ბლოგერების “გადმოპაიჯება” პურმარილში

როცა მოვლენებს გარედან ვაკვირდები, ისეთ რამეებს ვამჩნევ, რაც შიგნიდან არ ჩანს, ან დიდად არ გსურს, დაინახო

საქართველოში ბლოგერები უკვე სოციალური მედიის “ადმინებთან” ასოცირდება, მათი აზრი კი მტკიცე არგუმენტთან. მართალიცაა, ერთი კარგი ბლოგერი ნებისმიერ ერთ სტანდარტების დამცველ ბეჭდურ მედიას “ჩახევს” თავისი აქტიურობით. ეს იმიტომ, რომ ბლოგერს მეტის “კადრება” შეუძლია, მას არა აქვს არც ეთიკის კოდექსი და არც პროფესიული სტანდარტი. მართალია, ამით ვერც ბევრი გაზეთი დაიკვეხნის, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ არც მოქნილი სოციალური ქსელები აქვთ, რომ შეტევაზე რეაგირება დროულად მოახდინონ. ასე რომ, ინტერნეტს ბლოგერები მართავენ. Continue reading

ხატვა რომ არა

ესეც ჩემი "სახელოსნო" :ფჰეჰ:

გაუმარჯოს ყველას. როგორ ხართ? მე ისა ვარ, აქ რომ ადრე ხშირად ვწერდი და ახლა რომ ვერ ვიცლი საამისოდ. ბოლო დროს ძალიან ვიღლები. ჯარი და სამსახური ერთიანად მფიტავს და კიდევ რაღაცების დაწერის ნერვი ხშირად არ მაქვს. თუმცა ამ ერთხელაც მოვიკრიბე ძალა და ორიოდ სიტყვით გეტყვით, გიპასუხებთ კითხაზე “რა ხდება?” :) Continue reading

მაგისტრთა ქუდები ჰაერში!

ასეთი სისწრაფით განვლო ორმა წელმა და ასე დასრულდა ჯიპას ხანა ჩემს ცხოვრებაში. ხანამ, რომელსაც უამრავი ფოტო, სტატია, 11 პოსტი და, დაახლოებით, ორჯერ მეტი ვიდეოპოსტი მივუძღვენი. უკვე ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიის სკოლის მაგისტრი ვარ და მანტია ცხოვრებაში პირველად დამსახურებულად მოვისხი (თუ კეისრისას არ ჩავთვლით:)).

ბოლომდე მაინც ვერ გადმოვცემ სათქმელს. იმიტომ, რომ ჯიპას თითქმის ყოველი წუთი მახსოვს. ყოველივე ამის შემდეგ კი ძნელია, უკანმოუხედავად განაგრძო გზა ცხოვრების აღმართზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე. ასე იყო სკოლაში, თსუ-ში და ასე იქნება ახლაც.

რეალურად, რა მომცა ჯიპამ?

Continue reading

თამთა ცხვიტავა – ახალი ვარსკვლავი ქართულ სცენაზე

როცა პიაფს ვუსმენ, ყოველთვის მეფიქრება, რომ მის ხმას ანალოგი არასდროს ეყოლება. მართალიცაა, ასეთი გენია საუკუნეში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე. რამდენიმე დღის წინ თამთა ცხვიტავას პირველ დიდ კონცერტზე ვიყავი და აღარ მახსოვს, რამდენჯერ ვიფიქრე, რომ პიაფი მკვდრეთით აღდგა.

Continue reading

დეტალებია მთავარი ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირი

ამ პოსტის დაწერა ორჯერ ვცადე: ერთხელ ზაფხულში, როცა ყველაფერი ეს დაიწყო და მეორედ მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ ამ ადგილის ერთ ნაწილზე ფალსიფიცირებული ცემენტი გამოიყენეს.

აღმაშენებლის გამზირის ასე მალე გახსნას იმიტომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ ყველაფერი ასე გამოიყურებოდა:

Continue reading

საინტერესო ვიდეო ივანიშვილზე და სხვა

სულ ასე ვარ: ვიღებ  ვიდეოებს, მერე ატვირთვა მეზარება და დიდი ხნის შემდეგ, თუ აზრი აქვს, ერთიანად გამოვაქვეყნებ ხოლმე. ამჯერადაც ასე მოვიქეცი. მოვქექე ჩემი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო მომენტი და იუთუბის გზას გავუყენე.

ბიძინა ივანიშვილზე უკვე მგონი მიცვალებულებიც ალაპარაკდნენ, ჰოდა მეც მაქვს სათქმელი. უფრო სწორედ, საჩვენებელი. აი:

Continue reading

Ночь, улица, фонарь, аптека

დღე, ღამე, ძილი, უძილობა, ცხადი, ფანტაზია, რეალობა, ჩანახატი… ყველაფერი ერთმანეთშია არეული. მეტროს გაჩერებაზე მდგარს ხანდახან მგონია, რომ ჩემ მიერ დახატული მატარებელი გამოივლის ან ვგრძნობ, როგორ ვბანაობ ავატარების ტბაში, როცა თბილ ლოგინში ვწვები…

Continue reading

კუნძული კარანტინი

28 სექტემბრის საღამოს, როდესაც ჯერ კიდევ კურილკის (ასე ვეძახდით სიგარეტის მოსაწევ ზონას) მიდამოებში მდელოზე ვეგდე, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ 24 საათში სულ სხვა – ნაცნობ და უკეთეს მდგომარეობაში ვუყურებდი მზის ჩასვლას. ასეც მოხდა. დავბრუნდი! Continue reading

რამდენიმე ამბავი ფალსიფიკაციაზე

შენიშვნა: ქვემოთ მოყვანილი ამბები ნამდვილი და საკუთარ თავზე გამოცდილია

ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონება არაყით დაღუპული ნაცნობებია, რომელთა მიზეზზეც ჩვენთან ხშირად საუბრობდნენ. მესმოდა წყევლა იმ ადამიანთა მისამართით, ვინც “ის დასაწვავი არაყი” გამოხადა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ არაყი ყურძნისგან იხდებოდა, თუმცა ვერაფრით გამეგო, რა შუაში იყო თაგვის საწამლავი. ახლა კი მესმის, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ფალსიფიცირებულ არაყში თაგვის საწამლავს ურევდნენ.

Continue reading

დავით აღმაშენებელი მოედნის ზედამხედველობიდან გამზირის ზედამხედველად გადაიყვანეს

კაცმა რომ თქვას, ეს ჩვენი ხელის(და არა მხოლოდ ხელის)უფლება ყველაფერში დამნაშავე კი არ არის. ხანდახან, უნებურად მაინც, გამოსდის ნორმალური და ადეკვატურობასთან მიახლოებული გადაწყვეტილებები. საქმე ისევ ძეგლო-მანიას, -ფილიას თუ -ფობიას შეეხება, რომელიც, ამჯერად, ქუთაისში განხორციელდა. ახლა იგი თავისი სახელობის გამზირს 100-საფეხურიანი კიბეებიდან გადმოჰყურებს.

Continue reading