ღვთაებრივი ბიჭუნა

მაშინ, როცა პოლიტოლოგები ცხელ შემოდგომას ვარაუდობენ, ხოლო საზოგადოების დიდი ნაწილი კი მოსალოდნელი გეი კატა-კლიზმებით არის შეშინებული, ვხვდები, თუ რა სარგებლობა მოაქვს ჩემს ბლოგს: იგი სრულიად შორსაა ასეთი ამბებისგან. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ წერას თავს დიდხანს არ დავანებებ, ან საერთოდ არ დავანებებ.

როცა მთავრობამ ოპოზიციას თეატრალური სეზონის გახსნა დაასწრო და მაყურებელს “პრეზიდენტი და გაძვირებული სასურსათო კალათა” შესთავაზა, მე ახალი აღმოჩენით ვტკბები :)

რა არის ნიჭი, თუ არა სიკეთე? სწორედ სიკეთე ეხმარება ადამიანს, განავითაროს და სრულყოს ბოძებული ნათელი. ნიჭი რომ ბოროტება იყოს, იგი დეგრადირდებოდა და მის მფლობელსაც ჩაიყოლებდა. მოკლედ, ნახეთ….

აი, თურმე როგორ გალობენ ანგელოზები, არა?

თბილი, თვითნაბადი და ბუნების მიერ ჯერ კიდევ დაუზიანებელი სუნთქვა.

ვინ არის მეორე, უფრო დიდი ახალგაზრდა? ალდედ ჯონსია, ისევე, როგორც პირველი, ოღონდ ათიოდ წლის შემდეგ. აქ უკვე მუტაცია დასრულებულია და დღეს ეს ახალგაზრდა “ჩვეულებრივ” მომღერლებს განეკუთვნება. მალე 30-ის გახდება.

ამ ადამიანზე საუბარი იმიტომ წამოვიწყე, რომ მის თვალებსა და სახის გამომეტყველებას დავაკვირდი: სიმშვიდე, სითბო, ბულუბრყვილო სიყვარული, ჭკვიანი და სულგრძელი გამოხედვა. არანაირი ადგილი ამპარტავნებისათვის. დღესდღეობით ასეთი ხალხი, ძირითადად, პიარ მენეჯერების დახმარებით “იბადება”, სათნოებასაც ფულით ინარჩუნებს და არა ნიჭით.

ბიჭუნას, რომლის ხმაში ფაფუკი საოცრება ჟღერდა, დიდება იმ ასაკში ეწვია, როცა ბავშვი ჯერ კიდევ ოცნებებზე ოცნებობს. 9 წლიდან საეკლესიო გუნდში მღეროდა, 13 წლის ასაკში კი უკვე კარიერის მწვერვალს მიაღწია. მისი კეთილი ხმა წარმოუდგენელი იყო შობის გარეშე, ისევე როგორც შობა ალედის საგალობლების გარეშე.

“ღვთაებრივი ბიჭუნა” – ასე ეძახდნენ უელსელ ბიჭუნას, რომელსაც 15 წლისათვის უკვე ემღერა რომის პაპისა და დედოფლის წინაშე. ჩაეწერა სასულიერო საგალობლები თვით ლეონარდ ბერნშტაინის დირიჟორობით და გაეყიდა 6 მილიონზე მეტი ალბომი.

ეს ხმა უმანკო სიზმარია, რომელიც ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. საუკუნეების წინ სწორედ ასეთი ხმისაგან “იბადებოდნენ” კასტრატები. საბედნიეროდ, ახლა სხვა დროა და ასე, რა თქმა უნდა, აღარ ხდება. სამწუხარო კი ისაა, რომ უმანკო სიზმარი  მალე სრულდება და თვალს ბიოლოგიურ რეალობაში ახელ. გარდატეხის დაწყებიდან შენში ანგელოზის ხმა ნელ-ნელა იძინებს, სანამ სამუდამოდ არ გაქრება.

დღეს ალედ ჯონსი ლირიკული ბარიტონია და განსხვავებულ ჟანრში მღერის. მისი ალბომები საკმაოდ წარმატებულია და უმეტესობას ოქროსა და პლატინის ხარისხი გააჩნია.

ისტორიის მოყოლას აქ დავამთავრებ, რადგანაც სასწაულიც აქ მთავრდება. ვისაც ღვთაებრივი ბიჭუნას ამჟამინდელი მოღვაწეობა გაინტერესებთ, YouTube-ის კარი ღიაა თქვენთვის :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “ღვთაებრივი ბიჭუნა

  1. მარი

    გულს მიჩუყებს ეს ხმა. პირველ ვიდეოზე მთლად გადავირიე, დამბურძგლა.
    ისე, მგონი ახლაც ისეთი გამომეტყველებით მღერის, როგორც ბავშვობაში.

    1. Zurriuss

      შექალო, მე რას დავემგვანე ეს ანგელოზივით ბავშვი და ეგ რაღა გიკვირს? :green:

  2. wasp

    როგორ მიყვარს როცა ასე “გალობენ” რა ტკბილი ხმა აქვს….სიამოვნებით მივუდგებოდი გვერდით

  3. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    მართლაც, რომ ვაიმეს მეტს ვერ ვიმეტებ!
    Fარინელლი… :!:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »