არტ გენი 2011 – ფოტოკოლაჟი

არტ გენი 2011 დასრულდა. ზოგისთვის უკვე კარგად ნაცნობი “იგივე პონტები”, სხვებისთვის “ძაან მაგარი” და ჩემნაირებისათვის “ზე საინტერესო” ღონიძიება 1 წლით დაგვემშვიდობა. და მაინც, რატომ მირჩევნია არტ გენის მარად მოუგვარებელი აურზაური და გაუგებრობა სხვა ფესტივალებს?

პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ჩვენია. ჩვენია ასივე პროცენტით. თუნდაც იმ არეულობით, გაუთავებელი და ზოგჯერ უსამართლო რიგებით, ეთნოგრაფიულისკენ შესქელებული საცობებით და, რა თქმა უნდა, ქართული ფოლკლორით. ეგეთები ვართ და საკუთარ ტრადიციასაც ვინახავთ.

ძალიან მინდოდა, წლევანდელი არტ გენისათვის მიმესწრო და ერთხელ მაინც მომეკრა თვალი. და აჰა, ეს დღეც (კი არა და საღამოც) დადგა. დახურვას დავესწარ. აქვე დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ყველა არტგენელს, რათა ისინი გულით ინახავენ ჩვენს ტრადიციებს და წელიწადში ერთხელ მაინც გვახსენებენ, რანი ვართ. ვფიქრობ, სიტყვა “გაპაპსავება” ყოველთვის არ ნიშნავს მდარეს. მთავარია, რას და როგორ გააპაპსავებ. თუ ქართული კულტურა ჩვენი საზოგადოებისთვის მოდური გახდება, მაშინ, გლობალიზაციის ეპოქაში, ორივე ნაკლები დანაკარგით გადარჩება. ახლა კი ფოტოკოლაჟი:

ზოგადი ხედი

პირველ ფოტოდ რომ მწვადებია, თითო 8 ლარი ღიდა, მაგრამ ნამდვილად ღირდა. ეს კი ჩვენი ტრაპეზის შედეგია.

ამ კეთილი დაღლილი გოგონების ფოტო რომ არ დამედო, არ გამოვიდოდა. პურს ყიდდნენ და ათეოულობით ადამიანისთვის ხელახლა უწევდათ ახსნა, რომ გათავდა და ქალაქიდან ამოაქვთ.

ეს დორიან გრეის გარეგნობის მქონე ბიჭი ჩემი მეგობარია, რომელიც არტ გენის მონაწილეცაა და ერთგვარ მეგზურობას მიწევდა. თუ ქუჩაში ასეთი სიმპათიური ახალგაზრდა ნახოთ, გიორგი დაუძახეთ და ყურადღებას აუცილებლად მოგაქცევთ :)

სუხიშვილები...

შეიძლება, მე ვარ გოიმი, მაგრამ ქართველი ქალის ცეკვის საიდუმლო მაინც მის გრძელ კაბაში მგონია, როცა მაყურებლისთვის გამოცანად რჩება მოცეკვავეთა სინარნარე და ფეხის მოძრაობა. 1968-ში (თუ არ ვცდები), როცა სუხიშვილები ლა-სკალას სცენაზე გამოვიდნენ, გაოცებული მაყურებლები სწორედ იმან აღაფრთოვანა, რომ ქალებს ფეხებზე არანაირი გორგოლაჭი არ ჰგონიათ მიმაგრებული და რომ ასეთი სინარნარეც მათივე პროფესიონალიზმის ნაწილი იყო. ამიტომ არ ვემხრობი შარვლებს.

არც ადგილები იყო და არც სიმშვიდე. ხალხი მოცეკვავეებთან ერთად გრგვინავდა და ბრავოს გაიძახდა. მე ცოტა ხნით ენაჩაგდებული მივშტერებოდი სანახაობას, მერე მეც ავყვირდი :)

ვიფიქრე, ამდენ ფოტოსთან ერთად, ბარემ ერთ ვიდეოსაც გადავიღებ-მეთქი და ესეც თქვენი ბისზე ნაცეკვი ;)

სუხიშვილები ნიაზ დიასამიძემ შეცვალა. ხალხი ცოტათი შეთხელდა და ამფითეატრში “ნიაზას” ფანები დარჩნენ.

უნდა გამოვტყდე, რომ აქამდე არ მიყვარდა ნიაზი. ახლა ვხვდები, რატომაც: წესიერად არასდროს მომისმენია. იმ საღამოდან კი ყველაფერი შეიცვალა და მე იგი "ვაღიარე". სასაცილო კი ჩანს, მაგრამ ეს ყველაფერი, რაღაცნაირად, "ჰარი პოტერისადმი" დამოკიდებულებას ჩამოგავს, როცა არ წაგიკითხავს და ისე აკრიტიკებ. მეც, როგორც კი მოვუსმინე, კრიტიკაც შევწყვიტე.

ძალიან მომეწონა ხემიანი ელექტროფანდურის იდეაც, რომელიც ნიაზას თურმე უკვე კარგა ხანია, აქვს. მისი ფრანგული სიმღერებიც მომწონს და მისი ხმა კვაზიმოდოს მახსენებს მიუზიკლ "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან". მშვენიერი შეგრძნებაა.

სტინგისა არ იყოს, ნიაზის სიმღერებიც თურმე მოსმენილი მქონია, მყვარებია და ავტორი არ მცოდნია. ახლა ვიცი :)

გასრულდა ესე არტ გენი, ვითა სიზმარი ღამისა,

წაველ, გავსწორდე საწოლზედ, ხვალ საქმის ქმნა მაქვს მრავლისა :) :) :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “არტ გენი 2011 – ფოტოკოლაჟი

  1. ჯორჯი

    მწვადებივით შესანიშნავი პოსტი შეგიწვია :)))))) მაგრამ განსხვავება ის იყო რო კომენტარებზე რიგში მეორედ არ ჩავმდგარვარ :))

  2. Sophie שרה Golden – ფრიგიდების მტერი

    არც მე ვემხრობი ქართულ ცეკვაში კაბას, მაგრამ ეს ხომ გათანამედროვებული თუ გაპაპსავებული ვარიანტია და შესაბამისად, ვერ მოითხოვ, 1968-ში როგორც ნარნარებდნენ, ისე ინარნარონ. თუმცა მშვენიერი გოგოები ჰყავთ ისევ.

    მომეწონა ფოტოები, თუმცა ხარისხი დიდი ვერაფერი, ჩემო ზურიუს და შენ კარგი ფოტოაპარატის ღირსი ხარ, სიმართლე რომ ვთქვათ :)

    (მიყვარს შენი ბლოგი, მაგრამ ისევ ისე ნელა იტვირთება, ჩემს ანტიკვარ ლეპტოპს ვერ ძალუძს მასთან ხშირად შებმა.)

    1. zurriuss Post author

      აი, მალე ჰოსტინგის შეცვლას ვგეგმავ და ამოვისუნთქავთ მეც, შენც და ჩემი ბლოგი ხო საერთოდ :d :d

  3. მარი

    აუჰ, ეს ვის შეადარე ნიაზის ხმა :evil: ახლა იმას რომ მოვუსმენ, სულ ეს გამახსენდება :|

  4. ლინა

    დორიან გრეის გარეგნობის ბიჭზე “დავეცი”.(“დაცემა” სმაილიკი ვერ ვიპოვე) :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »