მე, ბებია, კარუზო, ილიკო და ილარიონი

ეს ექსპერიმენტი 5 ივნისს 150 ნომერ ავტობუსში დაიწყო, რომელიც ვაჟა-ფშაველადან რუსთაველისკენ მიემართებოდა. გვერდით გადავდე (სახლში) დიუმას “ნაპოლეონი” და ჩანთაში ნოდარ დუმბაძის ოთხკაციანი წიგნი ჩავაგდე. ავტობუსში ავბობღდი თუ არა, მარადმწვანე წიგნი (ისე იასამნისფერი ყდა აქვს) მუხლებზე გავიშალე, ჩავრთე პლეიერი და დავიძარით.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/06/Enrico-Caruso-01-Vieni-Sul-Mar.mp3|titles=Enrico Caruso – 01 – Vieni Sul Mar]

არ ვიცი, რატომ, მაგრამ კარუზოს “მოგუდული”, შორეული და მაინც ტკბილი ხმა ძალიან მოუხდა გურულ სიუჟეტს. ეს ჩანაწერი, დაახლოებით იმ დროისაა, რომელზეც ზურიკელა ყვება. აქეთ ფრონტი, იქით შიმშილი, მაგრამ გურული იუმორი, რომელიც ავტობუსში მასლოკინებინებს, მუდამ ამსუბუქებს მძიმე რეალობას.

მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც უყვარს სიკეთე და რომელსაც სჯერა, რომ დიდი კარუზო ქართველად რომ დაბადებულიყო, უეჭველად გურული იქნებოდა.

ექსპერიმეტნს, ბუნებრივია, გავაგრძელებ და, თავის დროზე, შედეგსაც მოგახსენებთ. თქვენ კი გირჩევთ, კითხვისას მუსიკას მოუსმინოთ, ოღონდ შესაფერისს;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “მე, ბებია, კარუზო, ილიკო და ილარიონი

  1. მარი

    რატომღაც, მხოლოდ ახლაღა მოვაგენი ამ პოსტს.
    გურულები და კარუზო… აბა სხვას ვის შეუძლია იყოს ტრაბახა, ზოგჯერ უტაქტო და უხეში იუმორის მქონე, ოღონდ ისე, რომ არავის აღიზიანებდნენ და ამ თვისებების გამო უფრო მეტ სიმპათიებს იწვევდნენ :d :d ამით მართლა ჰგვანან კარუზო და გურულები. :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »