გეშინოდეთ, რამეთუ სასარგებლოა

შიში მეცნიერების თვალით არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხეზე, ტკივილზე. შიში სიკვდილთანაც ასოცირდება. ყველა სახის შიში, ძირითადად, სიკვდილის შიშს ემყარება.

შიშის კუბო დავდგი! – იციან ქუთაისელმა ძერსკი ბიჭებმა.

უშიშარი, ვითარცა უხორცო – “დიდოსტატის მარჯვენა”, მეფე გიორგის დახასიათება.

მხდალსა არა აქვს შენდობა – ხალხური.

შიშს ცხოვრებაში ადგილი არა აქვს. ვისაც ეშინია, მას მშიშარას ვუწოდებთ და დავცინით. დავცინით ჩვენს ინსტინქტებს, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანშია და თვითგადარჩენისათვის ასე აუცილებელია.

შეიძლება ითქვას, რომ შიში ჩვენს ცხოვრებას წარმართავს. ერთი შიში გიბიძგებს, მეორე გააკეთო. სხვა რამის შიში კი სხვა ნაბიჯს გადგმევინებს და ა.შ.  რომ არა შიში:

პირდაპირ ჩვენკენ ჩქარა მომავალი მანქანის დანახვისას ადგილიდან არ გავინძრეოდით

ზღვაში ძალიან ძალიან შორს შევცურავდით

დენცქვიტაში თითს შევყოფდით

“პროწივზეც” ვივლიდით

სპამებს არ დავბლოკავდით

მშვიდი გულით დავლინკავდით ფეისბუკზე ათასგვარ პორნო-სადო-მაზო-სისხლო რამეებს

გახსნილ ლეპტოპს პირდაპირ ტროტუარზე დავტოვებდით

პატრულს ზიზია ბათინკებზე დავაფსამდით

სახიფათო მოსახვევში გაზით შევიდოდით

კოსმოსში დედამიწური ტანსაცმლით გავიდოდით

იოდს დავლევდით

პრეზერვატივს არ გამოვიყენებდით

ცრურწმენებს არ დავიჯერებდით

უშიშარი ადამიანი ავადმყოფია და ნებისმიერ წუთს შეიძლება, ხიფათი შეემთხვეს. რეალურად, შიშს მხოლოდ “За родину! За Сталину!”-ს ტიპის აფექტი აქრობს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთ დროს ადამიანიც ქრება.

როცა გეშინია, არც შენთვის და არც სხვისთვის საზიანოს არ/ნაკლებად ჩაიდენ. შიში გეხმარება, სწორად შეაფასო სამყარო. გაიგო, რა შეიძლება და რა არა. ასევე, რა შეგიძლია და რა არა. შიში ეს ცხოვრების გზამკვლევია, რომლის კოდს დაბადებიდან ატარებ. იზრდები და, საჭირო ინფორმაციასთან ერთად, გიგროვდება საჭირო შიშები. ყველა შიშს თავისი მიმართულება აქვს და პასუხისმგებელია, როგორც კონკრეტულად ერთ საკითხზე, ისე მისგან გამომდინარე სხვა რამეებზეც.

ასე რომ, დასკვნა: გეშინოდეთ, რამეთუ სასარგებლოა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on “გეშინოდეთ, რამეთუ სასარგებლოა

  1. მარი

    “პირდაპირ ჩვენკენ ჩქარა მომავალი მანქანის დანახვისას ადგილიდან არ გავინძრეოდით” – ეგ შიში კი არა, თავის გადარჩენის ინსტიქტია, რომელიც მაშინაც კი მოქმედებს, როცა სიკვდილს ნატრობ.

    “უშიშარი ადამიანი ავადმყოფია და ნებისმიერ წუთს შეიძლება, ხიფათი შეემთხვეს” – ყველაფრის მეშინია, მაგრამ მაინც სულ ხიფათში ვარ. საერთოდაც, მშიშარა ადამიანი ბევრად უფრო მძიმე ავადმყოფია ვიდრე უშიშარი.

    “როცა გეშინია, არც შენთვის და არც სხვისთვის საზიანოს არ/ნაკლებად ჩაიდენ.” – ყველაზე მეტ სისულელეს შეშინებული ადამიანი ჩადის.

    ასე რომ, დასკვნა: შიში ოხერია :d

    1. zurriuss Post author

      გაცნობიერება იმისა, რომ საფრთხე გელის-თქო, დავწერე უკვე

  2. ლილიანი

    არ არის მთლად ასე! ბევრი შიში ადამიანს ნორმალურ ცხოვრებაში უშLიე ხელს. კლაუსტროფობია, არაქნოფობია, აგორაფობია და ა.შ : ) და ეგ არის ფსიქოლოგიური ტრავმა და არანაირად არაა სასარგებლო : ) ასე რომ ცოტა დაკვირვებით უნდა დაგეწერა )

    1. zurriuss Post author

      მე პათოლოგიურ შიშებზე არ მაქვს საუბარი. თუმცა ეგეთი ფობიების გარკვეული ნაწილი აბსურდამდეც კი დადის, რადგან კარის სახელურის ფობიაც არსებობს და ფობიოფობიაც. ფობიებს სწორედ მაგიტომ ავუარე გვერდი.

      პ.ს. მომენატრე, თუ კიდევ რამეს ნიშნავს შენთვის :green:

        1. zurriuss Post author

          კარგი გოგო ხარ შენ და მე მანამ არ მოგმართავ, სანამ რეალურად რაიმე სათქმელი არ გამიჩნდება. ვიქნები ასე ჩემთვის პეტერე ხანს :)

  3. შეილა

    სულ ვფიქრობდი რას ვგრძნობ ციტების მიმართ: ზიზღს თუ შიშს და აღმოჩნდა რომ ორივეს, მაგრამ რეალურად მეშინია იმის, რომ დედაჩემმა სიგარეტით ხელში კიდევ ერთხელ არ დამიჭიროს და კიდე იმის, რომ 50 წლის ძალიან მსუქანი არ ვიყო

Leave a Reply to Sophie The SUNNY Golden - კი, ზუსტად ის ;) Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.