Category Archives: ნაგებობები

იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე

იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე,

შორი ნისლების კრთბოდა ალი,

თბილისი თბილისს აღარა ჰგავდა,

თავი მეგონა უგონოდ მთვრალი.

ეს ამოძახილი გიორგი ლეონიძეს არც თავის დროზე დაუფასეს და ახლა ხომ საერთოდ აღარ ახსოვთ. ამასწინათ მეც (უკვე მეორედ) მომიწია თბილისის ტელეანძაზე ასვლა და, სანამ ფოლადის “საყრდენ ფეხში” დამონტაჟებული ლიფტი ცისკენ მიმასრიალებდა, ეს ლექსი გამახსენდა. ავაღწიე თუ არა დანიშნულების ადგილამდე (მრგვალ ნაწილში, 170 მეტრზე), ფანჯრებს ვეცი. მეგონა, სიმაღლიდან დანახული თბილისი მაინც გამაოცებდა, და იცით, როგორი განცდა დამეუფლა? დაახლოებით ისეთი, ნაგავსაყრელს რომ ზემოდან გადაუფრინო. წერტილიდან, რომელიც მტკრის დონიდან 570 მეტრზეა, 360°-ით ხედავ ყველა უბანს ხელს არაფერი გიშლის. მეც ავდექი, ტელეფონს ზუმ ლინზა გავუკეთე და ქალაქის თვალიერებას შევუდექი.

Continue reading

ბაგრატის ტაძარი: ის, რაც (გა)დარჩა (ფოტოკოლაჟი)

ტაძრის ხედი სამხრეთიდან

ტაძრის ხედი სამხრეთიდან

ქუთაისში ამ სააღდგომო ვიზიტისას მამასთან ერთად ბაგრატის ტაძარზე ავედი. სხვათა შორის, მომწონს ეს “შენობა”. საინტერესო და უცხო დიზაინი აქვს. გადახურვის ფერიც მომწონს. ერთადერთი, რაც მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის, არის ის, რომ ამ ახალმა ტაძარმა მოსპო და გააქრო ბაგრატის ტაძარი.

სიამოვნებით სხვა სახელს დავუძახებდი, მაგრამ ბაგრატის დაძრის გამქრობლებს მისთვის ახალი სახელის მოფიქრებაზე თავი არ შეუწუხებიათ. ისევე, როგორც იმ ძველისძველი დეტალების აღდგენაზე, რომელთა “დასრულების” პრობლემაც ბეტონით ამოლესვით “გადაჭრეს”. Continue reading

ეს არ არის ბაგრატის ტაძარი

1 ოქტომბრის საღამოს, როცა “არჩევნები” ხალხის სალაპარაკო ლექსიკის 90%-ს შეადგენდა (ცესკო-ს მონაცემები ამის თაობაზე არ ვიცი :)), ბაგრატის ტაძრის სანახავად წავედი. სათქმელად ადვილია, მაგრამ უქიმერიონის მთაზე მე ბაგრატის ტაძარი ვეღარ ვნახე. ეს უფრო სამოსნის (შეფასების ძველი სისტემის მიხედვით) მოყოლილ გაკვეთილს ჰგავდა, გაფანტული შინაარსითა და დამახინჯებული საზეპიროებით. Continue reading

ახალი ბათუმი

ბათუმის “ანბანი”

ბათუმი ლამაზი ქალაქია. ლამაზი და კეთილი. პატარა ფერადი სახლებით და იქიდან გადმომდგარი, “უცნაურად” მოლაპარაკე ხალხით.

ბათუმი კულტურული ქალაქია, დრამატული თეატრით, ვიწრო ქუჩებით და გემოვნებით ნაგები ძველი არქიტექტურით.

ბათუმი საჭირო ქალაქია. პორტი, კავშირი მსოფლიოსთან ზღვის მეშვეობით…

ბათუმი პოპულარული ქალაქია. რეფორმებით, რეკონსტრუქციით, რესტავრაციით, მუსიკალური, კინო თუ სხვა ფესტივალებით.

და ბოლოს, ბათუმი ცოტათი უგემოვნო ქალაქია თავისი სილამაზის, კულტურის, საჭიროებისა და პოპულარობის აღრევით. აღრევით და არა შეთავსებით. Continue reading

განახლებადი ქალაქი (ფოტოკოლაჟი)

“…ქუთაისში ისტორიაში სამოგზაუროდ ჩამოვედი. შაბათს 9 კლასის 9 წლის დამთავრების ფრიად უცნაური ბანკეტი გვაქვს. მინდა, ყვეფერი გავიხსენო და ყველა თანაკლასელი ხელახლა გავიცნო.” – ჩანაწერი გუშინწინდელი მგზავრობისას. Continue reading

დეტალებია მთავარი ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირი

ამ პოსტის დაწერა ორჯერ ვცადე: ერთხელ ზაფხულში, როცა ყველაფერი ეს დაიწყო და მეორედ მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ ამ ადგილის ერთ ნაწილზე ფალსიფიცირებული ცემენტი გამოიყენეს.

აღმაშენებლის გამზირის ასე მალე გახსნას იმიტომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ ყველაფერი ასე გამოიყურებოდა:

Continue reading

საინტერესო ვიდეო ივანიშვილზე და სხვა

სულ ასე ვარ: ვიღებ  ვიდეოებს, მერე ატვირთვა მეზარება და დიდი ხნის შემდეგ, თუ აზრი აქვს, ერთიანად გამოვაქვეყნებ ხოლმე. ამჯერადაც ასე მოვიქეცი. მოვქექე ჩემი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო მომენტი და იუთუბის გზას გავუყენე.

ბიძინა ივანიშვილზე უკვე მგონი მიცვალებულებიც ალაპარაკდნენ, ჰოდა მეც მაქვს სათქმელი. უფრო სწორედ, საჩვენებელი. აი:

http://youtu.be/HeqvQrLj0Js

Continue reading

დავით აღმაშენებელი მოედნის ზედამხედველობიდან გამზირის ზედამხედველად გადაიყვანეს

კაცმა რომ თქვას, ეს ჩვენი ხელის(და არა მხოლოდ ხელის)უფლება ყველაფერში დამნაშავე კი არ არის. ხანდახან, უნებურად მაინც, გამოსდის ნორმალური და ადეკვატურობასთან მიახლოებული გადაწყვეტილებები. საქმე ისევ ძეგლო-მანიას, -ფილიას თუ -ფობიას შეეხება, რომელიც, ამჯერად, ქუთაისში განხორციელდა. ახლა იგი თავისი სახელობის გამზირს 100-საფეხურიანი კიბეებიდან გადმოჰყურებს.

Continue reading

ბლოგერული ვიდეოები ^^

Continue reading

ანკორის დიდებულება

ეს საოცრება 1200 წლის წინათ აღმოცენდა, 600 წელიწადს იარსება და მერე ისე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ქხმერთა იმპერია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას აკონტროლებდა. ძალით, დიდებითა და მნიშვნელობით ეს ცივილიზაცია თავისუფლად შეგვიძლია, შევადაროთ რომს. იმპერიის დედაქალაქი ანკორი შეიცავს იმაზე მეტ ქვას, ვიდრე ეგვიპტის პირამიდები და იკავებს იმაზე მეტ ტერიტორიას, ვიდრე თანამედროვე პარიზი. მეტიც, ამ ქალაქის მოსახლეობა, თავის დროზე, მილიონს შეადგენდა და მსოფლიოში პირველ ადგილზე იდგა. Continue reading