ბლოკნოტი სახელად "ბლოკნოტი"

შენიშვნა: მიმდინარე ჩანაწერი არ წარმოადგენს არანაირ ლიტერატურულ ღირებულებას და მიეკუთვნება “უწი პუწი” პოსტების რიგს.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი, თანამგზავრისმაგვარი. ზოგჯერ მას ხშირად ხედავს და სულ თვალში ეჩხირება, ზოგჯერ კი თვალთახედვიდან ეკარგება და დიდი ხნით ეძებს. სწორედ მაშინ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იგი. ახლა, როდესაც გააახსენდება, გულს დასწყვეტს, რომ ენატრება და რომ სანამ ჰქონდა, არ მოუარა.

დღეს არ იქნება Discovery. დღეს ცოტას საკუთარი თავიდანაც მოვყვები. მოვყვები და თან გიჩვენებთ.

დღეს დილით უჯრა გამოვაღე და ჩემი ისტორიის ნაწილს მივაგენი, რომელიც 2001 წლიდან არსებობს. ეს ჩემი ბლოკნოტია, სახელად “ბლოკნოტი”. შიგ თითქმის ყველაფერია, რაც 2 წლის მანძილზე თავში მომდიოდა. სულ ვკარგავდი და ვპულობდი. ახლა კი მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე. რომ გადავფურცლე, უცებ “აზრთა კონა” გამახსენდა, რადგან ჩემს “ბლოკნოტს” კლასელ გოგონებს ვთხოვნიდი და ისინიც დიდი მონდომებით მიწერდნენ ქების სიტვებს. ვინაიდან, წერა მეზარებოდა და მის საყოფ ენერგიას ხატვაზე ვხარჯავდი, “ბლოკნოტში” ჩემი ნახატი უფრო მეტია, ვიდრე ნაწერი.

მე–7 კლასი სწორედ ის პერიოდია, როდესაც საკუთარი ფანტაზიის, ანუ აბსტრაქტული არაყოველდღიური რაღაცების ხატვა დავიწყე. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ “ტიტანიკის” ყველაზე დიდი ფანი ვიყავი და ახლადდანგრეულ ცათამბრჯენებს მივტიროდი. ამიტომ “ბლოკნოტში” ამ შთაბეჭდილებებისთვისაც მომიყრია თავი.

თუკი დააკვირდბით, შეამჩნევთ, როგორ იხვეწება დეტალები და როგორ ანაცვლებს ტუშის კალამი სხვა ინსტრუმენტებს.

ამას ტყავის ყდა ჰქონდა თავის დროზე

წერტილოვანი ეფექტი მიიღწევა ხელში რამდენიმე ფლომასტერის დაჭერით :)

ჰამაკში მე ვწევარ ;)

სხვათა შორის, რელიგიურ სკოლაში ვსწავლობდი და იქ ნასწავლი საგნებით დღესაც ვამაყობ. ნეტა, ახლაც იმავე სტატუსის იყოს ქუთაისის 31–ე სკოლა

მარცხნივ – ნახატი "ცათამბრჯენების ხსოვნას" მარჯვნივ – გაკვეთილების ცხრილი

არაქნოფობიამ ახლა ცოტათი გამიარა, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ობობების. ამიტომ, ვცდილობდი ეს ბოროტი არსებები რამდენადმე მისაღები გარეგნობის არსებებად წარმომეჩინა

ქვეყნები და დედაქალაქები. გვერდით რომ ღირსშესანიშნაობებია მიხატული მოწმობს, რაოდენ ზარმაცი ვიყავი ხატვაშიც კი: თავიდან ბეჯითად ვიწყებდი და ბოლოს მივაფუჩეჩებდი

"ლედი მილედი" – პირველი ნორმალური ნახატი ამ ჟანრში

მოკლედ, მე ვეუბნებოდი, გალაკტიონის ლექსები მინდა–თქო, ისინი ჩემ მიერ გაფორმებულ რომელიმე გვერდს ირჩევდნენ და რამე–რუმეებს წერდნენ ;)

singin' in the rain... ;)

"როცა უკანასკნელად ვნახე პარიზი" – ეს ფილმი არ მინახავს (ელიზაბეტ ტეილორი თამაშობს), მაგრამ ასე წარმოვიდგინე

ესეც პირველი კომბინირებული ნახატი: მთავარია, იფიქრო. იფიქრო ყველაფერზე ;0

ამ დროს არ ვიცოდი, თუ გეიშას ვხატავდი. სხვებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს გეიშა "ნაკლეიკით" გადაყვანილი არ იყო :)

"ბერძენი ქალი" ანუ თეა აფანასიადი – ჩემი ინგლისურის მასწავლებელი, რომელსაც უნდა ვუმადლოდე ასეთი სტილით ხატვას

ამას "გამარჯვება" ჰქვია და მისი გავრცობა დღემდე მინდა. იმედია, მოვუხერხებ რამეს

სათქმელი, როგორც ყოველთვის კიდევ ბევრია, მაგრამ აქ გავჩერდები. დანარჩენი მერე… ისე კი გეტყვით, რომ ადამიანს ყველაზე ძალიან ის სიამოვნებს, რასაც ყველაზე იშვიათად აკეთებს. მე სიკეთის კეთება მსიამოვნებს. ზოგჯერ როგორ მენატრება საკუთარი თავი. საკუთარი ბოთე, კეთილი თავი თავისი დარტყმულობებით, რომელთა ნაწილი ბავშვობას დარჩა, ნაწილი კი გამძაფრდა და თან გამომყვა. მას სხვა დარტყმულობები დაემატა და დღეს ისეთი ვარ, როგორიც ვარ. უშეღავათო და უხეში ადამიანი, რომელიც ბევრს ჭკუამხიარული და ჯიგარი ჰგონია, მაგრამ გულში ყოველთვის სევდის ფანად დარჩება.

აბა ჰე და აბა ჰო ;)

P.S. სენტიმენტალურ კომენტარებს არ ვართ :|

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

22 thoughts on “ბლოკნოტი სახელად "ბლოკნოტი"

  1. ლილიანი

    უშეღავათო და უხეში ადამიანი, რომელიც ბევრს ჭკუამხიარული და ჯიგარი ჰგონია, მაგრამ გულში ყოველთვის სევდის ფანად დარჩება.

    es nawili ar momewona me!!
    aqve dawera ar girs vgoneb ratom magram shemizlia ise tezisebad chamogiyalibo sadme ise mofarebulshi :D

      1. liliani

        zalian zlian cudia tu tamashob sakutar tavs da ragac gacuxebs realurad ki mesmis ra sachiroa es saxeze geceros magram vigacas mainc unda uziarebde, imistvis rom gamoushva cavides
        anu tu ragac seriozulad aris shenshi da gramd zis magaze mushaob girs realurad rom lagi iyo da amit bolomde isiamovno!

        zalian cudia rodesac shenshi ori shen arsebobs

        1. zurriuss

          მგონი, საქმე არც მთლად ეგრეა. ყველაფერს მაინც ნერვებს და გადაღლას ვაბრალებ. როდესაც საკუთარ ინტიმურ სივრცეს დაუკითხავად და მუდამ გირღვევენ, აღარ იცი, სად წაიღო პროტესტი და ყველაფერი ეს ისევ შენ გაზიანებს.
          ამის დადებითი მხარე ის არის, რომ ნათლად ვაცნობიერებ მიზეზს. უარყოფითი: ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში მისი გადაჭრის გზას :)

          1. pqnini

            jer is unda gaigo Tu ras da ratom akeTeb. adamianebi da garemo miigo iseTi rogoric aris. Sen Tu gingrevdnen da gSlidnebs Sensave samyaros aseve Senc vigacas uSli magram amig gacnobiereba gvichirs da amitomac scvebs vabralebT…….. :)

  2. mr.picasso

    აუ რა მოგონებები მოგაწვებოდა წარმომიდგენია. მე არ მქონია ასეთი რამ სხვებს კი ვუვსებდი ხოლმე და რაღაცეეებსაც ვუხატავდი შიგ.

  3. Sophie Golden

    “მე სიკეთის კეთება მსიამოვნებს.” – რა კეთილი და უანგარო ხარ :P
    ლოლ
    ვისაც ბოროტება სიამოვნებს, რა ქნას, რასიზმს არა ვართ :P

    ჰოდა, რაში გაინტერესებს, ვის როგორი ჰგონიხარ? მთავარია შენ სევდის ფანი იყო და მე თუ ნახევრადშეშლილი მგონიხარ, I can take a break.

  4. ჰუმანისტი

    მეც მაქვს ეგეთი ბლოკნოტი. ჩემიც 2001 წლიდან იწყება. ისეთი წვრილმანი რაღაცეები მიწერია, როცა ვკითხულობ ვიხევი სიცილში, ოღონდ მართლა.
    ეს პოსტი მომეწონა, მშვენივრად ხატავდი :) მომწონს. ვფიქრობ ახლა უკეთესად ნამუშევრები გექნება. ახლებიც გვანახე :p

  5. ani

    მე სულ მქონდა ეგეთი ბლოკნოტი და ახლაც მაქვს, ოღონდ მეგობრობის დღიური არა და სხვები არაფერს წერენ შიგნით :პ არც კიხულობენ :პ
    ხატვა არ ვიცი მარა ათასი რამე მაქვს ჩაწეპებული :დ
    და უშეღავათო და რაღაც იდიოტობები არ მომეწონა. ყველას ისეეთი გონიხარ როგორიც ხარ, შენ რატო გგონია რო სხვანაირად გხედავენ არ ვიცი :პ კეთილი რო ხარ ეგ ისედაც ყველამ იცის.
    ჩემი აზრით ან გინდა ან გგონია რო ორი ცალი ხარ , სინამდვილეში უბრალოდ გაიზარდე :პ :*

  6. Taa

    ჰამაკში მე ვწევარ ;)

    :D :D :D :D :D :D

    mec maqvs egeti bloknotebi, ramdenime, ogond me vcerdi, ar vxatavdi

    ara, ver vxatavdi
    ar var nichieri xatvashi

  7. Maka Asatiani

    ყოველთვის მიყვარდა ბლოკნოტი, შესაბამისად ყველაფერი რაც მას უკავშირდება. ე.წ. მეგობრობის დღიურიც, ლექსების რვეული, ჩანახატების და ყოველდღიურიც მქონია. ლოლ ხო ვაღიარებ :))

    ჟურნალისტი ვარ და ბავშვობიდან ვწერდი. თუმცა ყველაზე მეტად ჩანახატების ბლოკნოტი მიყვარდა, რომელიც ვ.სულაკაურმა მაჩუქა ერთი პირობით, რომ ყოველდღე დავწერდი და მნიშვნელობა არ ჰქონდა რას, უბრალოდ უნდა დამეწერა. მეც, როგორც ჟურნალისტიკის პირველი კურსის სტუდენტმა არ ვუღალატე ვ.სულაკაურს და აქტიურად დავიწყე ჩანახატების კეთება. დღემდე ასეა უბრალოდ ვწერ, ბლოკნოტები კი იცვლებიან… :)

  8. ჰოო..

    საკუთარ ბლოკნოტებს მაგონებს, შენ უკეთესად ხატავ და სხვა სქესის ხარ ოღონდ. რაღაც სენტიმენტალურობის არა. ქლიბობაა, როგორ იცვლება და თან არც იცვლება ყველაფერი. ჩემს მეგობარს ნიღბების ეშინია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.