ბლოგერების პროფკავშირი?

ქართველებს გვიყვარს ერთად დგომა და ასე თავის გატანა. ამანაც გადაგვარჩინა თავის დროზე. ერთად დგომა კარგია.

თუმცა

ერთად დგომა და ერთ აზრზე ყოფნა ყოველთვის არ არის კარგის მომტანი. საქმე ბლოგერებს (გვ)ეხება. ისმის კითხვა:

რატომ უნდა გავერთიანდეთ? გვინდა ბლოგერების პროფკავშირი?

21-ე საუკუნემ სიტყვის უალტერნატივო და არნახული თავისუფლება მოიტანა და მას სოციალური მედია ჰქვია. აქ ყველა თანასწორია, რადგან ყველას თანაბარი უფლება და თამაშის წესები აქვს. შესაბამისად, ყველას აზრი ინდივიდუალური და მნიშვნელოვანია.

რატომ უნდა აწყობდეს ვინმეს ამ თავისუფალი სისტემისაგან “პროფკავშირის” ჩამოყალიბება და “კლუბებად” და “გრუფებად” დაყოფა?

პირადად მე სამ მიზეზი დავითვალე:

  1. ძმობა, მეგობრობა და გაგება უნდა ყველგან
  2. უნდა, ხალხი გააკონტროლოს
  3. დებილია

გასაგებია, რომ ბლოგერებიც ადამიანები ვართ და სწორედ ჩვენს ადამიანურობაზე ვწერთ სხვადასხვანაირად. ბლოგერები შეიძლება ვმეგობრობდეთ ერთმანეთთან ან არც ვიცნობდეთ ერთმანეთს. შეიძლება ვიყოთ გახსნილები ან ჩაკეტილები. მაგრამ

მაგრამ

მაგრამ

მაგრამ

არანაირად არ ვართ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რომელიც რაიმე ნიშნით გამორჩეულია ვინმესგან.

საზოგადოების რაღაც ნაწილს კი ბლოგერები “სექტა” ჰგონია, რომელიც ლიბერალურ, არალიბერალურ, ამაზრზენ თუ არაამაზრზენ ღირებულებებს ამკვიდრებს. ამ შემთხვევაში ღირებულებებს არ ვეხებ. მე ბლოგერების “რაღაც ჯგუფად”, “სექტად”, “პროფკავშირად” მოაზრება მიშლის ნერვებს, რადგან ეს ერთ პატარა ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება:

ბლოგერი არის სუბიექტურად ობიექტური ანუ თავისუფალი აზრის მქონე ინდივიდი

და როგორც კი ასეთი სუბიექტურად ობიექტური ინდივიდები ერთ ჯგუფში გროვდებიან, ირქვამენ/ერქმევათ/ეძახიან საერთო სახელს, ეს უკვე ურტყამს თითოეული მათგანის

ინდივიდუალურ თავისუფლებას.

ასე რომ, ხალხებო, გვინდა ბლოგერების პროფკავშირი?


Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

24 thoughts on “ბლოგერების პროფკავშირი?

    1. zurriuss Post author

      შენ ეგა თქვი…
      მარა გამოტყდი, გულის სიღრმეში შენც მეთანხმები :)

    2. nastasia

      ღმერთო ჩემო ,ჩორვენ, ზუსტად მაგის დაწერას ვაპირებდი :)
      კი არადა, აბსულუტურ სიმართლეს ღაღადებ ჩემო ტკბილო ზურიუს :)

  1. სიყვარულოვნა

    რა მრვალისმთქმელი პოსტია ზურიუსს.. = )))
    საზოგადოებისთვის ჯერ ახალი ხილია “ბლოგი” “ბლოგოსფერო” და ვერ ხვდება რა არის ან რას წარმოადგენს, ამიტომ არის რომ რაღაც “სექტად” აღგვიქვამენ. არ ესმით რომ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ როგორც ისინი! უბრალოდ, ჩვენ ჩვენს აზრს (როგორიც არ უნდა იყოს ის) ვაფიქსირებთ საჯაროდ და ყველას გასაგონად (თუ წასაკითხად).
    თუმცა, საზოგადოების გარდა, თვითონ ბლოგერები ქმნიან ე.წ “პროფკავშირებს” და ნებითა თვისითა ერთიანდებიან თავისივე შექმნილ “ჯგუფებში” და ნებითა თვისითა იყოფიან საზოგადოებისგან.

    1. zurriuss Post author

      ყველაზე მეტად სწორედ “ჩვენ”-ის სახელით საუბარი მიშლის ნერვებს

  2. Taa

    დამღალეეეეეეეეეეეს :)

    რამდენი უნდა ვილაპარაკოთ ამ ბლოგერებზე :დ

    1. zurriuss Post author

      მეც ეგრე ვარ.
      ერთი გემრიელი ტაილანდური მასაჟი ნირვანაში გამისტუმრებდა :green: :green:

  3. მარი

    ვინ მოიგონა ეგ? რაც უნდათ ის დააარსონ, თუ მეტი საქმე არ აქვთ. მერე ალბათ ქვესექტებადაც დაიყოფიან და… ვნახავ ერთი როგორ დაჭამენ ერთმენეთს :green:

  4. ილო

    ბოლომდე მაინც ვერ გამიგია რატომ ჟღერს ასე ხმამაღლა სიტყვა ,,ბლოგერი”?

    არანაირად არ ვართ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რომელიც რაიმე ნიშნით გამორჩეულია ვინმესგან.

    +100000000000

  5. ანინა

    ეგ პროფკავშირი უკვე გაქვთ და შენც ხარ მანდ, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდები :დ

  6. დათო

    აი, აქ როგორც ჩანს ხმა უნდა ამოვიღო. ჩემს თავს მივცემ უფლებას დავფუჭერო პროფკავშირების იდეას მხარი, მითუმეტეს იმიტომ რომ მე ვერავინ დამაბრალებს ე.წ. სექტანტობას, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მე ბლოგერებთონ მხოლოდ და მხოლოდ მათი ბლოგების და კომენტარების მეშვეობით ვურთიერთობ და ვირტუალადაც კი არ ვჩეთაობ, რეალში ურთიერთობაზე აღარაფერს ვამბობ.
    მაგრამ, მემგონი არასწორად გვესმის პროფკავშირების ძირითადადი დანიშნულება, დაიცვას გარკვეული ჯგუფის ინტერესები მაშინ როდესაც ის განიცდის ზეწოლას უფრო ძლიერი ინსტიტუციებისგან. მოდი ასე დავაყენოთ საკითხი, 21-ე საუკუნემ მისცა საშუალება მედია ალტერნატივის გარემოს შესაქმნლად, ანუ ჩვენ გავხდით უფრო თავისუფალი და ხალხსაც მეტის გაგება შეუძლიათ ამ ალტერნატიული მიედიისგან… ყველაფერი კარგადაა ამ მომენტისთვის. მაგრამ მოდი ცოტა მომავლისკენ გავიხედოთ, ვთქვათ მეინსტრიმულ მედიას არ მოწსონწ რომ აღარ უყურებენ მათ მიერ შექმნილ პროდუქტს, არ კითხულობენ მათ მიერ დაბეჭდილ გაზეთებს და ა.შ. მკითხველს კარგავენ, შესაბამისად ფულს. ოოო ფული, ოჰ ეს ფული. რა გამოსავალი რჩებათ? მიიტანონ იერიში ალტერნატიულ, სოციალურ მედიაზე. მე არ ვიცი კონკრეტულად რა ზეწოლის ან ინსტრუმენტის გამოგონება შეიძლება თავისუფალი ინტერნეტის დასამორჩილებლად მაგრამ დარწმუნებული ვარ ბოროტი გენია რომელიც მეინსტრიმ მედიის ინტერესებს შეიძლება ატარებდეს გამოვიდეს ახალი აღმოჩენით. ხოდა…. რა უნდა ქნან ბლოგერებმა ამ დროს? ვინ დაიცავს მათ ინტერესებს?

    1. zurriuss Post author

      ნამდვილად ბრძნული მსჯელობაა, მაგრამ წინასწარ ასე ღელვა პირადად მე დროის ფუჭად კარგვად მიმაჩნია.
      ჰოდა ისა კიდე: ნებისმიერი სახის კავშირი და გაერთიანება თავის თავში თავისუფლების ერთ პატარა ნაწილს მაინც კლავს.

  7. დათო

    წინასწარ თუ არ მოემზადე, უფრო ადვილად იქნები გასატეხი. საქმე ისაა რომ საქართველოში ბლოგინგს ძალიან ზერელედ (როგორც მეტწილად ყველაფერს) უყურებენ, არადა დასავლეთში ჟურნალისტიკაზე ცალკე საგნად ისწავლება უმეტეს შემთხვევაში. “წეხნიკა ვ რუკახ ძიკარია.”
    არაფერსაც არ კლავს, თუმცა არგუმენტს თუ მოიყვან შეიძლება დაგიჯერო.

    1. zurriuss Post author

      არგუმენტი #1 მე ვარ თავისუფალი ბლოგერი და ყველას და ყველაფერს დედას ვაგინებ. როცა ვწევრიანდები “ბლოგერების პროფკავშირში”, მე იძულებული ვხდები, მას და იქაურებს არ ვაგინო, დავიცვა ეს კავშირი და სხვა, რაც პიროვნულად მე ძალიან ფეხებზე მკიდია.
      არგუმენტი #2 საქმეს სერიოზულად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი “გაერთიანება” იქმნება რაღაც საერთო მიზნებზე, ფასებსა და ღირებულებებზე, რაც თავის თავში სხვადასხვა კანონებსა და რეგულაციებს შეიმუშავებს. მარტივად რომ ვთქვათ, მის წევრებს რაღაცები მოეთხოვებათ, რაღაცები არა და რაღაცები საერთოდ ეკრძალებათ. მე თუ ამ “გაერთიანების” წევრი ვარ და მინდა მარად ისეთად დავრჩე, როგორიც მანამდე ვარ, მაშინ ხომ დავარღვიე მისი “თამაშის წესები”. კარგი, ვთქვათ თავისუფლებაში არავინ მზღუდავს და ვწერო/ვილაპარაკო, რაც გამიხარდება. თუ ისევ ისეთი თავისუფალი იქნება ყველა და “გაერთიანება” არანაირ შეზღუდვას (თუნდაც სწორი მიზნისაკენ მიმავალს) არ მოიტანს, აბა რა აზრი აქვს იმ გაერთიანების შექმნას? მარტო ლოგო და წესდება?
      არგუმენტი #3 ძალიან გული მეტკინება, თუ არ დამეთანხმები :)

  8. დათო

    ჰმმ, ამ ყოველივეს შემდეგ როგორც ჩანს ერთადერთი არჩევანი და პასუხი მრჩება…
    რაც შეიძლება დიდხანს ემიგრაციაში დავრჩე :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.