Category Archives: სპექტაკლები

მე რატომ არ გეცოდებით?

portrait

ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ ჩვენი ბავშვობა არ ყოფილიყო დაყოფილი საღებად და ხეიბრებად, მართლმადიდებლებად და იეჰოველებად, ვაჟკაცებად და ქალაჩუნებად, ნორმალურებად და არანორმალურებად? რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო უფროსების მიერ თავს მოხვეული “სწორი” და “არასწორი”? რამდენად გამოგვადგა ეს ფსიქოლოგიური თავდაცვა, რაც ჩაგვინერგეს? რამდენად ვივარგეთ საბოლოო ჯამში? რატომ უნდა ვგრძნობდეთ შინაგან უხერხულობას, როცა სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთან ერთად აღმოვჩნდებით?

tamara

at the table

რას გვასწავლიდნენ სკოლაში ჩვიდმეტთავშალშემოხვეული, გამყინავი ხმით მოსაუბრე მასწავლებლები მაშინ, როცა ადამიანებად ვყალიბდებოდით? რას გვასწავლიდნენ ოჯახში, ეკლესიაში? იყო თუ არა საკმარისი მხოლოდ “გიყვარდეს მოყვასი შენი”? იყო თუ არა სკანდალის ან შეცოდების ტენდენციის პროპაგანდა ტელევიზიით გასული ვრცელი რეპორტაჟები ამა და ამ ბავშვთა სახლის უკიდურესად ღარიბ აღსაზრდელებზე, მენტალური პრობლემის მქონე უმწეოებზე, ადამიანებზე, რომელთაც სქესის შეცვლა სურდათ, გაუპატიურების მსხვერპლ ბავშვებზე?

making pies

crutch

laughing

რამდენად განვსხვავდებით მათგან, ვინც საუკუნეების წინ  და განმავლობაში ეშაფოტების გარშემო სანახაობის საცქერად იკრიბებოდნენ და განცდის მხოლოდ სამი ვარიანტი ჰქონდათ: შეცოდება, დაცინვა ან აგრესია?

handmade

clarnet

22 ნოემბეს, არასამთავრობო ორგანიზაციის “ხელი ხელს” ინიციატივით გურჯაანში, სოციალური ინკლუზიის ხელისშემწყობი პროგრამის ბენეფიციარები მოვინახულეთ. თავის დროზე არც მათ იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ, ისევე, როგორც არც ჩვენ ვიცოდით ბევრი რამ მათზე. ისინი აკეთებენ გემრიელ კერძებს, ქმნიან ბევრ ლამაზ ხელნაკეთ ნივთს, ისინი ქმნიან ოჯახებს, ისინი ქმნიან. საზოგადოების დიდ ნაწილს კი ისინი ეცოდება. ასე ასწავლეს, ასე ჩაუნერგეს, ასე მიაჩვიეს, ასე აგრძნობინეს და იმიტომ.

wheelchair

პ.ს. მე რატომ არ გეცოდებით?

მარიამ სტიუარტი რუსთაველის თეატრში

მარინა კახიანი მარიამ სტიუარტის როლში

დიდი ბრიტანეთის ისტორია, ალბათ, მომაბეზრებელი მეცნიერული ნაშრომების დამტვერილი გროვა იქნებოდა, რომ არა ტიუდორების დინასტია. ამ გვარის წარმომადგენელთა ცხოვრება, თავგადასავლები და, რაც მთავარია, მათი ნამოქმედარი, დღესაც ასაზრდოებს, როგორც დიდი ბრიტანეთის ისტორიას, ისე ხელოვნებას, რომელიც მას უკავშირდება. დონიცეტიმ ტიუდორებს სამი გენიალური ოპერა მიუძღვნა, შილერმა კი “მარიამ სტიუარტი” დაწერა. სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დავესწარი გუშინ რუსთაველის თეატრში.

Continue reading

ყველაზე რეიტინგული მაყურებელი

რუსთაველის თეატრმა ყველაზე რეიტინგული მაყურებლის ათეულში შემიყვანა. ამან ძალიან გამახარა, რადგან თეატრი ჩემი ბოლო 3 წლის ახირებაა. ვიცნობ მომუშავე პერსონალის ნაწილს, რამდენიმე მსახიობს, ზოგთან, საერთოდ, დავმეგობრდი კიდეც. სპექტაკლებზე ვსარგებლობ შეღავათებით, თან თითქმის ყველა მათგანზე პატარა რევიუებს ვაკეთებ Teatri.Ge-სათვის. დღეს, შეიძლება, ითქვას, თეატრი ჩემი ცხოვრებისა და ყოველდღიური საფიქრალის ნაწილია. Continue reading

Hamlet.comX – პრემიერა რუსთაველის თეატრში

20 მარტს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შექსპირის “ჰამლეტის” კომიქსური ვერსია დაიდგა. როცა ამ სპექტაკლის შესახებ გავიგე, ცოტა სკეპტიკურად შევხედე. არ მინდოდა, კიდევ ერთი გოიმური და ძალით გაშარჟებული სპექტაკლი მენახა. როცა დარბაზში შევედი, რამდენჯერმე მსგავს რეპლიკასაც მოვკარი ყური. თუმცა, სპექტაკლის დაწყების პირველი წუთებიდანვე ყველაფერი შეიცვალა. Continue reading

რატომ თეატრი და არა კინო?

ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად ზედმეტად გადატვირთულ-გათანგული ვარ. სიახლეებზე ფიქრი – ჩემი მოვალეობაა, ყველაფერზე ნერვიულობა – ჩემი ავადმყოფობა და ამ ყველაფრის შედეგმა ცოტა ხნის წინ თავიც იჩინა. ახლა კარგად ვარ და ვცდილობ:

  • საჭიროზე მეტი არ ვინერვიულო
  • საჭიროზე მეტად არ ვიაქტიურო
  • ჭამას მოვუმატო
  • ადრე დავწვე და მეტ ხანს ვიძინო

თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც თითქმის ყოველდღე მიმსუბუქებს ამქვეყნიურ ტვირთს, საღამოს თეატრალური სეანსებია.

Continue reading

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – დღე მეორე

როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, “მითრიდატეს” მეორე დღეზეც წავედი. მაინტერესებდა, როგორ იმღერებდნენ სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. Continue reading

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში

რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა. Continue reading

“ქარი მწყურია მე პირდაპირი” ანუ მურმან ჯინორიას მუსიკა

ახლა ის დროა,

როცა ცოტა ხნით არაფრის გაგონება მინდა,

როცა ცოტა ხნით სუბიექტურობა მინდა,

როცა ცოტა ხნით ჟურნალისტობა არ მინდა

და როცა ცოტა ხნით ისევ იქ მინდა. Continue reading

HუიMLET

წინასიტყვაობა ანუ წერილი ამირან ამირანის ძისა თანა

ყუერნი მამაკაცისა ერთგვარი თუალნია. მოქანავე თუალნი ქვედა სართულზე. წყვილია იგინი, ვითარცა თუალნი შუბლზე. ოდეს თუალნი შუბლისანი, იგივ სულისანი დაბნდებოდენ, ყუერნი იწყებენ სჯა-ფიქრსა. მრავლისა ფიქრისაგან ყუერნი გარდაიღლებიან და ვინაითგან მათ, ვითარცა სულის თუალთა, ქუთუთონი არა ჰქონდეთ, იჭირვიან ფხანასა ძლიერსა. სწორედ ამით ფხანითაგან შექმნილის ამოძახილით იშუებიან განსაცვიფრებელნი ჰაზრნი და საქმენი ამა სოფლისანი.

Continue reading

თქვენ იცით, როგორ უნდა მოკლათ ლურჯი სპილო?

მე ვიცი!..

ერთი წელი გადის, რაც  დასის წევრი “ვიყავი”. ეს, ალბათ, მთელი ჩემი თსუ-ური ცხოვრების ყველაზე დიდი და ნათელი მოგონებაა, რადგანაც ამ დროს შევიცვალე და გავიზარდე. რეპეტიციები მორჩებოდა  თუ არა, გიგასა (სურათზე: თმააბურძგნული) და თოკასთან (სურათზე: მეორე) ერთად  ხან ქუჩაში ვმღეროდით მოწყალების მისაღებად, ხან პატარ-პატარა იმპროვიზაციულ ეტიუდებს ვასრულებდით – გამვლელ-გამომვლელთა გასაგიჟებელ-გაზართობად. დღის ყველაზე მაგარი დასასრული კი მაინც თეატრი იყო. ჯიბეში გადაკუჭული 3-3 ლარითა და ხვეწნამუდარით გაჩალიჩებული თეატრი.

Continue reading