წინანდალს წარსვლაი მოვიწადინეთ მე და გაბომ. იცოდვილა ახალგაზრდა ვირთხამ ბლოგოსფეროსამ და შედეგად, 160 მსურველისაგან, 20-მდე ძლივსღა მოვგროვდით. ასე ხდება ყოველთვის: თავიდან ყველას უნდა და არიქა, ტევა არაა… მერე, უცებ: “უი ხოო? აუ, მე ვერააა
“
ჰოდა, იმათ გულის გასახეთქად, ჩვენ მაინც წავედით: დალი-ლავებული ნახატებიც ვნახეთ და ალექსანდრიოს ჭავჭავაძის სასახლეც. ორივე მომეწონა. დიდად არ გადავრეულვარ დალიზე და შედევრებს არც მოველოდი. უფრო სწორედ, არ ვართ მეტის ღირსები. როგორც კულუარებიდან გავიგე, ზოგიერთი მათგანი ასლია – ამ ფაქტმა დამამშვიდა. გამიხარდა კიდეც, რომ ევროპელებმა საკმარისად იციან ჩვენ შესახებ. მაგალითად, ის, რომ ევროპაში დალის, პიკასოს, სტრადივარიუსის და სხვათა მოსაპარად ჩავდივართ… შესაბამისად, ისე უტვინოებიც არ იქნებოდნენ, რომ ორიგინალები პირდაპირ “მძარცველთა ქვეყანაში” გადმოეგზავნათ.
სასახლე ძალიან მომეწონა. სულ სამი გვაქვს ეგეთი (ერეკლესაც თუ მივათვლით) და აღარ დავაფასოთ? ძველისძველი საგვარეულო მარნიდან ისეთი სურნელი გამოდიოდა!… აი, მართლა ჯიგრულად შევსვამდი ერთ სადღეგრძელოს წინანდლის ღვინოთი, მაგრამ არა
უახლოეს მომავალში მათს სურათებსაც დავდებ. ახლა კი ვიდეოპოსტით ისიამოვნეთ
მაშ ასე, ლაპარაკობენ Zurriuss & Vasasi, იღებს Kate9alukard.
Targmne.com









ხო და ლინკი არ მუშაობს მაგ ვიდეოსი. ისა და 170 კაცი რომ წამოსულიყო გულით გინდოდა??? მერე დაიწყებდი რია რია იყო ვისი ვისში იყო ვერ გაიგებდიო მგონი საკმარისი რაოდენობის ხალხი იყო . და რაც მთავარია ყველა ძალიან კარგი ვისიამოვნე გუშინდელი დღით ნუ უკანა გზას თუ არ ჩავთვლით
გავასწორე :ვჰეუ:
გუუდ
)
მე მინდოდა, დალის არა, ბლოგერების ხათრით, მაგრამ ვერ გავიღვიძე :D
ჰოდა დრტვოდე დაზაფრული და გულდაწვეტილი!
როგორ მინდოდა წამოსვლა :X
ხოდა შენი და ვასასის ვიდეზე ვიხალისე ^_^
სიყვარულის ხეივანში გავლისას ვასასის ახმედი გამორჩა :D :D
კიდე ბევრი გამორჩა მაგას და მე შევახსენე
)
თვითკმაყოფილებამ მომიცვა..
lol, videos yurebisas xmamagla vicinodi, kidev kargi marto var :D
xeivanshi saxelebidan zuriuss vasasi daaviwyda da vasasis zuriusi
anuma: :D
:ვერგადამირჩები:
პ.ს ეს რა სმაილი გაჩნდა, მე მინდოდა :ხანუმა: მეთქვა
და ეხლა რატომ წერს ქართულად და მანამდე რატომ არ წერდა?
მოკლედ, ჯობია წავიდე აქედან მე : D
მადლობა თქვენ ამ განწყობისათვის: ) გული დამწყდა რომ უფრო ადრე ვერ გავიგე წასვლის შესახებ, აუცილებლად შემოგიერთდებოდით.
დაე ჩემმა მაშინდელმა სატელეფონო ზარმა წიხლებით იფათუროს შენს გულ-ღვიძლში
ვგონებ,გეშლებით, ზურიუს !
უსინდისოები ხართ
ვოტ ტაკ
როდის იყავით?
არც კი შემომთავაზეთ
ბოროტები
როგორ მინდა გამოფენის ნახვა
გაბო აწარმოებდა პიარკამპანიას
))
სიმართლე გითხრა, არ მეგონა, მარშუტკაში ჭამა და მსგავსი ანცობები თუ მოგწონდა… ჰჰოდა აწი მე თვითონ ჩაგაყენებ საქმის ყურში!
სიმართლე გითხრა, არ მეგონა, მარშუტკაში ჭამა და მსგავსი ანცობები თუ მოგწონდა…
მთვარეზე კი არ დავბადებულვარ
დალის დათვალიერება მინდოდა
შეიძლება ვიკი ვერც დამეტოვებინა მაგრამ მაინც
გამიხარდებოდა რომ გეთქვათ
იქნებ როგორმე სადმე დამეტოვებინა
მართალი ხარ!
აწი, მე თვითონ შეგატყობინებ
ვინც იყო ხო გულით იყო რაც მტავარია =))
ვიდეო მომეწონაააა..
საყვარლად დებილობთ რაღაცა :D
მდას..
რაღაც ისეთი უნდა მოგვეფიქრებინა, რომ ყველას სცოდნოდა..
რა ერთი კაცი დავკარგეთ!..
რა კვაჭები ხართ!!!
აუ დამერხა მართლა :DD
რა ხელ აკანკალებული ოპერატორი ვარ
ისა და კარგი იყო ფრიად კმაყოფილებით ვარ აღსავსე
ისა ზურიუს დედაჩემი ბოლოს შენი ხმით აღფრთოვანდა დაგერხათ დაგერხათს რომ მღერი
მომიკითხე აღფრთოვანებული ფანები
მშვენიერია. : ) მეც ვიყავი ცოტათი ადრე… ალბათ აგცდით… ალბათ კი არა აგცდით : )
მეც მინდოდა მაგრამ მერე გადამიბირეს ლეონსიომ და ფსიქემ… მერე წავიდეთ კიდე…
მაგათ უსმინე შენ და დარჩები ეგრე, როგორც ხარ