“არამწეველ მშობელთა კავშირის” (ამკ) 10 მცნება

შემუშავებულია თევზის, ჰირინეოსისა და ჩემ მიერ

  1. „ვინც ეწევა, ეწევა – შავი კუბო ეწვევა“
  2. „არამწეველი შვილი დედის გულის ვარდიაო“
  3. „არამწეველი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“
  4. „დედის წინ მოფუილე კვიცს ან მგელი შესჭამს, ან მიქელგაბრიელიო“
  5. „მწეველმა მწეველს უთხრა, შე მწეველოო!“
  6. „მწეველი მწეველთან რომ დააბა, მოწევენ, აბა რას იზამენო“
  7. „მოწევა იწვევს 2012-სო“
  8. „ეწევი? გეწვევი!“ (ც) სიკვდილი
  9. “მწეველს რა უნდა და სიგარეტის კვამლიანი ღამეო”
  10. “ასტრას” რა ჰქონდა, “იავას” გაჰქონდაო”
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on ““არამწეველ მშობელთა კავშირის” (ამკ) 10 მცნება

  1. იან'კო

    საღოლ ზურიუსს, მაგარია.
    მრწამსიც დაუწერე და 9 ნეტარებაც :evil:

  2. მარი

    :green: მაგარია. ამ ექსკურსიაზე შევადგინე თამბაქოს ბაზრის მოშლისა და განადგურების ეკონომიკური გეგმა, ჰოდა გაბოს რისხვა დავიტეხე თავს.

    1. zurriuss Post author

      გაბოს რისხვა ყველაზე ადვილად გადალახვადი პრობლემაა

  3. შეილა

    ჰაჰააა … ზუუუ!!! აი, მეთერთმეტეზე თავს დავანებებდი მართლა :))) პირველი და მეშვიდე მომეწონა, მაგრამ თუ ამიხდააა …

  4. kate alukard

    :lol: :lol: :lol:
    კარგია :D
    “მწეველს რა უნდა და სიგარეტის კვამლიანი ღამეო”
    ფრთიანი ფრაზებია რა :D

  5. mweveli

    წითელი ელემის ღერი ცხრა ძმამ გაიყოო.

    უსიგარეტოდ არ არსებობს არც არაფერი,
    არც არაფერი არ არსებობს უსიგარეტოდ.

    სიგარეტო ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ გქაჩავდეს….

    ბაზალეთისა ტბის ძირას “პაჭკა” ვინსტონი არისო
    ვინაც იმასა მოსწევს ელისო ელ პარადისო

    რაც მტრობას დაუნგრევია ის ელემს უშენებია.

    ნეტამც ბადაგი არ დამელია
    და დღეს ელემი მომეწია.

    გაგრძელება თუ გინდა იქნება, ოღონდ ჯერ მოვწევ

    1. zurriuss Post author

      არა შეჯდა მწეველი სამოთხესა, არა იყო გვარი მისი :)
      მწეველი მწოველისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია :)

        1. zurriuss Post author

          არ მოსწიო, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება. და მერე აღარ მოგინდებაო :green:

  6. ცქვიტო

    რასაცა მოსწევ შენია, რაც არა დაკარგულია.
    მწეველი კაცი, მწეველი სასტავის გულის ვარდიაო.
    გველს ლომკიდან გამოიყვანს, LM-ი შეჩხიკინებული
    სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა მოწევა სახელოვანი
    კუზიანისთვის მოწევა გაასწორებსო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.