ბათუმი ინსტაგრამის ფილტრით

ყველაფერი ამ ხედით იწყება, როცა ქალაქს უახლოვდები. არ ვიცი, შეჩვეული აჭარლები რამდენად აღიქვამენ ამას, მაგრამ “დანარჩენებისთვის” ეს პეიზაჟი რაღაცისგან განთავისუფლებას აღძრავს. და სანამ იქაურობას მიუახლოვდები, გონება ხშირად გასწრებს და უკვე დაბოდიალებს ბათუმის ქუჩებში.

ამ ქალაქში საქართველოში ყველაზე ლამაზი მაკდონალდსის შენობაა (იმჰო). მეზიზღება იქაური ბურგერები, მაგრამ ორიგინალურ არქიტექტურას არ ვერჩი. ჰო, კიდევ იქაური ტუალეტები მიყვარს – თითქმის რომ იკარგები.

უკომენტაროდ… ძალიან ლამაზია! ვიცი, დასავლეთ ევროპაში ასჯერ უფრო დიდებული ტაძრებია, მაგრამ ბათუმს ესეც ძალიან უხდება.

აი, კიდევ რა უხება ბათუმს: ჭრელი ყოფითობა…

… და კონიაკიანჩაიანი დილა, როცა “პრესკაფეს” ფანჯრიდან თბილად გაბრუებული გასცქერი ჰორიზონტს.

ვიცი, რომ ეს შადრევანი ევროპის რომელიღაც ქალაქის შადრევნის ასლია, მაგრამ ვისურვებდი, მსგავსი სილამაზეები (თუნდაც, კოპიოები), სხვა ქალაქებშიც იყოს. რა თქმა უნდა, შესაბამის ადგილზე.

ქალაქის ამ ნაწილში ჯერჯერობით ნაკლები აქტივობაა, რადგან მშენებლობის უმეტესობა ჯერ არ დასრულებულა. იქით უკვე ახალი ბულვარი იწყება და მინდა, ხალხმა ის მხარეც გაავსოს. მით უმეტეს, როცა ძალიან ორიგინალური ამფითეატრია, სადაც სიამოვნებით გავმართავდი კლასიკურ კონცერტს (და არა მხოლოდ მე).

ასეთი ზღვა დამხვდა გუშინ – შავი, მაგრამ თბილი და სუფთა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ რომ გადავეშვი, მსგავსი სიმსუბუქე, რაც მაშინ ვიგრძენი, იშვიათად განმიცდია. არ მიყვარს ხალხმრავალ და შუა დღის ზღვაში ცურვა – ასეთი “უცნაური” მირჩევნია.

უცნაურზე გამახსენდა – ასე “აწვიმს” ჰორიზონტს.

წვიმა ბათუმს ალამაზებს. იშვიათი მომენტების გარდა, წვიმა ამ ქალაქში ძალიან მომწონს.

ასეთ დროს ფოტოები ტიმ ბარტონის ეფექტს ბუნებრივად იღებს.

ამ ქანდაკების შემქმნელის მუზა კი ნინო სურგულაძეა, რომლიც მისი პორტრეტის მიხედვით დამზადდა.

წლევანდელი BIAFF-ის პერიოდში ფილმების ჩვენება ბოტანიკურ ბაღშიც იქნება. არა აქვს მნიშვნელობა, ბუნების თუ ფილმების ხათრით, მაგრამ ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთ.

დასასრულ, მზის ჩასვლა მწვანე კონცხზე…

პ.ს. ბათუმიდან დღეს დავბრუნდი. გუშინწინ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ივერიაბეთის მიერ ორგანიზებულ მედიაშეჯიბრის – კაიაკების ჩემპიონატის მონაწილეთა სიაში. ორკაციანი ნავი ყოფილა. გუშინ გავემგზავრეთ, შევეჯიბრეთ, მე და ჩემმა პარტნიორმა მეორე ადგილი დავიკავეთ, ვიცურავეთ და გავერთეთ. ^_^

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “ბათუმი ინსტაგრამის ფილტრით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »