Category Archives: ბლოგები

ბლოგერული ვიდეოები ^^

Continue reading

ბოლო დროს დაგროვილი ამბები

ბოლო ერთი კვირა ძალიან საინტერესო მქონდა და ვეცადე, ყველაფერი flip კამერით აღმებეჭდა. შედეგად, ესეც ჩემი ორი ვიდეო ;)

როცა 2-ის გავხდი

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]
  • როცა 2-ის გავხდი, სულაც არ მიფიქრია ამაზე
  • როცა 2-ის გავხდი, ქაქი ზუსტად ისე ყარდა, როგორც მანამდე
  • როცა 2-ის გავხდი, გაუცნობიერებლად ვიფიქრე, რისი გაუმჯობესება შეიძლება
  • როცა 2-ის გავხდი, რას უნდა მოელოდეთ, დაბადების დღეები ორიგინალურობას ჭამს
  • როცა 2-ის გავხდი, წავედი ჯეპრაში, მერე ჯიპაში, მერე ლანდიშა ვნახე, მერე შალვა, მერე სახლი, მერე სტატია, მერე “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, მერე ძილი
  • ….და ერთი დღის დაგვიანებით გამახსენდა საკუთარი ბლოგის დაბადების დღე Continue reading

ბლოგერების პროფკავშირი?

ქართველებს გვიყვარს ერთად დგომა და ასე თავის გატანა. ამანაც გადაგვარჩინა თავის დროზე. ერთად დგომა კარგია.

თუმცა Continue reading

“ვაი ჩვენს პატრონს” ანუ “დაახასიათე მეგობარი ბლოგერი”

by Leonsio.GE

ხალხნოოო, ხალხებო:

სანამ პოსტს მივცხებდე, გეტყვით, რომ მსგავსი “შიდა დახასიათებანი” ძალიან და ძალ-ლიან არ მიყვარს. ეს კეტავს წრეს და რაღაც შიდაკორპორატიულ სიტუაციას ქმნის, რისიც პირადად მე წინააღმდეგი ვარ. ამას ისიც დავუმატოთ, რომ ხალხის დიდ ნაწინს “ბლოღერები” რაღაცნაირების ჯგუფი ჰგონია. მერწმუნეთ, კეთილო ადამიანებო: ჩვენც იმავე დოზით გვაქვს შიგ, როგორც თქვენ. უბრალოდ ამას ვაღიარებ(თ) და ვცდილობ(თ), გამოვასწორო(თ). სხვის მაგივრად ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვინც მიცნობს, ეცოდინება, რომ მე ყოველთვის ასეთი ვიყავი და ამას ჩემი კლიჩკებიც მოწმობენ: “ტიტანიკა”, “ფენომენა”, “პავაროტი”, “კარუზო”… ამ თემაზე კიდევ მეტი რომ დავწერო, მერე საერთოდ გადავუხვევ და შეიძლება, გავჭედო კიდეც, ასე რომ, საქმე. Continue reading

ჩემი “What if”

ხანდახან, როდესაც ვცხოვრობ, მიჩნდება კითხვა: What if? ჰო, ასე რომ არ მომხდარიყო.

What if 1988-ის ნაცვლად 50-ში დავბადებულიყავი? ეგებ, დამენახა, მართლა ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა კენედის თუ არა.

What if 3 წლის ასაკში პირველი ნახატი არ დამეხატა? ეგებ 17 წლის შემდეგ, ჟურნალისტიკის ნაცვლად, სამედიცინოზე ჩამებარებინა.

What if 1994 წლის 1 სექტემბერს, პირველი კლასის პირველსავე დღეს, თავი არ გამომეჩინა და ლექსი არ მომეყოლა? ეგებ მომავალში არც არავის ეთქვა, გრძელი ენა გაქვსო.

What if მეგობრებს არ ავყოლოდი და ასანთის კოლოფში მოთავსებული დაუძლურებული ბეღურა სილაში არ დამემარხა? ეგებ სინდისის ქენჯნა თვითგვემაში არ გადამზრდოდა.

Continue reading

ბაზრობა – თავშესაფარი გოიმთათვის

დას ისთ უნ თეგ-თამაშენ გამოგონებასცფიშთ კნუთენ უნდ დათაგვინ დას გიჟმაჟაინენ. დაჰ ვაილაპაღაქუნ დე აინ მაღაზმაინენ, ღუმელ’იც ისთ უნ ზუფეღ ფოფულაღ ენ ზის ფახენ ხალხნენ.

…და მაინც არსებობს ამ ქვეყანაზე მინიმუმ ერთი საოცრება, რომელსაც მე ეგვიპტური ღვთაებრივი ძროხის სახით გამოვსახავდი.

წმინდა ნაყოფიერი ძროხა ქალღმერთი, ქუთაისურად კეჩის ბაზრობა. ადგილი, ურომლისოდაც ეს ქალაქი დარჩებოდა მშიერ-მწყურვალ-ტიტველი

Continue reading

“გზააბნეული მედუზა” გესთ პოსტის მოლოდინში

მსუფუქი (ყოფაქცევის) პოსტების ეპოქა დამიდგა. ვეღარც ბლოგებს ვეწაფები, ვითარცა  სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა და გუგლ რიდერი ხომ გაგიჟებასაა მისული. ამასწინათ ჯიმეილიდან ახალი გამოსული ვიყავი, ფეისბუკზე მივდიოდი და ჯერ ქვა მესროლა, მერე თვითონაც გამობობღდა. RSS-ების გადამკიდე, გაჟღვლეპილია ქონად. რას მერჩოდი, რატომ მტენიდი ამდენი ლინკით, თუ არაფერს წაიკითხავდიო, – მიყვიროდა. მართალია ეგ კაცი. წაგიკითხავ, ჩემო რიდერ, წაგიკითხავ! ;)

მალე ჩემს ბლოგზე პირველი გესთ პოსტი დაიდება და მას ყველაზე ლამაზი ქართველი ბლოგერი დაწერს. ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ სარკეს ნუ მიაწყდებით და თვითშეფასების ბდღვერს ნუ აადენთ საკუთარ ტვინს (ბიჭები განსაკუთრებით). Ви все узнайте, товарищи блогеры (ამას რომ ვამბობ, გონებაში სტალინის ულვაშები მიღუტუნებს).

ამასობაში კი “გზააბნეული მედუზაც” დავასრულე. თვეზე მეტი დამჭირდა ერთი ციცქნა ფურცლის გასავსებად. მკითხავთ, რატომ მაინცდამაინც გზააბნეული მედუზაო? მოკლედ, ჩემი პატარა ბიძაშვილი ცისფერ ოჭივარაში იჯდა და საცოდავად დააწოწიალებდა ერთი კედლიდან მეორემდე, ხან რას ეჯახებოდა, ხან რას. ეგ არის და ეგ. :)