All In One SEO Pack

Kolibri's Freedom

  • ჩემს ნახატებს კედლებზე არასდროს ვკიდებ, ყოველთვის ცალკე მაქვს შენახული. უკვირთ, როცა იგებენ, რომ ვხატავ კიდეც. არადა ხატვა 1 წლიდან დავიწყე. ცხოვრებაში ლამაზი ნახატი, მგონი, არასდროს დამიხატავს.
  • მეგობრები არ არსებობენ. არსებობენ მედუზები, რომლებსაც, თუკი არსებულ რეალობას შეუცვლი, ხელში ისე ჩაგადნებიან, თითქოს არც უარსებიათ.
  • არის მდუმარე ფეისბუკ პროფაილები, რომელთაც საფლავებივით ჩამოვუვლი და დავხედავ ხოლმე. მინდა, გადავეჩვიო.
  • თუკი ერთ ადამიანს მეორეზე აზრს ჰკითხავ, დაუჯერე, მაგრამ ნურასდროს იქნები დარწმუნებული, რომ შენთანაც ისეთივე იქნება, როგორიც მასთან.
  • არის 4 ქალი და 3 კაცი, ვისიც მეშინია. აქედან 2 ჩემი მშობელია.
  • ადამიანს ყველაზე მეტად პირის წკლაპუნს ვერ ვპატიობ. ხანდახან ვერც საკუთარ თავს.
  • ბათუმის Piazza Hotel-ში ძალიან პატარა ნომრები, მაგრამ ისეთი გემრიელი მაგარი მატრასები აქვთ, რომ სიამოვნებისგან შეიძლება, ძილი გაგიტყდეთ. სასაუზმედ მთელი მოედნის გადაკვეთა გიწევთ, რადგან Piazza Tower-შია, მესამე სართულზე, კაფე ბრიოშეში. მაგრამ ძალიან მაგარია: საკვებიც, ინტერიერიც და ხედიც.
  • ახალი ფირსაკრავი კარგი დინამიკებით და აკვარიუმი – ორი რამ, რასაც აუცილებლად ვიყიდი, როცა ახალ სახლში გადავალ, რაც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ზეა დამოკიდებული.
  • მინდა, სტვენით შესრულებული საოპერო არიების ალბომი ჩავწერო. ეგებ, მიხრწნილების ასაკში მაინც დამიფასდეს.

ძილინებისა! დანარჩენი და ღრმააზროვანი პოსტები მერე. ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “All In One SEO Pack

  1. Kate

    “მეგობრები არ არსებობენ. არსებობენ მედუზები, რომლებსაც, თუკი არსებულ რეალობას შეუცვლი, ხელში ისე ჩაგადნებიან, თითქოს არც უარსებიათ.” << ეს ფრაზა მიკვირს შენგან ყველაზე მეტად.

    ნახატები რომ შენახული გაქვს, არ მიკვირს. ბინა რომ გექნება, მაშინ ჩასვამ ჩარჩოებში.
    ჰოდა, ლამაზი ნახატი დაგიხატავს და მას "ოფელია" ეწოდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »