აქაური აფრიკა (ფოტოკოლაჟი)

ჩეჩმა - ჩემს ფონზე

ყოფილხართ აფრიკაში?

აი, მე კი ერთ-ერთი მინიოცნება ავიხდინე და თბილისის ეს მხარეც მოვიარე. ჯიპაში დაგვავალეს, უმცირესობებისგან ინტერვიუ აიღეთო და ჩვენმა ჯგუფმა ბოშები არჩია. 3 გოგოთი შეიარაღებული გავემართე ამ მიყრუებული ადგილის აღმოსაჩენად.

“ციგნები” საშიში ხალხია, თუკი არ გიცნობენ. ასე რომ, თავიდანვე სურათების გადაღებას ნუ დაუწყებთ, მით უმეტეს, ჩვენსავით ხელცარიელი თუ მიხვალთ. ძალიან უჭირთ, არ აქვთ პირადობის მოწმობა, მაშასადამე, არ არსებობენ. ქალები და ბავშვები თავს ძირითადად მათხოვრობით ირჩენენ (მოგეხსნებათ სადაც), მამაკაცები კი ჯართს აგროვებენ. როგორც გავარკვიეთ,  ესენი ბოშები კი არა, ეთნიკური თათარ-აზერბაიჯანლები არიან. კიდევ ერთი ჯგუფი “ციგნებისა” ლოტკინზე ცხოვრობს, მაგრამ ისინი ეთნიკური მოლდოველები ყოფილან. რამდენიმე დღის წინ ეს ხალხიც მოვინახულეთ. მათ უფრო ღია ფერის პირისახე აქვთ, ზოგი ცისფერთვალებაა. ისინი სულ სხვა ცხოვრებას ეწევიან. ჩვენ კი ყველა მათგანს “ციგანში” ვაერთიანებთ.

გუშინ საღამოს, როცა თბილისს საავდრო ღრუბლის მუქი ფენა გადაეფარა…

169 ანუ 5ა ნომერმა მარშუტკამ ამ ადგილების სიახლოვეს ჩამოგვსვა და ეპიკური მოგზაურობაც დაიწყო

თავიდან ეს მეგონა ბოშების სახლი, მაგრამ ვცდებოდი: ამაზე უარესია

სახლების ნაწილს ღობე არ აქვს, ხოლო რომელსაც გააჩნია - ასეთია

ამის შემხედვარეს, ერთი სიტყვა გამახსენდა "ევროტურიდან" - Bratislava :)

მტერს აგურის ღობეზე დაცემენტებული მინის ნამსხვრევები შეაკავებს - ქართველის მოფიქრებულია

მანსარდი პირველ სართულზე

ციკლიდან "უღობო სახლები"

ესეც აღთქმული მიწა! ჟანგიანი რკინები, ფიცრული, დაუბანელი ხალხი, ხეზე გაკიდებული ტანსაცმელი. ყველაფერი ეს ამ "სახლის ეზოშია"

წამოსვლისას მრწყველი შევნიშნეთ

სანამ უსწორმასწორო გზა ასფალტიანს შეუერთდებოდა, ეს "ფირმა" მანქანა დავინახე. ისე ანათებდა ამ გარემოს, ისე კაშკაშებდა...

ამასობაში ცა საავდროდ დაგვეჯღანა...

სანამ მარშუტკას ველოდებოდით, ზემოთ ავიხედე და ყელგამოღადრული შუქნიშანი დავინახე

დაბრუნებისას აშკარად უკეთესი მარშუტკა დაგვახვედრეს. ჩავსხედით შიგ დაღლილ-დაჯღანულები და ერთმანეთს მოვუყევით, ვინ რა გავიგეთ. ვინაიდან ბოშებმა საუბრის ჩაწერაზე უარი გვითხრეს, ყველაფერი დავიმახსოვრეთ და ტრანსპორტში განვიხილავდით.

ავლაბარს მოვუახლოვდით. ამასობაში მე ნევროზმა ამიწია, როგორც მემართება ხოლმე, და მინდოდა, ცოტა ხანს მარტო დავრჩენილიყავი. მეტროსთან ჩამოვედი და დიდხანს ვსეირნობდი თბილწვიმიან ქალაქში…

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

30 thoughts on “აქაური აფრიკა (ფოტოკოლაჟი)

  1. იანკო

    მანსარდა პირველ სართულზე – ლოოოოოოოოოოლ

  2. ნათია

    ჩემს სახლს ჩაუარეეეეეე და არ ვიცოოოდიიიი? :) ისან-სამგორის გამგეობა თუ იცი, მისგვერდით მდგომ კორპუსში ვცხოვრობ :))) მოსკოვის გამზირის დასაწყისი ანუ….
    მეც ვარ ნამყოფი აფრიკაში, დიდი ხნის წინ….საშინელი მდგომარეობააა…შიხიაშვილს რომ კითხოთ ყველაფერს აკეთებს…მანდ უნდა დაასახლო და ნახავს მერე როგორია “ცხოვრება” :D

  3. გამარჯობა

    სურათებზე ვიხალისე და”ციგნების” წარმომავლობამ დამაინტერესა. თან ლოტკინზე ვცხოვრობ და :D

  4. SaLoMea_Mze

    ვაიმე რა პირობებია… :შ კარგია რომ მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა :D

    “ვსეირნობდი თბილწვიმიან ქალაქში…”

    ;) ისე მეც სიამოვნებით ვისეირნებდი… :)

  5. Katieé.Ge

    ბევრი ბევრი დაწერე, რა კარგია ვიღაცა რომ მიდის და ნახულობს და მარტო მათხოვარი ბოშებისადმი ზიზღით და “ეგენი უნდა გაწყვიტო”-თი არ შემოიფარგლება.

    შენ გგონია ესაა ცუდი პირობები???
    ეს სამოთხეა იმასთან შედარებით, როგორც ცხოვრობენ ბოშები სოფ. გაჩიანში.
    გაჩიანი არის თათრებით, ცოტა ქართველებით და უფრო ცოტა ბოშებით დასახლებული დიდი სოფელი რუსთავთან ახლოს. სოფელში არის წყლის პრობლემა, განსაკუთრებით ბოშების ნაწილში, არ არის ჭაც კი , სამაგიეროდ არის ქვა და ღორღი, წვიმის დროს რომ ჩამოიშალა და ეზოები გაუვსო.
    გაჩიანელი ბოშები ნამდვილი ბოშები არიან და არა ლოტკინელი მოლდოველები.

    იქ სახლის მსგავსს ვერ ვახავ ვერაფერს, ფანერებისგან აწყობილი რაღაც “ჩეჩმა”, თავზე როგორ არ ენგრევათ მიკვირს. ყველას ყავს 4-5 და მეტი შვილი, აქედან აუცილებლად ერთი მაინც ავადმყოფი (ბრმა, ყრუ, გონებაჩამორჩენილი ან სხვა რამ). ალბათ მიზეზი ახლონათესაური შეჯვარებაა + საშინელი პირობები.

    მათი საკვები შემოიფარგლება პურით და ჩაით, ან გარეთ ყოფნისას ჩუმად ნაყიდი ფენოვანი ხაჭაპურით და ნაყინით, სახლში მისატანი ნამათხოვრალი ფულიდან რომ “ტეხავენ”.

    გინახავთ ბოშა კაცი? არა ხო?
    კაცები არ “მუშაობენ”, ზრდასრული ბოშა მამაკაცი ტაბორში “გდია” და ცოლების და შვილების მოტანილი ფულით არსებობს, თან ვაი ცოლის და შვილის ბრალი თუ საჭმლის და სიგარეტის ფული ვერ მოუტანა. სხვათა შორის, ასეთი გაზულუქებული საქართველოში მცხოვრები ბოშა კაცები ყოფილან, რუსეთში ბევრად თანასწორად ცხოვრობენო, ულამაზესმა ბოშა გოგონამ მითხრა, რომელსაც იქაც და აქაც უცხოვრია.

    ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო ამაზე და აუცილებლად დავწერ მეც ერთხელ ბლოგზე, მადლობა რომ გამახსენე.

    და მართალია, ყველგან ბოშები რასაც ითხოვენ, ესაა პირადობის მოწმობების დ ასხვა საბუთების მოწესრიგებაში დახმარება, რადგან ამის გარეშე ვერც სოციალურ დახმარებებს იღებენ და ვერც სკოლაში შეყავთ ბავშვები. მართალია სამოქალაქო რეესტრმა ძალიან გაუმარტივა პროცედურები, მაგრამ სამწუხაროდ ბოშებიდან ძალიან ცოტას, ალბათ 0.1%-ს აქვს საკმარისი განათლება (ისიც ცხოვრებისეული განათლება) იმისთვის, რომ ამ პროცედურებსში თვითონ გაერკვეს და დაკვალიანდეს, შიში დაძლიოს სახ. ორგანოების მიმართ და რაც მთავარია, დაკარგოს რამდენიმე “სამუშაო დღე” და საარსებო ფული :(

    1. zurriuss Post author

      აუ, ქეთი, გამაცანი რომელიმე ეგეთი ბოშა რაააა :(
      სერიოზულად…

      1. Katieé.Ge

        გაგაცნობ, მოვიძიებ კოტაქტებს მაგათთან :)
        სხვათა შორის, მე ლალენამ გამაცნო :) ოღონდ როგორც ბლოგერმა არა, როგორც ყოფილმა თანამშრომელმა (და მე სულ ახლა გავიგე რომ ლალენა ისაა :D)

        ჰოდა,
        პ.ს. ასე იქცა ეკატერინე ქეთიდ :P

          1. Katieé.Ge

            ჰო, შევეჩვიე უკვე, ხშირად გამოვთივარ ქეთი, არც ბოლოში აქცენტიანი ე მშველის და არც ბლოგის ქვესათაური : მე მქვია ეკა :D

  6. სიყვარულოვნა

    აფრიკაში არასოდეს მყოფილვარ და ძალიან მინდა რომ მეც ავისრულო ეს მინი ოცნება = ))
    თუმცა როგორც ვიცი უკეთესი სახლებიც არის :P

  7. მარი

    არ ვიცოდი თბილისში ასეთი ადგილებიც თუ არსებობდა. საცოდავი ციგნები, გული ამიჩუყდა :cry:

  8. Qilipa

    ეეეეე ბიჭო რა წესია აფრიკის დარქმევა ამ ადგილებზე? :evil: ეგ არის ,,მეორე ნავთლუღის ქუჩა” და მთლად აფრიკაც არაა… ,,კოლაჟი ბოშათა საცხოვრებლიდან” მაინც დაქერქვა ან მაგდაგვარი რამე :| აფრიკა არაა ეგ, ცოტა წესიერიც გენახებინა ხალხისთვის რამე :))) აფრიკელი ვარ სიმონ ქე იცი მაგ ამბავი და მტკენ გულს :))))))

    1. zurriuss Post author

      ჰო? მაშინ ისიც გეცოდინება, რატომ დაარქვეს “აფრიკა”.
      ერთ-ერთი კომენტარის ავტორს აინტერესებს :)

      1. Qilipa

        ოოო ეგ რთული კითხვაა! ვერ გავიგე ზუსტად, ზოგი ამბობს რომ იმიტომ, რომ შორსააო ქალაქიდან, ანუ ცივლიზაციიდანო :d და ზოგი ამბობს, რო თავის დროზე წყლის პრობლემა ყოფილა უბანში და… :) ზუსტად ვერ გეტყვით :|

  9. ინგა

    არც მე ვყოფილვარ და ახლა ცოტათი შემექმნა შთაბეჭდილება ამ რეპორტაჟის საშუალებით. მარტო ის მაინტერესებს, აფრიკა მსგავსი საცხოვრებელი პირობების გამო დაარქვეს?

  10. Lalena

    ხოო ეკა, გაჩიანში ერთად ვიყავით და არასოდეს დამავიწყდება როგორ გეხვეოდნენ პატარა ცისფერთვალება ბოშები კამფეტების მოლოდინში, მათთვის უფრო მეტი იყავი ვიდრე წიგნებშჳ ნახსენები კეთილი ფერიები :)) ბოშები იმაზე ღელავენ, რომ რუსთაველზე მოსეირნე ეთნიკურად ქურთი მოსახლეობა, ბოშის სახელს ამოფარებული, თავისი უხეში ქცევით ბოშას უტეხავს სახელს, კიდევ ბევრა არ იცის, რომ ბოშები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან :) სამგორში ვიყავი ერთ-ერთი ბოშის სახლში სადაც უამრავი ფერადი კაბა ეკიდა ოთახში გაბულ თოკზე და ბოლივუდელი ვარსკვლავები იღიმოდნენ პოსტერებიდან :) უყვართ ინდოეთი და იციან, რომ ოდესღაც იქედან წამოვიდნენ. სულ სხვანაირები არიან ბათუმელი ბოშები… და კიდევ მინდა გავიხესო ბოშა გოგონა მადონა, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა… კიდევ გაჩიანში ცხოვრობს ქართველი გოგონა, რომელიც ბოშას გაყვა ცოლად, ყავს ულამაზესი 2 შვილი და დინამოზე ხელგაწვდილი ითხოვს დახმარებას. საერთოდ მას შემდეგ რაც ბოშების რეალური ცხოვრება და პრობლემები ვნახე ერთ რამეს გეტყვით: ნუ დაინანებთ ხურდას :)

      1. Katieé.Ge

        ჰოო, სალი, მეც მასე ვარ, ვცდილობ ყველა დავარწმუნო, რომ ნამდვილად შესაცოდ მდგომარეობაში არიან და არაა ისე, ხალხს რომ ჰგონია, ფულს ხვეტენ და მდიდრულად ცხოვრობენო და მაგათ მაინც არ უნდათ წესიერი ცხოვრება, ქურდობა ურჩევნიათო. არავის არ ურჩევნია ქურდობა და მათხოვრობა, მითუმეტეს როცა გარშემო კარდ, ადამიანურ ცხოვრებას უყურებს :(

        აი მადონა რომ გავაცნოთ ზურიუსს, შეიძლება ერთი კარგ პოსტშიც მოხვედრილიყო ჩვენი ლამაზი გოგონა :) საქართველოშია ნეტა?

        1. Katieé.Ge

          აუუ ახლა რა გამახსენდა იცი,
          ქობულეთელ და ქუთაისელ ბოშა ბიჭებს რომ “შევუყვარდი” გახსოვს?
          ვერ მოვიფიქრე და ბეჭედი ვერ გავიკეთე, მარიკა გადარჩა :D
          და მერე, ელენე თევდორაძეს რომ მიახალეს, ტვ–ში რა ბებერი ხართ და ისე არ ყოფილხართ ეგეთი ბებერიო :D:D:D
          ისე, რა კაი ბიჭები იყვნენ, ა :D

  11. ვასასი

    მდას…

    ერთხელ ქობულეთში ვნახე ციგნის ბავშვი, სადღაც 12 წლის იქნებოდა (ნუ, მეტის არც მე ვიყავი), ულამაზესი ლურჯი თვალები ჰქონდა და ამ გაზინტლულ სახეზე ისე უხდებოდა, რომ დღემდე მახსოვს..

  12. kevana

    ვაჰ, ზოგან რა საინტერესო არქიტექტურული ტიპი დავლანდე, :green: თუნდაც ეს მანსარდა პირველ სართულზე :green:

  13. andria

    რო დაწერ ამ ბოშებზე, წამაკითხე რა სტატია
    მაგრა მაინტერესებს მათი ყოფა-ცხოვრება და ადათ-წესები

  14. სიყვარულოვნა

    იცი რაა არის?
    ძნელი დასაჯერებელია რომ ვინც ისეთი გონორით გთხოვს დროზე ფული მომეციო როგორც რუსთაველის “ციგნები”, და არა მარტო რუსთაველის, რომ მათ სხვა რამ უნდათ მატხოვრობის გარდა ან შეუძლიათ.
    არ ვაძლევ ბავშვს ფულს. მირჩევნია პური ვუყიდო და ის მივცე ა ვიცოდ რომ ჭამა ვიდრე ფული მივცე და წავიდეს და ათასი საიზღრობა გააკეთოს.
    რა ტქმა უნდა განსხვავდებიან ეს ბოშები იმ ბოშებისგან. განა ჩვენ არ განვხსხვავდებიტ ერთმანეთისგან?
    კანფეტი ყველას უხარია და მაგ დროს ყველა მოგეხვევა. მეც ცაგეხუტები და გაკოცებ თუ შოკოლადს მომცემ.
    საშინელ სიტუაციაში ცხოვრობენ და ეს გაწუხებთ?
    და რამდენი ქართველი ცხოვრობს უარეს სიტუაციაში?სახლი მაინც აქვთ და ზოგს თავშესაფარიც კი არ აქვს რომ წვიმაში არ დასველდეს.

    1. Katieé.Ge

      დამიჯერე, ბევრი არ ცხოვრობს ისეთ ცუდ პირობებში, ცუდ არა, არაადამიანურ პირობებში, როგორც ბოშები და თუ ცხოვრობს, ისიც და ესეც ჩვენი – ამ ქვეყნის მოქალაქეების უბედურებაა. თუ გაჩიანში ან აფრიკაში მყოფები თვალში არ გვხვდებიან, რუსთაველზე ხომ გვაწუხებენ? მაშინ ეგოისტურად მაინც ვიფიქროთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ შეგვაწუხონ.

      აი მანდ იწყება ჩვენი პრობლემა, როცა ვადარებთ, რამდენი ქართველი ცხოვრობს მაგაზე უარესად, რაღა ბოშებზე შეგტკივა გულიო. ბოშები ადამიანები არ არიან? თუ ღმერთმა ჩვენ გვშობა მარტო მის ხატად და დარად?

      ჩვენზე გაჭირვებულადაც ბევრი ცხოვრობს, მაგრამ ეს ხომ არ გვიკარგავს საკუთარი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების და ამ ცხოვრებაზე წუწუნის სურვილს და მოტივაციას?

      რა მნიშვნელობა აქვს ქართველი იქნება თუ ბოშა, თუ სომალელი, სიბრალული და თანაგრძნობა ხომ ფული არაა, დაგენანოს და დაგაკლდეს, რამდენიც არ უნდა დახარჯო?

      და თუ მე არ შემიძლია შემებრალოს მაინც (თუ არ დავეხმარო) ადამიანს, რომელიც ადამიანურ პირობებში არ ცოცხლობს, მაპატიე, მაგრამ ეკლესიაში შარვლით შესვლა–არშესვლა ვერ მიშველის გასაკეთილშობილებლად ;)

      მგონი გასაგებად დავწერე, რისი თქმაც მინდოდა.

  15. ილო

    ტიტუუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა :D რას გავს ეხლა ეს? :( არ არის ეგ ადგილი აფრიკა და ნუ გვარცხვენთ :P შენს პოსტს ჩემი პოსტის კომენტარიდან მოვაგენი, ეხლა ჰი თქვენ ეწვიეთ ჩემსას და იქ გაიგეთ სინამდვილე აფრიკის შესახებ :) http://ilovanski.wordpress.com/2011/01/04/სულ-სხვა-დონეა-აფრიკა-p/

  16. გიო

    ტრაკში არავის გაერჭოთ თქვენ ქალაქში რო ცხოვრობთ და მარტო მაგ დედამოტყნული დასახლებით არ შემოიფარგლება აფრიკა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.