და დროშას მიაკრავ), ქუდისა და ბოტებისაგან. ქუდის მხოლოდ შენობაში მოხდა შეგიძლია. ჯარის ფორმა შენია და უკან არ წაიღებენ. ასე დამრჩა მშვენიერი შავი ბოტები საზამთროდ (ადრე ვეძებდი ეგეთებს და თურმე საამისოდ ჯარი უნდა გამევლო  )

ყველაფერ ამას შუადღისთვის მოვრჩით. მერე დაიწყო, რაც დაიწყო: პლატზე (ადგილი, სადაც ვარჯიშობს, ისჯება და ფიცს დებს ჯარი), თაკარა მზის ქვეშ, “ოცეულო, სმენა!”, “თავისუფლად!”, “მარჯვნისა-კენ!”, “მარცხნისა-კენ!”, “ზურგისა-კენ!”… მერე ბუქნები, მათთვის, ვისაც შეეშალა, მერე ისევ სინქრონული “სმენა!”, რომლის გაგონების დროსაც ზურგსუკან ჩაჭიდებული ხელები ფეხებს მთელი ძალით უნდა მიარტყა და გაიჯგიმო. შედეგებს მოგვიანებით გეტყვით.

3:00-ზე სადილია. ისევ 5 რიგად მოვეწყვეთ, ზურგისაკენ შეგვატრიალეს, “მამაო ჩვენო” წაგვაკითხეს და შევედით. შუადღის ზოგადი მენიუ:

ბორში ან ბარდის სუპი

ხორციანი კერძი (ქათმის ან საქონლის)

სალათი

პური

კოკა-კოლა ან ვაშლი

ფლავი ან ბრინჯის რაიმე სალათი

შემდეგ ისევ ვარჯიში. ყოველ 2 საათში 5-10-წუთიანი შესვენებაა სიგარეტის მოსაწევად, წყლის დასალევად და ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სასტვენის ხმაზე უკლებლივ ყველა თავქუდმოგლეჯილი უნდა გამოიქცეს და მოეწყოს პლატზე. დაგვიანება და “საჩკაობა” ისჯება ბუქნებით, ეს კი, დამერწმუნეთ, ისედაც დასიებული ფეხებისათვის, არც თუ სასიამოვნო საქმეა.

საღამოს 8 საათზე ვახშამია, სადაც ჩაი, კარაქი, პური, პავიდლო ქაში (ან ხორციანი კერძი) უნდა მივირთვათ. მერე ისევ ვარჯიში მზის ჩასვლამდე (თავისი დასჯით) და მერე ძილი. დავწექი თუ არა, საფიქრალი წამოიშალა: მახსენდებოდა, როგორ მპირდებოდა მამაჩემი, რომ ყოველდღე ღობესთან მოვიდოდა და ხელს დამიქნევდა, დედაჩემი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ექიმი მისი ყოფილი თანამშრომელი იყო და შემეძლო, მის კაბინეტში ვმჯდარიყავი. ჩემი ფეხები. ვის გაახსენდი. ვინ მოგაქცია ყურადღება. ისიც კი ვიფიქრე, რომ გეგუთის ნაცვლად, სხვაგან წაგვიყვანეს. მერე ფანტაზია უფრო გამიღვივდა და მეგონა, ჩემებს რაღაც შეემთხვა. ასე ვაება-წამებაში ჩამეძინა.

დღე 2 – შეგუება

ჯარში ყოველი დღე, ძირითადად, ერთმანეთს ჰგავს, რადგანაც შინაგანაწესია ერთნაირი. ყველას ფეხები გვტკიოდა და თითქმის არავის გვეძინა ნორმალურად. იგივე სტანდარტული პროცესი. უკვე ვისწავლეთ სმენასა და თავისუფალზე გადასვლა, მარჯვნივ-მარცხნივ მიტრიალება და ჯერი ადგილზე მწყობრი ნაბიჯით სვლაზე მიდგა. სწორედ ამ დროს ჩვენი ორი ოცეული დაშალეს და ღამით ჩამოსულ მესამე ოცეულთან სიმაღლის და მიხედვით გადააწყვეს.  ამიერიდან, მეორე კი არა, პირველი ოცეული გვერქვა. ამ შემადგენლობით ვიყავით კარანტინის ბოლომდე.

იმ დღეს ადგილზე მწყობრში მოძრაობა ვისწავლეთ და აქ დაიწყო ჩვენი წამებაც. რამდენიმეს სმენაში რიტმის ნასახიც არ აღმოაჩნდა და თვლას ფეხი ვერაფრით აუწყო, არადა უმარტივესია: ერთი…. ერთი…. ერთი, ორი სამი…. ერთი… ერთი…. და ა.შ. დასჯილს ან მუჭებზე აყენებდნენ, ან ჩვენთან ერთად აბუქნავებდნენ. უარეს შემთხვევაში, ჩვენ მის დათვლილზე ვბუქნაობდით. ეს იყო ყველაზე დამანამუსებელი სასჯელი, კაცობას პირდაპირ წელსქვევით რომ ურტყამს

აღარ მახსოვს, რამდენჯერ გავაპარე თვალი “ჰორიზონტისკენ” ნაცნობი მანქანის გამოჩენის იმედით. არც ლინკოლნი, არც მაზდა მილენია, არც ექიმის დაძახება. სრულიად რომ არ გავგიჟებულიყავი, გადავწყვიტე, ეს თემა საბოლოოდ დამეხურა და ყურადღება ჩემს იმჟამინდელ ყოფიერებაზე გადავიტანე. ყოფიერება კი არ არსებობს იმ ხალხის გარეშე, რომლებიც შენ გარშემო არსებობენ. იმ საღამოს დაგვირიგეს რვეულები და პასტები და თეორიის ჩაწერა დავიწყეთ. ვისაც გაინტერესებთ, ასე ჟღერს სამხედრო ფიცი:

მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე.

ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები.

ვფიცავ, მკაცრად დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი.

ვფიცავ, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამხედრო საიდუმლო, შევასრულო სამხედრო წესდებათა ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება.

ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის.

თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე.

გვფარავდეს ღმერთი! ამინ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ბოლოს სკოლის რომელიღაცა კლასში წერა და, შესაბამისად, ყველაფრის ჩაწერაც ვერ მოასწრო, გამიკვირდა, რა ლამაზი ასოები გამოყავდათ. ბევრი კი განგებ არ იწერდა, მაინც არ გამოგვკითხავენო. ზუსტად ამაზე მეშლებოდა ნერვები. მძულს სიზარმაცე. მერე ადგებიან და ამ ქვეყანას აგინებენ დედას, რომ ძღრენში ცხოვრობენ. თვითონ რა გააკეთეს საიმისოდ, რომ ძღრენიდან ამოსულიყვნენ? მე მაინც მგონია, რომ ადამიანს შრომა ადრე თუ გვიან აუცილებლად უფასდება, რადგან სამყარო გაწონასწორებული სიდიდეა და ყოველ ქმედებას შესაბამისი უკუქმედება მოჰყვება.

11-ზე დაგვაძინეს იმ ღამეს გადავწყვიტე, აღარ მეფიქრა მშობლებზე. იმიტომ, რომ არ გამერეკა.

დღე მესამე – პირველი ნაბიჯები

ჯარში ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. დღე 6:00-ზე იწყება და ტუალეტის წინ ბუქნაობით გრძელდება. თითქმის ყოველდღე ვისჯებოდით ტუალეტიდან დაგვიანებით გამოსულთა ან ლაპარაკის გამო. მერე ოთხიოდ წრეს შემოვუძუნძულებდით პლატის გარშემო და ამასობაში მზეც ამოდიოდა.

მშვენიერი შესახედია, როგორ იბადება ახალი დღე შენ თვალწინ, შენ კი განძრევის უფლებაც არა გაქვს. ერთადერთი, თვალი შეგიძლია, გააყოლო დისკოს, რომელიც ნელ-ნელა ხურდება და ცრემლებად გავსებს.

სხვათა შორის, იმ დღეს პირველად გაგვიყვანეს საზღვრებს გარეთ, გეგუთის ციხის იქით. ყაზარმის ტერიტორიაზე მანქანის სადგომის ასაგებად რკინის რაღაც-რაღაცები უნდა გადმოგვეზიდა. მივადექით ჯართის “დისლოკაციის” ადგილს, დავეჯაჯგურეთ და წამოვიღეთ. რკინის მილები, კიბისმაგვარი რაღაცები ბეჭებით ვზიდეთ. მე მეორე შემხვდა და გზაში ორჯერ ყელი კინაღამ გამომბდღვნა. როგორც იქნა, მოვიტანეთ. იმ დღეს ცოტა უფრო დიდი ხნით დაგვასვენეს, თანაც დამატებით კიდევ ჩამომსვლელებს ელოდებოდნენ, რომ ოთხივე ოცეული (ანუ 200 კაცი) შევკრებილიყავით. შესაბამისად, იმდენი აღარ გვავარჯიშეს.

ფეხები ისე მტკიოდა, ნაავარიები ქათამივით დავდიოდი. მეც ავდექი და, სერჟანტთან შეთანხმებით, ექიმთან შევედი. გავაღე კარი თუ არა, მეთაური… უცებ გავიჯგიმე, რადგან სამხედრო სალამის (ჩესტის) აღება უქუდოდ არ შეიძლება. თავისუფლადო, მანიშნა მეთაურმა, რომელიც დივანზე წამოწოლილიყო და ტელევიზორს უყურებდა. ექიმს ჩემი და ჩემი ფეხების გასაჭირი ვუთხარი, თან გულის სიღრმეში ველოდი, ეგებ მაინც აღმოჩენილიყო დედაჩემის ნაცნობი, მაგრამ არა. არც ფეხებს ეშველა, მითხრა, მიუჩვეველი ხარ და მისით გადაგივლისო. უცებ, მეთაურმა მკითხა, რა გვარის ხარო. ვუპასუხე და იმედიანად შევხედე. გამიღიმა და მითხრა, ბალანჩივაძე, თუ რამე დაგჭირდეს, პირდაპირ ჩემთან მოდიო. ბოლო სამ დღეს ასე ძალიან არაფერი გამხარებია. მერე რა, რომ განსაკუთრებული და სხვისგან გამორჩეული არაფერი მიჭირდა, მაინც მიხაროდა, რომ მეთაურთან მისვლა საჭიროების შემთხვევაში შემეძლო. ბოლოს და ბოლოს, იმედი გამიჩნდა, რომ ჩემებს არაფერი სჭირთ და, ადრე თუ გვიან, მნახავენ.

სერჟანტები

კარანტინის ამბების მოყოლისას, შეუძლებელია, გვერდი აუარო სერჟანტების თემას. აქვე გეტყვით, რომ სერჟანტი რიგითის, ანუ ჩემნაირის, ზემდგომი წოდებაა. ჯერ არის უმცროსი სერჟანტი, შემდეგ სერჟანტი, უფროსი სერჟანტი და ბოლოს ზემდეგი. მერე იწყება ოფიცრის ტიულები. სერჟანტებს აბარიათ ახალბედა ოცეულები, რომელთა მომზადებაზეც პასუხისმგებელნი არიან მეთაურის წინაშე.

ვინაიდან მე საკმაოდ ბებერი ჯარისკაცი აღმოვჩნდი 18-19-წლიანთა გარემოცვაში, მეგონა, სერჟანტები მაინც იქნებოდნენ ჩემი ასაკის. თურმე ჯერ სადა ვარ. 8 სერჟანტიდან სულ 2 თუ იყო ჩემზე უფროსი. გამოდის, რომ ჩემი ძმის ტოლა ხალხს უნდა დავმორჩილებოდი   სერჟანტები საკმაოდ მომთხოვნნი აღმოჩნდნენ, მაგრამ ზოგიერთის შემთხვევაში ასაკი მაინც თავისას შვებოდა.

სერჟანტისთვის სიტყვის შებრუნება მთელი ოცეულის დასჯის მიზეზი შეიძლება, გახდეს, ასე რომ, თუ რამეს გეტყვის, ენას კბილი უნდა დააჭირო და შეასრულო, თორემ შენთან ერთად 49 კაცი იბუქნავებს. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა სერჟანტი რაღაცა თემაზე ხუმრობს, შენც გაცინებს და როცა მთელი ოცეული ახარხარდება, ბუქნაობას გაწყებინებთ? ვერც ვერაფერი. უბრალოდ, უნდა გაუძლო მის თინეიჯერულ კაპრიზებს და არ უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ დაუნაყავ ცხვირს, როცა გარეთ ნახავ. თუმცა ასეთი რამ არც-თუ ხშირად ხდება. მთავარია, თავიდან კარგად და ზრდილობიანად მოიქცე და მერე ყველა გიჯიგრებს. მაგალითად, მიხეილ ჭედია, რომელიც, მგონი, დღე-დღეზე დაასრულებს თავის სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ჯერ კიდევ 19 წლისაა და უკვე ასეულის სერჟანტია. ამ ადამიანით აღფრთოვანებული დავრჩი. მისი ქცევა, თავდაჭერილობა, ზომიერება, პასუხისმგებლობა და საქმის სიყვარული ბევრ უფროსს შეშურდება. იგი არც ზედმეტად გაგაცინებს, რომ თავში აგივარდეს და არც ზედმეტად დაგსჯის, რომ დაიბოღმო. მისთვის მთავარია, საქმე გაკეთდეს და ყოველთვის იმას ცდილობს, რომ ასეულის შეძახილები, სმენაზე გადასვლა და მწყობრში სიარული იყოს ერთიანი და გამართული.

თუკი რომელიმე სერჟანტი ოცეულის ვარჯიშითა და დასჯით თავის გართობას დაიწყებდა, ჭედია არასდროს აკეთებდა ამას. იმხელა სულისკვეთებით შემოგვძახებდა ხოლმე, ერთი ძლიერი ხმა გამაგონეთო, შეუძლებელი იყო, უარი გეთქვა. რამდენიმე წამით თავი ბრძოლის დაწყების წინაც მეგონა. ზომიერება და საქმისადმი თავდადება, აი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს სერჟანტს. ჭედია, თუ ამ პოსტს სადმე გადააწყდები, ფეისბუკი გააკეთე და დამიმეგობრდი

ანტიერექციული ჩაი?

ჩაი ჯარის მენიუს ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. საუზმესა და ვახშამზე მას მივირთმევთ ხოლმე. უკვე მესამე დღე დაიწყო, როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი სექსუალური ფანტაზიებს ერექციისათვის ხელკავი გამოედო და სადღაც გადაკარგულიყვნენ. როგორც აღმოჩნდა, ანალოგიური სხვა ჯარისკაცებმაც შენიშნეს და ბოლოს ისე მოხდა, რომ არავის გვიდგებოდა. პრინციპში, იმდენი კაცის გარემოცვაში რაზე უნდა დაგმართნოდა, მაგრამ ასეთი მასობრივი დაცემის შესახებ აქამდე არ გვსმენოდა. მერე ვიღაცამ თქვა, ეგ იმ ჩაის ბრალია, დილა-საღამოს რომ გვასმევენო. ამის მერე რამდენიმემ ჩაისათვის თავის არიდება დაიწყო, ჩემნაირები კი, რომელთაც ჩაი ძალინ უყვართ, მყარად აგრძელებდნენ ანტიერექციული სითხის მიღებას იმ იმედით, რომ პოტენციაზე არ იმოქმედებდა.

როგორც არ უნდა ყოფილიყო, სიმართლე მაინც ვერ გავარკვიეთ. სერჟანტები იძახდნენ, მაგ ჩაის ჩვენც ვსვამთ, უბრალოდ, თქვენ პირველად რომ მოგიწიათ ასეთ სიტუაციაში მოხვედრა, მაგის ბრალიაო. მე არ ვიცი, რისი ბრალი იყო, მაგრამ კარანტინის დამთავრებიდან მეორე დღეს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ასე რომ, იცოდეთ, თუ ჯარში არც ერთხელ არ აგიდგათ, მაინცდამაინც თქვენს თავს ნუ დააბრალებთ

Yლე

ამ სიტყვას ჯარში ყველაზე ხშირად გაიგონებთ. ალბათ, ფილტვებიდან ამოსუნთქული ჰაერის 60% მხოლოდ ამ სიტყვას უკავია. იძახის ყველა, ყველაფერზე, ყველა ბრუნვაში და ყოველთვის. ჯარში ნებისმიერი რამ შეიძლება, დაუკავშირო Yლეს. მაგ: “_რა მაგარი ამინდია. _ დამასკდეს Yლეზე!” და ა.შ.

ჯარში ფართოდ განიხილება კაცობის საკითხი და სიგარეტის მორჩენილ ღერებზე დამათხოვრებული ჯარისკაცები (მეცინება ხოლმე ამ სიტყვაზე), ზემოხსენებული სიტყვის გამოყენებით, ბჭობენ (ამაზეც მეცინება), რა არის კაცობა. ჯერ ლაპარაკობენ, მერე “შე Yლეოს” მიაშველებენ ერთმანეთს, მერე თავიანთ დედებს დაიგინებენ (უკვე მერამდენედ) რიგ საკითხებზე და დაძაბული სიტუაციაც ნელ-ნელა იმუხტება. თითქოს, რაღაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის პრობლემას დაესვა წერტილი. ეს ყველაფერი, დაახლოებით, ქუჩაში უცხო მანქანის გავლას ჰგავს, რომელსაც მეზობლის ძაღლები ყეფა-ყეფით მისდევენ და როცა “გააგდებენ”, თავდაჯერებული უბრუნდებიან თავიანთ ქოხმახებს.

ჯარში შევიტყვე, რომ ვაჟკაცობა, მეტწილად, გატრაკებით იზომება. რაც უფრო ბევრჯერ და ბევრ რამეზე დაიგინები, რომ ვაჟკაცი ხარ, მით უფრო მაღლდება შენი რეპუტაცია. მთავარია, ბევრს “ეკაჩავო”, გაბრაზებული მზერა არ მოიშორო, ბევჯერ დაიგინო და რაც არ გევასება, “Yლეზე მკიდიათი” უკუაგდო. გამოდის, რომ კაცობა, თანამედროვე გაგებით, ბევრი ცუდი სიტყვის თქმაა. სამაგიეროდ, შეგიძლიად, 100 პროცენტით იყოთ დარწმუნებული, რომ სიტყვა “ფალოსის” მნიშვნელობა 100-დან 95-ს არ ეცოდინება. როცა ამას მივხვდი, მე და კიდევ ერთმა “ნასწავლმა კაცმა” (ასე ეძახიან უნივერსტეტდამთავრებულებს) პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ და, ფალოსის, დილდოს, ვაგინის და მსგავსი სიტყვების შინაარსი ვკითხეთ ჯარისკაცებს. შედეგზე ბევრი ვიცინეთ. 203 კაციდან, მიახლოებით, 15-მა თუ იცოდა მიახლოებითი მნიშვნელობა.

…და მე მესმის მათი. რა უნდა ელაპარაკო ისეთ ადამიანს, რომელსაც არც ნორმალური აღზრდა ჰქონია და არც ნორმალური განათლება. იცის “ტYნაური” და არ იცის, ქალს ან კაცს რა სად და რატომ აბია. აქ არც სოფელს აქვს მნიშვნელობა და არც ქალაქს. აქ სურვილის არქონაა, რომელიც აღუზრდელობით ანუ სიზარმაცით მოდის. რომ ვამბობ, რომ სიზარმაცეა ყველაფრის თავი და თავი (კარგი, ხო, ილიამ დამასწრო), მართლა ასე გამოდის. მერე გაიზრდებიან, ისევ იმ ნაგავში იწვებიან, სადაც წვანან და კიდევ ღმერთს შესჩივლებენ და მთავრობას შეაგინებენ, რატომ ვართ ასეო. და შენ რა გააკეთე საიმისოდ, რომ ასე არ ყოფილიყავი? Yვერების ფხანის დროსაც კი შეგეძლო, მეორე ხელით სხვა საქმე გეკეთებინა (მასტურბაციის გარდა, რა თქმა უნდა). ესეც პასუხი მარადიულ კითხვაზე “გვეშველება რამე?”

დისკრიმინაცია

როცა სერჟანტები გვაფრთხილებდნენ, რომ მიკაჩავება ჯარში მიუტევებელ ცოდვად ითვლება, ეტყობა, ნამდვილად არ ფიქრობდნენ უცხოური წარმოშობის ქართველ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გაუმართლათ და ჯარში მოხვდნენ. იმ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ვგულისხმობ, მარნეულში, ბოლნისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რომ სახლობენ. ჩვენს ასეულში დაახლოებით 20 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. მათ დიდ ნაწილს არც ენა ესმოდა წესიერად და ვერც სწავლობდნენ. შედეგად, მათ გამოც დავსჯილვართ. ამას კი მოყოლია სიტყვიერი შეურაცხყოფის კორიანტელი და მიკაჩავება შინაარსით, რომ სადაც ხარ, იქაური ენა უნდა იცოდე. მიუხედავად იმისა, რომ მათი გადასაწყვეტია, ისწავლიან თუ არა ქართულს, მაინც მიმაჩნია, რომ სადაც დაიბადე და გაიზარდე, იქაური ენაც უნდა იცოდე, თუნდაც იმიტომ, რომ ასე აღარ მოგექცნენ.

თუმცა, მეორეა, როგორ ექცეოდნენ მათ. ზოგი სერჟანტი ხან “თათარს”, ხან კიდევ “მუსტაფას” ეძახდა, რაც მათთვის იმ დონეზე გამაღიზიანებელი იყო, რომ ერთხელ ერთი დასჯილი აზერბაიჯანელის გვერდით მისიანი გამოვიდა და ისიც მუჭებზე დადგა. მე არ ვიცი, ანალოგიურ სიტუაციაში რომელი ქართველი გააკეთებდა ამას. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ კიდევ დიდხანს გვეჯერება, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ და მადლობა ღმერთს, ჰიტლერი ქართველი არ იყო და არც იმდენი ძალა გვქონდა, თორემ, წარმომიდგენია, რამდენ ნაციას გავანადგურებდით.

მეორეც უნდა ითქვას, რომ დიდი შეგნებით არც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ (იგივე აღზრდა-განათლების პრობლემა), თუმცა რატომღაც მე სულ ვახერხებდი მათთან საერთო ენის გამონახვას და ბევრი არა ან ვერა. ეს იმიტომ, რომ აშკარად ვცდილობდი, დამენახვებინა, რომ ქართველებიდან მათზე ყველა ერთნაირად არ ფიქრობს და არ მიმართავს. ყველაფერში შეიძლება მეტ-ნაკლები წარმატების მიღწევა, მთავარია შეგნება.

ფიცი

ვინაიდან უკვე მეტ-ნაკლები წარმოდგენა შეგიქმენით ჯარისა და კარანტინის შესახებ, ყოველი დღის დეტალურ აღწერას აღარ გავაგრძელებ. ოთხშაბათს მამაჩემი მოვიდა, მეთაურმა კაბინეტში მიხმო და ბევრი ვისაუბრეთ. კვირას ისედაც ახლობლების ნახვის დღე იყო, ტელეფონებიც დაგვირიგეს. მაშინ მთელმა ოჯახმა მნახა. ამანათებიც მივიღეთ. იმ სადილზე ყველა სუფრაზე ოჯახიდან გამოგზავნილი საჭმელ-სასმელი ეწყო და ჯარის მენიუსათვის პირი თითქმის არავის დაუკარებია. რა თქმა უნდა, სერჟანებიც დავპატიჟეთ.

ვისწავლეთ იარაღის (კალაშნიკოვი, AKA 74) არასრული დაშლა-აწყობა და მისი ნაწილები. აქვე გეტყვით, რომ იარაღს ლულაში ხელი არასდროს მოკიდოთ, თორემ, შეიძლება, თითები ზედვე დაგრჩეთ. 28 სექტემბერს, ოფიცრების ზედამხედველობით, ავტომატით 9-9 ტყვია ვისროლეთ, თავისი წესისდამიხედვით. იმავე დღეს გეგუთის ციხის საგუშაოგები დაგვათვალიერებინეს, რომელზეც ზოგიერთ ჩვენგანს სულ რამდენიმე დღეში მოუწევდა პირველი ღამის გათენება. სხვათა შორის, იმ საღამოს 200 ბუქნითა და 10 წრით დაგვსაჯეს, რაც 4 კმ-ს უდრის

29 სექტემბერს კი ფიცი დავდეთ. პოლკოვნიკ კახა მორგოშიას წინ ოთხმა ოცეულმა საზეიმო მარშით გაიარა (მცირე ხარვეზებით) და შემდეგ განაწილების მიხედვით მოეწყო. მე, როგორც გადაწყვეტილი მქონდა, თბილისის ნაწილში მოვხვდი. იმ დღეს მამამ ქუთაისში წამიყვანა, იმ დღესვე დავკარგე ჩემი ძვირფასი ორიენტის საათი, რომელიც მორიგეებს ვათხოვე. 1 ოქტომბერს თბილისში ჩამოვედი და ახალ ცხოვრებას შევუდექი, რომელზეც შემდეგ მოგიყვებით.

P. S. ამ პოსტს ჩამოსვლის დღიდან ვწერ და მხოლოდ ახლა მოვაბი თავი. კვლავ მიხარია თქვენი ვიზიტი ჩემს ბლოგზე და აწი ისევ ჩავდგები ფორმაში

რატომ არ არის ქუთაისში ზღვა?
რატომ არ არის ქუთაისში ზღვა? აქ ხომ ყველაფერია იმისთვის, რომ კეთილმა ზღვამ გაიხსენოს დინოზავრების ეპოქა და გული მოუბრუნდეს საჩვენოსკენ.

ქუთაისში მზე ისე ლამაზად ჩადის, როგორც ზღვის ჰორიზონტს მიღმა.

ღრუბლებიც ზუსტად ისე ფერადდება, როგორც ტალღების თავზე გაწოლილი მლაშე ქარავანი.

აქაც ისეთივე პალმებია, როგორებიც ბათუმის ბულვარში, მაგრამ მის ბოლოს ზღვა იზმორება, აქ კი – მეზობლის ჭიშკარი. არადა, რომ არ იცოდე, რომ ქუთაისში ზღვა ა(ღა)რ არის, ერთი წუთით მოგელანდება კიდეც.

ქუთაისიც ხომ ისეთივე სირისტიანია, როგორც აჭარა… მაგრამ ზღვას მაინც აჭარა ურჩევნია.

ონკანში წყალი აქ დღეგამოშვებით მოდის. რა მოხდება, დანარჩენ დღეებში ზღვამ რომ იდინოს.

ქუთაისში ქარიც ზღვის მხრიდან უბერავს… თუმცა ქარს ზღვა უკვე დიდი ხანია, არ მოუტანია.

აქ ზუსტად ისეთი აივნიანი და ორსართულიანი სახლებია, როგორიც აჭარაში… თუმცა, თუ თვალები არ დახუჭე, აივნიდან ზღვას ვერ დაინახავ.

აქ მთავარი ქუჩაც კი ზღვას გასცქერის… უბრალოდ, ახლა სარემონტო სამუშაოებია და მას დროებით დასახლებული ადგილის ბანერი ჩამოაფარეს.

ახლა კი დაიძინეთ. ტკბილად იძინეთ. ლოყით გამთბარი ბალიში გადააბრუნეთ და სახე გრილ ზედაპირში ჩარგეთ. გჯეროდეთ და ზღვა აუცილებლად მოვა.

დასასვენებლად მიდიხართ თუ გასართობად?
დასვენებას ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით აღვიქვამდი, როცა ისვენებ ერთფეროვანი და გადატვირთული ცხოვრებისაგან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დღეს დასვენებასა და გართობას ერთმანეთში ურევენ, თითქოს სინონიმები იყოს. თუ ვამბობ, რომ ზღვაზე დასასვენებლად მივდივარ, რატომ უნდა ნიშნავდეს ეს დისკოთეკებს და ყირაზე გადასვლას? განა ეს დასვენებაა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის სხეული ასეთ ვითარებაში ბიოლოგიურად ვერ ისვენებს. ჰოდა, ვინც ზღვაზე “საძიგძიგოდ” მიდის, ბარემ თქვას, გასართობად მივდივარო და სიტყვა “დასვენება” მართლა დაღლილ ხალხს დაგვიტოვოს.

ასე რომ, ამიერიდან გირჩევთ, დააზუსტოთ ხოლმე, დასასვენებლად მიდიხართ თუ გასართობად. ეს იმიტომ, რომ დასასვენებლად წასულები დასვენებულები და დამშვიდებულები ბრუნდებიან, გასართობად წასულები კი – დაღლილები და მთელი წელი ნერვებზე ათხრილები არიან

მე რომ ფული მოვიგო…
ადამანებს ჩვევიათ ფულიანი, ან სულაც, კარგი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ახლობლების გარშემო შემოკრება, ზუსტად ისე, როგორც ჭიანჭველებს – ჩემ მიერ ამასწინათ მისიკვდილებული კალიის გარშემო. ორივე ჯგუფის მთავარი საზრუნავი “საბადოდან”, რაც შეიძლება, მეტის გატანაა.

სანამ “საბადო” თავის ფინანსურ პოზიციებზე მყარად დგას და სტაბილურად გამოიმუშავებს “რძეს”, სანათესავო-საახლობლო დიიიდი მზრუნველობით უვლის და ეფერება მას. ვინ აღარ აკითხავს სახლში, ვინ აღარ ურეკავს, ვინ აღარ ულოცავს, ვინ აღარ “აწუხებს” მორიდებული მზერითა და 50 ლარის სესხებით, ვინ აღარ ნიშნავს თამადად ქორწილებში, ნათლობებსა და ქელეხებში, ვინ ვის აღარ ანათლინებს. სანამ “საბადო” “რძეს” იწველის, მანამ თითქმის არ გჯერა, რომ ოქროს ძაფებით გადახლართული მეგობრობა, სიყვარული და გვერდში დგომა, სინამდვილეში, ერთმანეთზე აკოკოლავებული ფულის შეკვრებზეა დაფუძნებული. ღმერთმა ნუ ქნას და სა-ფუ(ლ)-ძველი შეირყას…

ვინაიდან “არაფერია მარადიული” ბუნების ერთ-ერთ ურყევ კანონზომიერებაგანია, “საბადოც” იწურება და “რძეც” შრება. იწყება აგონია. “საბადო”, როგორც მომაკვდავი ვარსკვლავი კოსმოსის თაღზე, ნელ-ნელა კარგავს ფინანსურ ძალას და იძულებულია, ისედაც შემცირებული “რძე” თავის თავს მოახმაროს. ეს კი საგონებელში აგდებს მეგობრებს, მეზობლებს, მეზობლის მეზობლებს, უახლოეს თუ უახლოესის უახლოეს ნათესავებს, რომელთაც “საბადოსთან” მრავალგზის შეფიცული ძმობა, მეგობრობა და ნათელმირონობა აკავშირებთ. “რძის” ჩუქება-თხოვება-სესხებაზე მიღებული უარის გამო კი იწყება საერთო გაოცება, რომელიც საერთო გაუცოხების ეტაპამდე საკმაოდ მალე და დამაჯერებლად გაივლის ბუზღუნის, უკმაყოფილებისა და სიძულვის საფეხურებს. შედეგად, ყოფილი “საბადო” ჭიანჭველების გამოხრული კალიასავით მარტო რჩება და, თუ გაუმართლებს, რამდენიმე ახლობელიც გვერდით ეყოლება, რომლებიც “რძის” გამო არ ეახლობლებოდნენ.

ერთხელაც მე რომ დიიიდი ფული მოვიგო, რაც უთუოდ გააჩენს ჭიანჭველების იმ კოჰორტას, ჩემს ოჯახს რომ გარს ეხვია, რა უნდა ვქნა: ვიყო ხელგაშლილი და ვთესო სიკეთე, მანამ, სანამ არ ამოვშრები და მარტო არ დავრჩები (არავინ შემომედავოს, რომ ადამიანს ფულის მოპოვების ინსტინქტი არა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ათასნაირად მობოზავე კაცობრიობა არ იარსებებდა), თუ შევინარჩუნო “ახლობელთა” სტატუს-კვო და ყველა დანარჩენის თვალში გაქსუებული ღორმუცელა გავხდე? როგორ ავუხსნა, როგორ დავაჯერო ადამიანთა ჯგროს, რომ “საბადოები” მხოლოდ რიგითი იღბლიანები არიან, რომლებიც სწორედ იღბლიანობის გამო ისჯებიან.

პატივცემულო “ვინც ხართ მაგ საქმის უკან”, რატომ გვატყუებთ?
ქართველებს ისე შეგვიძლია ხოლმე მოთმენა და შეკავება, ოღონდ ვინმემ გვაიძულოს და, ალბათ, წლობით ტუალეტშიც არ გავალთ. თემას, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ისევ ჩვენს მოთმინების იშვიათ უნარს დავაბრალებ, აბა სიზარმაცესთან ქართველებს რა გვესაქმება.

ბოლო რამდენიმე დღეა, სანამ მარშუტკას ხელს დავუქნევდე, დავფიქრდები ხოლმე, რამდენი თეთრი უნდა აღმომაჩნდეს ჯიბეში, რომ მგზავრობის გაძვირებული (ზოგიერთისთვის – შეცვლილი) ტარიფები დავაკმაყოფილო: 80, 70, 60 თუ ისევ კეთილი 50?

ახლანდელი კანონების, დადგენილებებისა თუ მოდის ტენდენციების მიხედვით, დედაქალაქში ყვითელი მარშუტკები ივლიან. ივლიან ყველგან. იმ გზაზეც კი, რომელიც “მოკვდავი” მარშუტკებისთვის შვიდიოდ წლის წინ დაიკეტა (ჭავჭავაძე-რუსთაველი).  ახალ მარშუტკებში არის მეტი კომფორტი – როგორც თვალი მოვკარი და ნაკლები ჯახირი – როგორც გვეუბნებიან.

ამიტომაც ერთხელაც ერთ ასეთ “ახალწვეულში” ავედი სიტუაციის დასაზვერად. მშვენიერი ტრანსპორტია, ასეთი მოდელებით თბილისიდან ქუთაისში ვმგზავრობ ხოლმე და მათ კონდიციონერი აქვთ. ერთი შეხედვით ყველაფერი ძალიან მომეწონა და ჩამოვედი. თუმცა ეს ყველაფერი როდია: 6 ნომერ “ახალწვეულს” მარჯანიშვილის მიდამოებში გადავაწყდი. იგი ერთ-ერთი იმ ფანჯარაგამოღებულთა და ფეხზემდგომებით გატენილთაგანი იყო, რომლებითაც ასე ფასობს თბილისი.

მოიცა, სტოპ!!! ფანჯარაგამოღებული და ფეხზემდგომებით გამოტენილი? ეს 80-თეთრიანი, ულტრაჯიგარი, კონდიციონერიანი და მგზავრების კომფორტზე მორგებული მარშუტკა?

არ არსებობს!!!

თურმე არსებობს.

მერე გავარკვიე, რომ თურმე 80-თეთრიანთა რიგებში დანარჩენი მარშუტკების ნაწილიც გადასულა, რომელთა მძღოლებიც ადრე 50-თეთრიანს სჯერდებოდნენ. ეს კი კონკურენციის კანონებით ამიხსნეს: თუ ერთი აძვირებს, მეორეც გააძვირებსო. კაცმა რომ თქვას, რატომ არ გააძვირებენ: თუ ფეხზე დგომასა და გასაგრილებლად გამოღებულ ფანჯრებში ისედაც ვიხდით 80 თეთრს, რა მნიშვნელობა აქვს, ამას გალაპლაპებულ ყვითლებში ვიზამთ თუ ძველ დანჯღრეულ მარშუტკებში?

აქედან გამომდინარე, დანრჯღრეულმარშუტკებიანი მძღოლები მაგარი უტიფრები და უსინდისოები გამოდიან და დაბეჩავებულ ხალხს ავტობუსით, მეტროთი ან, სულაც, ფეხით სიარულისაკენ უბიძგებენ. ისინი არად აგდებენ “ახალწვეულთა” გამოჩენით გამოწვეულ აჟიოტაჟს და იმის ნაცვლად, რომ 80-იანს 50-იანი გულ (ან კარ)-ღიად დაუპირისპიროდ, უსინდისოდ აძვირებენ! ჰოდა ვისაც ამ აბზაცში გამოთქმული აზრის გჯერათ, ღმერთმა ასეთი აბზაცები ნუ გამოგილიოთ

ვისაც სკეპტიკურობა ჯერ არ დაგზარებიათ, ადვილად მიხვდებით, რომ ამ “კონკურენციის” მიღმა, ვიღაცები დგანან. მივადექით მრავალჯერ აღმოჩენილ საიდუმლოს, რომლის იქით, ასე თუ ისე, ყველამ ვიცით, რა ხდება და შეჭყეტაც ბევრს გვეშინია. მეც ამ გამჭვირვალე ბარიერთან გავჩერდები, ყელს მოვიღერებ და გავძახებ: “პატივცემულო “ვინც ხართ მაგ საქმის უკან”, რატომ გვატყუებთ?”