BIAFF და “ნისლში” გახვეული ბათუმი

მომხდარმა ფაქტებმა… და აღარ გავიმეორებ უკვე, რომლებმაც, რაღაცნაირად დაამძიმა ბათუმის კინოფესტივალი. საერთოდ, ფილმის აღქმა, რა თქმა უნდა, თუ ის ზედაპირული არაა, დამოკიდებულია განწყობაზე. შეგიძლია, ერთ ფილმში სხვადასხვა აქცენტები, ქვეტექსტები ამოიკითხო და ყოველ ჯერზე მართალი იყო საკუთარ შეგრძნებებთან. ასე ხდება ახლა აქ. ვუყურებ ფილმებს ნაცისტურ გერმანიაზე, წამებაზე, გაუცხოებაზე და პარალელები თავისით მოდის, გონება თავისით აკავშირებს მხატვრულს და რეალურს ერთმანეთთან.

ცვალებადი მოღრუბლულობა ბათუმის ქუჩებში. მაინც ვერ მივხვდი, რატომ მომწონს ეს ქალაქი. ძალიან ლამაზ პატარა სახლებსა და ქუჩებს თავს დასხმიან ვეებერთელა კოშკები და აყლაყუდა ჩრდილებით თელავენ. ვეძებ, ვიკარგები, ვპოულობ, ისევ ვიკარგები… ასე გადის დღეები და ზღვაზე ჩასვლა ორჯერ ძლივს მოვახერხე. და ეს მიშლის ნერვებს. ზოგჯერ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საინტერესო ფილმები აჩვენეს. გუშინ “ნისლში” ვნახე, რომლის რეჟისორი სერგეი ლოზნიცაა (ფოტო პოსტის დასაწყისში). ერთ-ერთი პირველი, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა, ფერები იყო. თითქოს, გაფერადებულ შავ-თეთრ ფილმს ვუყურებდი. ყველაფერი ძალიან აუთენტური და დროსთან მიახლოებული მეჩვენა. თითქოს, არა ფილმს, არამედ ვიღაცის მოყოლილ რეალურ ისტორიას ვეცნობოდი.

ისტორია კი საბჭოთა კავშირის საზღვრებთან, მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ერთი უბრალო რკინიგზის მუშა, სუშენიას ცხოვრება მას შემდეგ კი არ დამძიმდება, როცა ნაცისტები ტყვედ აიყვანენ, არამედ იმ მომენტიდან, როცა გერმანელი ოფიცერი მხოლოდ მას გაათავისუფლებს, დანარჩენებს კი დახვრეტს. პატიოსანი და ერთგული ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სასჯელია, რომელიც მან თავისიანებთან ურთიერთობისას უნდა აიტანოს.

სუშენიასთვის სულიერი წამება გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ფიზიკური, როცა მას გერმანელები სცემდნენ. ამიტომაცაა, რომ მასთან მოსაკლავად მისულ პარტიზანს სუშენია წინააღმდეგობას არ უწევს. პირიქით, სიკვდილი მისთვის ხსნაა, რომელსაც მას ფილმის ბოლომდე არავინ “ჩუქნის”.

გუშინ საინტერესო დღე კიდევ იმით იყო, რომ რეჟIსორ ნური ბილგე ჯეილანის მასტერკლასს ვესწრებოდით რედისონში. ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად პასუხობდა ყველა დასმულ კითხვას. მე მაინტერესებდა, რატომ განიცდის მისი ფილმები მუსიკის ნაკლებობას, რაზეც მან მიპასუხა, რომ ფილმებში ემოციების მუსიკით უტრირებას არ ცდილობს. რომ მას არ აინტერესებს საუნდტრეკები და მუსიკის დახმარებით მაღალბიუჯეტიანი ფილმების გადაღება.

რეჟისორმა თარგმანის, როგორც საზოგადო პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, გადმოსცეს ადგილობრივ მცხოვრებთა განცდები ორიგინალი ლექსიკით, ვიდრე თარგმანისთვის ადაპტაცია გაუკეთოს. ძალიან გამიხარდა, როცა რეჟისორმა ისიც თქვა, რომ არ აპირებს შეკვეთილი ფილმების გადაღებას, რაც უნდა კარგი იდეა მიაწოდონ. თვლის, რომ იდეები სათავისოდაც საკმარისი აქვს. ასე რომ მორიგი “შედევრის” გადასაღებად ბატონი ჯეილანის შეწუხება არ ღირს.

ამასობაში ბათუმში მზემ გამოანათა და გაფანტა ყველაფერი, რაც ქალაქის ნამდვილ იერსახეს მალავდა. ახლა უკეთ ვხედავ, რა და როგორ ხდება, ვინ რა იცის და ველოდები მორიგი ფილმის დაწყებას.

მშვიდობას გისურვებთ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “BIAFF და “ნისლში” გახვეული ბათუმი

  1. mari

    ეს ნაცისტური გერმანია რომ არ ყოფილოყო, ნეტავ რაზე გადაიღებდნენ ამდენ ფილმს :d ჰოდა, საუნდტრეკების ამბავში აშკარად ცუდად მსჯელობს ეგ რეჟისორი. ალბათ, უბრალოდ, მუსიკასთანაა მწყრალად, თორე მაგ ლოგიკით, ფილმის გადაღებას ერჩივნა წიგნი დაეწერა სულაც. “შინდლერის სია” წარმოვიდგინე ახლა უმუსიკოდ. :|

  2. Pingback: BIAFF და “ნისლში” გახვეული ბათუმი |

  3. Pingback: “გაუცხოება” ქართულად | Zurriuss.Ge

  4. Pingback: მონანიება | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »