არ უყურო, უზრდელობაა!

screen-shot-2015-06-29-at-11-56-48-am

როცა “ველურ გულში” მონიკა და ხუანი ერთმანეთს კოცნიდნენ და დედას ვეკითხებოდი, რას შვებიან-მეთქი, მპასუხობდა, ახრჩობსო. სულ მაინტერესებდა, ქალი რატომ ახრჩობინებდა კაცს თავს.

ბავშვობის კინოსამყაროდან მხოლოდ რამდენიმე ფრაზა შემომრჩა: “ჯეკი ჩანი”, “ბაევიკი”, “კრიოსნი ატეცი” და “არ უყურო, უზრდელობაა!” საოცარი ისტორიაა, ვერაფერს იტყვი. მე გავიზარდე ტრადიციულ ქუთაისურ ოჯახში, რომელშიც უფროსები არ გვიხსნიან სიშიშვლის არსს, მხოლოდ გვიკრძალავენ. შესაბამისად, სანამ დამოუკიდებელი ცხოვრება არ დავიწყე, ფილმებში მალულად ნანახი სიშიშვლე ჩემთვის უფრო პორნოგრაფიასთან ასოცირდებოდა. ასეთი “ბაგაჟით” გადმოვბარგდი თბილისში.

მაინც, რატომ გვაქვს პრობლემა ფილმებში სიშიშვლესა და სექსის სცენებზე? თუკი ცხოვრების ყველა სხვა მონაკვეთს მსახიობები დეტალ-დეტალ, ზედმიწევნით დამაჯერებლად თამაშობენ, რატომ არ უნდა გადმოვცეთ სხვა დანარჩენი დეტალებიც? მხოლოდ ასაკორბრივი შეზღუდვის გამო? 1930 წელს მიხეილ კალატოზიშვილმა გადაიღო “ჯიმ შვანთე” (მარილი სვანეთს), რომლის მომნუსხველ დოკუმენტალისტიკას, მონტაჟს და რაკურსებს მამაკაცისა და ქალის საოცრად ნატრალისტური კადრები ემატება.

jim shvante jim shvante1

ეს ხდება სვანეთში, სოფელ უშგულში. ამავე პერიოდის ბათუმში კი მთლად ნუდისტური პლაჟია გაშლილი. სიშიშვლეს არც ხალხი თაკილობს და არც კინემატოგრაფი. რატომ? იმიტომ, რომ ეს მოიტანა განვითარებამ. იმიტომ, რომ ყველაფერი, დაწყებული პეტრე პირველის მიერ ბოიარების წვერის შეკრეჭიდან, დასრულებული მასობრივი ტანსაცმლის სულ უფრო გაინტიმურებით, ყველაფერი ვითარდება ანუ ბუნებრივ საწყისს უბრუნდება. სიშიშვლეს.

გადის წლები და, აი, უკვე 1967 წელს საბჭოურ ფილმში “კომისარი” მთავარი როლის შემსრულებელ ნონა მორდიუკოვას სასტიკად კიცხავენ ბავშვის ძუძუთი კვების ეპიზოდის გამო. თავსმოხვეულ ფსევდომორალისტურ ეპოქაში, ეტყობა, ძუძუთი ბავშვის გამოკვება პერვერსიულად აღიქმებოდა.

nona mordyukova 1967

მას შემდეგ საბჭოეთში ეროტიკული შტრიხების შემცველი ფილმები 80-იან წლებამდე პრაქტიკულად აღარ ჭაჭანდება და თუ მაინც რამე გამოჩნდება, პორნოგრაფიასთან ასოცირდება. სამაგიეროდ, რკინის ფარდის იქით ფრანკო ძეფირელი იღებს “რომეო და ჯულიეტას“, რომლის სიკაშკაშე საბჭოეთშიც აღწევს. დედაჩემი მიყვებოდა, რამხელა შოკი გამოიწვია ახალგაზრდა გოგონებში რომეოს ტრაკის დანახვამ. ამ ფილმით ლეონარდ უაიტინგი საბჭოელი ახალგაზრდების ალბათ პირველი ფარული ვნებიანი სიმბოლო გახდა.

romeo and juliet 1968

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებს 37-მანეთიანი ძუძუები არ აკლდათ, უბიწო მზეთუნახავის მკერდმაც ასევე დიდი ყურადღება მიიპყრო.

romeo and juliet 1 1968

ფილმებში სიშიშვლის გამოჩენის ქრონოლოგიას თუ გავყვებით, ჯერ, რა თქმა უნდა, ქალი გაშიშვლდა და, როცა მის მკერდსაც თვალი შევაჩვიეთ და ტრაკზეც ეგრევე აღარ აგვიდგა, მერე მამაკაცმაც გაიხადა. უფრო სწორედ, ჩაიხადა. 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში მამაკაცის ტრაკის გამოჩენა უკვე ჩვეულებრივი მომენტია: ბრედ პიტი, პირს ბროსნანი…

ბრედ პიტი, "ტროა" (2004)

ბრედ პიტი, “ტროა” (2004)

პირს ბროსნანი, "ტომას კრაუნის აფიორა" (1999)

პირს ბროსნანი, “ტომას კრაუნის აფიორა” (1999)

თუმცა ფილმი, ნატურალიზმი, რეჟისორი და, რა თქმა უნდა, საზოგადოება უფრო მეტს მოითხოვს. ყველამ იცის, რომ ბავშვი კოცნით არ კეთდება და ამისთვის საჭიროა, ერთი რაღაც მეორეში შევიდეს. რატომ არ უნდა იყოს სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი შტრიხი ნაჩვენები არაპორნოგრაფიულ ფილმში? ან რატომ უნდა იყოს სექსის სცენა მაინცდამაინც საყოველთაოდ აღმგზნები? განა ყველა სექსი ეგეთია? და, საერთოდაც, თუ კინომოყვარული ხარ, რა ლოგიკით არ აღირებ ფილმში სიშიშვლეს?

ასე მივედით ლარს ფონ ტრიერის “ნიმფომანამდე“. აქ ყველაფერია, 69, მინეტი, ჟონეტი, ტრადიციული  და ა.შ. ნიმფომანიის სენით შეპყრობილი ქალის აღსარება იმდენად რეალისტური, ნატურალისტური და გულშიჩამწვდომი იყო, რომ ფილმის ეროტიკულ ნაწილს პორნოგრაფიული სარჩული შემოაცალა. მიუხედავად ამისა, თბილისის კინოთეატრებში და ფესტივალზე იგი არ დაუშვეს. უფრო სწორედ, ვერ გაბედეს. ისევე, როგორც თავის დროზე “ანტიქრისტეს” სახელი “ანარქისტად” გადაუკეთეს. არადა, ჯერ კიდევ 1990 წელს თბილისის ფილარმონიაში 2000-მდე ადამიანს “გრძნობათა იმპერია” აყურებინეს და არაფერი უბედურება არ მომხდარა (თუ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო ომს მას არ დავაბრალებთ).

nymphomaniac-trailer

“ნიმფომანი” (2013)

თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში “ანტიქრისტეც” უჩვენეს, “ნიმფომანიც” და გასპარ ნოეს “სიყვარულიც“, რომელმაც წლევანდელ BIAFF-ზე დიდი შფოთვა გამოიწვია: ფილმის დაწყებამდე მაყურებლები ჯერ შესასვლელს, შუა სეანსის დროს კი გასასვლელს აწყდებოდნენ. მაყურებელთა იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილი ნაწილი წავიდა. მათთვის რეალიზმი ჯერ კიდევ უზრდელობაა.

ob_3f35e9_love-still-2

ჩვენ და თქვენ კი, სეანსზე ბოლომდე დარჩენილთ, როჩესტერის გრაფი ჯონ უილმოტის სიტყვებით დაგემშვიდობებით: “ადამიანი ადამიანისგან უფრო განსხვავდება, ვიდრე ცხოველისგან”

P.S. პოსტის დასაწყისში თუ მუსიკა არ ჩაგირთავთ, ჩართეთ და ხელახლა წაიკითხეთ. ^^

P.P.S. ისე კი ყველა ყლეობას ბახის მუსიკის დადებით ვერ გააპრავებ. ^^

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »