ბლოგერების “გადმოპაიჯება” პურმარილში

როცა მოვლენებს გარედან ვაკვირდები, ისეთ რამეებს ვამჩნევ, რაც შიგნიდან არ ჩანს, ან დიდად არ გსურს, დაინახო

საქართველოში ბლოგერები უკვე სოციალური მედიის “ადმინებთან” ასოცირდება, მათი აზრი კი მტკიცე არგუმენტთან. მართალიცაა, ერთი კარგი ბლოგერი ნებისმიერ ერთ სტანდარტების დამცველ ბეჭდურ მედიას “ჩახევს” თავისი აქტიურობით. ეს იმიტომ, რომ ბლოგერს მეტის “კადრება” შეუძლია, მას არა აქვს არც ეთიკის კოდექსი და არც პროფესიული სტანდარტი. მართალია, ამით ვერც ბევრი გაზეთი დაიკვეხნის, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ არც მოქნილი სოციალური ქსელები აქვთ, რომ შეტევაზე რეაგირება დროულად მოახდინონ. ასე რომ, ინტერნეტს ბლოგერები მართავენ.

მათი კეთილგანწყობა ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტები. ერთი კარგი სუფრა თავისი მუსიკითა და პატარ-პატარა სანახაობებით და მთელს ბლოგოსფეროს უყვარხარ. ყოველ შემთხვევაში, გადაპატიჟებულებს მაინც. თუ არ უყვარხარ, ცუდს მაინც არ წერენ. თუ ცუდს წერენ, კარგსაც ამდენივეს უმატებენ. დაფასების ადამიანური თვისება ჯერ არ დაკარგულა.

შორიდან დგომამ ერთი კითხვა გამიჩინა: რატომ ხდება ასე? ასე ერთფეროვნად, ერთმანეთის ხატად და მსგავსად. 0 კრეატივი და რაც შეიძლება მეტი ხალხი, მეტი გემრიელი საჭმელი და გართობა და მეტი პოსტი. პურმარილში გადმოიპატიჟებ ჩვენი კანტორის ხალხს, გააძღებ, გაუშვებ ნასიამოვნებს და მიდი, უბერე…

ხომ შეიძლება, მოხდეს გამონაკლისი და, ჭამა-ხეთქვის გარდა, ტვინის გასანძრევი რამ მოუფიქრონ ბლოგერებს? ძალიან კარგი იდეაა მოგზაურობა და ექსკურსიები, მაგრამ აჯობებდა, ესეც ლოგიკურ კავშირში რომ იყოს იმ საქმესთან, რის გამოც შეკრიბეს ამდენი ხალხი.

მომწონს, როცა ეწყობა გათამაშებები ბლოგერებისთვის. მერე რა, რომ ზოგჯერ ბანძი პრიზებია. გათამაშებას მეტი უკუკავშირი მოაქვს და ემოციაც იზრდება, რაც შემდეგ პოსტის ხარისხზე, ზომასა და შინაარსზე აისახება. რაც მთავარია, არც აქ უნდა დაგვავიწყდეს ლოგიკა, რომ ბუნების დაცვისადმი მიძღვნილ ბლოგ-ტურში სილამაზის კონკურსი არ უნდა მოაწყო. არც პუდრი-პომადის ჩუქებაა რეკომენდებული. თუ მაინც და მაინც, გამაჯანსაღებელი ცენტრის მომსახურების პაკეტი კიდე შეიძლება.

თუ საქმე პრიზებზე მიდგება, აჯობებს, ისეთი საჩუქრები (აუცილებლად ბრენდირებული) მოიფიქრონ, რომლებიც ყოველდღიური გამოყენებისათვის იქნება. პერსონიფიცირებული მაისურები მისწრებაა: ერთი მხრივ, შენს ბრენდს აპიარებ, მეორე მხრივ, პირადად ბლოგერს და მის ბლოგს. ისევ ლოგიკა: ზამთარში მაისურების ჩუქება არც თუ ისე საზრიანია. ჭიქა, ბლოკნოტი ან რაიმე აქსესუარი უნდა მოიძებნოს.

ყველაზე კარგია ბლოგერების გუნდებად დაჯგუფება და საერთო მიზნის დასახვა. ეს ნაწილობრივ გააკეთა “ბოულინგ ცენტრალმა”. პრინციპში, თავისი თავიდან გამომდინარე, საკმაოდ სწორადაც. ვიმედოვნებ, სხვა კომპანიებიც მიბაძავენ მას, და იმასაც ვიმედოვნებ, რომ ბოულინგს აღარ ათამაშებენ. თავგადასვლების მოფიქრების მეტი რა შეიძლება. მხოლოდ ტვინის განძრევაა საჭირო და დასახარჯად გამზადებული ფულის სწორად გამოყენება :)

ბოლოს და ბოლოს, ვისაც კრეატივი უჭირს, მომმართოს და ბლოგერების “გადმოპაიჯების” ორგანიზებაში დავეხმარები.

ჩემს სათქმელს ამით დავასრულებ და იმედი მაქვს, ბოლო მოეღება მხოლოდ ჭამა-სმასა და ტრაკის ქნევაზე აგებულ ბლოგ-თავპატიჟს. პირადად მე ასე ვიტყოდი: უაზრო ოპერას აზრიანი დისკოთეკა მირჩევნია :)

აბა ჰე ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “ბლოგერების “გადმოპაიჯება” პურმარილში

  1. Katiée

    გაგიკვირდება და გეთანხმები ჩემო ზურიუსს :)
    მე გადავწყვიტე, რომ არცერთ ივენთზე აღარ წავალ, სადაც საქმე არ იქნება, კაცი ვეღარ გამიკრიტიკებია, ამ ჭამა-სმის გადამკიდე რა :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »