BIAFF 2014 ანუ რატომ არ რჩებიან ფილმებზე ბოლომდე?

ბათუმის საზაფხულო თეატრი

ბათუმის საზაფხულო თეატრი

როგორც იქნა, დაიწყო ის, რის შესახებაც ასე გაბეზრებდით თავს სოციალურ ქსელებსა თუ პირად საუბრებში. გუშინ საზაფხულო თეატრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. ჩემისთანა ადამიანისთვის ასეთი ბათუმი მისწრებაა, რადგან ნაკლები ხალხია, ზღვაც სუფთაა და მზეც ჯერ კიდევ ცხელია…

ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იყო სერგო ფარაჯანოვისა და დოდო აბაშიძის “ამბავი სურამის ციხისა”, რომელიც ფარაჯანოვის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. დარბაზი, როგორც მოსალოდნელი იყო, აპლოდისმენტებმა მოიცვა. შუქი მინავლდა და ფილმიც დაიწყო. 10 წუთში უკვე მესმოდა მაყურებლების მოუსვენარი კომენტარები. ათიოდ წუთში იგი სკამების ჭრიალმა შეცვალა და დარბაზიც ისე დაიცალა, როგორც სააღდგომო წირვისას ეკლესიას სალაზღანდაროდ მისულები შემოეცლებიან ხოლმე. დარჩნენ ისინი, ვისაც უკვე ეძინა ან მართლა აინტერესებდა ფილმი.

მე ეს ფილმი არ მქონდა ნანახი, მაგრამ მსგავსი “დუნე” ფილმებით განებივრებული ვარ და გადაღების ასეთი სტილი აზრის აღქმაში ხელს უკვე აღარ მიშლის. პირველივე კადრებიდან პაზოლინის “მედეა” გამახსენდა თავისი ფოტოკადრების მსგავსად განლაგებული სცენებით, აუთენტური კოსწიუმებითა და სახასიათო გარემოთი.  ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, ფილმი “მედეას” რეინკარნაცია იყო, იმდენად ჰგავდა ერთმანეთს.

0medea_pala

“მედეა”, პაზოლინი (1970)

legenda.o.suramskoj.kreposti.avi.image2

“ამბავი სურამის ციხისა”, ფარაჯანოვი (1984)

სხვა საქმეა, მაყურებელთაგან რამდენი დაინტერესდა ამით. თუმცა, თავს რატომ ვიკატუნებ, უმეტესობამ დარბაზი დატოვა. იმიტომ, რომ… არ ეცალათ. არა დროის, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო. თრილერებს, ექშენსა და კადრების სწრაფ მონაცვლეობას დაჩვეული თვალი და გონება ძნელად აღიქვამს დროში გაწელილ, თხრობის ნელი ტემპით გადმოცემულ ამბავს, დეტალებს, სიმბოლოებს. მით უმეტეს, როცა ამ ყველაფერს რეჟისორის ხელწერაც ახლავს.

პრობლემაც სწორედ ის არის, რომ საზოგადოება წინასწარ არ არის შემზადებული მსგავსი ტიპის ფილმებისათვის, ვინაიდან კინემატოგრაფიის ეს მიმდინარეობა პოპულარობით ვერ დაიკვეხნის. მიზეზი წინა აბზაცში დავწერე. საჭიროა დრო და მსგავსი ფესტივალების გაპიარება, დაფინანსება, რომ საავტორო კინოს მაყურებელთა რიცხვი გაიზარდოს, ხოლო დარბაზში ცარიელი სკამებისა – შემცირდეს. ეს პოსტიც, იდეაში, ამას ემსახურება. ვიმედოვნებ, მცდელობა შედეგიანი გამოვა.

P.S. დღეს ნანახ ერთ ფილმზე შემდეგ პოსტში მოგიყვებით, რომელიც ამ პოსტის ერთგვარი გაგრძელება იქნება.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »