0-ების წაკითხვა ანუ ჩემი პერსონალური ანბანი

არ იფიქროთ, რომ მეტი საქმე არ მქონდა. VII კლასისშიც ისეთი დაღლილი და მაინც ემოციურ-ენერგიული ვიყავი, როგორც ახლა. ამასთან ერთად, უფრო დაბალი მსუქანი და სწავლაზე მოტივირებული. პრინციპში, სხვა შემთხვევაში სახლში კარგი დღე არ მელოდა. სკოლაში ჩემი წარუმატებლობის ფორმულა ასე გამოიყურებოდა:

2 + მასწავლებლის საყვედური = ქამრის ტკლაცუნს ყველა შესაძლო მიმართულებით

მიუხედავად ყოველდღიური ხმალთაკვეთისა, პატარ-პატარა ბედნიერებების გამოძერწვასაც ვახერხებდი.

ერთხელ სკოლაში კლასელმა რვეულის ფურცლის მეოთხედზე დაწერილი რიცხვი მომაჩეჩა და მითხრა, აბა, ამ რიცხვს თუ წაიკითხავო. ეს, დაახლოებით, ასე გამოიყურებოდა:

10000000000000000000000000000000000000000000000

ბუნებრივია, ვერ წავიკითხე, მაგრამ იდეამ, რომელმაც იმ წამს თავში გამირბინა თუ დამკრა, “0-ების წაკითხვა” ერქვა. ორდღიანი ტვინის სიამოვნებით ხვრეტის შედეგად უკვე ჩემი პერსონალური ანბანი მქონდა, რომელსაც თქვენც გიმხელთ ;)

View more from Zura Balanchivadze.

P.S. ვისაც ძალა შეგწევთ, ჩემი ანბანი შრიფტად აქციოთ, ნუ დაიზარებთ და ასრულებული ოცნებისათვის ნახატს დაგიხატავთ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

20 thoughts on “0-ების წაკითხვა ანუ ჩემი პერსონალური ანბანი

  1. მარი

    მეც მქონდა ადრე საკუთარი ანბანი, მაგრამ მგონი უფრო ადვილი დასაზეპირებელი იყო ვიდრე ეს.

    ხოდა, მეჩვენება თუ შენს ანბანში “დ” და “მ” ერთნაირად იწერება?

    1. zurriuss Post author

      მ-ზე შემეშალა, 2 ხაზი აკლია და გავასწორებ. მადლობა, რომ მითხარი :)

  2. Kate Alukard

    რა მაგარი ხარ ზუ : ))))
    მეც მქონდა ჩემი ანბანი ბავშვობაში : )))) დღიურებს მმისით ვწერდი ხოლმე : ) პატარა კაცუნებისგან იყო ასოები შედგენილი :green: წლების მერე ის დღიური რომ ვნახე თვალები ამიჭრელდა და რაც მთავარია ვერც ერთი სიტყვა ვერ წავიკითხე :(((( :cry:

    1. მარი

      პატარა კაცუნებით წერა შერლოკ ჰოლმსიდან ხომ არ იყო შთაგონებული ქეთი? :D :D მაგ ანბანს ბევრი ვეწვალე, მაგრამ ვერაფერი გავუგე

  3. Qilipa

    მკვდარი და შინ მიუსვლელი ერთიაო! ისეთი ანბანია რო შენც ვერ დაიმახსოვრებ…

    1. zurriuss Post author

      დავიმახსოვრებ კი არა, ახლაც თავისუფლად ვწერ :)

    1. zurriuss Post author

      აუ, იცი, როგორ მინდა, რომ შრიფტად გააკეთოს ვინმემ? :(

      1. თამთა

        თავისუფალ დროს რომ გამოვნახავ ამ ზაფხულს, მე გავაკეთებ, თუ, რა თქმა უნდა, არავინ დამასწრო :)
        გუდ ჯობ, ზურიუს! ;)

  4. marieeeeeeeeeeeee

    მე ეხლაც ვიყენებ ხოლმე საკუთარ ანბანს ;P

    P.S. “ც”-მ რა დაგიშავა ესე რომ გაწირე :?:

  5. ლათათიე

    მხოლოდ ერთხელ (ისიც ყალბად და ზერელედ) ვცადე მსგავსი რამის გაკეთება… გამიხარდა, რომ (ამ თვალსაზრისით) ჩემზე უფრო მოცლილი ადამიანებიც არსებობენ… :P :P

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.