ანკორის დიდებულება

ეს საოცრება 1200 წლის წინათ აღმოცენდა, 600 წელიწადს იარსება და მერე ისე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ქხმერთა იმპერია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას აკონტროლებდა. ძალით, დიდებითა და მნიშვნელობით ეს ცივილიზაცია თავისუფლად შეგვიძლია, შევადაროთ რომს. იმპერიის დედაქალაქი ანკორი შეიცავს იმაზე მეტ ქვას, ვიდრე ეგვიპტის პირამიდები და იკავებს იმაზე მეტ ტერიტორიას, ვიდრე თანამედროვე პარიზი. მეტიც, ამ ქალაქის მოსახლეობა, თავის დროზე, მილიონს შეადგენდა და მსოფლიოში პირველ ადგილზე იდგა.

ანკორ უატი, ქალაქის მთავარი ნაგებობა და ღირსშესანიშნაობა. ტაძრის აგებას, დაახლოებით, 30 წელი დასჭირდა. სწორედ ეს ნაგებობაა გამოსახული კამბოჯის დროშაზე, რადგან ანკორი სწორედ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზეა.

საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი ევროპისათვის მხოლოდ მითებისა და ზღაპრების ნაწილი იყო, მანამ სანამ 1860 წელს ფრანგ ნატურალისტი ანრი მორო თავად არ ეწვია დიდებულ და მიტოვებულ ქალაქს. სწორედ მისი ჩანაწერებისა და ჩანახატების წყალობით გაჩნდა დიდი ინტერესიცა და ბევრი კითხვაც ანკორის შესახებ: ვინ იყვნენ მისი მშენებლები, რომლებიც ადგილობრივ ენაზე ქხმერებად იწოდებოდნენ ან რატომ მიატოვეს მათ ასეთი დიდებული ქალაქი?

 

მეფე სურიავარმან II-ის ბარელიეფი ანკორ ვატის კედელზე

ანკორ უატი, ცისა და მიწის გამაერთიანებელი ნაგებობა, მეფე სურიავარმან II-ის დროს, მე-12 საუკუნეში აიგო. აზიური ხუროთმოძღვრების ეს შედევრი ინდუიზმის ღმერთთა პანთეონია. ტაძრის შუა, ყველაზე მაღალ კოშკში ღმერთ ვიშნუს ქანდკება იდგა და, სავარაუდოდ, იქვე ინახებოდა მეფის ფერფლიც.

ანრი მუოს ეს ნახატი, შეიძლება ითქვას, ანკორ უატის პირველი დუბლირებული გამოსახულებაა.

ეს ბარელიეფი ერთ-ერთი დერეფნის მთელს კედელს მიუყვება და მასზე კეთილისა და ბოროტის ჭიდილია გამოსახული. თოკს, რომელიც გველის სახითაა წარმოდგენილი, ერთ მხარეს ღმერთები ეწევიან, მეორე მხარეს კი - დემონები. ამ ჭიდილში გამოიყოფა რძე, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოა. მხარეების მსაჯული კი თავად ვიშნუა, რომელიც შუაშია გამოსახული.

აფსარები ღვთაებრივი ქმნილებები იყვნენ, რომლებიც მეფეებსა და ღმერთებს მეგზურობას უწევდნენ.

ანკორ უატი, როგორც ანკორის სულიერი სიმტკიცის სიმბოლო, თავის თავში აერთიანებს მთელს კოსმოსს, რომელიც ქვაშია გამოსახული, ყველა დეტალი აქ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.

ქალაქი საფრენი სიმაღლიდან: ხუროთმოძღვრებმა თავიდანვე იზრუნეს მის დაცვაზე და წყლის დიდი არხით შემოსაზღვრეს.

1177 წელს უძლეველი იმპერიის ქალაქი ვიეტნამელებმა ტომებმა აიღეს და ტაძარი გაძარცვეს და დაწვეს. თუმცა ქხმერებმა მაინც მოახერხეს მოთარეშეთა განდევნა. ჯაიავარმან VII-მ მათზე გაიმარჯვა და ანკორი ისევ ქხმერებს დარჩათ. მიუხედავად ამისა, ანკორ უატი მიტოვებული აღმოჩდა და მასზე ზრუნვა ჯუნგლებმა “იკისრა”. ეს იმიტომ მოხდა, რომ გამარჯვებულმა მეფემ ახალი ტაძრის აგება გადაწყვიტა და, რაც მთავარია, არა ინდუისტურის, არამედ, ბუდისტურის.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “ანკორის დიდებულება

  1. Mari

    აუუუ, ფეისბუქის geochallenge-დან ვიცოდი ეს, ოღონდ არ ვიცოდი რა იყო. წავალ ახლა, google earth-ით გადავჩხრეკ :)

  2. Glexisbici

    დაემატა მოსანახულებელთა სიას და უფრო მეტად დავეძებ ,ვინმე ღვთისნიერს’ :((((((((

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »