ლურსმნით მიჭედებული ღვედი ანუ ქართული კანონმორჩილება

უბადრუკნი ღვედს იგონებენ, რჩეულნთ კი ბუნება უბოძებთ

ავტობუსიდან ღვედშეკრულ მძღოლებს რომ ვხედავ, კიდევ ერთხელ მეცინება ქართულ კანონმორჩილებაზე. ისეთი გამომეტყველებით იცქირებიან საქარე მინის მიღმა, რომ ვეღარ გაარჩევ, “მძღოლს მუდამ უნდა ეკეთოს ღვედს” ფიქრობენ თუ “ეს რა ჭირი შემოიღო ამ მთავრობამ”-ს.

ზემოთქმული წინადადების გრამატიკულ ხარვეზებს რომ თავი გავანებოთ, აღმოვაჩენთ, რომ კანონის დაცვის იმიტირება ძალიან ადვილია. როგორც კი ღვედების შეკვრა სავალდებულო გახადეს და წესის დამრღვევებს 40-ლარიანი ჯარიმა მიუქსიეს, ეგრევე დავფიქრდი, როგორ გადააქართულებდნენ ამ კანონს მძღოლები. ერთი ვერსია უკვე მქონდა: ღიპიანი ხალხი ღვედს მხოლოდ გადაიტარებდა და მეორე ხელის იღლიაზე ამოიცვამდა. ასე “უსაფრთხოდ მგზავრობის” იმიტირება ძალიან ადვილია. თან არც ღიპს უჩნდება რაიმე პრობლემა. თუ, რა თქმა უნდა, თავად მძღოლს არ შეექნა საქმე ცუდად.

ისე, ცნობისთვის, როცა მანქანა რაიმეს ეჯახება, წინა რიგში მსხდომნი საქარე მინას თავით იმავე სიჩქარეს გაიტანენ, რა სიჩქარითაც მათი ტრანსპორტი მოძრაობდა :)

მწარე სიმართლე იქით იყოს და “მარშუტკის” მძღოლებმა მაგრად გამაოცეს. თვითონაც ხომ იციან, რომ ლურსმნით მიჭედებული ღვედი უკეთიათ და ისეთი სახით მოსთხოვენ გვერდზე მჯდომს, შენც შეიკარიო, რომ თავი მართვის მოწმობის გამოცდაზე გეგონება. შეიკრავ, მოქაჩავ იმ იმედით, რომ რემენი შენს ზომაზე დადგება, მაგრამ კედელზე მილურსმული ყრუ ხმა ეგრევე დაგცემს მიწაზე და გეტყვის:

“შენ პროფესიონალი მძღოლის ხელში ხარ და, მას რომ ჰკითხო, ღვედი სულ არ გჭირდება. საკმარისია, ტრანსპორტი ხალხით გაიტენოს, რომ კომფორტულად, შეუცდომლად და წესების დაცვით მიგიყვანს დანიშნულების ადგილამდე. ღვედები და რეზინები მათ მოიკითხონ, ვისაც გადარჩენის შანსის 70%-ით გაზრდა სურთ. გოიმები ეგენი!”

ყველაზე მარაზმატული კი ის არის, რომ, ღვედებზე ფიქრში გართულმა, არც ავტობუსის ბილეთი ავიღე და არც მიწისქვეშათი ვისარგებლე.

P.S. პოსტი ეძღვნება მას, ვისაც თაფლის ფიჭასავით ნატიფი და ზუსტი, ამასთანავე თოთო ბავშვივით ლამაზი და საყვარელი ცხვირი აქვს. დიდ მადლობას ვუხდი, რომ მეგობრებისათვის არსებობა შეუძლია :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

12 thoughts on “ლურსმნით მიჭედებული ღვედი ანუ ქართული კანონმორჩილება

  1. busx

    გმადლობ, მარა რამე უკეთესი პოსტი მოგეძღვნა :))))) :უმადურისმაილი: :roll:

    1. zurriuss Post author

      ეს დღეს რომ მოხდა, მაგიტომ, თორემ ამ საახალწლოდ რაღაცას მოგიძღვნი. უკვე ვიცი, რასაც :*

  2. კატიე

    შენ ის ანეკდოტი იცი? ქუთაისლებმა მომიყვნენ:
    მსუქანი ქალი იჯდაო საჭესთან და გააჩერეს, ღვედი რატო არ გიკეთია და აჯარიმებს პატრულიო და გადაირია ეს ქალი: რაის ღვედი შენი ჭირიმე, ვერ მიყურებ რამხელა ვარ, ლიფი არ ჩამიცვია მთელი ცხოვრება, ჩემს ზომას ვერ ვშულობო :D

  3. marvellous

    პოსტი არ წამიკითხავს,მაგრამ აი ფოტოზე ბევრი ვიხალისე,ეს ამად ღირდა იიფიიფფ :დ

  4. სიყვარულოვნა

    როგორ მიხარია ეს ღვედები ^^ იქნება და ამ ჯარიმის გამო მაინც მოუფრთხილდნენ საკუთარ სიცოცხლეს…
    მაგრამ, ქართველო მძღოლების ამბავი, რომ ვიცი გადაიგდებენ იღლიის ქვეშ და დაიკიდიბენე და ეგეთები ყველაფრის ღირსები არიან ^^ არ შემეცოდებიან

  5. ვინც გინდა ვიყო არ აქვს აზრი

    იმდენ დაზიანებას და მოტეხელობას იწვევს ღვედი, ავარიის დროს, მაგას სიცოცხლის გამომშვიდობება მირჩევნია :D
    ნეკნ-ლავიწის მოტეხილობა, ხერხემლის დაზიანება(შეიძლება). იწვევს ღვედისქვეშმდებარე ორგანოედის დაზიანებას, (შესაძლოა სკდომაც), სისხლჩაქცევებს( კანქვეშა, ორგანოსშიგა, ღრუსშიგა)…
    ვოტ, ტაკ :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.