ლაყე

მე ჟურნალისტი ვარ. განათლებით მაინც, პროფესიით მაინც. ბოლოსდაბოლოს, 6 წელი ჟურნალისტური მიუკერძოებლობის თეორიულ შესწავლას მაინც შევალიე. დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, თუმცა რამდენიმე ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემ უცხოელ პარტნიორთან მომიხდა მუშაობა და ჩვევების დახვეწა. დღესდღეობით, გასაგებ მიზეზთა გამო, აქტიურ ჟურნალისტიკას გამოვეთიშე და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავაკვირდე იმ ტენდენციებს, რომლებიც დღევანდელ მედიასივრცეშია.

  1. რა ტენდენცი-ებ-ზე უნდა ვისაუბრო, როცა მხოლოდ ერთი მიმართულება არსებობს, ისიც ლაყე?
  2. რომელი მედიასივრცეს უნდა ჰქონდეს საზოგადოებაში ამხელა სივრცე, როდესაც ტელეჟურნალისტი რესპონდენტის ინტერვიუს ჩაწერისას, კითხვის დასმის ნაცვლად, ეუბნება: “ილაპარაკეთ”?
  3. რომელ ჟურნალისტიკაზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოების მოდარაჯე ძაღლები (watchdog) ბევრი ფერებისა და ლაქუცისაგან გააძუკნავეს?
  4. რომელ სამართალზეა ლაპარაკი, როდესაც მოდელირებული ბედნიერებისაგან გამოლაყებული ჟურნალისტები უკადრისობენ ინტერვიუს მათთვის არახელსაყრელ პირობებში აღებას?
  5. რომელ პროფესიონალიზმზე უნდა ვიმსჯელოთ, როცა არ არსებობს ელემენტარული კოლეგიალობა და საკუთარი, ასე საპასუხისმგებლო, საქმისადმი პატივისცემა?
  6. რომელ ტუალეტის ურნაში მოისროლეს ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიონალიზმი, როცა რესპონდენტებზე დაბოღმილი ჟურნალისტები თითქმის მაგიდაზე დჟვამენ, აქაო და ზუსტად ანალოგიურად იქცევა ჩვენი რესპონდენტიო.
  7. დაბოლოს, ლაყე კვერცხი იჭმება?

პ.ს. მე არ შევჭამდი, რადგანაც სილაყე გადამდებია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “ლაყე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »