BIAFF 2013 დაიწო

DSCN7976

იმდენი ხანია, ბლოგზე პოსტი არ დამიწერია, საჭიროდ ვთვლი, შეგახსენოთ: მე ვარ ზურა ბალანჩივაძე, იგივე Zurriuss, 25 წლის. წელს საკუთარი სადაბადებისდღეო პოსტის დაწერაც კი ვერ მოვახერხე. იმიტომ, რომ დამეზარა. სამაგიეროდ, ვიმყოფები იქ, რაზეც ბოლო ერთი წელი გამუდმებით ვფიქრობდი. BIAFF 2013 დაიწყო.

ბათუმში ლიტერატორთან და დიტოსთან ერთად ჩამოვედი 14 სექტემბერს. კარგი ვქენით, რომ იმ დღესვე გავედით ზღვაზე. მერე ამინდი აირია. ფილმის საყურებლად განკუთვნილი მოღრუბლულობა სუფევს.

ისეთი არაორგანიზებული ჩამოვედი, რომ ნორმალურად ფილმების ჩამონათვალსაც ვერ გავეცანი. ჰოდა გუშინ, ფესტივალის გახსნაზე რომ ვნახე, წინ რა მელის, სიხარულისგან შეშფოთებულმა გადავულაპარაკე ლიტერატორს, ყელას ნახვა მინდა და როგორ მოვასწრებ-მეთქი.

DSCN7901

BIAFF 2013-ის გახსნა ბათუმის საზაფხულო თეატრში შედგა. ძალიან საინტერესო შენობაა თავისი არსით, თუმცა, რა თქმა უნდა, დაუმთავრებელია (დეტალები, დეტალები, დეტალები…). ამასობაში ფესტივალის პრიზით დაჯილდოვდნენ რეჟისორი მარლენ ხუციევი  და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი. შემდეგ დაიწყო ქინ-ძა-ძა. ოღნდ „კუ! ქინ-ძა-ძა“ :)

მარლენ ხუციევი

მარლენ ხუციევი

რეზო ჭეიშვილი

რეზო ჭეიშვილი

 

ეს ფილმი რაღაცნაირად ყოველთვის მაგონებს „წყლის სამყაროს“ მაგონებს. იქ წყლის ოკეანეა, აქ – მიწის. იქ ყველა მტკნარ წყალზე ნადირობს, აქაურებს კი უნდათ „კაცე“ – ასანთი. რაც შეეხება „კუ! ქინ-ძა-ძას“, ეს ანიმაცია გახლავთ, რომელიც კვლავ დანელიამ გადაიღო და წინამორბედის რიმეიქია. მასში თითქმის არაფერია შეცვლილი, გარდა თანამედროვეობას მორგებული რამდენიმე სიტუაციისა და ფრაზისა. პირადად მე მასში დავინახე ის, თუ ვიზუალურად ზუსტად როგორი ფილმის გადაღება ჰქონდა ჩაფიქრებული რეჟისორს, როცა ნამდვილ „ქინ-ძა-ძაზე“ მუშაობდა.

DSCN7979

ფესტივალის გახსნა არ იყო პომპეზური და არც დრამა ფილმი უჯახებიათ დაწყებისთანავე, მაგრამ ყველაფერი წინაა. დღეს 16 სექტემბერია, BIAFF-ის მეორე დღე.

აქვე შეგიძლიათ, თვალი გადაავლოთ ჩემს შარშანდელ პოსტებს ბათუმის კინოფესტივალზე.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.