
![]()
დღე, ღამე, ძილი, უძილობა, ცხადი, ფანტაზია, რეალობა, ჩანახატი… ყველაფერი ერთმანეთშია არეული. მეტროს გაჩერებაზე მდგარს ხანდახან მგონია, რომ ჩემ მიერ დახატული მატარებელი გამოივლის ან ვგრძნობ, როგორ ვბანაობ ავატარების ტბაში, როცა თბილ ლოგინში ვწვები…

![]()
დღე, ღამე, ძილი, უძილობა, ცხადი, ფანტაზია, რეალობა, ჩანახატი… ყველაფერი ერთმანეთშია არეული. მეტროს გაჩერებაზე მდგარს ხანდახან მგონია, რომ ჩემ მიერ დახატული მატარებელი გამოივლის ან ვგრძნობ, როგორ ვბანაობ ავატარების ტბაში, როცა თბილ ლოგინში ვწვები…
28 სექტემბრის საღამოს, როდესაც ჯერ კიდევ კურილკის (ასე ვეძახდით სიგარეტის მოსაწევ ზონას) მიდამოებში მდელოზე ვეგდე, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ 24 საათში სულ სხვა – ნაცნობ და უკეთეს მდგომარეობაში ვუყურებდი მზის ჩასვლას. ასეც მოხდა. დავბრუნდი! Continue reading

შენიშვნა: ქვემოთ მოყვანილი ამბები ნამდვილი და საკუთარ თავზე გამოცდილია
ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონება არაყით დაღუპული ნაცნობებია, რომელთა მიზეზზეც ჩვენთან ხშირად საუბრობდნენ. მესმოდა წყევლა იმ ადამიანთა მისამართით, ვინც “ის დასაწვავი არაყი” გამოხადა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ არაყი ყურძნისგან იხდებოდა, თუმცა ვერაფრით გამეგო, რა შუაში იყო თაგვის საწამლავი. ახლა კი მესმის, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ფალსიფიცირებულ არაყში თაგვის საწამლავს ურევდნენ.

კაცმა რომ თქვას, ეს ჩვენი ხელის(და არა მხოლოდ ხელის)უფლება ყველაფერში დამნაშავე კი არ არის. ხანდახან, უნებურად მაინც, გამოსდის ნორმალური და ადეკვატურობასთან მიახლოებული გადაწყვეტილებები. საქმე ისევ ძეგლო-მანიას, -ფილიას თუ -ფობიას შეეხება, რომელიც, ამჯერად, ქუთაისში განხორციელდა. ახლა იგი თავისი სახელობის გამზირს 100-საფეხურიანი კიბეებიდან გადმოჰყურებს.
უკვე გავრცელდა იმ კითხვების ჩამონათვალი, რომელსაც დასვამენ დღევანდელი დღიდან მოყოლებული, 3 თვის განმავლობაში. იხილეთ ისინი.
1. მოიყვანს თუ არა ცოლად ენრიკე მთელი ქვეყნის თვალწინ ამორჩეულ “ამ გოგოს”? – პრაიმ ტაიმი
2. რას იტყვიან “ამ გოგოს” ძევსტვენნიცა მეზობლები? – ტაბულა
3. რას იტყვის პრეზიდენტი? – რუსთავი 2
4. რომელი იქნება პირველი შოუ, სადაც “ამ გოგოს” მიიწვევენ? – ბლოგერები.
5. “ამ გოგო”-ენრიკეს ურთიერთობის რა ფარულ დეტალებზე ისაუბრებს “ეს გოგო” ექსკლუზიურად? – ნანუკა ჟორჟოლიანი
6. “რა გრძნობა იყო, როცა მსოფლიო პრინცი გეამბორათ?” – მაია ასათიანი.
7. “გოგო ჯობია თუ ბიჭი?” – “ამ გოგოს” სამეზობლო.
8. “ამ შემთხვევის შემდეგ ქალიშვილი დარჩა თუ არა “ეს გოგო”? – Med.Ge-ს მომხმარებლები.
9. “აბა, ენრიკეს პატარა აქვსო?” – ანინა
10. მოეწონა თუ არა ენრიკეს ჯინსები და ფეხსაცმელები “ამ გოგოს”? – ვანო ჯავახიშვილის შოუ

მე, როგორც ფეისბუკის რამდენიმე (მათ შორის, სერიოზული) გვერდის ადმინისტსრატორს, საკმაო პასუხისმგებლობა მაწევს. ვკურირებ, როგორც ბლოგების, ისე კომპანიების გვერდებს, რაც, ზოგჯერ, ძალიან დამღლელია. შეიძლება, უცებ ამერიოს და პიარსკოლის კედელზე ზურიუსის სათქმელი დავდო ან ჯიპა და 4პი ამერიოს ერთმანეთში. ყველას თავისი აუდიტორია ჰყავს, რომელიც ადმინისგან მისთვის დამახასიათებელ და უკვე ტრადიციად ქცეულ პოსტებს ითხოვს. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ მთავარი წესი დანაშაულის გაცნობიერება და ბოდიშის მოხდაა. გაუგებრობის თავიდან აცილების ამ უმარტივეს გზას ქართველები იშვიათად მივმართავთ, პრობლემებიც აქედან იწყება.

ბოლო დროს ტვინი წაიღეს, ერთი მხრივ, კალიებმა და, მეორე მხრივ, კალიებისგან შეწუხებულებმა. მართალია, კალიები, როგორც მხტომარე ფრთოსანი რაღაცები, საშინელები არიან და ნათესებს ანადგურებენ, ისინი ყველაზე მზრუნველი დედები არიან: კვერცხების დადების შემდეგ დედა მათ სიახლოვეს კვდება, რათა ახლადგამოჩეკილ კალიებს საკები არ მოაკლდეს, ვოტ. თან, კალია ადამიანს ვერასდროს უკბენს. დაბოლოს, კალიის განსადევნად უკეთესია, თუ უკანა მხრიდან დაუდგებით და ისე აუქნევთ რაიმეს. იგი თქვენს მხარეს არ წამოვა. თუ მაინც შემოგაკვდათ, მიწაში ჩააგდეთ – ანოყიერებს!
პ.ს. ნუ კივით ამ სურათების დანახვისას. ხალხმა მეორე მსოფლიო ომი ნახა და ცოცხალია

არტ გენი 2011 დასრულდა. ზოგისთვის უკვე კარგად ნაცნობი “იგივე პონტები”, სხვებისთვის “ძაან მაგარი” და ჩემნაირებისათვის “ზე საინტერესო” ღონიძიება 1 წლით დაგვემშვიდობა. და მაინც, რატომ მირჩევნია არტ გენის მარად მოუგვარებელი აურზაური და გაუგებრობა სხვა ფესტივალებს? Continue reading

ქართველებს ისე შეგვიძლია ხოლმე მოთმენა და შეკავება, ოღონდ ვინმემ გვაიძულოს და, ალბათ, წლობით ტუალეტშიც არ გავალთ. თემას, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ისევ ჩვენს მოთმინების იშვიათ უნარს დავაბრალებ, აბა სიზარმაცესთან ქართველებს რა გვესაქმება.