Shine On You, Crazy 60’s

სიდ ბარეტი - 60-იანი წლების ალტერნატიული მუსიკალური  ლეგენდა.

სიდ ბარეტი – 60-იანი წლების ალტერნატიული მუსიკის ლეგენდა.

რაც უფრო მეტად ვუსმენ 60-იანების როკს, მით მეტი ასოციაცია მიჩნდება ბახთან. მგონი, იმ დროის ყველა დიდი როკერი ჩუმ-ჩუმად უსმენდა მის სუიტებს და კონცერტებს, რათა საუკუნეების წინ დაწერილ მარადიულ მუსიკაში თავიანთი ეპოქისათვის შესაფერისი რამ აღმოეჩინათ და წამოეღოთ. ცოტა გული მწყდება, რატომ არ ვკითხე ამის შესახებ BIAFF-ზე ბათუმში ჩამოსულ ჯო ბოიდს, რომელიც თავის დროზე ახლადშექმნილ Pink Floyd-სა და ჯიმი ჰენდრიქსს პროდიუსერობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბარს უფრო ინტიმური გარემო უნდოდა, გარისკვა მაინც შეიძლებოდა…

ჯო ბოიდი - ადამიანი, რომელმაც პროდიუსინგი გაუწია ახლადშექმნილ Pink Foyd-ს და იზრუნა მათ პირველ ჩანაწერებზე.

ჯო ბოიდი – ადამიანი, რომელმაც პროდიუსინგი გაუწია ახლადშექმნილ Pink Foyd-ს და იზრუნა მათ პირველ ჩანაწერებზე.

როგორც არ უნდა იყოს, მე მაინც მგონია და მეგონება, რომ 60-იანი წლების მუსიკალური რევოლუციონერები ბახს უსმენდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რევოლუცია ასეთი ნაყოფიერი არ იქნებოდა.

60-იანელ მუსიკოსებს მაგრად გაუმართლათ: იმდენად დაგროვდა სიახლის თქმის სურვილი, რომ მერე ერთიანად ამოიფრქვა. რაც მთავარია, ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ამისთვის მზად აღმოჩნდა. ბრძოლამ თავისუფლებისა და თანასწორობისთვის გამოძახილი მუსიკაში ჰპოვა, რომელმაც ხალხის მასები ნებით თუ უნებლიედ აიყოლია. ცივმა ომმა როკი შვა, მან კი – ახალი საზოგადოება.

DSCN8168ყოველივე ეს ბათუმში ყოფნისას კიდევ ერთხელ გავაცნობიერე. აქამდე ჯიმი ჰენდრიქსს სათანადო ყურადღებას არ ვუთმობდი. მხოლოდ შორიდან ვაფასებდი, როგორც მუსიკოსს. BIAFF-ის ფარგლებში კი ჯო ბოიდის ფილმი უჩვენეს და ჰენდრიქსი ჩემთვის უკვე პიროვნებად იქცა, პიროვნებები კი ყოველთვის უფრო მიზიდავენ. საერთოდ, როცა მუსიკოსს ვეცნობი, შემოქმედების გარდა, აუცილებლად ვინტერესდები მისი ბიოგრაფიითა და იმ ეპოქით, რომელშიც მოუწია ცხოვრება. მჯერა, რომ როცა იცი, რა ატმოსფეროში იქმნებოდა ნაწარმოებები, პასუხი უფრო მეტ კითხვაზე გაქვს, რადგან ღირებული ნაწარმოებები, ძირითადად, არსებულ ვითარებასთან აუცილებელ კავშირშია.

“როცა სიდ ბარეტი და ჯგუფის დანარჩენი წევრები EMI-ის ხმისჩამწერი სტუდიის ერთ ოთახში თავიანთ პირველ სინგლს წერდნენ, გვერდითა ოთახში The Beatles თავის მეოთხე ალბომზე მუშაობდა,” – გვითხრა ბოიდმა. ამ დროს პლანეტის მეორე ნახევარში ხრუშოვი ანტისტალინურ პოლიტიკას აწარმოებს, ამერიკაში შავკანიანთა უფლებებს მარტინ ლუთერ კინგი იცავს, ირანი კი აზიური ლონდონი ხდება უამრავი პაბითა და თავისუფალი ცხოვრებით. სწორედ ამ, ვითომ და სრულიად განსხვავბული ფაქტების ერთმანეთზე გავლენის ელემენტების აღმოჩენა მხიბლავს.

აქედან გამომდინარე, ვერასდროს გავუგებ ადამიანებს, რომლებიც არ ინტერესდებიან საყვარელი მწერლის, მხატვრის თუ მუსიკოსის გარეგნობით, ბიოგრაფიით, იმ სიტუაციით, რომელშიც მას მოუწია მოღვაწეობა. ამის საუკეთესო მაგალითად ალან პარკერის “Pink Floyd – The Wall” მახსენდება, სადაც, გენიალურადაა გაცოცხლებული როჯერ უოტერსის მერ აღწერილი “გარემოცვა”, რომელიც, ნებით თუ უნებლიედ, ხელოვანის შთაგონების წყარო ხდება. სხვათა შორის, ეს ფილმიც უჩვენეს ბათუმში ღია ცის ქვეშ :)

"Is there anybody out there?"

“Is there anybody out there”

სათქმელს კი ამ ფილმით დავასრულებ, რომელიც იუთუბზე მთლიანი სახით დევს. აქ ჯო ბოიდმა 60-იანების სული Pink Floyd-ის ფსიქოდელიური მუსიკის თანხლებით გადმოსცა. საინტერესოა, როცა აკვირდები იმდროინდელ თამამ ხალხს და მათ აზრებს და აცნობიერებ, რომ 50 წლის შემდეგაც კი იქამდე კიდევ ბევრი გვიკლია. ესეც ჩვენი რეალობა, რომელიც რეალურს არაფრით/ვერაფრით ეწევა. ასე რომ, ანათეთ, შეშლილო 60-იანებო!

P.S. აქვე მინდა, საქართველოს საზღვრებთან მინდინარე მცოცავი ოკუპაციის თემას შევეხო და ჩემი აზრი დავაფიქსირო: ჩვენ იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ. სანამ თითოეული ჩვენგანი ჭკუას არ ისწავლის (ფართო მნიშვნელობით), არც უკეთესი ხელისუფლების და არც უკეთესი მეზობლის ღირსები ვიქნებით.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “Shine On You, Crazy 60’s

  1. Pingback: მონანიება | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »