ვხარობთ ჩვენც. ვხარობთ ყველგან, სადაც და როგორც შეგვიძლია. ჭირსა თუ ლხინში, ცუდსა თუ კარგში. ღლიცინის თავი მუდამ გვაქვს. ამიტომაც იშვა წინა პოსტის გაგრძელება, თუ რაზე ვიღლიცინეთ ამჯერად.
20 თებერვალი 2017 – ვიტალი ჩურკინი მიირთვა იმიერმა. ვისაც გაგონილი ჰქონდა მისი “ვაჟკაცობის” შესახებ საქართველოს მიმართ, გზა დაულოცეს ჯოჯოხეთისკენ.
21 თებერვალი 2017 – კვლავ საპატრიარქო, შორენა თეთრუაშვილს და ყველა ფულიან სამღვდელოს გამპრავებლად დედა ანისია მოევლინა, თან ისე ბანძად გააპრავა, გიორგი გაბუნიამაც კი ჩაიქნია ხელი.
2015 წლის ბიაფიც დასრულდა. ფილმებიც მოვილიეთ, ნასტასიაც გავაცილეთ, ბლოგერები თავ-თავიანთ ადგილებში წაეხვეტნენ, მე კი ბათუმს შემოვრჩი, როგორც ბავშვი, რომელიც წამდაუწუმ უკან იხედება და რაღაც არ ეთმობა. ეს პოსტი არის ბლოგერის თვალით დანახულ ბთუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალზე, რომელსაც წელს მეოთხედ ვეწვიე.
ყველაფერი 2012 წელს დაიწყო. ზუსტად ერთი კვირით ადრე მოვრჩი სამხედრო სამსახურს და ბლოგერებთან ერთად ბათუმში გამოვემგზავრე. მაშინ თბილისიდან ბათუმისკენ მატარებლით პირველად ვიმგზავრე. მახსოვს, მაშინ აუარება ბლოგერი ვიყავით და ზუსტად არც ვიცოდით, რას ითხოვდნენ ჩვენგან. სწორედ იმ წელს გავიცანი დიტო, 2012 წლის აღმოჩენილი სამეულიდან ერთ-ერთი. მას შემდეგ, ბიაფი ორ ადამიანთან ასოცირდება:
დიტოსა (რომელიც ბითლომანის ბაკენბარდებით მოგვევლინა)
და თამუნასთან (ასე იწრთობოდა დიდი სოციალური ფოტოგრაფი).
2012-2013 წლებში ვცხოვრობდით ვარდისფერ სახლში ჭაჭა თაუერთან ახლოს და იქაური ქაოსი, აურზაური, დილამდე ფილმების გარჩევა, ღადაობა და მეორე დილით გამოუძინებელი სახეებით ფილმებზე შესვლა ყველას გვერჩივნა. ეს იყო ბოჰემა, რომელიც თბილისში ვერაფრით შეიქმნება. თბილისში ვეკუთვნით ყველას, ხოლო ბათუმში – ერთმანეთს და ბიაფს.
2012 წელი.
ამ საღამოს “ცოცხების კადრების” შესახებ შევიტყეთ.
პირველად შევეხე მედუზას, თან რამხელას
შევხვდით დიდ თურქ რეჟისორს ნური ბილგე ჯეილანს.
შევხვდით დიდ ბელა ტარს.
ვიღაცას მაინც რომელიღაც ფილმზე გვეძინა.
ჩვენი ვარდიფერი სახლი ^^
2013
პირველად მივუახლოვდი, გავიცანი და მოვეფერე დელფინს. <3
თამუნამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკმენტური ფილმი დელფინების მწვრთნელზე.
მოვაწყე ჩემი ნახატების გამოფენა კაფე “პრესკაფესში” და შევხვდით ძალიან საინტერესო რეჟისორსა და ადამიანს – თინათინ გურჩიანს.
იმ დროს თმას ვიზრდიდი და დახურვის ცერემონიალზე რომ გავიშრე, თავის ნაცვლად, “ლეილა” შემრჩა ^^
ბიაფის დახურვაზე რობიმ და ქეთათომ იმღერეს “ყვავილების ქვეყანა – სექსი, სექსი, სექსი!” იქ უნდა ყოფილიყავით და რესტორნის მომღერლების სახეებზე გეკაიფათ. ^^
კინო
კინოოოო
ღამე – გართობა, ბოდიალი, თრობა (მე პას), საუბრები ყოფიერებაზე, ზღვა და მრავალი სხვა…
… და თამუნას მეორე მოკლემეტრაჟიანი ექსპრომტ – დოკუმენტური ფილმი “მეტაფიზიკური სუბლიმაცია”
2014
დიტო ვერ წამოვიდა…
გავიცანი ყველაზე ჯიგარი ახალგაზრდა კინორეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი.
კიდევ ერთი ხელოვანი აღმოვაჩინე – თამუნა კანდელაკი შევხვდით დიდ ავთანდილ მახარაძეს.
გავიცანი ულამაზესი ლორელაი ანუ მსახიობი კატია მოლჩანოვა და ბევრი არია შევუსრულე <3
ბლოგერულადაც ბევრი ვიმაიმუნეთ. ამ დროს ნელ-ნელა თვალი და ხელი მობაილფოტოგრაფიისკენ გამექცა – თამუნას და თინას ფოტოგატაცებებმა ჩემზეც იმოქმედა. :3
2015
შემოგვიერთდა ლაშა, რომელმაც მოახერხა და თავისი პოსტით მთელი ბიაფი დაარეპორტებინა
წელს ზოგადად გაჭედვების ბიაფი იყო. გაჭედა ოთარ იოსელიამა.
გაჭედა ნასტასია კინსკიმ…
მაგრამ არ გაუჭედავს და ძალიან კარგად ისაუბრა ქალბატონმა ლანა ღოღობერიძემ.
გავიცანი “სიმინდის კუნძულის” “ბინადარი” გიორგი ოვაშვილი ^_^
ფესტივალი ნინო ქათამაძემ დახურა, ჩამოვიდა დარბაზში, შემამჩნია და იმპროვიზაციაში გამომიწვია. ცოტა ხანს ისტერიკა მჭირდა :))
ყოველივე ამის პარალელურად, უკვე ჩემ მიერ დაჟინებულ აპარტამენტში (სასტუმროზე უარი ვთქვით) ვიკრიბებოდით, ვიცინოდით, ვჩხუბობდით, ფილმებს ვარჩევდით, ვსვამდით, თავზე ვიჯვამდით (უნიტაზი ორჯერ გაგვეჭედა, მაგრამ ის ფიგურალურად დავწერე :დდ ) და სახეს ვიხევდით…
ბარემ აქვე გადავუხდი მადლობას ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ მაჩუქეს ის, რაც არასდროს მქონია – ბოჰემა.
რომ მკითხოთ, ბიაფი რა არისო, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ბიაფი ყველაფერია – დაწყებული ერთწლიანი მოლოდინით, გაგრძელებული ფილმებით, შეხვედრებით, ალაგ-ალაგ ზღვაში ცურვით, კინოს ყურებისას ყვინთაობით, ლეპტოპებით წანწალით, ფოტოებით, პოსტებით, ვიდეოებით, სიცილით, სკანდალით, კამათით, ჩხუბით, ზოგჯერ ცრემლებით, პატიებით, სასმელით, ღამის ბათუმში ხეტიალით, როცა, თავისუფლებას დანატრებულს, ჩამოღლილი თვალები ძილისთვის არ გემეტება. ერთი სიტყვით, ბიაფი არის ურთიერთობა.
მომხდარმა ფაქტებმა… და აღარ გავიმეორებ უკვე, რომლებმაც, რაღაცნაირად დაამძიმა ბათუმის კინოფესტივალი. საერთოდ, ფილმის აღქმა, რა თქმა უნდა, თუ ის ზედაპირული არაა, დამოკიდებულია განწყობაზე. შეგიძლია, ერთ ფილმში სხვადასხვა აქცენტები, ქვეტექსტები ამოიკითხო და ყოველ ჯერზე მართალი იყო საკუთარ შეგრძნებებთან. ასე ხდება ახლა აქ. ვუყურებ ფილმებს ნაცისტურ გერმანიაზე, წამებაზე, გაუცხოებაზე და პარალელები თავისით მოდის, გონება თავისით აკავშირებს მხატვრულს და რეალურს ერთმანეთთან.
დღეს გადავწყვიტე, თავი მომეყარა ყველა იმ ინფოგრაფიკისთვის, რომელიც ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს ბლოგინგის არსს, მის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ვისაც ბლოგები არ გიყვართ (და რაღაც მანქანებით აქ მაინც შემოხვედით), ეგებ, ახლა მაინც დაინახოთ, რომ ბლოგინგი, ზოგადად, კარგი რამაა. უბრალოდ, გააჩნია, როგორ და რა მიზნებით გამოიყენებ მას მაშ ასე… Continue reading →
როცა მოვლენებს გარედან ვაკვირდები, ისეთ რამეებს ვამჩნევ, რაც შიგნიდან არ ჩანს, ან დიდად არ გსურს, დაინახო
საქართველოში ბლოგერები უკვე სოციალური მედიის “ადმინებთან” ასოცირდება, მათი აზრი კი მტკიცე არგუმენტთან. მართალიცაა, ერთი კარგი ბლოგერი ნებისმიერ ერთ სტანდარტების დამცველ ბეჭდურ მედიას “ჩახევს” თავისი აქტიურობით. ეს იმიტომ, რომ ბლოგერს მეტის “კადრება” შეუძლია, მას არა აქვს არც ეთიკის კოდექსი და არც პროფესიული სტანდარტი. მართალია, ამით ვერც ბევრი გაზეთი დაიკვეხნის, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ არც მოქნილი სოციალური ქსელები აქვთ, რომ შეტევაზე რეაგირება დროულად მოახდინონ. ასე რომ, ინტერნეტს ბლოგერები მართავენ. Continue reading →
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უფრო მეტი გავიდა, მაგრამ არც 3 წელია ცოტა. დღეს Zurriuss სამი წლის გახდა და ყველაზე უფერული დაბ. დღე ექნება, როგორც მის ავტორს აქვს ხოლმე.
[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]
განვლილ 1 წელზე ძალიან მოკლედ ვიტყვი:
საკმაოდ აქტიურ ბლოგინგს ვეწეოდი, სანამ ჯარში აღმოვჩნდებოდი. მქონდა მაღალი აქტიურობა, ბევრი გამოხმაურება და, რაც მთავარია, ბევრი პოსტის იდეა.
დღესდღეობით აქტიურ ბლოგერად ვითვლები, მაგრამ, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ვერც წერას და ვერც სხვადასხვა ბლოგერული ღონისძიებების დასწრებას. ხან დრო არ მაქვს, ხან ძალა.
დასასრულისკენ მივექანები? არა, 8 თვეზე ნაკლები დამრჩა და სამხედრო სამსახურსაც მოვრჩები. მანამდე კი ვეცდები, ჩემს ბლოგს სიცოცხლე შევუნარჩუნო.
მენატრება:
საინტერესო თემების დაჭერა-გაანალიზება დაპოსტვა
დისკუსიები ჩემს პოსტებზე
ბლოგების კითხვა და მათთან დისკუსიებში ჩართვა
ბლოგ სხოდკები
სხვადასხვა აქციები ბლოგერებისთვის, რომლებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი
ბლოგერული ცხოვრება, რომელსაც მალე დავიბრუნებ
ესეც ჩემი სულ სულ პირველი პოსტი, რომელიც 2009 წლის ამ დღეს გამოვაქვეყნე. ბლოგები ჯერ კიდევ 2008-ში მქონდა, მაგრამ ჩემი ბლოგერობის დასაწყისად სწორედ ამას მივიჩნევ. ამიტომ დღეს Zurriuss 3 წლის გახდა
პ.ს. როცა აქტიურ ბლოგერულ ცხოვრებას დავუბრუნდები, საკმაოდ ბევრი ნახატი მექნება დაგროვილი, რაც გამოტოვებული ივენთების კომპენსაციად გამომადგება
შობა-ახალი წელი საკუთარ დაბადების დღეზე მეტად რომ მიყვარს, დიდი ხნის წინ მივხვდი. ჯერ არ მახსოვს, ახალი წლის ბავშვური სიხარული გამნელებოდეს. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 5, 10 თუ 15 წლის წინ. თვითონ ვრთავ ნაძვის ხეს, ვმღერი საშობაო სიმღერებს და ახალი წლის ღამეს ვისვრი მაშხალებს. ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდები (შარშანდელი ბედნიერი გამონაკლისი იყო), წელს კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება!
ქართულ სოციალურ მედიაში ოპერაზე თითქმის არაფერი იწერება, არც კონსერვატორიას გააჩნია სტაბილური პერიოდული გამოცემა. ინტერნეტში მხოლოდ ხანდახან თუ გავრცელდება ლაშა ბუღაძის ან ნოდარ ლადარიას მიმოხილვები… ეს არის და ეს.
ყოველივე აქედან გამომდინაერე, დიდ მიზნებს ვისახავ:
მქონდეს საქართველოში პირველი თემატური ბლოგი საოპერო ხელოვნებაზე
ვწერდე სისტემატურად, როგორც ვრცელ პოსტებს, ასევე მიმოხილვებს
წერდნენ სხვა ავტორებიც
წერდეს, რაც შეიძლება, მეტი
და ბოლოს, ამ ბლოგის აზრი საინტერესო და გასათვალისწინებელი გახდეს სხვათა მიერ. ვოტ