როცა საკუთარი საქმე ძალიან გიყვარს

interview

ერთ-ერთი, რასაც ვერც BIAFF-ზე და ვერც ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ფილმის პროდიუსერობა იქნებოდა. თუკი კინოსთან ან თეატრთან შეხებაზე მიოცნებია, არასდროს მინატრია კამერის ან კულისებს მიღმა ყოფნა, ყოველთვის მსახიობობა მინდოდა. ბათუმში ფესტივალის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ვორქშოფები ტარდებოდა და ლიტერატორმაც მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. ფილმის პროდიუსერობა მე შემომთავაზა. ვინ უნდა გადაგვეღო? დელფინების მომთვინიერებელი… კარგი აზრია!

ჩვენი „სამიზნე“ ბათუმის დელფინარიუმის ერთ-ერთი მწვრთნელი გოგონა, ძალიან მომხიბვლელი ანა ჩულკოვა გახდა. რამდენიმე დღით ადრე დელფინების შოუზე შევამჩნიეთ და გადავწყვიტეთ, რომ ფილმის სიუჟეტისთვის საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო არჩევანი იქნებოდა. კაცმა რომ თქვას, არ გვეგონა, ასე თუ გაგვიმართლებდა.

DSCN7790 - Copy

გადაღების პროცესში ბევრი რამ გავიგეთ დელფინების შესახებ. თურმე, შეუძლიათ, მოგატყუონ, გაგეკაიფონ, თან ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებიც მარჯვენასა და მარცხენას ერთმანეთისგან არჩევენ. ანა ისეთი მონდომებით გვიხსნიდა ამ ყველაფერს, ისეა გატაცებული თავისი საქმიანობით, ცოტა შემშურდა კიდეც. მაგარია, როცა საკუთარი საქმე ძალიან გიყვარს. მით უმეტეს, როცა დელფინისნაირ მოსიყვარულე ცხოველებთან გაქვს შეხება. ყოველთვის პოზიტიურები არიან და, რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყო, მაინც გაგაღიმებენ.

DSCN7852

აუზის სცენასთან ოთხი დელფინი დაცურავს და ელოდება, როდის მიუახლოვდები. როცა საკმარისად ახლოს მიხვალ, წყლიდან ერთმანეთის მიყოლებით ამოსრიალდებიან და პირდაპირ შენს ფეხებთან ჩერდებიან, გაღიმებული სახეებით გიყურებენ. ძალიან გინდა, ყველა მათგანს მოეფერო და ხელებს ძლივს იმორჩილებ – ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავების გარეშე შეხება არ შეიძლება.

TAM_4515

ფილმი უკვე ვაჩვენეთ პრესკაფეში და მოწონებაც დაიმსახურა. რაც მთავარია, ანას, რომელიც ბევრს ნერვიულობდა, ძალიან მოეწონა. ბათუმში მომავალ ჩასვლაზე აუცილებლად მოვიკითხავ. მანამდე აცივდება, მოვა ზამთარი, მერე გაზაფხული, 2014 წელი დადგება, ის კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამინდის მიუხედავად გამოვა მაყურებლების წინაშე და ცივ წყალში დელფინებთან ერთად ყველას გააოცებს. მაგარია, როცა საკუთარი საქმე ძალიან გიყვარს!

პ.ს. ფილმს მალე ავტვირთავთ იუთუბზე და აუცილებლად გაჩვენებთ თქვენც ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “როცა საკუთარი საქმე ძალიან გიყვარს

  1. Pingback: BIAFF 2014 – მოახლოება | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »