Category Archives: დასვენება

უბრალოდ, შობა

წლევანდელი შობა ნამდვილად არ არის არც განსაკუთრებული, არც გამორჩეული. მე და ჩემი ძმა ვსხედვართ თბილისში, ნაქირავებ ბინაში. მე პოსტს ვწერ, ის ტელევიზორს უყურებს, მზესუმზირას აკნატუნებს და მელოდება, როდის დავსვამ კომპიუტერთან.

არადა, 10 და კიდევ უფრო მეტი წლის წინ შობა სულ სხვანაირი იყო. როგორი? მეხსიერება ყველას გაქვთ და გაიხსენეთ მთელი სამზადისი, შემართება, რაღაცნაირი სიხარული და ერთგვარი შეჯიბრი, ვინ უკეთეს გოზინაყს გააკეთებდა და ა.შ. მაშინ ძველი ახალი წელიც “საჭირო” იყო, “ალილოზეც” სიხარულით დავდიოდით ბავშვები და, საერთოდ, ყველანი შევიცვალეთ და დავივიწყეთ, რომ შობა-ახალი წელი არც საყოველთაო კონცერტია ცენტრალურ მოედანზე და არც ათასობით ფოიერვერკი. ეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნის შინაგანი სიხარულია, რომელიც სულაც არ არის დამოკიდებული მთავრობისაგან მერიებისთვის გამოყოფილ საახალწლო ბიუჯეტზე.

ყველას ბედნიერ და ტკბილ შობას გისურვებთ და იმედს ვიტოვებ, რომ ფანჯრებში დანთებული სანთლები ამ დღესასწაულისადმი სიხარულს იმ დონემდე მაინც შეგვინარჩუნებს, რომ მომავალ თაობას არსებული ფორმით მაინც გადავაბაროთ :)

DSCN4679 DSCN4672 DSCN4675

ახალი ბათუმი

ბათუმის “ანბანი”

ბათუმი ლამაზი ქალაქია. ლამაზი და კეთილი. პატარა ფერადი სახლებით და იქიდან გადმომდგარი, “უცნაურად” მოლაპარაკე ხალხით.

ბათუმი კულტურული ქალაქია, დრამატული თეატრით, ვიწრო ქუჩებით და გემოვნებით ნაგები ძველი არქიტექტურით.

ბათუმი საჭირო ქალაქია. პორტი, კავშირი მსოფლიოსთან ზღვის მეშვეობით…

ბათუმი პოპულარული ქალაქია. რეფორმებით, რეკონსტრუქციით, რესტავრაციით, მუსიკალური, კინო თუ სხვა ფესტივალებით.

და ბოლოს, ბათუმი ცოტათი უგემოვნო ქალაქია თავისი სილამაზის, კულტურის, საჭიროებისა და პოპულარობის აღრევით. აღრევით და არა შეთავსებით. Continue reading

წვიმიანი ბათუმის ფილმები

როგორც იქნა, ბათუმში გაწვიმდა. იმპრესიონისტი რომ ვიყო, ქალაქის განაცრისფერებული ქონგურების პეიზაჟებს დავხატავდი. ფილმები კი ერთიმეორეზე საინტერესოა. ფესტივალის დასრულებამდე ძალიან ცოტა რჩება და უკვე ვფიქრობ, რა მეშველება, როცა ფილმების სამყაროდან რეალობაში გადმოვაბიჯებ… თუმცა ერთს მივხვდი: ცხოვრება კარგი რეჟისორის, სცენარისტის, ოპერატორისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული შედევრი არტ-ჰაუსია. Continue reading

BIAFF და “ნისლში” გახვეული ბათუმი

მომხდარმა ფაქტებმა… და აღარ გავიმეორებ უკვე, რომლებმაც, რაღაცნაირად დაამძიმა ბათუმის კინოფესტივალი. საერთოდ, ფილმის აღქმა, რა თქმა უნდა, თუ ის ზედაპირული არაა, დამოკიდებულია განწყობაზე. შეგიძლია, ერთ ფილმში სხვადასხვა აქცენტები, ქვეტექსტები ამოიკითხო და ყოველ ჯერზე მართალი იყო საკუთარ შეგრძნებებთან. ასე ხდება ახლა აქ. ვუყურებ ფილმებს ნაცისტურ გერმანიაზე, წამებაზე, გაუცხოებაზე და პარალელები თავისით მოდის, გონება თავისით აკავშირებს მხატვრულს და რეალურს ერთმანეთთან.

Continue reading

ფილმიები დიდი დოზით და ბევრი კოვზით

როგორც იქნა, თავისუფალი ვარ! უფრო სწორედ, დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი ჩემს არჩევანსა და გადაწყვეტილებებში. ერთი წელი გავიდა, რაც თბილისიდან ფეხი არ გამედგა… მაგარია თავისუფლება… მით უმეტეს, როცა დასვენება პირდაპირ ბათუმის კინოფესტივალზე მაქვს “მისჯილი”. Continue reading

მოგზაურობა პრომეთეს მღვიმეში

ქუთაისში ყოფნისას პრომეთეს მღვიმე მოვინახულე, თუმცა ეს წინადადება განცდილის მეათასედსაც ვერ გადმოსცემს. ამიტომაც პატარა ვიდეოც გადავიღე, რათა ნახოთ და დამიჯეროთ, რომ საქართველოს ბუნებამ “ავატარი” 100 განზომილებაში გადაიღო :)

განახლებადი ქალაქი (ფოტოკოლაჟი)

“…ქუთაისში ისტორიაში სამოგზაუროდ ჩამოვედი. შაბათს 9 კლასის 9 წლის დამთავრების ფრიად უცნაური ბანკეტი გვაქვს. მინდა, ყვეფერი გავიხსენო და ყველა თანაკლასელი ხელახლა გავიცნო.” – ჩანაწერი გუშინწინდელი მგზავრობისას. Continue reading

თბილისის ფოტოგრაფიის ღამე 2012

გუშინ არსად გასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე ამოვყავი თავი. ძველი თბილისის 10 სხვადასხვა ადგილას დადგმული ეკრანები და მათზე თანამედროვე ფოტოგრაფთა სლაიდშოუები შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ყოველივე ამის დედააზრი, ალბათ, ისევდაისევ ფოტოგრაფიის წახალისებაა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე. ისე კი, თბილისში და, ზოგადად, საქართველოში ამ სფეროთი სულ უფრო მეტი  ინტერესდება. Continue reading

ზაკ გალიფიანაკისი, ნატალი პორტმანის გაპარსული ვაგინა და ორი გვიმრა

Zach Galifianakis

ერთი კითხვა საკუთარ თავს:

რატომ აქამდე არ ვიცოდი ამ ტიპის შესახებ?

ეს ჰენგოუვერი კაცი კი ვიცოდი, მაგრამ მისი შოუ პირველად ვნახე და სიცილით ვხოხავ :d :d :d :d :d

ზაკ გალიფიანაკისის შოუს “ორ გვიმრას შორის” ჰქვია, რომელიც, ძირითადად, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ეკაიფება. უბანძესი და თან უმაგრესი დეკორაცია, ლეღვი საუბარი და ბევრი სიცილი. მოკლედ, ეს ვიდეოები ძილის წინ ნახეთ და ვისაც არ გაგეცინებათ, ან ინგლისური ისწავლეთ ან თავი მოიკალით :green:

დანარჩენ ვიდეოებს იმიტომ არ ვდებ, რომ 1: პოსტი ძალიან გრძელი გამოვა და 2: ემბედ კოდი აქვს დაბლოკილი. ასე რომ, გადაბრძანდით მაგ ბმულზე და დანარჩენი სიამოვნება იუტუბისგან მიიღეთ. მე მადლობასაც დავჯერდები :green:

ბლოგერების “გადმოპაიჯება” პურმარილში

როცა მოვლენებს გარედან ვაკვირდები, ისეთ რამეებს ვამჩნევ, რაც შიგნიდან არ ჩანს, ან დიდად არ გსურს, დაინახო

საქართველოში ბლოგერები უკვე სოციალური მედიის “ადმინებთან” ასოცირდება, მათი აზრი კი მტკიცე არგუმენტთან. მართალიცაა, ერთი კარგი ბლოგერი ნებისმიერ ერთ სტანდარტების დამცველ ბეჭდურ მედიას “ჩახევს” თავისი აქტიურობით. ეს იმიტომ, რომ ბლოგერს მეტის “კადრება” შეუძლია, მას არა აქვს არც ეთიკის კოდექსი და არც პროფესიული სტანდარტი. მართალია, ამით ვერც ბევრი გაზეთი დაიკვეხნის, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ არც მოქნილი სოციალური ქსელები აქვთ, რომ შეტევაზე რეაგირება დროულად მოახდინონ. ასე რომ, ინტერნეტს ბლოგერები მართავენ. Continue reading