
ჩვენ გვიყვარს თქმა, რომ გაგვიმართლა და ღმერთმა ქართველებს შედარებით უსაფრთხო ადგილი მიგვიჩინა დედამიწის ზურგზე. შესაძლოა, ამიტომ ვართ ასეთი დაუდევარნი ბუნების მიმართ: არ გვეშინია მიწისძვრის, ნიაღვრის, ვულკანზე რომ არაფერი ვთქვათ. არ გვეშინია იმიტომ, რომ ხეირიანად არც გამოგვიცდია. მადლობა ღმერთს, არც ტაიფუნებით განებივრებული აშშ ვართ და არც მიწისძვრას მიჩვეული იაპონია. თუმცა შედარებით ნორმალურ გეოლოგიკურ-კლიმატურ ზონაში ცხოვრებამ ცუდი შედეგი გამოიღო: ქართველები სტიქიურ მოვლენებს თითქმის ყოველთვის დაუცველი ვხვდებით და გუშინდელმა ნიაღვარმა ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.


დღეს გადავწყვიტე, თავი მომეყარა ყველა იმ ინფოგრაფიკისთვის, რომელიც ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს ბლოგინგის არსს, მის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ვისაც ბლოგები არ გიყვართ (და რაღაც მანქანებით აქ მაინც შემოხვედით), ეგებ, ახლა მაინც დაინახოთ, რომ ბლოგინგი, ზოგადად, კარგი რამაა. უბრალოდ, გააჩნია, როგორ და რა მიზნებით გამოიყენებ მას 

