პროპაგანდის ხელოვნება

პროპაგანდა ყოველთვის იყენებდა ხელოვნებას, როგორც იდეოლოგიის ხალხამდე მიტანის ერთ-ერთ გზას. პროპაგანდა მხატვრობაში, პროპაგანდა ლიტერატურაში, პროპაგანდა მუსიკაში, არქიტექტურაში, კინემატოგრაფიაში… პროპაგანდა იყო ადრეც, პროპაგანდა იქნება ყოველთვის. სხვაგვარად მართვა შეუძლებელია.

ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის ან ძალის მიერ ხელოვნების ზგით გასატარებელი პროპაგანდა, უპირველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს საზოგადოების უმრავლესობისათვის მისაღები ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში მცდელობა იქნება არაეფექტური ან სულაც ჩავარდება.

ასევე მნიშვნელოვანია საკვანძო იდეების ისეთნაირად შეფარვა გამოხატვის ამა თუ იმ ფორმაში, რომ საზოგადოებას შიშველი პროპაგანდა არ შერჩეს ხელთ. ანუ რაღაცამ კი არ უნდა გაგაკეთებინოს სვლა, არამენდ უნდა გიბიძგოს, რომ შენ თვითონ, თითქმის დამოუკიდებლად გააკეთო იგივე. პროპაგანდა არის ის იდეალურად შერჩეული ნაპერწკალი, რომელიც აუცილებლად მოედება დენთით სავსე კასრს და არა იმის ძახილი, “წადი და იმ დენთის კასრს ცეცხლი მოუკიდე!”

სათქმელიდან გამომდინარე, კვლავ ხელოვნებას ვუბრუნდებით. სწორედ ეს იყო ყოველთვის პროპაგანდის თავშესაფარი და კარგა ხანს კიდევ ასე დაჩება. ხელოვნებას კი თავისი კანონები აქვს, რომელსაც პროპაგანდა აუცილებლად უნდა მოერგოს. აქედან გამომდინარე, პროპაგანდისტული ხელოვნება არის:

  1. სახალხო – როცა კეთდება არა ერთი ადამიანისთვის (ჯგუფისთვის) არამედ ფართო მასებისთვის
  2. საყოველთაო – ყველასთვის მისაღები
  3. დროის მოთხოვნების შესაბამისი, ანუ ის, რისგანაც ხალხი დღესდღეობით იღებს სიამოვნებას და არა ის, რაც მას წარსულში მოსწონდა ან მომავალში მოეწონება. აუცილებლად დღეს!

პროპაგანდისტული მანქანის გამოყენება არ ეშლებოდა საბჭოთა კავშირს, რადგან ამ საქმეს პროფესიონალები აკეთებდნენ. მათ იცოდნენ ხალხის გემოვნება და მოთხოვნა და ზუსტად იმას აწვდიდნენ, რაც მათ უნდოდათ – გემრიელი ნამცხვარი ფენებს შორის წასმული პროპაგანდისტული “პავიდლოთი”. როცა პროპაგანდა დროის მოთხოვნებსა და ხალხის გემოვნებას ასცდა, “საათივით აწყობილი ქვეყანაც” დაიშალა.

აი, პროპაგანდის ულამაზესი ნიმუში:

ამაში ჩვენც მაგრები ვართ. ეს ისე, ბონუსად:

ესეც აგრესიული პროპაგანდა, რაც ომის დროს სავსებით გამართლებულია. მთავარია, ხელოვნების კანონებს კარგად მოერგოს:

საბჭოთა ოლიმპიადა. აქ უკვე კარგად ჩანს, რომ 1980 წელს ძველი პათოსი მობეზრებული და მომაბეზრებელია:

… თუმცა მუსიკა აქაც კარგი და უწინდელივით გენიალური რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა, კიდევ მოეხდინა ძველი ეფექტი, მაგრამ ვერა.

ნიჭიერებას რომ პროპაგანდაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, ეს ჩვენც კარგად ვიცოდით და გადასარევად გამოგვდიოდა.

ნიჭიერი ხელოვანის თუნდაც პროპაგანდისტული ნაწარმოები იდეოლოგიის შეცვლის შემდეგაც განაგრძობს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი კულტურული სუბიექტი. უნიჭოდ შეთხზული, დახატული და გადაღებული ნაწარმი კი მტვრიანი არქივების საკუთრება გახდება.

აი, კიდევ ერთი:

სანამ სათქმელს მოვრჩებოდე, თანამედროვე პროპაგანდის გზებზეც გესაუბრებით, რადგან ესეც მნიშვნელოვანია. შეადარეთ ცნობილი სახეების მონაწილეობა არჩევნების პროპაგანდის კლიპში აშშ-ში და ჩვენთან:

ესეც ქართული რეალობა:

ჩემს პოსტს აქ ვამთავრებ და გთხოვთ, იყოთ უფრო ნიჭიერები :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “პროპაგანდის ხელოვნება

  1. ფიქრო

    პროპაგანდა ენივეი სლეობაა, არ მიყვარს როცა მიბიძგებენ. მაგრამ ეხ დაროგის დღემდე ვუსმენ. ერთ რამეში გეთანხმები, არსებობს მხოლოდ აწმყო არც წარსულში ქექვას და არც მომავალში გადახტომას არ აქვს აზრი. ტუ რამის შეცვლა გინდა მხოლოდ აწმყოშია შესაძლებელი

    1. zurriuss Post author

      ჰო, ფიქრო და მე მაგ დროებში კიდე თვითონ პროპაგანდის წარმოებაც ვიფიქრე. აი, თუ გინდა ხალხი დააბოლო, დიდგორის ომით ტრაბახს ნუღარ დაიწყებ. მაგით კარგა ხნის წინ ბოლდებოდნენ. ვერც 24-ე საუკუნეში საქართველოს გაბრწყინებას დააჯერებ ხალხს. ანუ ეფექტური პროპაგანდა დღევანდელ თემატიკაზე მორგებულ საკითხებზე მუშაობს.
      არც მე მიყვარს, მაგრამ ეგრეა ზოგადად.

  2. ტრანსკუტანეუსი

    მთავარია თვალი გვეჭიროს პროპაგანდისტებზე და ყოველ ჯერზე ვახსენებდეთ იმათ, ვინც ამას ვერ ამჩნევს.. ანუ ისევ უკუკავშირის პრინციპით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.