Category Archives: მინიპოსტები

All In One SEO Pack

Kolibri's Freedom

  • ჩემს ნახატებს კედლებზე არასდროს ვკიდებ, ყოველთვის ცალკე მაქვს შენახული. უკვირთ, როცა იგებენ, რომ ვხატავ კიდეც. არადა ხატვა 1 წლიდან დავიწყე. ცხოვრებაში ლამაზი ნახატი, მგონი, არასდროს დამიხატავს.
  • მეგობრები არ არსებობენ. არსებობენ მედუზები, რომლებსაც, თუკი არსებულ რეალობას შეუცვლი, ხელში ისე ჩაგადნებიან, თითქოს არც უარსებიათ.
  • არის მდუმარე ფეისბუკ პროფაილები, რომელთაც საფლავებივით ჩამოვუვლი და დავხედავ ხოლმე. მინდა, გადავეჩვიო.
  • თუკი ერთ ადამიანს მეორეზე აზრს ჰკითხავ, დაუჯერე, მაგრამ ნურასდროს იქნები დარწმუნებული, რომ შენთანაც ისეთივე იქნება, როგორიც მასთან.
  • არის 4 ქალი და 3 კაცი, ვისიც მეშინია. აქედან 2 ჩემი მშობელია.
  • ადამიანს ყველაზე მეტად პირის წკლაპუნს ვერ ვპატიობ. ხანდახან ვერც საკუთარ თავს.
  • ბათუმის Piazza Hotel-ში ძალიან პატარა ნომრები, მაგრამ ისეთი გემრიელი მაგარი მატრასები აქვთ, რომ სიამოვნებისგან შეიძლება, ძილი გაგიტყდეთ. სასაუზმედ მთელი მოედნის გადაკვეთა გიწევთ, რადგან Piazza Tower-შია, მესამე სართულზე, კაფე ბრიოშეში. მაგრამ ძალიან მაგარია: საკვებიც, ინტერიერიც და ხედიც.
  • ახალი ფირსაკრავი კარგი დინამიკებით და აკვარიუმი – ორი რამ, რასაც აუცილებლად ვიყიდი, როცა ახალ სახლში გადავალ, რაც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ზეა დამოკიდებული.
  • მინდა, სტვენით შესრულებული საოპერო არიების ალბომი ჩავწერო. ეგებ, მიხრწნილების ასაკში მაინც დამიფასდეს.

ძილინებისა! დანარჩენი და ღრმააზროვანი პოსტები მერე. ;)

NUDE

nude_radiohead

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2013/03/Radiohead-In-Rainbows-Nude.mp3|titles=Radiohead Nude]

პარანოია მჭირს

როცა მეგობარი არ მწერს, მგონია, რომ სულ დამიკიდა

როცა მწერს,  მგონია, რომ ჩემზე გაჭედა

ხანდახან, რაც უფრო მეტად ვუყურებ ხალხს, მით ნაკლებად ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა

ოპტიმიზმი გაზარმაცდა

რაღაც ზედმეტად ჩუმი პერიოდია. ზამთრის ტყის პირას რომ სიჩუმეა, ისეთი

ბოდიშს გიხდით, რომ პოსტის ტექსტი მუსიკასა და ფოტოს არ შეესაბამება

მათ გასაერთიანებლად ან საკმაოდ უძლური ვარ ან საკმაოდ მეზარება

…და რატომ ვხატავ ნუდებს? შიშველი ადამიანი თითქმის ვერ იტყუება.

Fake Plastic Trees

fake plastic trees

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2013/02/Radiohead-Fake-Plastic-Trees.mp3|titles=Radiohead Fake Plastic Trees]

დღე ყოველი.

დღე ბოლო – დღე პირველი.

დღე ყველა ერთნაირია, რადგანაც ყველა მათგანში მე ვფიგურირებ.

საწერი ბევრია, მაგრამ ჩავიდენ სიჯიუტეს, რომელსაც შემდეგ, ალბათ, ვინანებ.

ვიქნები ჯიუტი და არ მოვყვები, რამდენი უ/საინტერესო მოხდა ამ ხნის განმავლობაში.

დაე, დასასიზმრებელიც დამრჩეს ცოტა.

P.S. ესეც ჩემი დუმილი Continue reading

ქართული ფეისბუკის ღილაკები

fuck-you

ათიოდ წლის წინ უბანში ბიჭები თუ ძერზკობით იწონებდნენ თავს და კიდევ უფრო ადრე – უბნის ყოჩობით, დღეს ეს პრეროგატივა ფეისბუკზე დატროლვის ან დედისტრ**ის დამხობამ შეცვალა.

ვისაც არ ეზარება, ყველა ერთმანეთსაა ჩაფრენილი და პოლიტიკური შინაარსის პოსტის გაელვებისთანავე იხუვლებს ხოლმე დედისარდამნდობი კომენტარების არმია.

მოვლენათა განვითარება:

  • საკბილო არგუმენტზე არგუმენტითვე ქილიკი
  • ცინიზმი
  • იდიოტური ლინკის ჩაგდება
  • არგუმენტები ილევა
  • დამხმარე ძალის გამოძახება
  • პირველი “შე ყლეო!”
  • პირველი “შენი დედამოვტყან!”
  • ახლობელი ნათესავების ცუდ კონტექსტში მოხსენიება
  • კუჭ-ნაწლავ-ღვიძლ-ხორხის წაბილწვა ათასგვარი გაუგონარი გზით…
  • საუკეთესო შემთხვევაში – “Block this person”

ასე რომ, დიერ მარკ ცუკერბერგ, მოგმართავ თხოვნით: ჩააყენე ქართულ ფეისბუკებში შემდეგი ღილაკები.
გოგოებისთვის:

  • თმებით თრევა
  • მობილურის გატეხვა
  • სახის დაკაწრვა
  • ძერზკი გინება (ვაკური აქცენტით)
  • “იძიოტკა!”
  • ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩარტყმა

ბიჭებისთვის:

  • დედის გინება (მინიმუმ სამი საფეხურის)
  • სახეში ხელის გარტყმა
  • დაპადიეზდება
  • წიხლქვეშ გაგდება
  • წაქცეულის ცემა
  • “კაი, რა მოგვდის, ბოზიშ-ვიყო!”
  • “ქართველები არა ვართ, მაგისდედამოვ..?”

და საერთო:

  • “ჯოჯოხეთში დაიწვებით ყველანი!”

გმადლობთ :)

ფიქრები წვერის პარსვისას

shave

  • სარკეში არეკლილი მე კედლის იქითა მხარეს მართლა რომ არსებობდეს, როგორი იქნებოდა? თუ პარალელური სამყარო არსებობს, მაშინ სარკე მათ შორის გამოჭრილი სარკმელია. დედამიწის ანალოგს ეძებთ კოსმოსში? შექმენით დედამიწისხელა სარკის ბურთი და მიიღებთ მას.
  • მომენტებში წარმომიდგება, როგორ ჩაივლის აბაზანასთან ჩემი შვილიშვილი, მე კი მას დავუძახებ, ყელს მოვიღერებ და ვკითხავ: “შემათვალიერე ერთი შენებურად, სადმე ხომ არ დამჩა?” :)
  • ოპერის აჩრდილის არია “Music of The Night” უნდა ვიმღერო და აუცილებლად უნდა ჩავწერო. საკმაოდ რთული რამეა: თან საოპერო ხმას მოითხოვს, თან არასაოპერო შესრულების მანერას. ამიტომაც ბევრი ან არაკლასიკურად მღერის ან ძუნწად თამაშობს და აქცენტს ხმაზე აკეთებს. თუ ორივეს მოვახერხებ, ძალიან მაგარი იქნება.
  • ხანდახან წარმოვიდგენ, რომ სააბაზანო, სადაც ახლა სახეს ვიშალაშინებ, ერთ-ერთ უძვირფასეს სასტუმროს ეკუთვნის, მე კი ცნობილი ვარ და ყალბ კომპლიმენტებზე უფრო ყალბად ვიღიმები.
  • წვერის პარსვისას “სამართებელს” თმის ზრდის საწინააღმდეგოდ თითქმის არასდროს ვუსვამ. არ მიყვარს ბავშვის ტრაკივით აპრიალებული სახე. ამის დრო იყო უკვე და გავიდა, ხელოვნურად ბუნების კანონის შეცვლას კი თითქმის არასდროს მოუტანია დადებითი შედეგი.
  • ერთი წლის წინ ამხელა წვერს ვინ გაპატიებდა, ზურიკ! მართალია, ოფიცერი პოსტზე ვერ დაგაყენებდა, სამაგიეროდ ისე დაგსჯიდა, კარგა ხანს გემახსოვრებოდა. საამურია ჯარი. ოღონდ, როცა მოხდილი გაქვს :) საერთოდ, საამურია ყველაფერი, რაც გადაიტანე და რამაც გაგაძლიერა.

პ.ს. დღეს მოცარტის 257-ე დაბადების დღეა. ნეტა, ის რაზე ფიქრობდა წვერის პარსვის დროს? რიტორიკული შეკითხვაა :D

ხუთშაბათის ჩანაწერები

DSCN5850

  • ზამთრის დილას გახევებული რომ მიდიხარ ქუჩაში და უცბად კისერში კონდიციონერიდან გადმოსული ცივი ცყალი რომ ჩაგეწვეთება…
  • ცრემლი აალებადი უნდა იყოს. უფრო მეტი ეფექტი და გამართლება ექნებოდა მის არსებობას.
  • სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელს არაფერში ვეთანხმებოდი, მაგრამ, მგონი, ერთადერთი სიმართლე მითხრა: ჟონგლიორი ხარო.
  • საინტერესო რამაა ბოლო ხმაზე აწეული ყურსასმენებით “ლიგამუსში” შესვლა. სმენა მთლიანად მუსიკით პარალიზებული რომ გაქვს და მის დაკომპენსირებას ფართოდ გახელილი თვალებით რომ ცდილობ. ნეტა, ასე იყო ბეთჰოვენიც, რომელსაც ბოლო ხმაზე აწეული სიყრუე ესმოდა? ერთ თავისქალაში სიყრუის აუტანელი სიმუნჯეც რომ გესმის და მე-9 სიმფონიის ყოვლისმომცველობაც. ნეტა, უსინათლო მხატვრები როგორ ნახატებს დახატავდნენ?

Creep

Inspired by Radiohead

,,ამ ამბავს არ მოვყვები ისე, როგორც იყო. მე მას მოვყვები ისე, როგოც მახსოვს.

ფინიგან ბელი, ფილმი “Great Expectations”

Radiohead-ს ვუსმენ. აგერ უკვე 1 თვეზე მეტია. უკვე იმ დონემდე მივედი, რომ Creep-ის კარაოკეს უშეცდომოდ ვმღერი. ესაა ოღონდ, რომ როკერის მაღლები არ მაქვს და ვღარღალებ უმწეოდ… იმ ლუკა ზაქარიაძის ბრალია ყველაფერი! …ჰოდა ვარ ახლა ჰიტლერის შემყურე ევროპასავით გაოგნებული.  Continue reading

მინდა

Coma – Yann Tiersen

მინდა, სულ დღე იყოს და არასდროს დაღამდეს, ღამე მაზარმაცებს.

მინდა, არასდროს მშიოდეს, რადგან სიმაძღრის განცდა აუტანელია.

მინდა, ჯანმრთელობა ფეხქვეშ გავიგდო და საკუთარ წარმატებას მოვახმარო ისე, რომ გული არ მაწუხებდეს.

მინდა, კარგად ვხატავდე და ვმღეროდე.

მინდა, სიყვარული სიდებილის სინონიმი აღარ იყოს.

მინდა, ყველამ ტრაკი დააყენოს/დავაყენოთ.

მორალი: დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ჩემს კორპუსში წყალი მარტო მე შემიწყდა.

“უფასო” როგორც ასეთი

ეს დღეს, 2 საათისთვის ხდებოდა რუსთაველის ძეგლთან. ნაყინს უფასოდ არიგებდნენ და იყო წეწვა და ბევი გაწვდილი ხელი…

რამ გაამწარა ტოსკა?

 პოსტის მორალი: წამება ყველგან წამებაა

წამება, როგორც თამაში.

წამება, როგორც სიამოვნება.

წამება, როგორც გაუცხოების დანერგვა.

წამება, როგორც წამიერი აღვირახსნილი საწადელის მიღწევა.

… და რამ გაამწარა ტოსკა?