ბაგრატის ტაძარი: ის, რაც (გა)დარჩა (ფოტოკოლაჟი)

ტაძრის ხედი სამხრეთიდან

ტაძრის ხედი სამხრეთიდან

ქუთაისში ამ სააღდგომო ვიზიტისას მამასთან ერთად ბაგრატის ტაძარზე ავედი. სხვათა შორის, მომწონს ეს “შენობა”. საინტერესო და უცხო დიზაინი აქვს. გადახურვის ფერიც მომწონს. ერთადერთი, რაც მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის, არის ის, რომ ამ ახალმა ტაძარმა მოსპო და გააქრო ბაგრატის ტაძარი.

სიამოვნებით სხვა სახელს დავუძახებდი, მაგრამ ბაგრატის დაძრის გამქრობლებს მისთვის ახალი სახელის მოფიქრებაზე თავი არ შეუწუხებიათ. ისევე, როგორც იმ ძველისძველი დეტალების აღდგენაზე, რომელთა “დასრულების” პრობლემაც ბეტონით ამოლესვით “გადაჭრეს”.

საქმე ის გახლავთ, რომ ბაგრატის ტაძრის ზუსტი აღწერილობა არ ვიცით. ჩვენამდე არ მოუღწევია არც გეტმას, არც ჩანახატს და არც ორიგინალურ მასშტაბებს. ერთიანი საქართველოს ნომერ პირველი ტაძარი XVII-XVIII საუკუნეებში ოსმალებმა დააზიანეს და დაანგრიეს. XIX საუკუნეში კი ქალაქის მცხოვრებლებმა მისი ქვები ახლომდებარე სახლების ასაგებად გამოიყენეს.

მამაჩემი, რომელმაც ქუთაისი ზეპირად იცის, მიყვება ტაძრის აღდგენის შესახებ. თვითონაც მონაწილეობდა 80-იანი წლების რესტავრაცია-კონსერვაციის დროს.

მამაჩემი, რომელმაც ქუთაისი ზეპირად იცის, მიყვება ტაძრის აღდგენის შესახებ. თვითონაც მონაწილეობდა 80-იანი წლების რესტავრაცია-კონსერვაციის დროს.

აი, როგორი გვახსოვს ბაგრატის ტაძარი ჩვენ. სამწუხაროა, რომ მომავალი თაობა ამას ვეღარ ნახავს.

ხედი სამხრეთიდან

ხედი სამხრეთიდან

ასეთი კი ახსოვთ ის ილიასა და აკაკის დროში. ანუ ის, რაც 1003 წელს აგებული კათედრალიდან შემორჩა.

ხედი დასავლეთიდან

ხედი დასავლეთიდან

ხედი ჩრდილოეთიდან

ხედი ჩრდილოეთიდან

პირველი სარესტავრაციო სამუშაოები ტაძარს მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩაუტარდა. ეზოში მიმოფანტული უამრავი ფრაგმენტის მოპოვება-დახარისხების შედეგად აღადგინეს  ფასადისა და ინტერიერის ნაწილი.

bagrati~1

ინტერიერი: დასავლეთი კედლის ხედი

მეორე, უფრო მასშტაბური სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 80-იან წლებში ჩატარდა. აღადგინეს სვეტები, რომელთაც ოდესღაც თაღები და ტაძრის გუმბათი ეჭირათ.

ხედი დასავლეთიდან

ხედი დასავლეთიდან

1990 წელს ტაძრის რეკონსტრუქცია-კონსერვაცია დასრულდა. ფასადს, დაკარგული ქვების ნაცვლად, ახალი ქვის პერანგი გაუკეთეს და დასავლეთის შესასვლელიც აღადგინეს. სწორედ ამ სახით შევიდა ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1994 წელს.

ხედი დასავლეთიდან

ხედი დასავლეთიდან

ინტერიერი: აღმოსავლეთის ხედი. სარკმლიანი თაღის ქვეშ მდებარეობდა საკურთხეველი.

ინტერიერი: აღმოსავლეთის ხედი. სარკმლიანი თაღის ქვეშ მდებარეობდა საკურთხეველი.

შემდეგ, რაც ტაძარს დაემართა, ყველას მოგეხსენებათ. ამ გეგმაზე კარგად ჩანს ფრაგმენტების ორიგინალი, რესტავრირებული და რეკონსტრუირებული ნაწილები. ყველა მათგანი შესაბამისი ფერითაა აღნიშნული.

ჩრდილოეთის ხედი

ჩრდილოეთის ხედი

როცა მის დასათვალიერებლად მივედი, ზერელედ შევხედე ახლადაშენებულ ადგილებს, რკინა-შუშის “ოფისს”, რომელიც სწორედ იმ ადგილას დგას, სადაც ოდესღაც დასავლეთის ფრთის მეორე სართულზე წირვა-ლოცვას სამეფო ოჯახი ესწრებოდა, ვნახე ლითონის კონსტრუქციაც, რომელიც ჩრდილოეთის კედელს მიადგეს და რომელშიც არ გვიშვებენ. რა თქმა უნდა, ვნახე უამრავი უძველესი, ორნამენტებით მორთული ლოდი, რომელთა თავის ადგილზე დაბრუნების ნაცვლად რესტავრატორებმა ტაძრის პიტალო ქვებითა და ბეტონით აღდგენა აირჩიეს.

ამას სიზარმაცე ჰქვია, თუ არა ბოროტება. როცა წინ ტაძრის ორიგინალი ფრაგმენტების მთელი მუზეუმი გაქვს და მათ ნაცვლად შენ მიერ უნიჭოდ გამოგონილი რაღაცებით “აღადგენ” ისტორიას. მეც ავდექი და მხოლოდ ძველ დეტალებს გადავუღე ფოტოები.

დასავლეთის შესასვლელის თაღი თითქმის ერთადერთია, სადაც ფრესკები შემორჩა. დანარჩენ ადგილებში ბუნებრივმა მოვლენებმა ყველაფერი წაშალეს.

დასავლეთის შესასვლელის თაღი თითქმის ერთადერთია, სადაც ფრესკები შემორჩა. დანარჩენ ადგილებში ბუნებრივმა მოვლენებმა ყველაფერი წაშალეს. თაღის ოთხივე კუთხეში ადამიანის სილუეტი იკითხება. მგონი, ოთხი მახარებელია.

DSCN1899

DSCN1900

ასეთი მრავალფეროვანი მოხატულობა სხვაგან არსად მინახავს. ოსტატს უეჭველი კარგი ფანტაზია და ფერთა მდიდარი პალიტრა ჰქონდა.

ასეთი მრავალფეროვანი მოხატულობა სხვაგან არსად მინახავს. ოსტატს უეჭველი კარგი ფანტაზია და ფერთა მდიდარი პალიტრა ჰქონდა.

DSCN1906

ტაძრის ყველა შესასვლელი განსხვავებული სტილის, ფორმისა და გაფორმებისაა, ისევე, როგორც სამხრეთის შესასვლელის თაღში ჩახატული ყვავილები!

DSCN1901

ორნამენტები

დასავლეთი შესასვლელის ბოძი

დასავლეთი შესასვლელის ბოძი

სამხრეთი ფასადის კედელზე გამოსახული ბაგრატ მეფის ბარელიეფი.

სამხრეთი ფასადის კედელზე გამოსახული ბაგრატ მეფის ბარელიეფი.

 

ესეც წარმართული გადმონაშთი (თუ არ ვდები)

ესეც წარმართული გადმონაშთი (თუ არ ვდები)

ჩრდილოეთის ფასადის სარკმელი, რომლის მიმდებარე ორნამენტები ნანგრევებში აღმოაჩინეს, ააწყვეს და თავის ადგილას ჩასვეს. მსგავსი ნაწილები კი დღესაც ძალიან ბევრია!

ჩრდილოეთის ფასადის სარკმელი, რომლის მიმდებარე ორნამენტები ნანგრევებში აღმოაჩინეს, ააწყვეს და თავის ადგილას ჩასვეს. მსგავსი ნაწილები დღესაც ძალიან ბევრია!

სავარაუდოდ მაცხოვრის გამოსახულება ჩრდილოეთი შესასვლელის შიდა კედელზე.

სავარაუდოდ მაცხოვრის გამოსახულება ჩრდილოეთი შესასვლელის შიდა კედელზე.

DSCN1915

DSCN1917

დასავლეთი შესასვლელის თაღი ორიგინალი და აღდგენისას გაკეთებული ნაწილებით.

დასავლეთი შესასვლელის თაღი ორიგინალი და აღდგენისას დამზადებული ნაწილებით.

DSCN1919

DSCN1920

ესეც ასე. ბოდიშს გიხდით, რომ ეს პოსტიც გრძელი გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა, არ მიყვარს სანახევროდ მოყოლა. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ბაგრატის ტაძრის ნახვა აუცილებლად ღირს – არა მხოლოდ იმიტომ, რა შეიცვალა, არამედ იმიტომ, რაც (გა)დარჩა :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “ბაგრატის ტაძარი: ის, რაც (გა)დარჩა (ფოტოკოლაჟი)

  1. LiLaC

    მე მოვასწარი ძველი ბაგრატის დათვალიერება, თუმცა ახლა ახალიც მაინტერესებს. სურათები კი მაქვს ნანახი, მაგრამ უკეთ აღსაქმელად და შესაფასებლად საკუთარი თვალით ნახვა აჯობებს, რა თქმა უნდა.
    ისე, ეს ყვავილებიანი თაღები არ მახსოვდა, რა მაგარია!

  2. ისტორიკოსი

    გაუგებარია, პირველ რესტავრაციამდე გადაღებულ სურათებში ტაძარი ისეა დანგრეული, რომ მარტო კედლების ნაწილები იყო დარჩენილი და ეს თაღები და მხატვრობის ნაკვალევი სად იყო შემორჩენილი?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »