წვიმიანი ბათუმის ფილმები

როგორც იქნა, ბათუმში გაწვიმდა. იმპრესიონისტი რომ ვიყო, ქალაქის განაცრისფერებული ქონგურების პეიზაჟებს დავხატავდი. ფილმები კი ერთიმეორეზე საინტერესოა. ფესტივალის დასრულებამდე ძალიან ცოტა რჩება და უკვე ვფიქრობ, რა მეშველება, როცა ფილმების სამყაროდან რეალობაში გადმოვაბიჯებ… თუმცა ერთს მივხვდი: ცხოვრება კარგი რეჟისორის, სცენარისტის, ოპერატორისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული შედევრი არტ-ჰაუსია.

პიეტრო მარჩელოს “მგლის ხახა” ძალიან საინტერესო ისტორიაზე აგებული დოკუმენური ფილმია, რომელიც მარისა და ვინჩენცოს არაორდინარულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

საქმე ის არის, რომ ყოფილმა პატიმრებმა ერთმანეთი ციხეში გაიცნეს და სიყვარულიც მაშინ ეწვიათ. არატრადიციული სიყვარული… თუმცა გმირების ცხოვრება, რომელიც, ძირითადად, მოგონებებითა და მათთან დაკავშირებული ადგილების კადრებითაა გადმოცემული, კარგ და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. შენ რეალურად გესმის მათი ცხოვრება, ურთიერთობა და, რაც მთავარია, მუსიკალური იტალიური ენა.

მუსიკალურ ენაზე გამახსენდა: ვინაიდან ყველა ფილმს (ქართულ და რუსულენოვანის გარდა) ორიგინალში და სუბტიტრებით ვუყურებ, თავისებურად მსიამოვნებს. უკვე ვიცი, როგორ ჟღერს ჩეხური, პოლონური, თურქული, ირანული ენები, როგორი ინტონაციით გამოიხატება ემოციები და რით გვანან ქართულს ქართულს.

არ შეიძლება, არ აღვნიშნო ირანელი რეჟისორის, მანი ჰაგიგის “მოკრძალებული წვეულება”, სადაც იგი სცენარისტისა და მსახიობის როლშიც გვევლინება. ეს არის ფილმი ექსპერიმენტი, ფსიქოლოგიური თამაში, რომელიც ფულის ყოვლისშემძლეობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

სიუჟეტის გმირები “აღმა-დაღმა” მგზავრობენ და შემხვედრთ მილიონებს ყოველ  მიზეზგარეშე ჩუქნიან. მსგავსი ფილმი ჩემთვის მოულოდნელობა იყო, რამაც, ზოგადად, ირანული კინემატოგრაფია ძალიან კარგი კუთხით დამანახა. ასეთ საინტერესო სიუჟეტს ნამდვილად არ მოველოდი. ამ ფილმს ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ!

კიდევ ერთი აზიური, ახლა უკვე თურქული ფილმით დავინტერესდი, რომლის რეჟისორიც ემინ ალფერია. “მთებს მიღმა” სინამდვილეში არაფერია, გარდა გამოგონილი მტრისა, რომლის “პროვოკაციებს” ხან თხები, ხანაც ადამიანები ემსხვერპლება.

მტრის ხატის თემა ოჯახური სიტუაციიდან იხსნება, როცა სოფელში თოფის სროლის ხმას გაიგონებენ. სიტუაცია შედარებით დუნედაა გადმოცემული, თუმცა, როცა ნელ-ნელა იწყებ მიხვედრას თუ რაშია საქმე, სასიამოვნოდ გაოცებული რჩები. ფილმში ერთადერთი მუსიკაა და ისიც სამხედრო მარში. სწორედ გამოგონილ მტერთან ბრძოლისათვის მზადებით მთავრდება ფილმი.

კიდევ ერთი ფილმი, რომლითაც პოსტს დავასრულებ, არის რუსუდან ჭყონიას “გაიღიმეთ”, რომლის ბათუმური პრემიერაც ფესტივალის ფარგლებში შედგა. ფილმის დაწყებამდე რეჟისორმა დარბაზში მსხდომთ მოგვმართა:

ფილმმა ძალიან იმოქმედა. უპირველესად იმიტომ, რომ ქართულია და რომ მისი ყურება ნამდვილად ღირს. მეორე მხრივ, საინტერესო თემა, პერსონაჟები და აქცენტებია, რომლებიც ქართული რეალობის ყველაზე პრობლემატურ და მწვავე საკითხებს ქინძისთავით ჩხვლეტს.

ეს არის ქართველი დედების კონკურსი, რომლის გამარჯვებულს ბინა და 25 ათასი გადაეცემა. ყველას დედას შოუში მონაწილეობის საკუთარი მიზანი აქვს. თუ ერთისთვის იგი არშემდგარი ხელოვანის ხელახალი რეალიზაციაა, მეორისთვის ქუჩაში არდარჩენის ერთადერთი გზაა.

ფილმმა ისე ჩამითრია, რომ რამდენიმე პერსონაჟის ცემა მართლა მომინდა და სიამოვნებით გავიგდებდი კიდეც წიხლქვეშ, ფილმის გმირი რომ ვყოფილიყავი. რამდენიმეს მართლა გულით თანავუგრძნობდი, რადგან მათი მდგომარეობა არავინ გაითვალისწინა და მხოლოდ მაშინ “გაუგო”, როცა სათავისოდ გამოყენება მოისრუვა.

მას შემდეგ ვფიქრობ, ქართული ცნობიერების განვითარების რა დონეზე ვიმყოფებით ახლა: ახედეთ ფოტოს და  მითხარით, ეთანხმებით თუ არა რამდენჯერმე ნამშობიარები ქალების ამ ფორმით მაყურებლების წინაშე ჩვენებას, თუნდაც ეს კონკურსის პირობები იყოს? მე – არ ვიცი. იმიტომ, რომ ეს ქალბატონები რაღაც მომენტში ჩვენს დედებს განასახიერებენ და დილემაც ეს არის… ქართველებს ხშირად ამ სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი გვაქვს: “ბოზია!” და მორჩა. მაგრამ რა ქნას იმ მრავალშვილიანმა ქალმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ბინიდან გამოასახლეს და ქმარმაც მიატოვა? მუშაობა დაიწყოს? სად? გაბოზდეს?… კი მაგრამ, ისედაც “გაბოზებული” არაა – უკვე სცენაზე დგას?

ფილმში, როგორც იქნა, თითქმის ნულამდეა დაყვანილი “ნაიგრიშები” ანუ ხელოვნური თამაში, რასაც ვერა და ვერ გადაეჩვივნენ თეატრის მსახიობები. ეს ცალკე პრობლემაა, რომელზეც სხვა დროს ვისაუბრებ. ძალიან მომეწონნენ ია სუხიტაშვილი და ნანა შონია. მათი თითოეული მოქმედება იყო აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივი. თუმცა ამას ვერ ვიტყვი ფილმში მოყოლილ ამბავზე, რომელიც რამდენიმე ადგილას გაურკვეველია. არ ვიცით, რა ბედი ეწია ყველა კონკურსანტს, არადა ფილმში მათ პრობლემებსაც საკმაო დრო დაეთმო. ეს პრობლემა სხვა ქართულ ფილმებშიც მრავლად მინახავს, როცა სიტუაციას რამდენიმე ადგილას ჩახლართავენ და ბოლოს ერთს ან ორს თუ გახსნიან. ასე რომ, ყველა რეჟისორს მოვუწოდებ, ნუ აყვებიან ემოციებს და სათქმელი ბოლომდე დაასრულონ. საერთო ჯამში, “Keep Smiling ანუ გაიღიმე” დიდხანს თუ არა, მსვლელობისას მაინც ნამდვილად და საფუძვლიანად დაგაფიქრებთ.

მომავალ პოსტამდე გემშვიდობებით, რომელსაც ბევრი არ დააგვიანდება.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “წვიმიანი ბათუმის ფილმები

  1. Nika

    ძალიან კარგი პოსტია.

    მაგრად მაინტერესებს Keep Smiling როგორი ფილმია, წელს ოსკარის კონკურსანტებს შორისაა საუკეთესო უცხოენოვან ფილმებს შორის. ვნახოთ ერთი რას იზამს :)

      1. Nika

        საკონკურსო სიაში არის, თუმცა short-list-ში რამდენად მოხვდება არ ვიცი. 3 აშკარა ლიდერი ჰყავს უკვე ამ ნომინაციას, ასე რომ შანსი არც ისე დიდია, თუ ფილმი განსაკუთრებულად კარგი არაა :roll:

        1. zurriuss Post author

          ერთხელ საყურებლად ასწორებს, რადგან ჩვენი რეალობაა და ა.შ. მაგრამ სიუჟეტის განვითარება იმდენ ადგილას ინგრევა, დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს :)

  2. Pingback: BIAFF 2013 დაიწო | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »