დას ისთ უნ თეგ-თამაშენ გამოგონებასცფიშთ კნუთენ უნდ დათაგვინ დას გიჟმაჟაინენ. დაჰ ვაილაპაღაქუნ დე აინ მაღაზმაინენ, ღუმელ’იც ისთ უნ ზუფეღ ფოფულაღ ენ ზის ფახენ ხალხნენ.
…და მაინც არსებობს ამ ქვეყანაზე მინიმუმ ერთი საოცრება, რომელსაც მე ეგვიპტური ღვთაებრივი ძროხის სახით გამოვსახავდი.

წმინდა ნაყოფიერი ძროხა ქალღმერთი, ქუთაისურად კეჩის ბაზრობა. ადგილი, ურომლისოდაც ეს ქალაქი დარჩებოდა მშიერ-მწყურვალ-ტიტველი
სწორედ კეჩის ბაზარი აწოვებს ძუძუს ჩემისთანა ხალხს კი არა და მთელს ქუთაისს. აი, ტიპური მე:
არა, ეს კი არა… აი, ეს:

შარვალი - კეჩის ბაზარი, პერანგი - კეჩის ბაზარი, ფეხსაცმელი (არ ჩანს) - ტოჟე კეჩის ბაზარი, სათვალე - ...
შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ 99% ბაზრობაზე ვარ ჩაცმულ-ასხმული, ფეხსაცმელი კი უკლებლივ ყველა კეჩის ბაზრობაზეა ნაყიდი. სანამ ქუთაისში ვიყავი, იქაური ბაზრობით ვიმოსებოდი, გადმოვედი თბილისში და, რა თქმა უნდა, თბილისის ბაზრებს ვეცი. ვოტ:
მუუუუუუხედავად იმისა, რომ ქუთაისიდან ჩამოსულს, 2 წელი დამჭირდა, სტილი შემეცვალა (ანუ განვთავისუფლებულიყავი თავსმოხვეული რჩევებისაგან და ჩამეცვა ის, რაც ყოველთვის მსურდა => pic above), მაინც ბაზრობის მონად დავრჩი. აი, მთავარი მიზეზები:
1. ბოლომდე ვერ მოვსპე ჩემში ბავშვური კომპლექსის ნარჩენები, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი დონის ადამიანს ფოე-ფოე მაღაზიებში არ შეესვლება და ყველა დასცინებს.
2. მართლა ძვირი ფასებია და ნამდვილად არ მსურს, ჩემი ნაცოდვილარი თუ მშობლების დაფინანსება რომელიმე ბრენდის უკვდავსაყოფად მივათხლიშო.
3. ბაზრობაზე ბევრ ხალხს ვაკვირდები, ბევრ ახალ გამომეტყველებას, ახალ “ამბავს” და ახალ ემოციას აღმოვაჩენ, რაც ჩემს მრავალფეროვნებოთეკას ამდიდრებს. ვინც მიცნობთ, გეცოდინებათ, როგორ ვერ ვიტან უაზრო სიფათებს, ქუთაისურად რომ “გამოქლიავებულს” უწოდებენ და “ძააან” მაღაზიებში მათი ტევა რომ არ არის. ჰოდა ასე…
სათვალე

დღეს უკვე ყოველ მეორეს უკეთია, არადა 2008 წელს ჩემს გარემოცვაში მხოლოდ მე მეკეთა. იგივე შეიძლება ითქვას ჩემს “შლიაპა” ქუდებსა და პალტოზე. ბოჟე მოი, ხალხი მე მბაძავს??? თუ ეგრეა, აწი იცოდეთ, რომ Zurriuss-ის “გემოვნების” წყარო ბაზრობაა. ეს Ray Ban-იც, წინა 3-ის მსგავსად, ბაზრობაზე შევიძინე 12 ლარად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერც ამან გასტანა 3 თვეზე მეტ ხანს.
მაშასადამე, როცა თქვენ საუბრობთ უკანასკნელ კეისარზე (pic below)
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იგი ბაზრობაზეა “აწყობილი” და თუ ეს ფაქტი იმედს გაგიცრუებთ, შეგიძლიათ, ზურგიდან მიეპაროთ და მუხანათურად ჩასცეთ დანა. სასურველია, მოკლათ, თორე თუ შემოგიბრუნდათ, მერე იუპიტერმა დაგიფაროთ!
დასასრულ, გამცნობთ, რომ მალე ასეთი პალტო მექნება. ვინაიდან, ინგლისური პალტოები უკვე ნახევარი საუკუნეა, აღარ აცვიათ, ვერ ვიყიდდი. ასე რომ, ვიკერავ და მიხარია, რომ “ფართხუნა” ტანსაცმლის ოცნება მისრულდება












ლოოლ ყოველთვის ვიცოდი რომ პატენტი იყავი თან კეჩის პატენტი :P ჰა ჰა მე რომ ტანსაცმლის ყიდვას ვერ ვიტან ზოგადად, ვეცდები მაინც მოვყვე მადლობა თაგისთვის თაგის მადლი გფარავდეს და იმ ეგვიპტური ძროხის კიდო
მუუუუუუუ
ასე რა. იკითხეთ დიადი კლასიკოსები
)
წარმომიდგენია მასეთი პალტოთი რომ ახვალ ავტობუსში და სტვენას დაიწყებ
ავტობუსში მე არ ვსტვენ, უჩემოდაც ახერხებენ
ძალიან გავერთე ზურიკო
მაგარი კაცი ხარ ჩემო ბაზრობის ღმერთო
)
ჰ, ზურიუს :/ შენ ჩემი პოსტი არ გინახავს ხო? როდის მე დაგთაგე
მე საერთოდ დღეს წავიკითხე პოსტები ამ თემაზე. სპასიბო
უი
)
სათვალის ამბავში მარად გოიმი ვიქნები. ვერ ვიტან, რამე რომ მეხება სახეზე :D
მეც დავწერ. რა რთული მისიაა საკუთარ თავზე საუბარი :D
უი, ადომაც დამთაგა. რა მაგარია. კაი და იმენა მარაზმი უდნა დავწერო ჩემ თავზე?შექება არ მოსულა ამ თამაშში?
http://green.station.ge/2010/08/28/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%92-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2/
რაღა დავწერო მე, როცა ყველაფერი უკვე დაწერილია
12 ლარი მიეცი “”რეიბანში”" (აქ ბრჭყალები უნდა ორი-სამი წყვილი)? :პ მე ეგეთივე სათვალე ვაყიდინე მეგობარს და 8 ლარამდე დავაკლებინე
მომდევნო ბაზრობაშოპინგზე როცა წახვალ, შემეხმიანე :დ
ხომ იცი, რომ აუცილებლად შეგეხმიანები, ეგვიპტურის მტერო
ვიხალისე ^_^
ხოდა ინგლისური პალტო მაგარია ^_^