კურთხეული ხარ შენ, წამო, რამეთუ მოგონების ფოტონაპერწკლებით აღავსებ ადამიანის მეხსიერებას
(მერამდენე მუსიკა ვცადე, რომ განწყობისათვის დამემთხვია)

დიდი ხანია, აღარ მიყვარს მოპათეტიკურო პოსტები და, საერთოდ ამ ტონით წერა/კითხვა. მაგრამ იმ დღეს პატარა უფლისწულის გაწვიმებული შადრევნიდან რუხი მტრედი აფრინდა, პატივმოყვარეს მინიატურლ ქანდაკებას გადაუფრინა და კადრის მეხსიერებიდან გაუჩინარდა.
წამების წვიმა ისე გადარეცხს თაობებს დედამიწიდან, რომ ჩვენ, ყველაზე გონიერთ, არც არაფერს შეგვეკითხება.
წამი ზოგჯერ ნეტარება, ზოგჯერ კი წამებაა. უმეტესად კი წამი ისეთივე არაფრისმაქნისი მინაერთია ცხოვრებისა, როგორც აზოტი – ერთი ყლუპი ჰაერისა. როცა აცნობიერებ, რომ სადღაც ფილტვებში, შენ მიერ შესუნთქული ჰაერიდან სისხლმა ჟანგბადი ერითროციტებს მიამაგრა და ტვინის ხვეულები კიდევ ერთხელ გაპოხა, გახსენდება ამ ქიმიური პროცესის არაქიმიური დასასრული. წამიერი შთაბეჭდილება. ჰო, ვიცი, ვისთვის როგორ.
როცა აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტში ჩამიბარებია, ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ უნდა მეყვირა, მეკივლა და სიხარულისაგან მეხტუნა(ვა). ხომ არსებობდა თეორიული შანსი იმისა, რომ თსუ ჩემს მიღებამდე მიწისძვრას გაენადგურებინა?… ამიტომაც შევხვდი ამ ამბავს მშვიდად, მაგრამ ძალიან მენატრება ის “სიმშვიდე”. ნეტავ, კიდევ შემაგრძნებინა ისე ცხადად, როგორც მაშინ იყო.
მე
მარწყვივით
მიყვარსსსს
ძველი არასასიამოვნო მომეტების გახსენებაც, რადგან ყველაფერს დადებითად და ემოციის გარეშე ვიგონებ. მაგალითად, ველოსიპედით ქროლვისას ფეხი რომ გადავიტყავე (ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა) და ივლისის მზე უკვე შეწითლებული იყო. ეზოში ჩუმად შემოვიპარე, მრავალძარღვას ფოთოლი მოვწყვიტე (ახლა ერთსაც ვერ ნახავთ), გავრეცხე და ჭრილობაზე დავიდე. ჭრილობა ისე შემიხორცდა, რომ სახლში არც გაუგიათ. როცა სისხლდენა მიჩერდებოდა, ვგრძნობდი, როგორ მიხაროდა საკუთარი თავის დამოუკიდებლად შეკეთება. მერე და მერე მივხვდი, რომ როცა რამე გიჭირს, სჯობს ის “გაიხსენო”, თუ როგორ დადებითად გაიხსენებ ყოველივეს მომავალში.
მენანება. ჩემი დიდივერაფერისიგრძისადაგამოცდილების ცხოვრების მანძილზე, მენანება… თან ბევრი რამ. მენანება, თუ როგორ ვითრიე თმით 5 წლისამ 90 წლის დიდი ბებია. მენანება ცოცხლად დასაფლავებული ბეღურას ბარტყი. მენანება ასობით დახოცილი ჭიანჭველა. მენანება ცუდი შესიტყვებები. ყველაზე ძალიან კი უსამართლობა მენანება (სამართებლის არსებობა ბევრ რამეს შეცვლიდა). რომ შემეძლოს, ყველაფერ ამას აუცილებლად გამოვასწორებდი, თუნდაც საკუთარი “ნიჭ(ებ)ის” დათმობის ფასად.
კიდევ რა? ჰო, ახლა პომპეზური მაჟორი!
როცა, ერთფეროვნებისაგან დაღლილი, თავს მიაბრუნებ

როცა უბილეთოდ იმდენი წრე იმგზავრე, რომ უკვე ძღოლმა აგითვალწუნა

როცა ისეთ სიმაღლეზე გაწვები, სადაც შენ გარშემო არაფერია, აორთქლებულ სულთა სამყაროს გარდა

როცა მწყურვალი ჟირაფები ქარის მოტანილ ნოტიო ღრუბლებს გალოკავენ

როცა მაღალ ძაბვაზე შეერთებული ნეირონები გვერდზე გადადებენ თავიანთ ინსტრუმენტებს და ცოტა ხნით შვებულებაში გავლენ

როცა შენგან თავატკივებული ზღვა მშიერ ზვიგენს თოთო ბავშვივით წამოისვრის

როცა დასვენებული ოკეანე ქროლვით დაგიბრუნებს საკუთარ სუნთქვას

როცა სთოუნჰენჯის დაღლილი ლოდები ერთმანეთის გულზე ხვრენას ამოუშვებენ

როცა მწვერვალს ფიქრისაგან თავი გაუსკდება

როცა რწმენა რეალობაზე შთამბეჭდავია
დაიჭირე “როცა”!

ვეეჰებერთელა მადლობას ვუხდი მწვანე ვაშლს.








რაც ამ ბოლო დროს დაგიწერია იმათგან რადიკალურად განსხვავებული პოსტი იყო.
ვკითხულობდი და თავს ვაქნევდი ჩემთვის და გულში გეთანხმებოდი ბევრ რამეში. “ყველაზე ძალიან კი უსამართლობა მენანება” – ჩემს გულში იჯექი.
პ.ს სურათში რა საყვარელი ხარ ♥
მადლობა. მე კი მგონია, ცოტა ეგოისტურად მოვიქეცი, საკუთარი თავი რომ ჩავსვი
რა ფერადი ხარ, ზურ!
მაინც მაჯობე ნაზარეველო! თუნდაც ამისთვის ღირდა ჩემთვის იმ პოსტის დაწერა, რომ შენთვის ამისი დაწერა მეიძულებინა.
ნურც ეგრე იტყვი. შენ დიდი “შენ” ხარ, მე კი უბრალოდ “მე”, რომელიც ჯერ ნერვებზე არ აუშლიათ
ჰეი, ზურა..მაჟორი განსაკუთრებული იყო. შენს ყველა ტვინის დღვნას წონის შენი სენტიმენტალურობა და ჩემს შეგრძნებებთან მსგავსებები <3 <3
გმადლობ, გვანც. ვფიქრობდი, წინა ნაწილი ხომ არ მომეცილებინა-მეთქი, მაგრამ ნამეტანი პაპსა გამოვიდოდა უიმისოდ
ვწუხვარ რეალში რომ არ გიცნობ თუმცა მიხარია რომ არსებობ. კარგია შენნაირებიც რომ დააბიჯებენ დედამიწაზე
ბლოგზე ძალიან კეთილი ვარ, რეალობაში მაინცდამიანც ვერა

დიიიდი დიდი მადლობა
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ამ პოსტს კი არ ვკითხულობდი, არამედ მასში დავაბიჯებდი და ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი. წერას აღარ გავგრძელებ,თორემ რამე პათეტიკური გამომივა და მერე შემრცხვება
P.S. ხო მართლა, მუსიკა უუუგენიალურესია
ან ამ მუსიკამ იმოქმედა, ან რაღაც მართლა ისე დაწერე, რომ კინაღამ გავიყინე.
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
ეს მუსიკა თავიდანვე მეცნოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ბეჭდების მბრძანებლის საუნდტრეკიაააააააააააააააააააააააა
ენია მღერიიიიიიიიისსსსსს და ამის ფონზე პოსტი მაგრად იკითხებოდააააააააააააააააააააააა
პ.ს. ზურიუს ლინკი დადე რაააააა…
http://soundcloud.com/zurabalanchivadze/enya-may-it-be
აი და ჩამოტვირთე
როგორც ყოველთვის იცი ჩემი დადებითი პაასუხი ….დავეთანხმები სიყვარულოვნას, ეს რაღაც განსხვავებული პოსტია…წერის და გადმოცემის სხვაგვარი სტილი,სხვაგვარად აღვიქვი რატომღაც,კარგად ოღონდ….ეს მუსიკაც ზუსტია ამ პოსტისთვის…ერთი სიტყვით,ძალიან მომწონს…
აი მეც დავიჭირე “Carpe Diem” ამ პოსტის წაკითხვისას,რა თქმა უნდა სასიამოვნო წამი
რაღაც ჩამთბა
რა კარგი პოსტი იყო, თბილი :უსერ:
ერთი ამოსუნქვით ჩავიკითხე ^^
Merci beacoup
ღამე, უფრო სწორად ჯერ არ გათენებული დილა, მუსიკა და მრგვალ ბაღთან გატარებული გასახსენებელი ბევრი წამი…
საყვარელი ფერადი პოსტია
ისე არ გიცდია ეს ყველაფერი ვერლიბრის სახით დაწერო? კარგი რამე უნდა გამოვიდეს ასე მგონია
მე კიდევ მენანება პატარა ყვითელი ახალგამოჩეკილი წიწილა, ფეხმოტეხილი, ვუვლიდი, ვაჭმევდი და ერთხელ შემთხვევით დედაჩემის ქუსლის ქვეშ მოხვდა და გაიჭყლიტა
საწყალი წიიიიიიწი
ვერლიბრი რა არის?
კომენტარები რატო არ მოგდის, არ ვიცი. საბსქრაიბი გაუკეთე სადმე
http://bit.ly/g7hS37 ვერლიბრი
მეც ვწერ ხოლმე ხანდახან
ხოდა ვზივარ აქ და ვარეფრეშებ
http://zurriuss.ge/seasons/ ეს ხომ არის ვერლიბრი?
ისა და ჩემს მერე კომენტარები რომ იდება შეტყობინება რატო არ მომდის?