ისევ და ისევ ის

1955 წელი. ლა სკალა ოვაციით ეგებება "სომნამბულას" მთავარ გმირს.

უკვე 7 წელზე მეტი გასულა მას შემდეგ, რაც იგი აღმოვაჩინე. ამ ხნის განმავლობაში ჩემს პიროვნებაში სამიოდე “გენერალური უბორკა” მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა და გადაფასდა, მაგრამ იგი ისევ იქ არის, სადაც თავიდანვე ადგილი მივუჩინე. იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. უკვე 7 წელია, მარია კალასს ვაღმერთებ.

ხანდახან მომეძალება ხოლმე ემოციები და ჩემ მიერ გატანჯულ გუგლს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ამომიგდოს კალასის ფოტოები, იმის იმედით, რომ რაიმე ახალს გადავაწყდები. სხვათა შორის, მთელი ამ ხნის განმავლობაში დავასკვენი, რომ გუგლის ფოტოებში ძებნა ბევრად აუმჯობესებს მხედველობით მეხსიერებას. საკუთარი წლობითი გამოცდილებისა და კალასის ათასობით (5000-ზე მეტი!) ფოტოს შეგროვებით ყველა მათგანი უკვე ისე დავიმახსოვრე, პატარა დეტალების ცვლილებასაც ვაფიქსირებ და თუ ხელებგაწვდილი კალასის ფოტო არ აღმომაჩნდა (ანუ სხვა მდგომარეობაში გადაღებული იგივე სურათი მაქვს), ეგრევე ჩემს საცავში გავაქანებ. საერთოდ, მთელ ჩემს კომპიუტერში ყველაზე წონიანი ფოლდერი, რა თქმა უნდა, კალასისაა. შიგნით ათობით ვიდეო, ასობით აუდიო და, როგორც გითხარით, ათასობით ფოტომასალა მაქვს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე, ყველაზე ყველაზე მაგარ ფოტოს გიჩვენებთ. გამიჭირდება, მაგრამ მაინც.

"ტრავიატა", ლა სკალა, 1955 წ. რეჟისორი ლუკინო ვისკონტი. კალასმა ისე გამაოგნებლად ითამაშა ვიოლეტას სიკვდილი, ფინალის შემდეგ ბევრმა იფიქრა, რომ იგი სცენაზევე დაიღუპა.

"ჯოკონდა", 1952 წელი. ამ დროს კალასის წონა 95 კილოგრამს უდრის და ბევრი საოპერო თეატრიც სწორედ ამიტომ ეუბნება უარს, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ კალასის ხმაში აქამდე გაუგონარი ჟღერადობის ბულბული ზის.

"ნორმა" მის ცხოვრებაში ისეთი შედევრი და საგანძურია, მხოლოდ ფოტოებიც კი კმარა იმ ემოციის გადმოსაცემად, რასაც კალასი სცენაზე გამოსვლისას მაყურებელს თავს ატეხდა. დღემდე უამრავი ჰიპოთეზაა, რატო უყვარდათ და სძულდათ ეს მომღერალი და რა იყო მისდამი რადიკალურობის მიზეზი.

"ტურანდოტი" - უყურებ ჩინური ზღაპრების ცივსისხლიან პრინცესას და, თითქოს, ზედმეტიც კი გეჩვენება

ქალი, რომლისთვისაც არ არსებობდა არანაირი შესვენება და დაღლა, როცა რეპეტიციებზე სახლის ჩუსტებით დადიოდა, ხოლო სცენას მიზი უკიდეგანო ხმა აზანზარებდა, წონაში დაკლებამდე ასე გამოიყურებოდა.

1957 წელს კალასი წლის მოდურ ქალბატონად დაასახელეს

კლეოპატრას როლში, რომელიც ფელეტონისტ ელზა მაქვსელის მიერ მოწყობილ კოსტიუმირებულ ბალზეა გადაღებული

ზფედორა", რუსი პრინცესას თავგადასავალი. ამ ოპერის კალასისეული ჩანაწერი არ მოიპოვება. დარჩა მხოლოდ შთამბეჭდავი ფოტოები და ულამაზესი სასცენო კოსტიუმი.

"მედეა" 1958 წ.

"ენ ბოლეინი", 1957 წ.

ეს მამის ტოლა კაცი ჯოვანი ბატისტა მენეგინია, კალასის ქმარი და მენეჯერი. სწორედ მისი ფინანსების წყალობით გახდა კალასი მსოფლიო დივა. სანამ მენეგინის დაშორდებოდა, მის ხმასაც, შეიძლებოდა, შველოდა... მაგრამ მან ონასისი აირჩია.

ონასისის იახტა "კრისტინა". 1959 წელს სწორედ აქედან დაიწყო კალასის ყველაზე დიდი სიყვარულიც და ყველაზე დიდი ტრაგედიაც. ზუსტად 6 წელიწადში მისი დიადი და უკვე პრობლემური ხმისაგან დამსხვრეული აჩრდილი დარჩება, რომელსაც მომღერალი ვეღარასოდეს აღიდგენს. "სამაგიეროდ", ონასისი მიატოვებს მას, რითაც კალასი საბედისწერო დარტყმას იღებს.

კალასის უკანასკნელი "ტოსკა", სადაც ტოსკა კლავს სკარპიას. ამ როლით დაიწყო და დასრულდა კალასის სასცენო ცხოვრება, რომელმაც 25 წელს ძლივს მიაღწია. აქედან მხოლოდ 10-12 წელი იყო მისი ოქროს ხანა. როდესაც ამ დადგმაზე მუშაობდნენ, ფრანკო ძეფირელიმ კალასს ნელ-ნელა ჩააგონა, რომ იმ მომენტში, როცა ტოსკა დანას იქნევს, მისთვის რეალუარდ საძულველი პიროვნება უნდა წარმოედგინა და ეს, რა თქმა უნდა, ონასისი იყო.

ოპერის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი 1977 წლის 16 სექტემბერს, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა საკუთარ ბინაში, პარიზში.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

9 thoughts on “ისევ და ისევ ის

    1. zurriuss Post author

      ძაან მსტრესავს ხანდახან, მაგრამ ხანდახან ეგ სტრესი ისე საოცარია :)

  1. მარიამი

    აიი გააავგიიჟდიი,ყოოჩააგგ მაარრთლა ზალიან მაგარიი რაღაცები გიწერია და ძალიან საინტერესო,თითქმის ყველაფერი წავიკითხე,ძალიან ჭკვიანი ხარ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »