ანხელის ჩანჩქერი – ყველაზე მაღალი წყალვარდნილი

ტეპუის ტყეში წვიმს. წყალს მიწიდან ამოტანილი გაციებული ორთქლი ემატება. აუატეპუის პლატოს ერთ-ერთ-ერთი ნაპრალიდან გაბმული შრიალის ხმა ისმის. ხევიდან სინათლის სხივები ირეკლება, თითქოს კვარცის კედლებში ალმასის კრისტალებს მოეყაროს თავი. შხუილის ხმა უფრო იმატებს, ძლიერდება და მელოდიური ხდება. წყალი გაივლის მიხვეულ-მოხვეულ ნაპრალებს და…. უსასრულო სივრცეში ჩაიორთქლება…

ანხელის ჩანჩქერი ვენესუელას ეროვნულ ნაკრძალშია. დღეს სწორედ მასზე ვისაუბრებ. აქვე გეტყვით, რომ მისი სახელი (Angel Falls) სრულებით არ არის კავშირში “ანხელის” ესპანურენოვან გაგებასთან (Angel) და არ ნიშნავს “ანგელოზს”. ჩანჩქერს სახელი ავიატორ ჯიმი ეინჯელის პატივსაცემად უწოდეს, რომელმაც მას 1935 წელს გადაუფრინა. ადგილობრივები კი კერეპაკუპაი-მერუს უწოდებენ, რაც “ყველაზე ღრმა ადგილის ჩანჩქერს” ნიშნავს.

ანხელის ჩანჩქერი ყველაზე მაღალი წყალვარდნილია დედამიწაზე. წყალი 979 მეტრის სიმაღლიდან ეშვება “ეშმაკის გამოქვაბულში” და მდინარე რიო გაუას ასაზრდოებს (Río Gauya). ანხელი საოცარია იმით, რომ წყალი ისე მაღლიდან ეშვება, რომ ჰაერთან შეჯახებისას წყლის მტვრად და ორთქლად იქცევა და მიწამდე წყლის მცირე რაოდენობა აღწევს.

სხვათა შორის, უგო ჩავესმა 2009 წელს განაცხადა, რომ ჩანჩქერს ოფიციალურ სახელს შეუცვლიდა და აბორიგენულს დაარქმევდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის დიქტატორმა გადაწყვეტილება შეცვალა. თვითონ ჯიმი ეინჯელმა კი, 1937 წელს, ერთ-ერთი გადაფრენისას გადაწყვიტა, აღნიშნული ჩანჩქერის სათავეებთან დაშვებულიყო. თვითმფრინავი დაზიანდა და ჭაობიან ადგილას ჩაეშვა. ეინჯელსა და მის თანხმლებ პირებს თვითმფრინავის დატოვება მოუწიათ, რადგან მან ჩაძირვა დაიწყო. 11 დღეს იხეტიალეს 979 მეტრზე განფენილ ჯუნგლებში ავიატორის ხელმძღვანელობით და ბოლოს ჩანჩქერის წყალვარდნილსაც მიადგნენ. ამასობაში ეინჯელმა ჩანჩქერზე ბევრი ინფორმაცია შეაგროვა. ფაქტობრივად, პირველად მან შეისწავლა ეს ადგილი, რის გამოც ჩანჩქერსაც მისი სახელი დაარქვეს.

ანხელის ჩანჩქერი ტურისტების საყვარელი ადგილია. ისინი თვითმფრინავით მიემგზავრებიან კერეპაკუპაი მერუსაკენ და კლდის სათავეებთან ჩერდებიან. ბევრი ადრენალინის მოყვარული პარაშუტისტი 979 მეტრის სიმაღლიდან ხტება და ორთქლადქცეული წყლის პარალელურად ეშვება მიწაზე.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

11 thoughts on “ანხელის ჩანჩქერი – ყველაზე მაღალი წყალვარდნილი

  1. Qilipa

    პირწიგნაკზე ვნახე სათაური და ვიგრძენი რომ ულამაზესი ფოტოკოლაჟი დამხვდებოდა :) არც შევმცდარვარ! ძალიან მაგარია!!! აქ სიამოვნებით მოიკლავდა კაცი თავს… :)

    1. zurriuss Post author

      ცოტა ძვირი კი დაგიჯდება ეგ ძვირფასი თვითმკვლელობა :d

  2. Qilipa

    :d კი მაგრამ თუ საბოლოოდ გადავწყვიტე, ნამდვილად ღირს ყველაფრის გაყიდვა მაგისთვის (ან რაღა ჯანდაბად დამჭირდება რამე?)

    1. zurriuss Post author

      ნათქვამია, ჯერ მიშასთვის მოიკალი თავი და მერე ვისთვისაც გინდაო :lol:

  3. tamashebi

    ძალიან მაგარი ადგილებია, სიამოვნებით გავაკეტებდი ამ ფოტოკოლაჟს პირადი ფოტოაპრატით :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »