Category Archives: სოციალური თემები

დღეს რაზე ვიღლიცინოთ?

ჩვენ, ვინც სოციალურ ქსელებს აქტიურად მოვიხმართ, მისი მიკრო თუ მაკროკლიმატის ნაწილი გავხდით. შესაბამისად, არ შეგვიძლია, არ გამოვეხმაუროთ ან, უბრალოდ, მიღმა დავრჩეთ იმ მოვლენებისა, რომლებიც ამოიფრქვევა, გავირუსდება ხოლმე და მერე დავიწყებას მიეცემა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ფეისბუკის ალიაქოთს და ვეცადე, ყველა ის საკვანძო თემა მომენიშნა, რომელმაც ფბ ერი ააღლიცინა. რაც დავასკვენი, არის ის, რომ ახალი თემა, ძირითადად, დღის მეორე ნახევარში აგორდება და პიკს იმავე საღამოს ან მეორე დღეს აღწევს, როცა ფეისბუკ მოქალაქეთა მიმღები ნაწილიც (ანუ ისინი, ვინც თემებს ტრენდულად არ აქცევს და უბრალოდ აყვება მათ) აქტიურად იზიარებს ამბავს. ყოველი ახალი თემა საშუალოდ ორ დღეს ცოცხლობს, შემდეგ ახალი საქოთქოთე მასალა იჩეკება და ფარავს მას. მაშ ასე, სოციალური მედიის ბოლოდროინდელი პანიკის მიზეზები: Continue reading

მე რატომ არ გეცოდებით?

portrait

ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ ჩვენი ბავშვობა არ ყოფილიყო დაყოფილი საღებად და ხეიბრებად, მართლმადიდებლებად და იეჰოველებად, ვაჟკაცებად და ქალაჩუნებად, ნორმალურებად და არანორმალურებად? რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო უფროსების მიერ თავს მოხვეული “სწორი” და “არასწორი”? რამდენად გამოგვადგა ეს ფსიქოლოგიური თავდაცვა, რაც ჩაგვინერგეს? რამდენად ვივარგეთ საბოლოო ჯამში? რატომ უნდა ვგრძნობდეთ შინაგან უხერხულობას, როცა სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთან ერთად აღმოვჩნდებით?

tamara

at the table

რას გვასწავლიდნენ სკოლაში ჩვიდმეტთავშალშემოხვეული, გამყინავი ხმით მოსაუბრე მასწავლებლები მაშინ, როცა ადამიანებად ვყალიბდებოდით? რას გვასწავლიდნენ ოჯახში, ეკლესიაში? იყო თუ არა საკმარისი მხოლოდ “გიყვარდეს მოყვასი შენი”? იყო თუ არა სკანდალის ან შეცოდების ტენდენციის პროპაგანდა ტელევიზიით გასული ვრცელი რეპორტაჟები ამა და ამ ბავშვთა სახლის უკიდურესად ღარიბ აღსაზრდელებზე, მენტალური პრობლემის მქონე უმწეოებზე, ადამიანებზე, რომელთაც სქესის შეცვლა სურდათ, გაუპატიურების მსხვერპლ ბავშვებზე?

making pies

crutch

laughing

რამდენად განვსხვავდებით მათგან, ვინც საუკუნეების წინ  და განმავლობაში ეშაფოტების გარშემო სანახაობის საცქერად იკრიბებოდნენ და განცდის მხოლოდ სამი ვარიანტი ჰქონდათ: შეცოდება, დაცინვა ან აგრესია?

handmade

clarnet

22 ნოემბეს, არასამთავრობო ორგანიზაციის “ხელი ხელს” ინიციატივით გურჯაანში, სოციალური ინკლუზიის ხელისშემწყობი პროგრამის ბენეფიციარები მოვინახულეთ. თავის დროზე არც მათ იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ, ისევე, როგორც არც ჩვენ ვიცოდით ბევრი რამ მათზე. ისინი აკეთებენ გემრიელ კერძებს, ქმნიან ბევრ ლამაზ ხელნაკეთ ნივთს, ისინი ქმნიან ოჯახებს, ისინი ქმნიან. საზოგადოების დიდ ნაწილს კი ისინი ეცოდება. ასე ასწავლეს, ასე ჩაუნერგეს, ასე მიაჩვიეს, ასე აგრძნობინეს და იმიტომ.

wheelchair

პ.ს. მე რატომ არ გეცოდებით?

ფონდ “ნატახტარის” ბავშვები (ნაწილი II)

მახსოვს, მე-2 კურსზე ინგლისურის ლექციაზე თავისუფალი თემა დავწერე “მე – ქუჩაში აღზრდილი”. მაშინ გულისამაჩუყებელი სიტყვებით ვეცადე გადმომეცა რეალობა, რომელიც, საბედნიეროდ, არც მენახა და არც გამომეცადა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რეალობა მაინც არსებობს და იგი გაცილებით უფრო მძაფრი და დაუნდობელია, ვიდრე მეორეკურსელის “ჭკუით” აღწერილი სიყალბე. დღეს წინა პოსტში დაწყებული ამბავი უნდა გავაგრძელო. საქმე ეხება მზურნველობასმოკლებულ ბავშვებსა და ცვლილებებს მათს ცხოვრებაში. Continue reading

ფონდ “ნატახტარის” ბავშვები (ნაწილი I)

ღმერთო, რამდენი ხანია, არ დამიწერია. არადა ცოცხალი ვარ და პოსტვაზე მოშიებული. დავიწყოთ თავიდან. რა ხდება: დღესდღეობით დიდი ბავშვთა სახლები (საბჭოურ გადმონაშთს – “პრიუტს” რომ ეძახიან ხოლმე) იხურება და მათ ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლები ცვლის. თითო ასეთი სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, რომელთაც ოთხი აღმზრდელი უვლის. ასეთი საცხოვრებლები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიახლოებულია ოჯახურ ატმოსფეროსთან, რაც ყველაზე მეტად აკლიათ ბავშვებს. Continue reading