… ისეთი რიტმებით შეგვაქანა, მეგონა, ვიღაცები გამწარებული სექსაობდნენ. მერე მივხვდი, რომ ასეთი ვიბრაციების გამოწვევა ან ტიტანებს ან ტექტონიკურ ფილებს შეეძლოთ. ვინაიდან პირველი, ჯერჯერობით, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, ისევ სეისმური რეალობის წინაშე დავდექით: გვენძრევა!
Category Archives: დღიურის პროვოკაცია
ვყიდი მარიამ სტიუარტს
ჩემი ფინანსური კრიზისის გამო გადავწყვიტე, ჩემი ბოლო ნახატი “მარიამ სტიუარტი” გავყიდო. ერთ თვეს მოვუნდი მის დახატვას და მაქსიმალურად ვეცადე, სიღრმეებში არ წავსულიყავი, რათა დამთვალიერებლისათვის ზოგიერთი რამ გამოცანად დარჩენილიყო. ამიტომაც “ფარავს” ზოგიერთ დეტალს შოტლანდიური ქსოვილი. ახლა კი მონაცემები:
ზომა: A4-ზე 2-2 სმ-ით პატარა, მასალა: ტუშის პასტები, ფანქრები. ინსპირაცია: გაეტანო დონიცეტის “მარიამ სტიუარტი” (ოპერა), თემურ ჩხეიძის “მარიამ სტიუარტი” (დრამატული სპექტაკლი).
ფასი: 50 GEL
ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ, ხელი გაუმართოთ უკანასკნელ კეისარს, კომენტარის სახით თანხმობა მომწერეთ. ღრმადლობა ყველას
ცხოვრება = ადამიანებს
უკვე იმდენი ხანი გავიდა, რაც ბოლო პოსტი დავწერე, აღარც ვიცი, მქვია თუ არა ბლოგერი. საერთოდ, რაც ჯარში ვარ, ბევრ რამეში დავწრმუნდი და გადავაფასე. მაგალითად, ის, რომ გულწრფელობა და ნდობა იშვიათად გამოსაყენებელი რამეებია, აქედან გამომდინარე ყველასთან ყველაფრის ლაპარაკი გააქტიურებული ურანის შიშველი ხელებით დაჭერის ტოლფასია.
ცხონებული მე-ს აზრები 4

ტვიტერი ჩემი პულსია. ხანდახან თვალს რომ გადავავლებ, ისეთ ჩანიშნულ რამეს ვნახავ, რომელიც ყველაზე მეტად საუბრობს ჩემზე. ასე რომ…
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
- ხანდახან მგონია, რომ ჩემში წამატებამოხდილი მოხუცი ცხოვრობს, რომელსაც წარსულის აჩრდილები დასდევენ. ასე ვარ ბავშვობიდან. ბებერი ბავშვი ვარ? Continue reading
შიში

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
_ ზურა, ვის მოკლავდი?
_ ვის არა, რას.
_ კარგი, რას მოკლავდი?
_ თუ იგი “ვინ” გახდება, მე მას აუცილებლად მოვკლავ. დავჭრი მაინც, რომ აღარ მომეკაროს!
_ ვის, რას?
_ ჩემს შიშს!
უიტნი ჰიუსტონი – ხმა, რომელიც ყველას მოსწონდა

დღეს დილით ის მოხდა, რასაც, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი: ჩემი ცოცხალი ვარსკვლავების კოლექციას უიტნი ჰიუსტონი გამოეცალა. თითქოს, წმინდა ბროლის ფიგურა თაროდან გადმოვარდა და დაიმსხვრა. Continue reading
გაყიდულია!

როცა ადამიანს რაღაცის კეთება შეგიძლია და არც-თუ ურიგოდ გამოგდის, უნდა ეცადო მისგან სარგებელი მიიღო. ბოლოს და ბოლოს, თავი რაღაცით ხომ უნდა ირჩინო? ასე და ამგვარად, საკუთარი ნახატი გუშინ პირველად გავყიდე.
Zurriuss 3 წლისაა!

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უფრო მეტი გავიდა, მაგრამ არც 3 წელია ცოტა. დღეს Zurriuss სამი წლის გახდა და ყველაზე უფერული დაბ. დღე ექნება, როგორც მის ავტორს აქვს ხოლმე.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
განვლილ 1 წელზე ძალიან მოკლედ ვიტყვი:
- საკმაოდ აქტიურ ბლოგინგს ვეწეოდი, სანამ ჯარში აღმოვჩნდებოდი. მქონდა მაღალი აქტიურობა, ბევრი გამოხმაურება და, რაც მთავარია, ბევრი პოსტის იდეა.
- დღესდღეობით აქტიურ ბლოგერად ვითვლები, მაგრამ, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ვერც წერას და ვერც სხვადასხვა ბლოგერული ღონისძიებების დასწრებას. ხან დრო არ მაქვს, ხან ძალა.
- დასასრულისკენ მივექანები? არა, 8 თვეზე ნაკლები დამრჩა და სამხედრო სამსახურსაც მოვრჩები. მანამდე კი ვეცდები, ჩემს ბლოგს სიცოცხლე შევუნარჩუნო.

მენატრება:
- საინტერესო თემების დაჭერა-გაანალიზება დაპოსტვა
- დისკუსიები ჩემს პოსტებზე
- ბლოგების კითხვა და მათთან დისკუსიებში ჩართვა
- ბლოგ სხოდკები
- სხვადასხვა აქციები ბლოგერებისთვის, რომლებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი
- ბლოგერული ცხოვრება, რომელსაც მალე დავიბრუნებ
ესეც ჩემი სულ სულ პირველი პოსტი, რომელიც 2009 წლის ამ დღეს გამოვაქვეყნე. ბლოგები ჯერ კიდევ 2008-ში მქონდა, მაგრამ ჩემი ბლოგერობის დასაწყისად სწორედ ამას მივიჩნევ. ამიტომ დღეს Zurriuss 3 წლის გახდა
პ.ს. როცა აქტიურ ბლოგერულ ცხოვრებას დავუბრუნდები, საკმაოდ ბევრი ნახატი მექნება დაგროვილი, რაც გამოტოვებული ივენთების კომპენსაციად გამომადგება
ჩემი პირველი 18+ სპექტაკლი

მაყურებელი ტაშს ყოველთვის რომ დაუკრავს, ეს ადრე ვირწმუნე, მაგრამ თუ ყველგან დაუკრავდა, ეს ამასწინათ დავიჯერე. ტაშის დაკვრა ხომ ერთგვარი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, როცა რამე ვერ გაიგე და არ იმჩნევ. მთავარია, ხომ აფასებ. ჩვენთან სტვენა და “ბუუუ” ზოგადად მიუღებელია, მიუღებელია ამგვარი რადიკალური აზროვნება. Continue reading
ხატვა რომ არა

ესეც ჩემი "სახელოსნო" :ფჰეჰ:
გაუმარჯოს ყველას. როგორ ხართ? მე ისა ვარ, აქ რომ ადრე ხშირად ვწერდი და ახლა რომ ვერ ვიცლი საამისოდ. ბოლო დროს ძალიან ვიღლები. ჯარი და სამსახური ერთიანად მფიტავს და კიდევ რაღაცების დაწერის ნერვი ხშირად არ მაქვს. თუმცა ამ ერთხელაც მოვიკრიბე ძალა და ორიოდ სიტყვით გეტყვით, გიპასუხებთ კითხაზე “რა ხდება?”
Continue reading
