“სისხლის გამოშვება” მეგობრულ ურთიერთობებში

დღეს მე და ირინკამ 6-წლიანი მეგობრობის შედეგად დაგროვილი რაღაც-რუღაცები ერთმანეთს ვუთხარით. ასე ვთქვათ, ემოციურად დავიცალეთ. საერთოდ, მეგობრობაში სკანდალის მომწყობი ყოველთვის მე ვარ, რადგანაც მიმაჩნია, რომ პატარ-პატარა გაუგებრობებზე თვალების უსასრულოდ დახუჭვას ყოველთვის სჯობს “სისხლის გამოშვება”. ზუსტად ანალოგიური ხდება ადამიანის ორგანიზმშიც, როცა სისხლს იწმენდს. წარმოიქმნება ახალი, უფრო ჯანსაღი, რაც ორგანიზმსაც ასუფთავებს. აქედან დასკვნა, მეგობრობას “სისხლის გამოშვება” ახანგრძლივებს.

ეშმაკის ბორბალზე ვისხედით. ნება მომცა, ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვილი და მოწოლილი ხმა 50 მეტრის სიმაღლეზე,  დახურულ კაბინაში ერთიანად ამომეფრქვია. ცოტა მომეშვა.

ახლა ისევ ვფიქრობ, რომ შეიძლება, ტენორი გავხდე ან, სულაც, ჩემი ცხოვრება მუსიკას დავუკავშირო. ამაზე აქ ხშირად არ ვწერ, თორემ დილემა სულ მახსენებს თავს: ხატვა, მუსიკა, ჟურნალისტიკა, სტვენა (შოუმენობა ან რამე ეგეთი), მენეჯერობა (პიარი, მედია…). გუშინ, საერთოდ, ბიცოლაჩემმა დამაფიქრა, შენი პროფესიის პიკი რა არისო. მედია მენეჯერი-მეთქი, ვუპასუხე. მაგრამ არის, რო? თვითონაც არ ვიცი, რა ვიქნები მომავალში და საითკენ მივყავარ კიბეს, რომელზეც ახლა ავრბივარ. თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჯერ 23-ის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს, მთავარია, სტაბილური შემოსავალი მქონდეს და დანარჩენს მერეც დავინახავ.

ერთი კი ვიცი: სწავლას უცხოეთში გავაგრძელებ და არა ჟურნალისტიკაზე. ამ სფეროში მეტი არ მჭირდება, დანარჩენი პრაქტიკაა.

ეს კი ბონუსად. ამოიცანით, რომელი რა ადგილია. თუ არ გეზარებათ, რა თქმა უნდა ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on ““სისხლის გამოშვება” მეგობრულ ურთიერთობებში

  1. მარი

    აჰა, ეგრეც ვიცოდი, რომ ბოლოს მაინც ლა სკალას აკადემიაში მოისურვებდი გამგზავრებას. თუ ეს არ გითქვამს? კაი :d

    1. zurriuss Post author

      მანდ რო ამოვყო თავი, ხო ვაბშე აღარ შემოგხედავთ :green:

        1. zurriuss Post author

          შენს სახელში, Sophie-სა და Golden-ს შორის, რომ გიწერია, სულ “new” მგონია :D :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »