Archive for the ‘ცხონებული "მე"-ს აზრები’ Category

ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მოასწრო

Number of View: 120Share 2007  წელი, 6 სექტემბერი, დილა. მესიჯი მეზობლისაგან: “Zura, viziareb luchano pavarotis gardacvalebas. Gmertma acxonos.” იმ დღეს ვიგრძენი, რომ ვიღაც, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა, მეხმარებოდა, ფანტაზიას მაწვდიდა და გულს მიმაგრებდა, გამომეცალა. იმ დღეს ვიგრძენი, რომ სრულიად მარტო დავრჩი. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უზომოდ უყვარდა, გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ღმერთმა მას აცალა და მანაც [...]

მასა

Number of View: 242Share ამ პოსტის წაკითხვას აზრი არ ექნება თუ არ ჩართავთ ამ მუსიკას მიყვარს მასობრივი სცენები – არ მიყვარს მასა.

ფოტოგასეირნება მოწამეთაში (წინა პოსტის გაგრძელება)

Number of View: 297Share მეგონა, თავი დავაღწიეთ პაპანაქებას, მაგრამ არა. ჯიუტად არა. ჰოდა ნურც! “ათასჯერ მირჩევნია, ზაფხულში სიცხეზე ვიწუწუნო, ვიდრე თოვლზე” – იტყოდა ცხონებული მე. დავეთანხმები და წინა პოსტის გაგრძელებას მოგითხრობთ. მაშინ, როცა უმრავლეს გოგონათა ფეხები სხვადასხვა ფირმათა ლოსიონებით იყო გალაქული და საჯდომის მიმართულებით აკვინტრიშებული, სამი თავ(გა)დადებული ახალგაზრდა გელათიდან მოწამეთასაკენ ფეხით მიეშურებოდა.

უგადაი მელოდიუ

Number of View: 689Share მოკლდედ, სააკაშვილმა ისე გადარია ყველაფერი, ბუნებაც გამოიყვანა წყობიდან! რუსეთის ჩინოვნიკების სპირტიანი ახირებები და შიშველი ტრაკოვნებები!… პირადად მე დავიღალე ასეთი შინაარსის ინფორმაციით. სულ ცოტა ხნის წინ თავში ერთმა ნოსტალგიამ დამკრა, სახელად “უგადაი მელოდიუ”. ბავშვობაში ახლომახლო ხალხს შემოვიკრებდი და მელოდიებს ვსტვენდი, მათ კი უნდა გამოეცნოთ. ჰოდა ახლა ყველაფერი ეს ვიდეოპოსტებად გადმოვიტანე და აბა [...]

თუ შვილს მხოლოდ საკვებითა და განათლებით უზრუნველსაყოფად აჩენთ, მაშინ ძაღლის სახელი დაარქვით

Number of View: 988Share პეროვზე მდებარე კაფე “Old London”-დან სახლამდე ფეხით სიარულისას, ზაფხულის ამ მშვენიერ ღამეს, ჩვეულებისამებრ საკუთარ თავთან საუბარი გავაბი. ამჯერად მშობლებს ვუხსნიდი იმას ჩემს შესახებ, რასაც ვერ ხვდებოდნენ და რისი ცოდნაც, ვფიქრობ, საჭირო იყო…

ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?”

Number of View: 723Share სამწუხაროდ, არც პეტრარკას ვიცნობდი ეგრე კარგად და არც ასლან აბაშიძეს, რომ მათზე დავწერო. ასე რომ, ზურია, მოდი აქ. … ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?” გავკეთილდი? სახელი მომემატა თუ ქონება? არც ტენორის საოცნებო ხმას ამოუხეთქავს ჩემში. აჰა და ვინმემ მითხრას კიდევ, საოცრებები ხდებაო. არადა, რაც მე მაგათი მჯეროდა…

კრეატივიზმი ანუ რა მოხდებოდა, ყოველდღიურ ფიქრებს ქარს რომ არ ვატანდეთ

Number of View: 1081Share კრეატივიზმი იქნებოდა შუა “ტრუბადურის” დროს, ერთი ფეხი დირიჟორის ბეჭზე დამებიჯებინა, მეორე – ტრომბონისტის თავზე დამედო, მერე სცენაზე ლეონორას კოსტიუმში გამოწყობილს მესკუპა, ამ როლის შემსრულებლისათვის პირზე ხელი ამეფარებინა და არია სტვენით გამეგრძელებინა. კრეატივიზმი იქნებოდა, ფანჯრიდან კიბით რომ გადავმხტარიყავი. თან რამდენს გავახარებდი კრეატივიზმი იქნებოდა, კარადის უჯრის გამოღებისას სახლი რომ ჩამონგრეულიყო. კრეატივიზმი იქნებოდა, ჩემს ეზოში პატარა ყვავილის [...]

მანამ სანამ ანუ თურმე, რა ხდება თეატრში

Number of View: 906Share მანამ, სანამ კვარიათისა და ჩამოსტალინების თემა აქტუალურია, ნება მიბოძეთ, დავიკიდო ეს ამბები და ჩვენი ცხოვრების სხვა აქტუალურ თემაზე გესაუბროთ. “თეატრი პირდაპირ დამოკიდებულია ერთ რამეზე – ქვეყნის ეკონომიკაზე,” – დათო დოიაშვილი. დღეს მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენზე სწორედ ამ თემას მიმოიხილავდნენ. ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიას წარმართავდა ხუთი ადამიანი, თითქმის ოთხჯერ მეტი.

ოპინიონმეიკერი

Number of View: 338Share 2008-ში, როდესაც პირველი ბლოგი გავაკეთე, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემი აზრი ჩემთვის უცნობი ადამიანებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა. ორი წელი გავიდა ამ ამბიდან და ვხვდები, რომ საკუთარ სურვილებს მკითხველების მოთხოვნას ვუთანხმებ და ისე ვპოსტავ. ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ოპინიონმეიკერად გადავიქეცი.

Rapsodia – ლოცვა, რომელიც სიმღერას ჰგავს

Number of View: 187Share ერთ ზაფხლს, როდესაც ჩვეულებისამებრ ქუთაისის ცხელ ლოგინზე გაშხლართული, ხატვისაგან დაღლილ თვალებს ჩამავალი მზით განათებულ ცას ვაშტერებდი, რაღაც დაიწყო. ყურადღება არ მიმიქცევია, თუ როგორ შემოიჭრა ჩემში უცხო, აქამდე უცობი მელოდია, უცნობი სულითა და ხავერდოვნებით. მუსიკა ნელ-ნელა ლოცვად გარდაიქმნა, რომელსაც ანდრეა ბოჩელი ზღვიდან მოქროლილი ტალღების ხმით ჩურჩულებდა… [Audio clip: view full post to [...]

Powered by WordPress | BestInCellPhones.com Offers Free Cell Phones. Compare Rate Plans at iCellPhonePlans.com and find Cheap Palm Pixi at iCellPhoneDeals.com.