ორიოდ დოკუმენტური ფილმი BIAFF 2013-დან

ხშირად, როცა კინომოყვარულებს ვეკითხები, მპასუხობენ, რომ დოკუმენტური ფილმები დიდად არ უყვართ. არადა იდეაში ფილმის (ისევე, როგორც ზოგადად ხელოვნების) ერთგვარი დანიშნულებაც რეალობის ასახვაა (ფენტეზისა და მსგავსი ჟანრების გამოკლებით). მაგალითად, ნური ბილგე ჯეილანის ფილმებში კამერა ისეთნაირად მოძრაობს და იღებს სცენებს, მომენტებში დოკუმენტური ფილმი შეიძლება, გეგონოს. ეს რეალობაა, რომელიც გარს გვარტყია და რომელსაც მაინც ვერსად წავუვალთ.

pipeline

ამხელა შესავალი კი ფილმ „მილსადენის“ გამო გავაკეთე, რომელიც გუშინ უჩვენეს. პარადოქსია, მაგრამ პირველივე კადრები ისეთი შთამბეჭდავი და მასში აღბეჭდილ ადამიანებთან დაახლოებული იყო, რომ ფილმი მხატვრული მეგონა. სიუჟეტი ეხება რუსეთის მიერ ევროპის გაზით მომარაგებას, რომელიც აგერ უკვე 30 წელია, ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარს ქმნის. თხრობა იწყება ციმბირიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება მილის გზას დასავლეთისკენ. ამ ფილმში უბრალო მოსახლეობის მილსადენისადმი დამოკიდებულებაა ნაჩვენები.

ძველი ტრადიციებით მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც თავს ყინულქვეშა თევზჭერით ირჩენს, შესაძლოა, სარჩოს გარეშე აღმოჩნდეს. ბადეს უფრო და უფრო მეტი მკვდარი თევზი მოყვება. მას უკრაინის სოფლები ენაცვლება, რომელშიც სამამულო ომის ვეტერანის უფუნქციოდ დარჩენილი ცხოვრებაზეა აქცენტი გაკეთებული. შემდეგ რუმინეთი თავისი ბოშებით. მას პოლონეთი მოსდევს. ეს ადგილი ერთგვარ გარდატეხას ახდენს და ცხოვრების დონის ამაღლება თვალშისაცემი ხდება. მილსადენის ბოლო წერტილი გერმანიაა, სადაც ბედნიერი მოსახლეობა ამ პროექტის 30 წლისთავს აღნიშნავს. პარადოქსია, როცა დროის პატარა მონაკვეთში აცნობიერებ, რომ მომწოდებელი მიმღებზე გაცილებით რთულ პირობებში ცხოვრობს.

British-Guide-to-Showing-Off

შემეგი დოკუმენტური ფილმით, „ბრიტანული ამპარტავნები სახელმძღვანელოთი“, ნაკლებად აღფრთოვანებული დავრჩი, მაგრამ მასში მაინც საკმაოდ ბევრი რამ მომეწონა. აქ გამოჩენილი ბრიტანელი ხელოვანის, ენდრიუ ლოგანის თავბრუდამხვევი ცხოვრებაა ასახული, რომელიც თვითონაც წააგავს ერთ დიდ მასკარადს. აურზაური, ჭრელი ფერები, 70-იანების სული, აბსოლუტური თავისუფლებისკენ სწრაფვა, პროტესტი. 1972 წელს ლოგანმა ალტერნატიული მსოფლიო სილამაზის კონკურსის ჩატარება განიზრახა, რომელიც საბოლოოდ სექსუალური უმცირესობების იდენტობის დაფიქსირებაში გადაიზარდა. საზეიმო დაფიქსირებაში.

ფილმში უხვადაა ენდრიუ ლოგანის ყოველდღიურობის ამსახველი 70-იანი წლების ვიდეომასალა. დროის ამხელა მონაკვეთში ამდენი დოზით შექმნილი დოკუმენტური კადრები მხატვრული ფილმის შთაბეჭდილებას მიქმნიდა. აქედან ჩემთვის პატარა დასკვნა გავაკეთე: თუკი მხატვრულ ფილმს გადავიღებ, ვეცდები დოკუმენტურამდე აუთენტური ვიყო, თუ დოკუმენტურს შევეჭიდე, ვეცდები, მხატვრულს დავამსგავსო.

ამით სათქმელს აქ მოვრჩები და დანარჩენების მიმოხილვას შემეგ პოსტებში შემოგთავაზებთ. ერთ-ერთ მათგანს კი ცალკე პოსტს მივუძღვნი, რადგან საოცრად იმოქმედა ჩემზე.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »