BIAFF 2017 ბლოგერის თვალით

არც თუ ისე ბევრი მოვლენაა ჩემი 29-წლიანი არსებობის ისტორიაში, რომელიც ახალ ეტაპთან ასოცირდება. ამათგან პოზიტიური მოვლენები კიდევ უფრო ნაკლები გამოდის. როცა 2012 წელს სამხედრო სამსახურს მოვრჩი, ეგრევე ბათუმში, კინოფესტივალზე გამოვიქეცი და სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ეს ღონისძიება თავისუფლების პირველი ყველაზე დიდი ყლუპი.

ბათუმის კინოფესტივალი წელს უკვე მეთორმეტედ იმართება და ბევრ ცნობილ და საინტერესო ხელოვანთან ერთად, მას გია ყანჩელიც ესწრება, ქართული მინიმალისტური მუსიკის მამა, რომლის მელოდიები ქართულ კინოში 70-იანი წლებიდან ჩნდება და დღემდე აქტიურად გამოიყენება.

I <3 BIAFF – ბათუმში, ერას მოედანზე

ფესტივალს, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, კინოს ნაკლებად პოპულარულ ჟანრს უთმობს ასპარეზს, კარგად ეტყობა, როდის როგორ და რა ძალებით აფინანსებენ. დეტალები ამის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია: წელს, როგორც ჩანს, მთავრობამ ბიუჯეტი გაუზარდა ეს ეგრევე აისახა თითქოს მეორად, მაგრამ სოციალური ქსელებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაში – ვიზუალში: თუკი აქამდე BIAFF-ს მოკრძალებულად შეხვდებოდით ბათუმის (და ზოგჯერ თბილისის) ქუჩებში გაკრულ პლაკატებზე, წელს მთელმა ქალაქის ცენტრმა იცის ფესტივალის შესახებ. და ეს სწორია: ფილმების ხარისხის კვალდაკვალ ვიზუალური ნაწილის განვითარებაა ის რეალობა, რომელიც იზიდავს მაყურებელს.

წლევანდელ ფესტივალზე გაზრდილია შეხვედრა-მასტერკლასების ციკლიც, რაც აუცილებელია, როგორც ფესტივალის განვითარებისთვის, ისე ჩემნაირი ბლოგერებისთვისაც, რომელიც მოვლენებს სოციალურ ქსელებში აშუქებს. ვინაიდან თუნდაც ფეისბუკ ლაივით ჩაბნელებული კინოდარბაზიდან ფილმის გაშვებას სხვა აქტივობების გაზიარება სჯობს, ჩემთვის, როგორც სოციალურ ქსელებში გამოხმაურებებზე პასუხისმგებელი პირისთვის, კინოჩვენებების პარალელური აქტივობებიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ბათუმის მე-12 საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი 24 სექტემბერს დაიხურება.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »