Category Archives: მხატვრები

რემბრანტი – სელფებით მოყოლილი ამბავი

რემბრანტი, ფერთაშეხამების გენიოსი, ავტოპორტრეტების დიდი მოყვარული იყო. მის მიერ შესრულებულ 100-მდე ტილოსა თუ ლითოგრაფიაზე მხატვრის ყოველდღიური განცდებია გამოსახული.

მას შემდეგ, რაც მხატვარმა საკუთარი თავი წყლით სავსე თასში თუ გაპრიალებული ლითონის სარკეში დაინახა და საკუთარი მე-ს პირველი შტრიხები მოხაზა, სელფი ერთ-ერთ მის გატაცებად იქცა. მერე რა, რომ ეს სიტყვა სულ რაღაც 3 წლის წინ გაჩნდა, ქმედებები საუკუნეებს ითვლის. ავტოპორტრეტს ხატავდა ყველა: და ვინჩიდან პიკასომდე, ასევე მანამდეც და მათ შემდეგაც. თუმცა არ მეგულება დიდი მხატვარი, ვისაც საკუთარი თავი ამდენჯერ დაეხატოს. მეტყვით, მაშინ ფრიდა კალო  რას შვებოდაო, მაგრამ არასწორი იქნებით: ფრიდასთვის ავტოპორტრეტი სათქმელის ფორმა იყო, რომელსაც საკუთარი თავიდან გამომდინარე აზოგადებდა, ხოლო რემბრანტის ავტოპორტრეტები მისი უზარმაზარი შემოქმედების ერთ-ერთი ნაწილია. თუმცა კი ტექნიკურად ორივე სელფია, მაგრამ მაინც, სად იყო ფრიდა, როცა რემბრანტი სელფებს ქმნიდა. :)

Continue reading

ნიღბები, რომლებიც სინამდვილეს აჩენს

აგამემნონის ნიღაბი

აგამემნონის ნიღაბი

წინა პოსტში ვწერდი, რომ მხატვრულ ლიტერატურას დოკუმენტური საკითხავი მირჩევნია ხოლმე. ეს ჩანაწერიც ამავე პათოსით იქნება, რადაგან პირველ რიგში ყოველთვის რეალური ინფორმაცია ნებისმიერ რამეზე. მაგალითად, როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის ადამიანი, ის აუთენტური გარემო, რომელიც წარსულს თან ახლდა, ის ვარცხნილობა, სახის მოყვანილობა, ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც დროს მოდიდან გადაყავს და ისტორიად აქცევს. სწორედ ამიტომ ავაწრიალე გუგლი და მოვქექე ის, რასაც პოსტში იხილავთ. Continue reading

გუდ ბაი, 2012!

2012 წელი ერთ-ერთი ყველაზე თავგადასავლიანი წელი იყო ჩემს 24-წლიანი გარბენის მქონე ისტორიაში. ამ წელს მე ვიყავი ჯარისკაციც, სამშობლოს მოღალატეც, ბლოგერიც, მხატვარიც… პრინციპში, ესენი ისედაც იცით. სხვა თვალით დანახულის კვალობაზე ძალიან საინტერესო წელი გამოვიდა. Continue reading

დიდუბის პანთეონი Vol. 1

დადგა ის აუტანელი დრო, როცა დღესაც და ღამესაც ერთი ფერი აქვთ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ შვილივით გამოზრდილ ბლოგზე წერა ასე შემეზარებოდა. ხან დრო მიშლის ხელს, ხან ხასიათი. თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემში თავგადაკლული ბლოგერი მალე გაიღვიძებს. ახლა კი საქმე.

დიდუბის სასაფლაოზე უკვე 800 ადამიანი განისვენებს. თითქმის ყველა მათგანი ცნობილი პიროვნებაა ან მე არ მეცნობა. თითქმის არც ერთის საფლავი არ ჰგავს ერთმანეთს. ყველა თავისებურად განსხვავებული და მათში განსვენებულთა ისტორიის ნაწილის მატარებელია. ქართველებს გვიყვარს პომპეზური საფლავები, თუმცა აქ ეს აკვიატება ვერ დავინახე. ჩემი აზრით, ყველა თუ არა, უმეტესი ნაწილი მაინც გემოვნებითაა შექმნილი და გარდაცვლილთა მოღვაწეობის სფეროს ელემენტებით გაჯერებული.

ზურაბ ჟვანია

Continue reading

დღე II – ზღვა სივრცედ გარდაიქმნა

დღეს ნამდვილად შემიძლია, ვთქვა, რომ კმაყოფილი დავრჩი. თუ აქამდე არ ვიცოდი, რას ვხატავდი და ვერც საბოლოო სახეს ვხედავდი, დღეს კი, როცა ზღვის ადგილას ტონები შევცვალე, სივრცე გამოიკვეთა და ამოვისუნთქე.

Continue reading

სახეები

ადამიანის სახე, რაც უნდა ნაოპერაციები და გადაჭიმულ-გაკამკამებული იყოს იგი, ყოველთვის ასახავს იმას, რაც ბუნებამ დაახატა და დრომ დაატანა. გა-იცანით ისინი, გაცრეცილი სახეები, რომლებზეც დრომ, ითამაშა, იხარა,  იუბედურა და მათი მფლობელები სამუზეუმო ექსპონატებად შემოინახა:

Continue reading

უოლტერ კრეინი

მამას უყვარს ხაზვა, მე -ხატვა. უკვე 7 წელი იქნება, რაც “ნეპტუნის ცხენები” ჩვენი სახლის ერთ-ერთ კედელზე ქოშინებენ. მამამ მეგობარი მხატვრის ერთ-ერთ ჟურნალში ნახა, მოეწონა  და რეპროდუქცია მასვე დაახატინა. იმის შემდეგ ყველა მხოლოდ ნახატის ვიზუალით ინტერესდება და არავის მოუფიქრებია, რამე გაეგო მისი ნამდვილი ტყუპისცალის შესახებ. არც ავტორი ვიცოდით. Continue reading

გამოიცანით ცნობილი ბავშვები

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა მცოდნოდა, როგორ გამოიყურებოდა ყველა ის, ვინც ჩემთვის რაღაცის მაგალითს წარმოადგენდა: საყვარელი მწერალი, მომღერალი, მხატვარი, კომპოზიტორი და ა.შ. ზოგიერთები მეუბნებიან, ჩემთვის მწერალში მთავარია მისი შემოქმედება და რა აზრი აქვს, როგორ გამოიყურებაო. ჩემი პასუხია “ვაი თქვენს პატრონს!” თუ არ იცი, როგორი სახის ნაკვთები აქვს, რა სიმაღლისაა, როგორი იყო ბავშვობაში, მხოლოდ ნაწარმოებით როგორ იმსჯელებ რომელიმე ადამიანზე?

მოკლედ, შორს რომ არ წავიდე, ცნობილი ადამიანების ბავშვობის ფოტოებს შემოგთავაზებთ და გამოიცანით, ვინ ვინ იყო მანამ, სანამ გვეცოდინებოდა, ვინ ვინ გახდა.

1

მომღერალი

Continue reading

3D-ის ძალა ქუჩაში

წარმოიდგინეთ ტიპური დღე: ბარიდან ლუდის ბოთლით გამოდიხარ და მეგობარს რაღაცაზე გამალებული ექაქანები, ისიც თავს გიქნევს. მზეა. სათვალეზე შემოვლებულ მეტალის ჩარჩოზე სხივები ირეკლება. ქუჩის კუთხეში შემოუხვიეთ. ერთი ნაბიჯი, ორი, სამი და… შენ წინ ქვაფენილი გასკდა და ნათლად ხედავ ქვესკნელიდან ამომძვრალ ურჩხულებს. შიში გიპყრობთ. ადგილზე შეშდებით. ლუდის ბოთლი ქვაფენილზე ენარცხება და ქაფიანი სითხე ფეხებზე გეშხეფება. ასე გაშტერებულ დგახართ მანამ, სანამ საპირიპირო მიმართულებით ვინმე დაუკვირვებელი მოქალაქე ჩქარი ნაბიჯით არ გაივლის უფსკრულის თავზე… უკვე ამჩნევ “უფსკრულზე” დასერილ ქვაფენილთა ხაზებს. ხვდები, რომ სამგანზომილებიან ტყვეობაში აღმოჩნდი :)

3 განზომილება ეს ის ძალაა, რომელიც თვალს ახალი ხრიკებით ატყუებს და “დასწრების ეფექტს” აძლიერებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, მნახველმა არა მხოლოდ იხილოს ნამუშევარი, არამედ “აღმოჩნეს” მასში.

რამდენიმე დღის წინ მხატვარ ჯულიან ბივერის ნახატებს გადავაწყდი და კიდევ უფრო დავინტერესდი მისით. თავიდან კაიფი და ღადაობა მეგონა, მერე კომპიუტერით გაკეთებული სისულელეები, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი მის სინამდვილეში, გამოვშტეეეეეეერდი :O

სტილი, რომლის დამკვიდრება ინგლისელმა მხატვარმა 1990–იანი წლებიდან დაიწყო ზე–დამაჯერებელი რეალობის შექმნა ჰქვია, რომელიც ევროპული მხატვრობის სკოლიდან მომდინარეობს. მისი სახელია Trompe-l’œil ანუ “მოატყუე თვალი” (ფრანგ.) და ეს ხელოვნება სამი განზომილების გამოსახულების შექმნას ემსახურება. ევროპის მრავალი ტაძრის კედლებზე გამოსახული Trompe-l’œil ნახატები სივრცესა და რაკურსზეა გათვლილი და გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. ჯულიან ბივერმა კი ყოველივე ეს ქვაფენილზე გადაიტანა, რითაც 3D ხელოვნებას პოპულარობა შესძინა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

ტექნიკა: ჯულიან ბივრი მუშაობას დილით იწყებს და ქაღალდზე დახაზული კონტური ქვაფნილზე გადააქვს. აქ სიზუსტის ზედმიწევნითი დაცვაა საჭირო. ჯულიანს ამაში კამერა ეხმარება, რომელიც იმ რაკურსით დგას, რომლითაც დამთვალიერებელმა ეფექტი უნდა დაინახოს. Continue reading

რეპროდუქცია თუ ინტერპრეტაცია?

ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…

სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?

ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:

  1. რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
  2. “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
  3. “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ  სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.

მიქელანჯელო

Continue reading