Category Archives: ნიჭიერი ახალგაზრდები

Macaulay Culkin – იძულებითი ბავშვის ისტორია

ცისფერთვალება კეთილი ბიჭუნა, რომლის ოდნავ დამფრთხალი გამოხედვისას, ალბათ, ყველას ეს მუსიკა მოაგონდება

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/09/john-williams-home-alone-soundtrack-main-theme.mp3|titles=john williams – home alone (soundtrack)- main theme]

მიუხედავად ფანების “მცდელობისა” და პრესის სკანდალებისა, იგი მაინც გაიზარდა. სულ ცოტა ხნის წინ, 26 აგვისტოს, კევინ მაკალისტერი 30 წლის გახდა. უკვე შორსაა გაუთავებელი სასამართლო პროცესები, ისევე, როგორც დიდება. 9 წლის ბიჭი, რომელიც უშეღავათოდ ლამაზი, საყვარელი, გამჭრიახი და სასაცილო იყო, მილიონებს “იწონიდა”. დღეს კი მაკოლეი კალკინი მეორეხარისხოვან როლებს სჯერდება და, ძველ დროსთან შედარებით, “წარმატებულს” ნამდვილად ვერ  უწოდებთ.

Continue reading

ღვთაებრივი ბიჭუნა

მაშინ, როცა პოლიტოლოგები ცხელ შემოდგომას ვარაუდობენ, ხოლო საზოგადოების დიდი ნაწილი კი მოსალოდნელი გეი კატა-კლიზმებით არის შეშინებული, ვხვდები, თუ რა სარგებლობა მოაქვს ჩემს ბლოგს: იგი სრულიად შორსაა ასეთი ამბებისგან. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ წერას თავს დიდხანს არ დავანებებ, ან საერთოდ არ დავანებებ.

როცა მთავრობამ ოპოზიციას თეატრალური სეზონის გახსნა დაასწრო და მაყურებელს “პრეზიდენტი და გაძვირებული სასურსათო კალათა” შესთავაზა, მე ახალი აღმოჩენით ვტკბები :)

რა არის ნიჭი, თუ არა სიკეთე? სწორედ სიკეთე ეხმარება ადამიანს, განავითაროს და სრულყოს ბოძებული ნათელი. ნიჭი რომ ბოროტება იყოს, იგი დეგრადირდებოდა და მის მფლობელსაც ჩაიყოლებდა. მოკლედ, ნახეთ….

Continue reading

Iker Casillas ანუ არ შეიმჩნიოთ

როცა 2008 წლის ევროჩემპიონატზე გამარჯვების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: “ეს არის მთელი ესპანეთის გამარჯვება: “მადრიდის რეალის”, “ბარსელონას”, “ვალენსიისა” და, საერთოდ, ყველა ჩვენგანის წარმატება.”

ფეხბურთის დაგემოვნება მარწყვის ტორტის პირველად ჭამას ჰგავს. კიდევ და კიდევ გინდა. გსურს, არ გაგინელდეს პირვანდელი გემრიელი შეგრძნება.

Continue reading

ჟღურტული “საქართველოს რადიოზე” ანუ შენც გაქვს შანსი

არ შეიმჩნიოთ. უბრალოდ, ერთი კვირაა, "ავიატორის" ყურებას ვერ მოვრჩი

ამაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.  არც მითქვამს. არ ვაპიარებ, მხოლოდ ვამბობ ;)

მეგობარმა, ყოფილმა დასელმა და კაი ადამიანმა ლანამ მთხოვა მის საავტორო გადაცემაში მიმეღო მონაწილეობა.  “ენერჯი” – ახალი რადიოპროექტია, რომელიც განსხვავებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ეთმობა. იმედია, ხვდებით, რატომ გამომარჩიეს მე. თუ არა და, მოუსმინეთ ;) ვერც ერთ პლეერზე ავტვირთე ასე რომ, მოგიწევთ ლინკით სარგებლობა.

გადმოიწერეთ აქედან!

სურათი არც ისე ტყუილად დამიდია. შეპყრობილი ვარ რაღაცის მიღწევის სურვილით. ღმერთო, ნუ გადამრევ და დამეხმარე, სწორ გზას არ ავცდე! :)

P.S. ვისაც რაიმე უცნაური  ნიჭი გაქვთ და გინდათ, რადიომსმენელებმა გაგიცნონ, დამიკომენტეთ აქ. გეტყვით, რომ, ვიდეოკამერისგან განსხვავებით, რადიომიკროფონი საერთოდ არ აკომპლექსებს. ასე რომ, უფრო თამამად! ;)

P.S.2 ვისაც კიდევ არ გადაგიწყვეტინათ, დაიკიდეთ და უყურეთ

წავედი “ნიჭიერში”!!!!

ძვირფასო საზოგადოებავ და ჯეომოსახლეობავ!

გაცნობებთ, რომ:

ვარ საშუალოზე მაღალი, მარჯვენა მხრიდან სიმპათიური, ძაალიან არტისტული და სცენისათვის შესაფერისი დამწყები მომღერალი.

თბილისის ერთ-ერთ უბანში ოროთახიანი ბინის მისაღებად სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას პროექტ “ნიჭიერში”, რათა გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები საოპერო ვოკალის დარგში.

ჩემი ნიჭის წყალობით ნიკა მემანიშვილის გულის მოგებას ვაპირებ, მომხიბვლელობით – მაია ასათიანისას, ხოლო პრიზის გულისთვის ნებისმიერ რამეზე წასვლით – გეგა ფალავანდიშვილსაც გადმოვიბირებ.

ასე რომ, თქვენ მხარი დამიჭირეთ და დანარჩენი მე ვიცი და ჩემმა ხახა-ხორხმა ;)

დიიდი მადლობეეელი :green:

“ოცნების ქალაქი” – საოცნებო სარეკლამო რგოლი

დავიწყოთ ასე:

აბა, რა უნდა ექნათ?…

ფილმის ბიუჯეტის ნახევარი იმ ფირმების დამსახურებაა, რომელთაც თავიანთი რეკლამა განათავსეს, ხოლო ფილმის დამსახურებაა, რომ რეკლამას ქრონომეტრაჟის ნახევარი დაახარჯა. დაგვრჩა 45 წუთი და მეც მასზე ვისაუბრებ. ვეცდები, მოკლედ…

როცა დიდი ისარი 12-ისკენ მიილტვოდა, პატარა კი – 9-ისკენ, “ამირანში” 20 წუთის მისული ვიყავი. კოჭლნარევი სიარული, რაც გრეგორი ჰაუსის უთუო ზეგავლენაა, ეხმარება ჩემს ფეშენ ხალხის გარემოცვაში მყოფ არარაობას, კომპლექსში არ გადაიზარდოს. თუმცა, რა დროს კომპლექსია, აქ ხომ მოწვეული ბლოგერი ვარ! ;)

Continue reading

დათო რობაქიძე – როგორ დაიწყო ყველაფერი

იცნობთ დათო რობაქიძეს?

ამ ადამიანმა თავი ბევრს “ნიჭიერში” კარტებით ჩატარებული, ერთი შეხედვით, მარტივი ფოკუსებით დაამახსოვრა.  როგორც კი ფოკუსებს მორჩა, მაია ასათიანისა არ იყოს, მეც აღვნიშნე, რომ სწორი საუბრითა და მსუბუქი იუმორით ისევე მოხიბლა მაყურებელი, როგორც თავისი ოსტატობით. მას შემდეგ გამიჩნდა დიდი სურვილი, ეს ადამიანი პირადად გამეცნო. გამეგო, ვინ იყო, როგორი ხასიათის, რას ფიქრობდა, როგორ ისწავლა ფოკუსების კეთება, მოკლდ მაინტერესებდა, რა “ტიპი” იყო. ხომ იცით, მიყვარს ნიჭიერებთან, ინტელექტუალებსა და ჩემზე უფროსებთან ურთიერთობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ აქვთ ერთი კარგი რაღაც, რაც შეიძლება უფასოდ მოგცენ: საინტერესო აზრები!

Continue reading