Category Archives: ჩანახატები

ჯაზზი ოკეანის ფსკერზე

იყო ერთი ჯაზის მოყვარული ბუზი ზეზვა, რომელიც ლუი არმსტრონგის საყვირში ცხოვრობდა. ყოველდღე პატრონის კონცერტებს გულანთებული უსმენდა და თავისთვის ჯაზურ რიტმში ბზუოდა. ღამღამობით კი საყვირის ჩემოდანში ერთი პატარა ჭუჭრუტანიდან შებობღდებოდა და ინსტრუმენტში მოიკალათებდა. ზეზვამ იმდენი ქნა, რომ ბზუილით პატრონის ზუსტ პაროდიას აკეთებდა, ხოლო ვინაიდან ლუი არმსტრონგი დიდი მუსიკოსი იყო, ზეზვაც არანაკლები ბზუიკოსი შეიქნა. ერთხელაც, როცა ლუი ევროპული ტურნესათვის გემით ატლანტის ოკეანეს სერავდა, გემბანზე გამოფრენილი ზეზვა ქარმა წაიღო და წყალში მოისროლა. იქ მას ბევრი არ უწვალია: მშიერმა თევზმა ხახაში გადაისროლა და ზეზვას ცხოვრების პირველი ნაწილიც ასე დასრულდა.

Continue reading

ქართული სასაფლაო: ტრადიცია, მოდა და დრო

ქუთაისში ეს ყველაფერი ალმოდოვარის “დაბრუნების” დასაწყისს ჰგავს რაღაცით (წინადადებაც სინტაქსურად ასე დავაწყვე). საიქიოს საელჩოში, სადაც დრო გაჩერებულია, წარმავალთა კვალი ჩნდება. დაჟანგულ, ჩუქურთმებიან ღობეებს ხეხვის ჟღრიალი გაუდით, ერთი წლის გაუღებელ პაწაწინა კარებს კი – ჭრიალი. საფლავთა ქვებს შორის ამოჩრილი სარეველები, რომლებიც თვეობით ხარობდნენ და პოზიციების გამაგრებაზე ფიქრობდნენ, ახლა ერთ კუთხეში საცოდავად მიუყრიათ. ქვაზე ამოკაწრული გარდაცვლილთა პორტრეტები, რომელთა დაბნეულ-გამოლეული გამოხედვაც ბუნებას მტვრის სქელი ფენით დაუფარავს, ახლა ისეა გაკრიალებული, როგორც იმ უბედურ დღეს. საიქიოს საელჩო, დემოგრაფიული მუზეუმი თუ ქვაზე მხატვრობის გალერეა მალე ყოველწლიურ დღესასწაულს უმასპინძლებს.

Continue reading

რატომ არ დავთმობდი იმ 5 წელიწადს

ზუსტად 99 წლის წინ, 1912 წლის 15 აპრილს, მსოფლიო “ტიტანიკის” კატასტროფამ შეძრა. იმ დროისათვის ყველაზე დიდი და ძვირფასი გემი თავის პირველ რეისზე აისბერგს შეეჯახა და ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. კატასტროფას, 2200 მგზავრიდან, 1500 ემსხვერპლა.

შაბათი დილა გათენდა. მეხუთეკლასელმა ფრიადოსანმა ჩვეულებისამებრ 8-ზე გაიღვიძა, ბევრი არ უკოტრიალია, ფეხზე წამოხტა, ზოლებიანი მოკლემკლავიანი მაისური ჩაიცვა (ეღირსა თბილი ამინდები!) და ტელევიზორის ოთახისკენ გაემართა. გადმოალაგა სქელი, დახვეული ფურცლები, ძველი უხმარი შპალერი, სახაზავ-ფანქრები და ვიდეომაგნიტოფონში ისევ ის კასეტა შეაცურა. Continue reading

მინახავს

დედას გეფიცებით, ძალიან ცოტა რამ მინახავს ამ ცხოვრებაში. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ თითქმის არაფერი მინახავს ისეთი, რითიც საკუთარ თავთან მაინც ვიტრაბახებდი. ჩემი ხედვის არეალი მეტად ყოფითი, ნაცნობი და არაგამორჩეულია. შეიძლება ითქვას, არც არაფერი მინახავს, მაგრამ ბევრ რამეს დავ-კვირ-ვე-ბი-ვარ. ეს ტეგ-თამაში ერთ დროს ქილიფამ წამოიწყო. ვუბრუნებ ხურდას.

Continue reading

რატომ-ები და პასუხები

რატომაა “ნუცას სკოლა” ცუდი?

  1. დილით ამღერებენ – ყელი წვალობს
  2. სტუდიაში მღერიან – აუდიტორიასთან კონტაქტი არა აქვთ
  3. ვწუხდები(თ) – ზემო ორი პუნქტის გამო

Continue reading

ქალწული მეფე

გეცნობათ ეს გამოხედვა, თვალების ეს მოხაზულობა? ეს ქალწულის თვალებია. ყველაზე ძლევამოსილი ქალწულისა, რომელიც ისტორიას ინგლისზე დაქორწინებული დედოფლის სახელით შემორჩა. Continue reading

გაგრა – ისეთი, როგორიც მახსოვს

გუშინწინ დედაჩემის ბიძის (ჩემი ბაბუის) ნეშტი გადმოვასვენეთ გაგრიდან თბილისში. თითქოს, არარსებული სამყაროდან დაბრუნდა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, წესიერად გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. არადა, კარგად არც არაფერი მახსოვს, როგორ იყო ბუთხუზი ბაბუა. სულ რამდენიმე მომენტი შემომრჩა მეხსიერებაში, გაგრაში, როცა მისით მაშინებდნენ, თუკი ვიცელქებდი და თბილისში, როგორ ატრიალებდა ღიმილით ძეწკვს ჩემ თვალწინ და მე მიხაროდა… Continue reading

ვის დაეკარგე, პატარავ?

_ ვის დაეკარგე, პატარავ?

_ დედას :(

_ ვინაა დედაშენი?

_ ჩემი დედაჩემი მამაჩემია. Continue reading

“ქარი მწყურია მე პირდაპირი” ანუ მურმან ჯინორიას მუსიკა

ახლა ის დროა,

როცა ცოტა ხნით არაფრის გაგონება მინდა,

როცა ცოტა ხნით სუბიექტურობა მინდა,

როცა ცოტა ხნით ჟურნალისტობა არ მინდა

და როცა ცოტა ხნით ისევ იქ მინდა. Continue reading